სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟვანიამ გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია" - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ჟვანიას წასვლა "ფეისბუქიდან" შეიტყვეს, მაგრამ ამის არავის სჯერა
"ჟვანიამ გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია" - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ჟვანიას წასვლა "ფეისბუქიდან" შეიტყვეს, მაგრამ ამის არავის სჯერა

დღეს თა­მარ ჟვა­ნია ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან გა­დად­გა, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

თა­მარ ჟვა­ნია წერს: "მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - 2021 წლის 1 ივ­ლი­სი­დან აღარ გა­ვაგ­რძე­ლო ცეს­კოს თავ­მჯდ­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რაც მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩი­ონ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით 2 წელი კი­დევ შე­მეძ­ლო გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ­მა სა­არ­ჩევ­ნო რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის ახა­ლი წე­სით არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი თან­ხმო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაზ­რდის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის, რაც თა­ვის მხრივ, წა­ად­გე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მო­მა­ვალ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და მთლი­ა­ნად ჩვენს ქვე­ყა­ნას“. იხი­ლეთ სრუ­ლად

თა­მარ ჟვა­ნია პოსტს 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და და 2013 წლი­დან მას ქვე­ყა­ნა­ში 7 არ­ჩევ­ნე­ბი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ambebi.ge-ს მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში უთხრეს, რომ თა­მარ ჟვა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­თაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ი­ტყვეს და ეს "ოც­ნე­ბას­თან“ შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი:

"ქალ­ბა­ტო­ნი ჟვა­ნია არის არ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და, შე­სა­ბა­მი­სად, ის სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არ ჰქო­ნია შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მისი გა­დად­გო­მა ჩვენ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ეს ამ­ბა­ვი მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით შე­ვი­ტყვეთ. ახალ კან­დი­დატს რაც ეხე­ბა, ამა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ეს პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამა­ში არ და ვერც ჩა­ვე­რე­ვით“.

სა­პი­რის­პი­როს ფიქ­რო­ბენ მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში. რო­გორც ენმ-ს წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, თა­მარ ჟვა­ნი­ას მა­ინც გა­და­ა­ყე­ნებ­დნენ და მან ფორ­მა­ლუ­რად სა­კუ­თა­რი ნე­ბით წას­ვლა არ­ჩია.

"რა თქმა უნდა, ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ვი­ნა­ი­დან მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბო­და ნდო­ბა­და­კარ­გუ­ლი, ამი­ტომ "ოც­ნე­ბამ“ სა­მო­მავ­ლოდ თა­ვის ტკი­ვი­ლი აი­ცი­ლეა. ეს ჟვა­ნი­ა­საც აწყობ­და - გაგ­დე­ბას, ფორ­მა­ლუ­რად სა­კუ­თა­რი ნე­ბით წას­ვლა არ­ჩია. რა თქმა უნდა, მას რა­ღა­ცას შე­პირ­დე­ბოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, თა­ნამ­დე­ბო­ბას და სულ მალე ვნა­ხავთ, რა პი­რო­ბე­ბით და­ი­თან­ხმეს. მე­ო­რეც - მათ, რა თქმა უნდა, აწყობთ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რედ რო­მე­ლი­მე უც­ნო­ბი, ოღონდ, მათ­თვის მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნის და­ნიშნ­ვა, ისე­თი ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­საც არ აქვს ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი და რო­მელ­საც ახა­ლი ცოდ­ვებს ჩა­ა­დე­ნი­ნე­ბენ. ამი­ტო­მაა ახლა სა­ჭი­რო სიფრ­თხი­ლე და ოპო­ზი­ცი­ის, მათ შო­რის, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა, რათა ისე­თი კან­დი­და­ტი შე­ირ­ჩეს, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­რი­ო­ნე­ტი. ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ, ერთი შე­ხედ­ვით ით­ვა­ლის­წი­ნებს ძა­ლი­ან მა­ღალ კვო­რუმს პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ თუ ერთხელ ჩა­ვარ­და კან­დი­და­ტუ­რა, მმარ­თველ პარ­ტი­ას იგი­ვეს წა­მო­ყე­ნე­ბა მე­ო­რედ შე­უძ­ლია, მე­სა­მე­დაც და ბო­ლოს გა­დის მარ­ტივ უმ­რავ­ლე­სო­ბამ­დე. პრო­ცე­დუ­რუ­ლად დი­დად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რად შე­იც­ვა­ლა, რად­გან ერთხელ რო­დე­საც ჩა­ვარ­დე­ბა და ოპო­ზი­ცია მხარს არ და­უ­ჭერს მათ კან­დი­და­ტუ­რას, მე­ო­რედ და მე­სა­მე­დაც თუ ჯი­უ­ტად გინ­და ამ ადა­მი­ა­ნის გათ­რე­ვა, ე.ი. რა­ღაც შავ-ბნე­ლი იდე­ე­ბი გა­წუ­ხებს. დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რა თქმა უნდა, სჯობს ძველს და ეს პრო­ცე­დუ­რა უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ არ მი­ვი­ღოთ თა­მარ ჟვა­ნია - 2. ეს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვი­საც იყო კო­ჭის გა­გო­რე­ბა. მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სწო­რედ ის, რომ ჟვა­ნია გა­და­ა­ყე­ნეს. მას მა­ინც მო­უ­წევ­და წას­ვლა, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში.“

რო­გორც პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, იმ სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­ფა­რად, რაც დღეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", სა­ვა­რა­უ­დოდ, იძუ­ლე­ბის ფორ­მით გა­და­ა­ყე­ნა თა­მარ ჟვა­ნია და ამით ცდი­ლო­ბენ სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

"ცოტა ხნის წინ, ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რი სა­უბ­რობ­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ვერ შეძ­ლო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამის მი­ზე­ზი არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნდო­ბის დონე, შე­სა­ბა­მი­სად, იმის გამო, რომ მომ­ხდა­რი­ყო გარ­კვე­ულ­წი­ლად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და იმ სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­ფა­რად, რაც დღეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­ვა­რა­უ­დოდ, იძუ­ლე­ბის ფორ­მით გა­და­ა­ყე­ნა თა­მარ ჟვა­ნია და ამით ცდი­ლო­ბენ სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მთა­ვა­რია, სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში , ჟვა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი პრობ­ლე­მას ვერ გა­და­წყვეტს.

"არა მგო­ნია, რომ ეს ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი იყოს. მე არც ადრე მქო­ნია იმის ილუ­ზია, რომ თა­მარ ჟვა­ნია იყო რა­ღა­ცა­ში დამ­ნა­შა­ვე და ახლა იბე­რია გაბრ­წყინ­დე­ბა. ის თუ რა­მეს აშა­ვებ­და, იმი­ტომ კი არა, რომ ბო­რო­ტი იყო და ეს თვი­თონ უნ­დო­და, არა­მედ იმი­ტომ, ასეთ და­ვა­ლე­ბებს იღებ­და. თა­მარ ჟვა­ნი­ას­ნა­ირ შემ­სრუ­ლე­ბელს ესე­ნი ათასს იპო­ვი­ან, მთა­ვა­რია, სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მოხ­დე­ნა. ჟვა­ნი­ას, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად რომ წყვეტ­დეს პრობ­ლე­მას, მა­შინ რაღა გვი­ჭირ­და. და­მო­უ­კი­დებ­ლად ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ვინ იღებს, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის სა­კი­თხი, მეტი არა­ფე­რი. ამათ უნ­დათ ილუ­ზი­ის შექ­მნა, რომ ვი­თომ არ­ჩევ­ნებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. ეს არც არა­ფერს შეც­ვლის. ჩვენ თა­მარ ჟვა­ნია -1, 2, 3 და 15 კი არა, სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გვჭირ­დე­ბა, რომ პრო­ცე­სი იყოს კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი, ისე­თი, რომ ძა­ლი­ან ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნიც რომ და­ნიშ­ნო, იმა­ნაც ვერ შეძ­ლოს საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბა. ოპო­ზი­ცი­ამ უნდა მი­აღ­წი­ოს იმას, რომ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში“.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ოპო­ზი­ცი­ას შე­უძ­ლია ილა­პა­რა­კოს არ­ჩევ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე, ანუ ჟვა­ნი­ას ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც უკვე მო­თე­ლი­ლია, აღარ არ­სე­ბობს, ამი­ტომ მათ ახა­ლი არ­გუ­მენ­ტის მო­ძებ­ნა დას­ჭირ­დე­ბათ.

"ვფიქ­რობ, ეს ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. რა თქმა უნდა, "ოც­ნე­ბა­ში“ შე­თან­ხმდა ეს სა­კი­თხი და ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. მე თუ მკი­თხავს კაცი, ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა იმი­ტომ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­დენ პრო­ცენტს აი­ღებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ჟვა­ნი­ას ფაქ­ტო­რი გუნ­დის­თვის (და თა­ვად ჟვა­ნი­ას­თვი­საც) ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში წამ­გე­ბი­ა­ნი იყო. და­ვუშ­ვათ, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აი­ღებ­და 43%-ზე ნაკ­ლებს, ოპო­ზი­ცია იტყო­და, რომ მათ ჟვა­ნი­ა­მაც ვერ უშ­ვე­ლა, თუ 43%-ს გა­და­ცილ­დე­ბო­და, იმას იტყოდ­ნენ, ჟვა­ნია გამ­ყალ­ბე­ბე­ლია და ისევ გა­ა­ყალ­ბაო. ასე რომ, რა­ღაც მე­სა­მე კრი­ტე­რი­უ­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში არ იარ­სე­ბებ­და. ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ოპო­ზი­ცი­ას შე­უძ­ლია ილა­პა­რა­კოს არ­ჩევ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე - გა­ყალბ­და, თუ არა, ანუ ჟვა­ნი­ას ფაქ­ტო­რი მო­იხ­სნა.

ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ "ოც­ნე­ბა“ არ შე­ეც­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, ან ოპო­ზი­ცია პირ­ვე­ლი­ვე შე­დე­გებს უსი­ტყვოდ აღი­ა­რებს, მაგ­რამ ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც უკვე მო­თე­ლი­ლია, აღარ არ­სე­ბობს, ასე რომ, მათ ახა­ლი არ­გუ­მენ­ტის მო­ძებ­ნა დას­ჭირ­დე­ბათ.

ოპო­ზი­ცი­ის წამ­ყვა­ნი პარ­ტია არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მელ­მაც, ზო­გა­დად მის წარ­მო­მავ­ლო­ბას და გე­ნე­ზისს თუ გა­დავ­ხე­დავთ, 1995 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2012 წლამ­დე, ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა ხან "მოქკავ­ში­რის", ხა­ნაც - "ნაც­მოს" სა­ხე­ლით. ამით იმის თქმა მინ­და, რომ დღეს ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ზოგი ყო­ფი­ლი ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­ცაა, რომ­ლებ­მაც მშვე­ნივ­რად იცი­ან, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვს ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს.

აქე­დან უნდა და­ი­წყოს ლა­პა­რა­კი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზეც და იმა­ზეც, რო­მე­ლი პი­როვ­ნე­ბა რას წარ­მო­ად­გენს, ან რა დო­ზით შე­უძ­ლია რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს და არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ა­ყალ­ბოს. ეს არის პირ­ველ რიგ­ში გა­სარ­კვე­ვი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. ბო­ლოს და ბო­ლოს, მათ და­ნერ­გეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, ყვე­ლა ნი­უ­ან­სი იცი­ან - სომ­ხუ­რიც, კა­რუ­სე­ლიც და ა.შ. ამი­ტომ დად­გნენ და თქვან, როცა ვირ­ჩევთ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვს მას, რომ ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს არ­ჩევ­ნე­ბის წე­სი­ე­რად ჩა­ტა­რე­ბა­ზე. თუ აქვს ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ჩა­მოთ­ვა­ლონ ისი­ნი იმი­ტომ, რომ მე რა­საც ვუ­ყუ­რებ ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცეს­კო-ზე და მის თავ­მჯდო­მა­რე­ზე მე­ტად, უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რეს შე­უძ­ლია გა­ა­ყალ­ბოს არ­ჩევ­ნე­ბი. კი­დევ მუ­შა­ობს სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ცეს­კო-ს არ ეხე­ბა და ესეც მშვე­ნივ­რად უნდა იცოდ­ნენ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
64

ღრმად პატივცემულო ბ-ნო რომან... იქნებ თქვენ თვიტონ გაიხსენოთ რას გეძახდნენ წინა საუკუნის (70-80)-ან წლებში "მუშტაეთში"??? მე კი დავწერდი, მაგრამ ვფიქრობ დაბლოკავენ...

++++
123

რამდენადაც ცნობილია ქალბატონი ჟვანია მიშას მიერ იყო დანიშნული,ახლა აღარ მოგწონთ ალბათ იმიტომ რომ თქვენს დაკრულზე აღარ გაიარა. არჩევნები არ გაყალბებულა,და თუ გაყალბდა მოიტანეთ და,მამტკიცებელი საბუთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჟვანიამ გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია" - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ჟვანიას წასვლა "ფეისბუქიდან" შეიტყვეს, მაგრამ ამის არავის სჯერა

"ჟვანიამ გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია" - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ჟვანიას წასვლა "ფეისბუქიდან" შეიტყვეს, მაგრამ ამის არავის სჯერა

დღეს თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, რომელმაც სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა.

თამარ ჟვანია წერს: "მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება - 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო ცესკოს თავმჯდმარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკო-ს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით 2 წელი კიდევ შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ, წაადგება ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“. იხილეთ სრულად

თამარ ჟვანია პოსტს 8 წლის განმავლობაში იკავებდა და 2013 წლიდან მას ქვეყანაში 7 არჩევნები აქვს ჩატარებული.

ambebi.ge-ს მმართველ პარტიაში უთხრეს, რომ თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება მათაც სოციალური ქსელიდან შეიტყვეს და ეს "ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა.

ალუდა ღუდუშაური, პარლამენტარი:

"ქალბატონი ჟვანია არის არჩეული თანამდებობის პირი და, შესაბამისად, ის სრულიად დამოუკიდებელია. ეს გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებასთან“ არ ჰქონია შეთანხმებული, მისი გადადგომა ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, ეს ამბავი მის მიერ გამოქვეყნებული პოსტით შევიტყვეთ. ახალ კანდიდატს რაც ეხება, ამაში "ქართული ოცნება“ არ ვმონაწილეობთ, კონსტიტუციის თანახმად, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, შესაბამისად, ჩვენ ამაში არ და ვერც ჩავერევით“.

საპირისპიროს ფიქრობენ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში. როგორც ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე გვეუბნება, თამარ ჟვანიას მაინც გადააყენებდნენ და მან ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია.

"რა თქმა უნდა, ეს "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო. ვინაიდან მის მიერ ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის იქნებოდა ნდობადაკარგული, ამიტომ "ოცნებამ“ სამომავლოდ თავის ტკივილი აიცილეა. ეს ჟვანიასაც აწყობდა - გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია. რა თქმა უნდა, მას რაღაცას შეპირდებოდნენ, მაგალითად, თანამდებობას და სულ მალე ვნახავთ, რა პირობებით დაითანხმეს. მეორეც - მათ, რა თქმა უნდა, აწყობთ ცესკო-ს თავმჯდომარედ რომელიმე უცნობი, ოღონდ, მათთვის მორჩილი ადამიანის დანიშნვა, ისეთი ადამიანის, რომელსაც არ აქვს ძველი ცოდვები და რომელსაც ახალი ცოდვებს ჩაადენინებენ. ამიტომაა ახლა საჭირო სიფრთხილე და ოპოზიციის, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური მობილიზება, რათა ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც არ იქნება ხელისუფლების მარიონეტი. ახალი კანონი, რომელიც მივიღეთ, ერთი შეხედვით ითვალისწინებს ძალიან მაღალ კვორუმს პარლამენტში, მაგრამ თუ ერთხელ ჩავარდა კანდიდატურა, მმართველ პარტიას იგივეს წამოყენება მეორედ შეუძლია, მესამედაც და ბოლოს გადის მარტივ უმრავლესობამდე. პროცედურულად დიდად არაფერი შეცვლილა, თუმცა პოლიტიკურად შეიცვალა, რადგან ერთხელ როდესაც ჩავარდება და ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მათ კანდიდატურას, მეორედ და მესამედაც თუ ჯიუტად გინდა ამ ადამიანის გათრევა, ე.ი. რაღაც შავ-ბნელი იდეები გაწუხებს. დღევანდელი პროცედურა, რა თქმა უნდა, სჯობს ძველს და ეს პროცედურა უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, რომ არ მივიღოთ თამარ ჟვანია - 2. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც იყო კოჭის გაგორება. მიშელის შეთანხმებამ განაპირობა სწორედ ის, რომ ჟვანია გადააყენეს. მას მაინც მოუწევდა წასვლა, ყველა ვარიანტში.“

როგორც პარტია "საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, "ქართულმა ოცნებამ", სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას.

"ცოტა ხნის წინ, ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე, შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, "ქართულმა ოცნებამ" სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნება", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, მთავარია, სისტემური ცვლილებები საარჩევნო პროცესში , ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება კი პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

"არა მგონია, რომ ეს ამდენად მნიშვნელოვანი ფაქტი იყოს. მე არც ადრე მქონია იმის ილუზია, რომ თამარ ჟვანია იყო რაღაცაში დამნაშავე და ახლა იბერია გაბრწყინდება. ის თუ რამეს აშავებდა, იმიტომ კი არა, რომ ბოროტი იყო და ეს თვითონ უნდოდა, არამედ იმიტომ, ასეთ დავალებებს იღებდა. თამარ ჟვანიასნაირ შემსრულებელს ესენი ათასს იპოვიან, მთავარია, სისტემური ცვლილებების მოხდენა. ჟვანიას, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლება თავისთავად რომ წყვეტდეს პრობლემას, მაშინ რაღა გვიჭირდა. დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას არავინ იღებს, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი, მეტი არაფერი. ამათ უნდათ ილუზიის შექმნა, რომ ვითომ არჩევნებს ჩაატარებენ. ეს არც არაფერს შეცვლის. ჩვენ თამარ ჟვანია -1, 2, 3 და 15 კი არა, სისტემური ცვლილებები გვჭირდება, რომ პროცესი იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ისეთი, რომ ძალიან ბოროტი ადამიანიც რომ დანიშნო, იმანაც ვერ შეძლოს საქმის გაფუჭება. ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ სისტემური ცვლილებები მოხდეს საარჩევნო პროცესში“.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც ოპოზიციას შეუძლია ილაპარაკოს არჩევნების კანონიერებაზე და სამართლიანობაზე, ანუ ჟვანიას ფაქტორი, რომელიც უკვე მოთელილია, აღარ არსებობს, ამიტომ მათ ახალი არგუმენტის მოძებნა დასჭირდებათ.

"ვფიქრობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, "ოცნებაში“ შეთანხმდა ეს საკითხი და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. მე თუ მკითხავს კაცი, ეს სწორი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენ პროცენტს აიღებდა "ქართული ოცნება“, ჟვანიას ფაქტორი გუნდისთვის (და თავად ჟვანიასთვისაც) ყველა ვარიანტში წამგებიანი იყო. დავუშვათ, თუ "ქართული ოცნება“ აიღებდა 43%-ზე ნაკლებს, ოპოზიცია იტყოდა, რომ მათ ჟვანიამაც ვერ უშველა, თუ 43%-ს გადაცილდებოდა, იმას იტყოდნენ, ჟვანია გამყალბებელია და ისევ გააყალბაო. ასე რომ, რაღაც მესამე კრიტერიუმი ამ შემთხვევაში არ იარსებებდა. ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც ოპოზიციას შეუძლია ილაპარაკოს არჩევნების კანონიერებაზე და სამართლიანობაზე - გაყალბდა, თუ არა, ანუ ჟვანიას ფაქტორი მოიხსნა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ოცნება“ არ შეეცდება არჩევნების გაყალბებას, ან ოპოზიცია პირველივე შედეგებს უსიტყვოდ აღიარებს, მაგრამ ფაქტორი, რომელიც უკვე მოთელილია, აღარ არსებობს, ასე რომ, მათ ახალი არგუმენტის მოძებნა დასჭირდებათ.

ოპოზიციის წამყვანი პარტია არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც, ზოგადად მის წარმომავლობას და გენეზისს თუ გადავხედავთ, 1995 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე, ყველა არჩევნები გააყალბა ხან "მოქკავშირის", ხანაც - "ნაცმოს" სახელით. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს ოპოზიციაში არიან ადამიანები, მათ შორის ზოგი ყოფილი ცესკოს თავმჯდომარეცაა, რომლებმაც მშვენივრად იციან, რა მექანიზმები აქვს ცესკო-ს თავმჯდომარეს.

აქედან უნდა დაიწყოს ლაპარაკი არჩევნების გაყალბებაზეც და იმაზეც, რომელი პიროვნება რას წარმოადგენს, ან რა დოზით შეუძლია რეაგირება მოახდინოს და არჩევნები არ გააყალბოს. ეს არის პირველ რიგში გასარკვევი ოპოზიციის მხრიდან. ბოლოს და ბოლოს, მათ დანერგეს საქართველოში არჩევნების გაყალბება, ყველა ნიუანსი იციან - სომხურიც, კარუსელიც და ა.შ. ამიტომ დადგნენ და თქვან, როცა ვირჩევთ ცესკო-ს თავმჯდომარეს, რა მექანიზმები აქვს მას, რომ ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების წესიერად ჩატარებაზე. თუ აქვს ეს მექანიზმები, ჩამოთვალონ ისინი იმიტომ, რომ მე რასაც ვუყურებ ამ 30 წლის განმავლობაში, ცესკო-ზე და მის თავმჯდომარეზე მეტად, უბნის თავმჯდომარეს შეუძლია გააყალბოს არჩევნები. კიდევ მუშაობს სხვა მექანიზმებიც, რომლებიც ცესკო-ს არ ეხება და ესეც მშვენივრად უნდა იცოდნენ".

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"მინდა მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია" - პრემიერის განცხადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით