მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის "ბრიტვით" შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს
"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის "ბრიტვით" შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს

მისი ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად და­სა­ხელ­და. მნახ­ველ­თა აღ­ტა­ცე­ბაც ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით თით­ქმის არა­ვინ ხა­ტავს! ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლია მის­თვის…2017 წელს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი სა­ი­ტის რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში და შე­დე­გად გახ­და პა­რი­ზის სამ­ხატ­ვრო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

მარ­ტინ აშ­ხა­ტო­ე­ვი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ვრცლად AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1958 წლის 20 მა­ისს, ჩემს ტყუპ ძმას­თან ერ­თად… რამ­დე­ნი­მე წლის მერე ჩემს მშობ­ლებს შე­ე­ძი­ნათ კი­დევ ერთი ვაჟი. ვცხოვ­რობ­დი, რო­გორც ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად მდი­და­რი იყო დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბით. მშობ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ და გა­მოს­დი­ო­დათ კი­დეც, რომ არა­ფე­რი მოგ­ვკლე­ბო­და. ასე თუ ისე, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა გვქო­ნო­და. სკო­ლამ­დელ ასაკ­ში, რო­გორც ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა, მეც დავ­დი­ო­დი სა­ბავ­შვო ბაღ­ში. შემ­დეგ სკო­ლა­ში ჩემს ტყუპ ძმას­თან ერ­თად…მახ­სოვს, სკო­ლის პირ­ველ დღეს რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით მი­ვე­მარ­თე­ბო­დით ახა­ლი ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად და ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყე­ბად...

სკო­ლა­შიც ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წა­ფე ვი­ყა­ვი. ცოტა შემ­ზღუდ­ვე­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემი ეპო­ქის ჩარ­ჩო­ე­ბი და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, თუმ­ცა ჩვე­ულ რითმს მივ­ყვე­ბო­დი. პე­და­გო­გე­ბის მი­მარ­თაც და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცელ­ქი და ცო­ტა­თი ურჩი მო­წა­ფე ვი­ყა­ვი. საგ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და ის­ტო­რია, სულ ვცდი­ლობ­დი, რა­ი­მე ახა­ლი გა­მე­გო. შე­სა­ბა­მი­სად ის­ტო­რი­ის პე­და­გოგ­საც გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ფი­ზკულ­ტუ­რა და მისი პე­და­გო­გიც ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­ტა­რა­ო­ბა­ში არა­ნა­ი­რი მის­წრა­ფე­ბა არ მქო­ნია მხატ­ვრო­ბის მი­მართ. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კა მიყ­ვარ­და! და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში სკო­ლის მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში დრამ­ზე ვუკ­რავ­დი, რამ­დე­ნი­მე წელი მუ­სი­კით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­შიც მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი.

გარ­და ამი­სა, მუ­სი­კას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით, მძლე­ოს­ნო­ბით, რაც არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარ­და. თუმ­ცა რო­გორც მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხე ფეს­ვე­ბის გად­გმა, ისე ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რომ სპორ­ტს გავ­ყო­ლო­დი.

სკო­ლის შემ­დეგ, იმ­დრო­ინ­დელ "რკი­ნიგ­ზის ტექ­ნი­კუმ­ში" და­ვი­წყე სწავ­ლა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­მი­წია სწავ­ლის შე­წყვე­ტა, რად­გან ამ სფე­რო­ში ჩემს თავს ვერ ვხე­დავ­დი. შემ­დეგ სწავ­ლა და­ვი­წყე კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სას­წავ­ლე­ბელ­ში, და­უს­წრე­ბელ­ზე და ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს გავ­დი­ო­დი. ესეც არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა დიდ­ხანს და ერთი წლის შემ­დეგ ეს პრო­ფე­სი­აც ჩემ­თვის არა­სა­თა­ნა­დოდ და შე­უ­სა­ბა­მოდ ჩავ­თვა­ლე. ამის შემ­დეგ, ვცდი­ლობ­დი რა­ი­მე ახა­ლი აღ­მო­მე­ჩი­ნა ჩემ­ში და ჩემ­თვის! რა­ი­მე ახა­ლი, სა­სარ­გებ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო ამეთ­ვი­სე­ბი­ნა …

ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და ავით­ვი­სე. და­ახ­ლო­ე­ბით 1980/1997 წლამ­დე ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, ვცდი­ლობ­დი ერ­თგვა­რი სა­არ­სე­ბო წყა­რო ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თა­ნა­ვე მომ­წონ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. მხატ­ვრო­ბას რაც შე­ხე­ბა, არც მი­ოც­ნე­ბია რომ მხატ­ვა­რი გა­მო­ვი­დო­დი, მაგ­რამ ფაქ­ტი სა­ხე­ზეა...

გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია, რაც მხატ­ვრო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­ნათ­ლე­ბა მცი­რე დო­ზით მა­ინც მი­ვი­ღე, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე...

- მსოფ­ლი­ოს რო­მელ­მა უდი­დეს­მა მხატ­ვარ­მა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე გავ­ლე­ნა?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად არ­ცერთ მხატ­ვარს არ მო­უხ­დე­ნია ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა, თუმ­ცა არი­ან მსოფ­ლიო დო­ნის მხატ­ვრე­ბი, რო­მელ­თა შე­დევ­რე­ბიც მი­ზი­დავს.

- რო­დის და რა­ტომ და­ი­წყეთ "ბრიტ­ვით" ხატ­ვა?

- "ბრიტ­ვით" ხატ­ვა 20-22 წლის წინ შემ­თხვე­ვით და­ვი­წყე. თა­ვი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი და დიდი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­მი­ჩე­ნია ამის მი­მართ, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ ეს გან­სა­კუ­თე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და ახა­ლი რა­ღაც იყო, რაც მა­ნამ­დე არ მქონ­და გა­გო­ნი­ლი და ნა­ნა­ხი…მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი და­მეხ­ვე­წა და ამეთ­ვი­სე­ბი­ნა ეს ტექ­ნი­კა! თვის­თა­ვად დი­დძალ­მა ენერ­გი­ამ და შრო­მამ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, დრო­დად­რო შე­ვა­ტყვე, რომ ეს საქ­მე მომ­წონ­და და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლია, რომ ყო­ვე­ლი ნა­ხა­ტის შექ­მნი­სას რა­ღაც ახალს ვსწავ­ლობ და ვი­გებ. ამ ეტაპ­ზე ასო­ბით ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს შექ­მნი­ლი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც "სა­მახ­სოვ­როდ" მაქვს გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი. ნა­წი­ლი სახ­ლში მაქვს და მცი­რე ნა­წი­ლიც გა­ყი­დუ­ლი, რო­გორც სა­ზღვრებს შიგ­ნით, ისე სა­ზღვარ­გა­რე­თის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში (სა­ბერ­ძნე­თი, გერ­მა­ნია, რუ­სე­თი, შვე­ი­ცა­რია, საფ­რან­გე­თი და კი­დევ რა­იმ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში).

არას­დროს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ გა­მო­ფე­ნის ჩა­ტა­რე­ბით, მაგ­რამ 2015 წელს ჩემი მე­გობ­რის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნი­თა და და­უ­ო­კე­ბე­ლი მონ­დო­მე­ბით პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა გავ­მარ­თე, რა­მაც და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო! ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა მქონ­და. ამ გა­მო­ფე­ნებს კი ბუ­ნებ­რი­ვია, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა კო­ლე­გე­ბის, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი­სა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან. მნახ­ველ­თა აღ­ტა­ცე­ბაც ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით თით­ქმის არა­ვინ ხა­ტავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლია ჩემ­თვის. გარ­და ამი­სა, 2017 წელს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი სა­ი­ტის რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში და შე­დე­გად გავ­ხდი პა­რი­ზის სამ­ხატ­ვრო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. ამას­თა­ნა­ვე, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი მაქვს და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე ჩემი ერთ-ერთ- ნა­მუ­შე­ვა­რი და­სა­ხელ­და წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად.

დღეს­დღე­ი­სო­ბით ერთ-ერთ შე­მო­სავ­ლის წყა­როდ მი­ვიჩ­ნევ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გა­ნაც ეს ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ნაკ­ლე­ბა­დაა და­ფა­სე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა და ხე­ლო­ვა­ნე­ბი! ამი­ტომ ვცდი­ლობ უცხო­უ­რი სა­ი­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ვა­ხერ­ხო ჩემი ნა­ხა­ტე­ბის ერ­თგვა­რი, მცი­რე რე­ა­ლი­ზა­ცია. თუმ­ცა არც ესაა მარ­ტი­ვი და შე­დე­გი­ა­ნი.

გარ­და მხატ­ვრო­ბი­სა, ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მო­ი­ცავს ოჯა­ხის საქ­მე­ებ­სა და „მა­მის“ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რად­გა­ნაც 3 შვი­ლი მყავს და დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობ მათ და ჩემს მე­უღ­ლეს. თუმ­ცა ხატ­ვაც იმ­დე­ნად ჩამ­თრე­ვი და აზარ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რომ ხან­და­ხან მი­ჭირს მოვ­წყდე ხატ­ვას და ისე სწრა­ფად და შე­უმ­ჩნევ­ლად გა­დის დრო, რომ ხან­და­ხან კვე­ბაც კი მა­ვი­წყდე­ბა.

ამ ეტაპ­ზე და­ინ­ტერ­სე­ბა არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კის შე­სას­წავ­ლად, შე­საძ­ლოა იმი­ტო­მაც, რომ არ­ცთუ ისე ცნო­ბი­ლია ეს ტექ­ნი­კა. ხან­და­ხან ვცდი­ლობ ჩემს შვი­ლებს შე­ვას­წავ­ლო და სწავ­ლის სურ­ვი­ლი გა­ვუ­ჩი­ნო, თუმ­ცა ამა­ოდ. მათ თა­ვი­ან­თი ჰობი, მიზ­ნე­ბი აქვთ და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სურ­ვი­ლის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მხატ­ვრო­ბის ძა­ლით შეს­წავ­ლა ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია!

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- რა თქმა უნდა, სა­მო­მავ­ლოდ სურ­ვი­ლი მაქვს მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხა­დო ეს ტექ­ნი­კა, რად­გან უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გოს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ! გარ­და ამი­სა, მსურს გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­ში ისე სხვა მხატ­ვრებ­თან ერ­თად. აგ­რეთ­ვე სა­მო­მავ­ლოდ მიზ­ნად მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ჩა­ვა­ტა­რო გა­მო­ფე­ნა და უცხო­ელ კო­ლე­გებ­სა თუ სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი და შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
7

ბრიტვით, თუ სამართლებლით?

Tsiko
0

წარმატებები. უდაოდ საინტერესო ტექნიკაა.

საქართველიში ხელოვანებს და ხელოვნებას ყოველთვის აფასებენ. თანხაზე კი რა გითხრათ აბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის "ბრიტვით" შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს

"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის "ბრიტვით" შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს

მისი ერთ-ერთი ნამუშევარი წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა. მნახველთა აღტაცებაც ბუნებრივი მოვლენაა, რადგან აღნიშნული ტექნიკით თითქმის არავინ ხატავს! ეს ყველაფერი კი ერთგვარი სტიმულია მისთვის…2017 წელს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ფრანგული საიტის რამდენიმე კონკურსში და შედეგად გახდა პარიზის სამხატვრო ასოციაციის წევრი.

მარტინ აშხატოევი თავისი შემოქმედების შესახებ ვრცლად AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- დავიბადე თბილისში, 1958 წლის 20 მაისს, ჩემს ტყუპ ძმასთან ერთად… რამდენიმე წლის მერე ჩემს მშობლებს შეეძინათ კიდევ ერთი ვაჟი. ვცხოვრობდი, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც მეტ-ნაკლებად მდიდარი იყო დედმამიშვილებით. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ და გამოსდიოდათ კიდეც, რომ არაფერი მოგვკლებოდა. ასე თუ ისე, განებივრებული ბავშვობა გვქონოდა. სკოლამდელ ასაკში, როგორც ბავშვთა უმრავლესობა, მეც დავდიოდი საბავშვო ბაღში. შემდეგ სკოლაში ჩემს ტყუპ ძმასთან ერთად…მახსოვს, სკოლის პირველ დღეს როგორი სიხარულით მივემართებოდით ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად...

სკოლაშიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოწაფე ვიყავი. ცოტა შემზღუდველი და არასასიამოვნო იყო ჩემი ეპოქის ჩარჩოები და არსებული რეალობა, თუმცა ჩვეულ რითმს მივყვებოდი. პედაგოგების მიმართაც დადებითი დამოკიდებულება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ცელქი და ცოტათი ურჩი მოწაფე ვიყავი. საგნებიდან ძალიან მიზიდავდა ისტორია, სულ ვცდილობდი, რაიმე ახალი გამეგო. შესაბამისად ისტორიის პედაგოგსაც გამოვარჩევდი. ფიზკულტურა და მისი პედაგოგიც ძალიან მომწონდა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პატარაობაში არანაირი მისწრაფება არ მქონია მხატვრობის მიმართ. სკოლის პერიოდში მუსიკა მიყვარდა! დამამთავრებელ კლასებში სკოლის მუსიკალურ ჯგუფში დრამზე ვუკრავდი, რამდენიმე წელი მუსიკით ვიყავი დაკავებული და მუსიკალურ სასწავლებელშიც მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი.

გარდა ამისა, მუსიკასთან ერთად დაკავებული ვიყავი სპორტული აქტივობით, მძლეოსნობით, რაც არანაკლებ მიყვარდა. თუმცა როგორც მუსიკალურ სფეროში ვერ მოვახერხე ფესვების გადგმა, ისე ვერ მოვახერხე, რომ სპორტს გავყოლოდი.

სკოლის შემდეგ, იმდროინდელ "რკინიგზის ტექნიკუმში" დავიწყე სწავლა, მაგრამ მალევე მომიწია სწავლის შეწყვეტა, რადგან ამ სფეროში ჩემს თავს ვერ ვხედავდი. შემდეგ სწავლა დავიწყე კავშირგაბმულობის სასწავლებელში, დაუსწრებელზე და ამასთანავე, აღნიშნული პროფესიით ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გავდიოდი. ესეც არ გაგრძელებულა დიდხანს და ერთი წლის შემდეგ ეს პროფესიაც ჩემთვის არასათანადოდ და შეუსაბამოდ ჩავთვალე. ამის შემდეგ, ვცდილობდი რაიმე ახალი აღმომეჩინა ჩემში და ჩემთვის! რაიმე ახალი, სასარგებლო და სასიამოვნო ამეთვისებინა …

ბევრი ფიქრის შემდეგ ოქრომჭედლობამ დამაინტერესა და ავითვისე. დაახლოებით 1980/1997 წლამდე ოქრომჭედლობით ვიყავი დაკავებული. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ვცდილობდი ერთგვარი საარსებო წყარო ყოფილიყო. ამასთანავე მომწონდა ჩემი საქმიანობა. მხატვრობას რაც შეხება, არც მიოცნებია რომ მხატვარი გამოვიდოდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა...

გარკვეული მიზეზების გამო საშუალო განათლების შემდეგ არანაირი განათლება არ მიმიღია, რაც მხატვრობასთან ასოცირდებოდა, თუმცა სხვადასხვა სახის განათლება მცირე დოზით მაინც მივიღე, რაზეც უკვე ვისაუბრე...

- მსოფლიოს რომელმა უდიდესმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე გავლენა?

- გამორჩეულად არცერთ მხატვარს არ მოუხდენია ჩემზე განსაკუთრებული ზეგავლენა, თუმცა არიან მსოფლიო დონის მხატვრები, რომელთა შედევრებიც მიზიდავს.

- როდის და რატომ დაიწყეთ "ბრიტვით" ხატვა?

- "ბრიტვით" ხატვა 20-22 წლის წინ შემთხვევით დავიწყე. თავიდან არასერიოზულად მივუდექი და დიდი ინტერესი არ გამომიჩენია ამის მიმართ, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს განსაკუთებული, გამორჩეული და ახალი რაღაც იყო, რაც მანამდე არ მქონდა გაგონილი და ნანახი…მაქსიმალურად ვცდილობდი დამეხვეწა და ამეთვისებინა ეს ტექნიკა! თვისთავად დიდძალმა ენერგიამ და შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, დროდადრო შევატყვე, რომ ეს საქმე მომწონდა და სიამოვნებას მანიჭებდა. იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებული სტილია, რომ ყოველი ნახატის შექმნისას რაღაც ახალს ვსწავლობ და ვიგებ. ამ ეტაპზე ასობით ნამუშევარი მაქვს შექმნილი, რომელთა უმეტესობაც "სამახსოვროდ" მაქვს გაჩუქებული. ნაწილი სახლში მაქვს და მცირე ნაწილიც გაყიდული, როგორც საზღვრებს შიგნით, ისე საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში (საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და კიდევ რაიმდენიმე ევროპულ ქვეყანაში).

არასდროს დავინტერესებულვარ გამოფენის ჩატარებით, მაგრამ 2015 წელს ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნითა და დაუოკებელი მონდომებით პირველი გამოფენა გავმართე, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო! ამის შემდეგ რამდენიმე გამოფენა მქონდა. ამ გამოფენებს კი ბუნებრივია, რომ დაინტერესება და გამოხმაურებაც მოჰყვა კოლეგების, დამთვალიერებლებისა თუ ტელევიზიების მხრიდან. მნახველთა აღტაცებაც ბუნებრივი მოვლენაა, რადგან აღნიშნული ტექნიკით თითქმის არავინ ხატავს, ეს ყველაფერი კი ერთგვარი სტიმულია ჩემთვის. გარდა ამისა, 2017 წელს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთი ფრანგული საიტის რამდენიმე კონკურსში და შედეგად გავხდი პარიზის სამხატვრო ასოციაციის წევრი. ამასთანავე, სხვადასხვა კონკურსში, რომელიც ტარდებოდა სხვადასხვა ვებ-გვერდის საშუალებით, საპრიზო ადგილები მაქვს დაკავებული. ასევე ჩემი ერთ-ერთ- ნამუშევარი დასახელდა წლის საუკეთესო ნამუშევრად.

დღესდღეისობით ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდ მივიჩნევ ჩემს საქმიანობას, მაგრამ საქართველოში ეს ძალიან რთულია, რადგანაც ეს ის ქვეყანაა, სადაც ნაკლებადაა დაფასებული ხელოვნება და ხელოვანები! ამიტომ ვცდილობ უცხოური საიტების მეშვეობით მოვახერხო ჩემი ნახატების ერთგვარი, მცირე რეალიზაცია. თუმცა არც ესაა მარტივი და შედეგიანი.

გარდა მხატვრობისა, ჩემი ყოველდღიურობა მოიცავს ოჯახის საქმეებსა და „მამის“ მოვალეობის შესრულებას, რადგანაც 3 შვილი მყავს და დიდ ყურადღებას ვუთმობ მათ და ჩემს მეუღლეს. თუმცა ხატვაც იმდენად ჩამთრევი და აზარტული საქმიანობაა, რომ ხანდახან მიჭირს მოვწყდე ხატვას და ისე სწრაფად და შეუმჩნევლად გადის დრო, რომ ხანდახან კვებაც კი მავიწყდება.

ამ ეტაპზე დაინტერსება არავის გამოუთქვამს აღნიშნული ტექნიკის შესასწავლად, შესაძლოა იმიტომაც, რომ არცთუ ისე ცნობილია ეს ტექნიკა. ხანდახან ვცდილობ ჩემს შვილებს შევასწავლო და სწავლის სურვილი გავუჩინო, თუმცა ამაოდ. მათ თავიანთი ჰობი, მიზნები აქვთ და ბუნებრივია, რომ სურვილის არარსებობის შემთხვევაში, მხატვრობის ძალით შესწავლა ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- რა თქმა უნდა, სამომავლოდ სურვილი მაქვს მეტად პოპულარული გავხადო ეს ტექნიკა, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს აღნიშნულის შესახებ! გარდა ამისა, მსურს გამოფენებში მონაწილეობა, როგორც ინდივიდუალურში ისე სხვა მხატვრებთან ერთად. აგრეთვე სამომავლოდ მიზნად მაქვს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩავატარო გამოფენა და უცხოელ კოლეგებსა თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს გავუზიარო ჩემი ნამუშევრები და შესრულების ტექნიკა.

Covid 19-ით ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე