პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა
გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, „TV პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­და­ცე­მა „რე­დი­ზა­ი­ნი“ გა­დის და მან უკვე მო­ა­ხერ­ხა, რომ უამ­რა­ვი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი გა­ი­ჩი­ნა. გა­და­ცე­მამ უკვე გა­ა­ბედ­ნი­ე­რა რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი, რო­მელ­თაც ოთა­ხე­ბი სა­ჩუქ­რად გა­უ­რე­მონ­ტა. ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მათ­გა­ნი კი კე­სოა, რო­მელ­საც არ სჯე­რო­და, რომ გა­და­ცე­მა­ში მარ­თლა გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ მო­ნა­წი­ლე­ებს და ამის­თვის დე­დას­თან სა­ნაძ­ლე­ოც კი წა­ა­გო.

გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე კე­სოს დედა, ეკა ქარ­ქა­შა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა. სწო­რედ მან გაგ­ზავ­ნა წე­რი­ლი „რე­დი­ზა­ინ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლით. შე­დე­გით კმა­ყო­ფილ­მა კი წამ­ყვა­ნებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ხა­ტულ ქო­თან­ში ჩარ­გუ­ლი იები აჩუ­ქა.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ

ოჯახ­ში ხუთ­ნი ვართ, არა ექ­ვსი... მე, მე­უღ­ლე, სამი ქა­ლიშ­ვი­ლი - კესო, ნინო, ლიზა და ფისო, სა­ხე­ლად ფრე­დი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია. ოჯა­ხის წევ­რებს ჩვე­ნი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს, თუმ­ცა არის თე­მე­ბი, რა­შიც ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ემ­თხვე­ვა, მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კა. მუ­სი­კის მოს­მე­ნა ყვე­ლას გვიყ­ვარს და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კით და­წყე­ბუ­ლი და მძი­მე მე­ტა­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს ვუს­მენთ. ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლე­ბი სი­ახ­ლე­ებს მაც­ნო­ბენ, უფ­რო­სე­ბი კი­დევ „ძვე­ლებს“ ვას­მე­ნი­ნებთ. წლე­ბია, ჩემი მე­უღ­ლე და მე ვამ­ზა­დებთ ხის ფა­ნე­რის სა­თა­მა­შო­ებს. თა­ვი­დან ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბის­თვის ვა­კე­თებ­დით თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლებს. ახლა კი გო­გო­ე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და სხვა შეკ­ვე­თებს გვაძ­ლე­ვენ. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა კი უკვე ჰო­ბად მექ­ცა...

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

გო­გო­ნებს ყვე­ლას თა­ვი­სი ოთა­ხე­ბი აქვთ და თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ აწყო­ბენ. კე­სოს თა­ვი­სი ოთა­ხის გა­რე­მონ­ტე­ბა სურ­და და გა­და­წყვი­ტა თვი­თონ ემოქ­მე­და... ამ დროს „რე­დი­ზა­ი­ნის“ რეკ­ლა­მა ვნა­ხე და ვი­ფიქ­რე, მე­ცა­და. კე­სომ შე­თა­ვა­ზე­ბა ეგ­რე­ვე უარ­ყო: კარ­გი რა, დედა, გჯე­რა ეხლა შენ ამი­სი, ეგე­თე­ბი არ მუ­შა­ობს... მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, ცდა ყო­ველ­თვის ღირს და ჩემ­მა მცდე­ლო­ბამ გა­ა­მარ­თლა კი­დეც. „რე­დი­ზა­ინს“ მივ­წე­რე კე­სოს უნ­დობ­ლო­ბის შე­სა­ხებ. სწო­რედ ეს აღ­მოჩ­ნდა მო­ტი­ვა­ცია გა­და­ცე­მის პრო­დუ­სე­რე­ბი­სათ­ვის, რომ სწო­რედ ჩვენ­თვის გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნათ ოთა­ხი.

შე­დე­გით რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ოთა­ხის გა­რე­მონ­ტე­ბა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ ჩემს შვილს და­ვუმ­ტკი­ცე, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და ცდას არა­ფე­რი უდ­გას წინ. თან „რე­დი­ზა­ი­ნის“ გუნ­დი საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში: პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, „ბრი­გა­და არ­ტის“ სა­უ­კე­თე­სო ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი და უმ­ხი­ა­რუ­ლე­სი წამ­ყვა­ნე­ბი.

კე­სოს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და, რო­დე­საც ის შე­არ­ჩი­ეს და შემ­დეგ უკვე რო­დე­საც შე­დე­გი ნახა?

კესო, რო­გორც ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ზარ­დი, საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლია. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. თა­ვი­სი ოთა­ხი ისე მოს­წონს, რომ თით­ქმის მთელ დროს იქ ათა­რებს და აღარ გა­მო­დის.

რას ურ­ჩევთ მათ, ვი­საც მსგავ­სი გა­და­ცე­მე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბის არ სჯე­რა?

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის მო­მენ­ტი ძლი­ე­რა­დაა ფეს­ვგად­გმუ­ლი. სტე­რე­ო­ტი­პის, რომ „ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყო­ბით ხდე­ბა“ დან­გრე­ვა რთუ­ლია. ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო, რომ სცა­დოს ყვე­ლამ, ვი­საც არ სჯე­რა, იქ­ნებ უმარ­თლებთ. სხვა­თა­შო­რის ბევ­რმა ზრდას­რულ­მა ნაც­ნობ­მა მი­თხრა, კე­სო­სი რა გი­თხრა და არც მე მჯე­რო­და და ახლა კი და­ვი­ჯე­რეო..

ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­ცე­მაა და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა ასე­თი პო­ზი­ტი­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი გა­და­ცე­მე­ბის არ­სე­ბო­ბა.

უყუ­რეთ სრულ გა­და­ცე­მას:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natalie
0

Es kaci moxsenit tanacamyvanobidan raaa sashinelebaa

ლეკა
0

ლოგინი ძალიან არამყუდროდ დგას და ზოგადად, არაფრად არ ვარგა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

რამდენიმე კვირაა, „TV პირველის“ ეთერში გადაცემა „რედიზაინი“ გადის და მან უკვე მოახერხა, რომ უამრავი ერთგული მაყურებელი და ძალიან ბევრი მონაწილეობის მსურველი გაიჩინა. გადაცემამ უკვე გააბედნიერა რამდენიმე ოჯახი, რომელთაც ოთახები საჩუქრად გაურემონტა. ერთ–ერთი გამორჩეული მათგანი კი კესოა, რომელსაც არ სჯეროდა, რომ გადაცემაში მართლა გაგზავნილი წერილების მიხედვით არჩევენ მონაწილეებს და ამისთვის დედასთან სანაძლეოც კი წააგო.

გადაცემაში მონაწილეობის გამოცდილებაზე კესოს დედა, ეკა ქარქაშაძე გვესაუბრება. სწორედ მან გაგზავნა წერილი „რედიზაინში“ მონაწილეობის სურვილით. შედეგით კმაყოფილმა კი წამყვანებს საკუთარი ხელით მოხატულ ქოთანში ჩარგული იები აჩუქა.

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ

ოჯახში ხუთნი ვართ, არა ექვსი... მე, მეუღლე, სამი ქალიშვილი - კესო, ნინო, ლიზა და ფისო, სახელად ფრედი, რომელიც ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ოჯახის წევრებს ჩვენი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე განსხვავებული ინტერესები გვაქვს, თუმცა არის თემები, რაშიც ჩვენი გემოვნება ემთხვევა, მაგალითად, მუსიკა. მუსიკის მოსმენა ყველას გვიყვარს და კლასიკური მუსიკით დაწყებული და მძიმე მეტალით დამთავრებული ყველაფერს ვუსმენთ. ჩემი თინეიჯერი შვილები სიახლეებს მაცნობენ, უფროსები კიდევ „ძველებს“ ვასმენინებთ. წლებია, ჩემი მეუღლე და მე ვამზადებთ ხის ფანერის სათამაშოებს. თავიდან ჩვენი გოგონებისთვის ვაკეთებდით თოჯინების სახლებს. ახლა კი გოგოები გაიზარდნენ და სხვა შეკვეთებს გვაძლევენ. ეს საქმიანობა კი უკვე ჰობად მექცა...

რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა?

გოგონებს ყველას თავისი ოთახები აქვთ და თავიანთი სურვილისამებრ აწყობენ. კესოს თავისი ოთახის გარემონტება სურდა და გადაწყვიტა თვითონ ემოქმედა... ამ დროს „რედიზაინის“ რეკლამა ვნახე და ვიფიქრე, მეცადა. კესომ შეთავაზება ეგრევე უარყო: კარგი რა, დედა, გჯერა ეხლა შენ ამისი, ეგეთები არ მუშაობს... მაგრამ მე ვფიქრობ, ცდა ყოველთვის ღირს და ჩემმა მცდელობამ გაამართლა კიდეც. „რედიზაინს“ მივწერე კესოს უნდობლობის შესახებ. სწორედ ეს აღმოჩნდა მოტივაცია გადაცემის პროდუსერებისათვის, რომ სწორედ ჩვენთვის გაერემონტებინათ ოთახი.

შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

შედეგით კმაყოფილი ვარ. ოთახის გარემონტებაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემს შვილს დავუმტკიცე, შეუძლებელი არაფერია და ცდას არაფერი უდგას წინ. თან „რედიზაინის“ გუნდი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა ურთიერთობაში: პროფესიონალი დიზაინერები, „ბრიგადა არტის“ საუკეთესო ბიჭები, რომლებმაც სწრაფად და ხარისხიანად გააკეთეს ყველაფერი და უმხიარულესი წამყვანები.

კესოს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ის შეარჩიეს და შემდეგ უკვე როდესაც შედეგი ნახა?

კესო, როგორც ყველა თანამედროვე მოზარდი, საკმაოდ პრეტენზიულია. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი დარჩა. თავისი ოთახი ისე მოსწონს, რომ თითქმის მთელ დროს იქ ათარებს და აღარ გამოდის.

რას ურჩევთ მათ, ვისაც მსგავსი გადაცემების რეალურობის არ სჯერა?

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უნდობლობის მომენტი ძლიერადაა ფესვგადგმული. სტერეოტიპის, რომ „ყველაფერი ჩაწყობით ხდება“ დანგრევა რთულია. ამიტომაა საჭირო, რომ სცადოს ყველამ, ვისაც არ სჯერა, იქნებ უმართლებთ. სხვათაშორის ბევრმა ზრდასრულმა ნაცნობმა მითხრა, კესოსი რა გითხრა და არც მე მჯეროდა და ახლა კი დავიჯერეო..

ძალიან კარგი გადაცემაა და ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილად საჭიროა ასეთი პოზიტივის მატარებელი გადაცემების არსებობა.

უყურეთ სრულ გადაცემას:

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FRedesign.ge%2Fvideos%2F160021566188046%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

არქი 15 წლის გახდა

როგორი იქნება "მზიური გარდენსის " ბალნეოლოგიური კურორტი ბათუმში

უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები