პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე
"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კი­თხის ირ­გვლივ არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვბა­ა­სობთ ყვე­ლა, ხოდა ახლა მე ჩე­მე­ბუ­რად მო­გიყ­ვე­ბით ამ ამ­ბავს, - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ არა ის, რომ "სახ­ლში რა­საც უნ­დათ ვერ აკე­თე­ბენ", არა­მედ ის, რომ გა­რეთ უყუ­რე­ბენ ალ­მა­ცე­რად თა­ვი­ან­თი იმ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გამო, რა­საც ნამ­დვი­ლად მხო­ლოდ სახ­ლში აკე­თე­ბენ და არა სა­ჯა­როდ, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა. აწუ­ხებთ ის, რომ სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი ეკ­რძა­ლე­ბათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნით არ ეკ­რძა­ლე­ბათ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის პრობ­ლე­მა არის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი და ხმა ჩახ­შო­ბი­ლი. აწუ­ხებთ ის, რომ მშობ­ლე­ბი და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­ცხვე­ნენ და უარ­ყო­ფენ მათ, იმის ში­შით, "რას იტყვის ხალ­ხი", ისე რო­გორც უამ­რავ ჩვენ­განს უარი გვით­ქვამს ჩვენს ნამ­დვილ თავ­ზე და სურ­ვი­ლებ­ზე და ვერ ვი­აზ­რებთ, რომ თა­ვად ვქმნით შე­უბ­რა­ლე­ბელ გა­რე­მოს, სა­დაც შემ­დეგ ყვე­ლა ერ­თად ვწუხ­ვართ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­გვას.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის ისე­თი­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის კარ­გი ადა­მი­ა­ნი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რი წუთი აქვთ ნა­ჩუ­ქა­რი, და­შა­ვე­ბუ­ლი კი ბევ­რად ნაკ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სას.

ორი­ენ­ტა­ცია არ­ჩე­ვა­ნი არ არის და არც ცხოვ­რე­ბის წესი. ბი­ო­ლო­გი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით თან­და­ყო­ლი­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა, რომ­ლის შეც­ვლაც ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის. ხოდა ახლა მე რომ ქალს მი­მა­თხო­ვოთ, თუ კარ­გი მზა­რე­უ­ლია და ხურ­ცი­ძე­სა­ვით ფუმ­ფუ­ლა­ცაა, შე­იძ­ლე­ბა მშვე­ნივ­რა­დაც მო­ვე­წყო და უფრო მშვი­და­დაც ვიყო, ვიდ­რე ახლა ვარ, მაგ­რამ სა­კი­თხის იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა რომ ვერ იქ­ნე­ბა, ხომ ხვდე­ბა ამას ყო­ვე­ლი კომბლი­ა­ნი? ხოდა ვა­ცა­დოთ ერ­თმა­ნეთს ღელ­ვა, ჩემო ბა­ტო­ნო... სიყ­ვა­რუ­ლი სიმ­შვი­დის­თვის კი არა, ვნე­ბა­თა­ღელ­ვის­თვის გვინ­და, პეპ­ლე­ბის­თვის და ჟრუ­ან­ტე­ლე­ბის­თვის, და­მი­რე­კა-არ და­მი­რე­კას­თვის, ვეჭ­ვი­ა­ნობ-არ ვეჭ­ვი­ა­ნობ, აუ რა მა­გა­რი დღეა, - ფუ რა სა­ძა­გე­ლი დღეა, ეგ დამ­პა­ლი-ეგ ბრი­ლი­ან­ტი, მოვ­კლავ! მოვ­კვდე­ბი!.. ვი­ღელ­ვოთ ყვე­ლამ ჩვე­ნე­ბუ­რად, სა­ნამ ირ­ხე­ვა სულ­ში რამე, გვიყ­ვარ­დეს ოღონდ, ხომ ჯობს გვიყ­ვარ­დეს, ვიდ­რე არ გვიყ­ვარ­დეს? ჩვენც გვიყ­ვარ­დეს, სხვა­საც უყ­ვარ­დეს. ერთი ცალი და ძა­ლი­ან მოკ­ლე სი­ცო­ცხლე გვაქვს და თუ სხვებს უნდა ვდი­ოთ, ბა­რემ ჩვენს სიყ­ვა­რულს ვდი­ოთ, ბევ­რად მეტი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს იმას, რაც ჩვენ­ში ხდე­ბა და თუ ჩვენ­ში არა­ფე­რი ხდე­ბა, მერ­წმუ­ნეთ, არ ამო­ივ­სე­ბა სი­ცა­რი­ე­ლის გრძნო­ბა სხვებ­ზე ბრა­ზის გა­და­ტა­ნით. ხოდა ვი­ზე­ი­მოთ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რო­ბა.

რომ გვკი­თხოს ვინ­მემ, ჩიპი იმი­ტომ არ გვინ­და, ერ­თნა­ი­რე­ბი გავ­ხდე­ბი­თო, ხოდა რა გვინ­და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. სა­დაც ერ­თნა­ი­რო­ბაა, ამ­ბე­ბი აღარ ხდე­ბა, სხვა­დას­ხვა არო­მა­ტე­ბი, ფე­რე­ბი, გე­მო­ე­ბი, ფორ­მე­ბი, ფაქ­ტუ­რე­ბი ქმნის ამ­ბებს. ხოდა მი­ვი­ღოთ სი­ცო­ცხლე ისე­თი, რო­გო­რიც ის არის, დაგ­ვხვდა და არა­ფე­რი უკი­თხავს ჩვენ­თვის. ციკ­ლი­დან: არ და­ვი­ჩი­პე­ბით".

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
18

ქ-ნო ნათია, მიუხედავად თქვენი პერსონის მიმართ ზღვა მოწიწებისა და უკიდეგანო პატივისცემისა, ამ საკითხზე ახალს, ჯერართქმულს და ჯერარტვინნაჭყლეტს ვერაფერს იტყვით და დაწერთ, ზუსტად ისევე, როგორც პასუხი ვერ იქნება ვერც ახალი, ვერც ორიგინალური და ვერც ახალი სამედიცინო თუ ფსიქო-მორალურ-რელიგიური პოსტულატებით გამყარებული - არა პროპაგანდას!!! უბრალო და მარტივია გასაგებადაც, შესაგნებადაც და დასახსომებლადაც, უბრალოდ - არა პროპაგანდას... დანარჩენებზე, კი ბატონო და ქალბატონო, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, გავილამაზოთ ეს ერთფეროვანი ცხოვრება ვინ ცისარტყელას ფერებში და ვინ - საცივში ჩაწყობილი გოჭის ხორცითა და მამაპური ყანწების ტრიალით, მაგრამ ისევდაისევ უბრალო, მარტივი და არასადაო დევიზით - არა პროპაგანდას!!!

ლევანი
15

რატომ უნდა ილაპარაკოს ნებისმიერმა ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა თავის პრობლემებზე საჯაროდ, თქვენ ასაჯაროებთ თქვენს პრობლემებს?მით უმეტეს, ინტიმურს?აკრძალვა უნდა იყოს შინაგანი, იმიტომ რომ ეს სულიერი გაშიშვლებაა და სხვისთვის ცუდი დასანახია.

ავტორი:

"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე

"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და "თბილისი პრაიდის" გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საზოგადოებაში საკითხის ირგვლივ არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება:

"სხვადასხვანაირობაზე სხვადასხვანაირად ვბაასობთ ყველა, ხოდა ახლა მე ჩემებურად მოგიყვებით ამ ამბავს, - განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს აწუხებთ არა ის, რომ "სახლში რასაც უნდათ ვერ აკეთებენ", არამედ ის, რომ გარეთ უყურებენ ალმაცერად თავიანთი იმ თავისებურების გამო, რასაც ნამდვილად მხოლოდ სახლში აკეთებენ და არა საჯაროდ, ისევე, როგორც ყველა. აწუხებთ ის, რომ საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ ლაპარაკი ეკრძალებათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ ეკრძალებათ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის პრობლემა არის უგულებელყოფილი და ხმა ჩახშობილი. აწუხებთ ის, რომ მშობლები და უახლოესი ადამიანები ირცხვენენ და უარყოფენ მათ, იმის შიშით, "რას იტყვის ხალხი", ისე როგორც უამრავ ჩვენგანს უარი გვითქვამს ჩვენს ნამდვილ თავზე და სურვილებზე და ვერ ვიაზრებთ, რომ თავად ვქმნით შეუბრალებელ გარემოს, სადაც შემდეგ ყველა ერთად ვწუხვართ საკუთარი თავის დაკარგვას.

განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა არის ისეთივე კარგი ადამიანი, როგორც ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა არის კარგი ადამიანი. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს საზოგადოებისთვის უამრავი ბედნიერი წუთი აქვთ ნაჩუქარი, დაშავებული კი ბევრად ნაკლები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ორიენტაციისას.

ორიენტაცია არჩევანი არ არის და არც ცხოვრების წესი. ბიოლოგიური თეორიების მიხედვით თანდაყოლილი თავისებურებაა, რომლის შეცვლაც ადამიანის სურვილზე დამოკიდებული არ არის. ხოდა ახლა მე რომ ქალს მიმათხოვოთ, თუ კარგი მზარეულია და ხურციძესავით ფუმფულაცაა, შეიძლება მშვენივრადაც მოვეწყო და უფრო მშვიდადაც ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, მაგრამ საკითხის იდეალური გადაწყვეტა რომ ვერ იქნება, ხომ ხვდება ამას ყოველი კომბლიანი? ხოდა ვაცადოთ ერთმანეთს ღელვა, ჩემო ბატონო... სიყვარული სიმშვიდისთვის კი არა, ვნებათაღელვისთვის გვინდა, პეპლებისთვის და ჟრუანტელებისთვის, დამირეკა-არ დამირეკასთვის, ვეჭვიანობ-არ ვეჭვიანობ, აუ რა მაგარი დღეა, - ფუ რა საძაგელი დღეა, ეგ დამპალი-ეგ ბრილიანტი, მოვკლავ! მოვკვდები!.. ვიღელვოთ ყველამ ჩვენებურად, სანამ ირხევა სულში რამე, გვიყვარდეს ოღონდ, ხომ ჯობს გვიყვარდეს, ვიდრე არ გვიყვარდეს? ჩვენც გვიყვარდეს, სხვასაც უყვარდეს. ერთი ცალი და ძალიან მოკლე სიცოცხლე გვაქვს და თუ სხვებს უნდა ვდიოთ, ბარემ ჩვენს სიყვარულს ვდიოთ, ბევრად მეტი სიხარული მოაქვს იმას, რაც ჩვენში ხდება და თუ ჩვენში არაფერი ხდება, მერწმუნეთ, არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით. ხოდა ვიზეიმოთ სხვადასხვანაირობა.

რომ გვკითხოს ვინმემ, ჩიპი იმიტომ არ გვინდა, ერთნაირები გავხდებითო, ხოდა რა გვინდა ჩამოვყალიბდეთ. სადაც ერთნაირობაა, ამბები აღარ ხდება, სხვადასხვა არომატები, ფერები, გემოები, ფორმები, ფაქტურები ქმნის ამბებს. ხოდა მივიღოთ სიცოცხლე ისეთი, როგორიც ის არის, დაგვხვდა და არაფერი უკითხავს ჩვენთვის. ციკლიდან: არ დავიჩიპებით".