"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პრაიდის გამართვა აღვივებს სიძულვილს LGBT + თემის მიმართ.
ელისაშვილის თქმით, ვერ ხვდება რა შედეგზეა გათვლილი "პრაიდი".
მისივე თქმით, პრაიდის მიზანი თუ ის არის, რომ ადამიანებს არ ეზიზღებოდეთ „ლგბტ“ თემის ხალხი, პირიქით ხდება.
„ვერაფრით ვერ ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა. პრაიდს რომ გამართავ, ამან უფრო მეტი ემპათია გააჩინოს ადამიანებში, სიძულვილი არ იყოს LGBT თემის წინააღმდეგ ხომ? ყოველი პრაიდი პირიქით არის, უფრო აღვივებს სიძულვილს და ამით საშუალებას აძლევს, გამოცოცხლდნენ პრორუსული ძალები“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ძალოვანმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება.
შეგახსენებთ, თბილისში 5 ივნისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს.
პრაიდი ტარდება იმოტომ რომ არსებობის თავისუფალი უფლება მოიპოვონ ცივილიზებულ სამყაროში, ამისი უფლება მათ ევროკავშირმა მოანიჭა.ამას რომ მიხვდე ალეკო თავოსუფლად უნდა აზროვნებდე.
ზომიერების გრძნობას რომ დაკარგავ თავისუფლებაში, მერე ჩადიხარ ყველაზე ბინძურ საქმეებს