წიწამურში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 6 033 000 ლარს (1 900 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 600 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1500 კვ.მ.
კერძო სახლს აქვს 7 ოთახი, აქედან 4 საძინებელია.
"პირველ სართულზე: დიდი მისაღები ბუხრით, სამზარეულო_სასადილოს სივრცით, ერთი დიდი სველი წერტილი, პატარა სათავსო ოთახით. მეორე სართულზე: 3 საძინებელი თითო _ 35 კვ.მ. (სამივე საკუთარი სველი წერტილით), კაბინეტი - გამოდგება საძინებლად, აივანი. მესამე სართული მთლიანად ვერანდული ტიპის, 150 კვ.მ. მთლიანი, საბოილერე საშრობი ოთახით. ეზოს საერთო ფართობი: 1500 კვ.მ. ეზოში ორანჟერია 150კვ.მ. ბუხრით, საქეიფო სივრცე. მოპირკეთებული ქვაფენილით, გამწვანებული, დეკორატიული ხე მცენარეებით. საბავშვო გასართობი სივრცეებით, ნაძვნარი. უკან ტყის გარემოცვაში, არაგვზე ჩასასვლელით. გადაკიდებული აივნები არაგვზე. ულამაზესი ხედებით მთელს მცხეთაზე. სამთავროზე, სვეტიცხოველსა და ჯვარზე. პანორამული ხედებით. გამოყოფილია ადგილი აუზისთვის. არის კარგად გარემონტებული, ახალი აშენებული. აგურში მოპირკეთებული. სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით",- აღნიშნულია განცხადებაში...დაათვალიერეთ ფოტოები