სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი წულაიამ საპატიმროში 25 კგ დაიკლო - "გადავწყვიტე, მეცოცხლა"
გოგი წულაიამ საპატიმროში 25 კგ დაიკლო - "გადავწყვიტე, მეცოცხლა"

"ახა­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გოგი წუ­ლა­ი­ამ სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. რო­გორც წუ­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, მან პა­ტიმ­რო­ბის დროს 25 კგ და­იკ­ლო.

"25 კილო და­ვი­კე­ლი. პირ­ვე­ლად 14 დღე ვი­შიმ­ში­ლე, შემ­დეგ შევ­წყვი­ტე და 7 დღე ვი­შიმ­ში­ლე. შემ­დეგ წა­ვი­კი­თხე ნა­პო­ლე­ო­ნი, სა­დაც წერს "ჩემი და­ცე­მის დროს ბე­დის­წე­რა მე­უბ­ნე­ბო­და მოკ­ვდიო, მაგ­რამ ღირ­სე­ბა მე­უბ­ნე­ბო­და იცო­ცხლეო“, - გა­დავ­წყვი­ტე მე­ცო­ცხლა“, - აღ­ნიშ­ნავს გოგი წუ­ლა­ია და აცხა­დებს, რომ მას ძა­ლა­დო­ბა და­აბ­რა­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლემ გოგი წუ­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მას 6 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

"იმის გან­ცდა გა­მიჩ­ნდა, რომ ამ სა­სა­მარ­თლო­შიც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მონა არ არი­ან და თა­ვი­სუ­ფალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი გან­ცდა. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ პა­ტიმ­რებს, რომ­ლე­ბიც სო­ლი­და­რო­ბას მი­ცხა­დებ­დნენ და მამ­ხნე­ვებ­დნენ. ბარე ორი პო­ლი­ტი­კო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ერ­თოდ რომ არ ვუხ­სე­ნე­ბი­ვარ სხვა­თა­შო­რის, ცოტა წყე­ნაც მაქვს გულ­ში. ვიცი, რომ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი მი­ცხა­დებ­დნენ მხარ­და­ჭე­რას, და­ნარ­ჩე­ნებს მა­ინც და მა­ინც თავი არ მო­უკ­ლავთ. თუ ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმი­ტომ და­მი­ჭი­რა, რომ ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის ნა­მე­ტა­ნი დაც­ვა უნ­დათ და ას­მათ­ზე იყ­ვნენ გა­და­რე­უ­ლე­ბი, ძა­ლი­ან შემ­ცდა­რან. მე ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, და­მი­ჭი­რეს ბე­რას გი­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ წუ­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წუ­ლა­ია 19 მარტს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიძიაბაბუა
15

მიაწე შავგოგია, სანამ დროშას არ დააკიდებინეფ ამ უსაქმურებს არ მოეშვა მანამ, ღმერთმა ჯანი და სიკეთე მოგცეს, ნამეტანსაც ნუ მიიტან გულთან

გიო
34

მასხარა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გოგი წულაიამ საპატიმროში 25 კგ დაიკლო - "გადავწყვიტე, მეცოცხლა"

გოგი წულაიამ საპატიმროში 25 კგ დაიკლო - "გადავწყვიტე, მეცოცხლა"

"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა. როგორც წულაიამ განაცხადა, მან პატიმრობის დროს 25 კგ დაიკლო.

"25 კილო დავიკელი. პირველად 14 დღე ვიშიმშილე, შემდეგ შევწყვიტე და 7 დღე ვიშიმშილე. შემდეგ წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს "ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა იცოცხლეო“, - გადავწყვიტე მეცოცხლა“, - აღნიშნავს გოგი წულაია და აცხადებს, რომ მას ძალადობა დააბრალეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

"იმის განცდა გამიჩნდა, რომ ამ სასამართლოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მონა არ არიან და თავისუფალ გადაწყვეტილებას ღებულობენ. ეს არის ძალიან კარგი განცდა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატიმრებს, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ. ბარე ორი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საერთოდ რომ არ ვუხსენებივარ სხვათაშორის, ცოტა წყენაც მაქვს გულში. ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდნენ მხარდაჭერას, დანარჩენებს მაინც და მაინც თავი არ მოუკლავთ. თუ ისინი ფიქრობენ, ამ ხელისუფლებამ იმიტომ დამიჭირა, რომ ქალის უფლებების ნამეტანი დაცვა უნდათ და ასმათზე იყვნენ გადარეულები, ძალიან შემცდარან. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის“, - განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ წულაიამ.

ცნობისთვის, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.