სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულებმა 1 300 000-მდე ლარის ღირებულების 24 600 კვ.მ მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო
დაკავებულებმა 1 300 000-მდე ლარის ღირებულების 24 600 კვ.მ მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე სამი პირი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა პი­რებ­მა, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მო­ტყუ­ე­ბით და­ი­რე­გის­ტრი­რეს მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წო­დო­რეთ­ში მდე­ბა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 3 მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 24 600 მ2. საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­ქონ­ლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 1 267 781 ლარს.

„გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მყი­სი­ე­რად იქნა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტი­თა და 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით.

გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ქონების მსგავსი დატაცებები უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. 9 წელი რო მიწის გულისთვის ერთ ოთახში დაჯდები კაცი სირცხვილია მეტი არაფერი. სხვისი ქონების უკანონოდ მიმთვისებელი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

gia
0

eg ra aris naxet mcxetis nebismieri sofeli ra ambebia fulis shovnit gayalbebit da unamusobit yars ukve yvelaferi,mixedet atasobit nakveti gaformda ase visac namdvilad ekutvnis am kanonit isini ver iformeben da xelisuflebis madlierebis nacvlad korumpirebuli chinovnikebis gaumadzgrobis gamo xelisuflebis winaagmdeg ganawyves xalxi,ai tu simartle gindat eg aris..vin igebs wilebs mere gamochdeba tu kargad mokidebt xels

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დაკავებულებმა 1 300 000-მდე ლარის ღირებულების 24 600 კვ.მ მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო

დაკავებულებმა 1 300 000-მდე ლარის ღირებულების 24 600 კვ.მ მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 3 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 24 600 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 267 781 ლარს.

„გამოძიების დაწყებისთანავე, მყისიერად იქნა დაყადაღებული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა

ზესტაფონში ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებულ პოლიციელს და მამა-შვილს ბრალი წარედგინა

მოქალაქე, რომელმაც ბოლნისში, მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, დააკავეს