პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე
"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე

არ ვა­პი­რებ, რომ გიგა ბო­კე­რი­ას, კაკო ბო­ბო­ხი­ძეს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ, გა­და­ვა­ყო­ლო ჩემი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი - ბო­კე­რი­ამ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რომ დო­კუ­მენტს ხელი არ მო­ა­წე­რა და ამით რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე და­ა­სა­მა­რა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლად არ უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­დე­საც ამე­რი­კა, ევ­რო­პა და ნატო ამ­ბობს, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბის გზა არის.

ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ უკ­ვირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელი არ მო­ა­წე­რა.

„მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მომ­წე­რი. ძა­ლი­ან მიკ­ვირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც ხელი არ მო­ა­წე­რა ან არ აწერს დღემ­დე. ევ­რო­პა ამ­ბობს, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი არის ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის გზა. ნატო ამ­ბობს, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კო­მენ­ტი არის ნა­ტოს­თან და­ახ­ლო­ე­ბის გზა. ამე­რი­კა ამ­ბობს, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი არის ნა­ტოს­თან და­ახ­ლო­ე­ბის გზა. თქვენ ბა­ტო­ნო, ვი­საც გინ­დათ მო­უს­მი­ნეთ. მე არ ვა­პი­რებ, რომ გიგა ბო­კე­რი­ას, კაკო ბო­ბო­ხი­ძეს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ, იმას გა­და­ვა­ყო­ლო ჩემი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი. გე­კი­თხე­ბით, შა­ჰი­ნი უფრო მა­გა­რია და შა­ჰინს უნდა მო­ვუს­მი­ნოთ თუ ბო­კე­რი­ას? ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელს მო­ვუს­მი­ნოთ თუ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს? ორი­ვე შ-ზე იწყე­ბა.

ბო­კე­რი­ამ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რომ დო­კუ­მენტს ხელი არ მო­ა­წე­რა და ამით ვფიქ­რობ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე და­ა­სა­მა­რა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა.

სა­ნამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ამ­ხე­ლა ის­ტო­რი­ულ ეტაპს გავ­დი­ვართ და ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლად არ უნდა ვი­ფიქ­როთ და უნდა შე­ხე­დო ცოტა გრძელ­ვა­დი­ა­ნად ამ ყვე­ლა­ფერს, მა­ნამ­დე მათ დიდი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ“ , - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, ვა­შა­ძემ „ლე­ლოს“ პო­ზი­ცი­აც შე­ა­ფა­სა, რო­მელ­მაც „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბებს მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­უკ­ვირ­და.

„ლე­ლოს­გან“ გა­მიკ­ვირ­და ეს პო­ზი­ცია. მათი ეს მო­ტი­ვა­ცია იყო 40%-იან ბა­რი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. ამათ­მა ხომ არ თქვეს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ ამ კა­ნო­ნის, უბ­რა­ლოდ, თავი შე­ი­კა­ვეს. ზუს­ტად ის, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც“ თავი შე­ი­კა­ვა, აჩ­ვე­ნებს, რომ ეს არის ძა­ლი­ან მა­გა­რი დო­კუ­მენ­ტი, თო­რემ რას იზამ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“?

სპე­ცი­ა­ლუ­რი აბე­ბი უნდა ვთხო­ვო ფარ­მა­ცევ­ტულ რო­მე­ლი­მე დიდ გი­განტს, რომ მო­ი­გო­ნოს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, რათა მეხ­სი­ე­რე­ბა აღუდ­გი­ნოს. გა­დაყ­ლა­პონ ხოლ­მე ეს აბე­ბი და აღიდ­გი­ნონ მეხ­სი­ე­რე­ბა. არ მიყ­ვარს არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა - დღეს ერთი, ხვალ მე­ო­რე. „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და შარლ მი­შე­ლის რე­ფორ­მე­ბის ჯგუ­ფი ვართ ყვე­ლა­ზე თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი. ზუს­ტად ვიცი, რომ არა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გუ­შინ­დელ დღეს, ამ კა­ნო­ნის ჩა­ვარ­დნის დიდი შან­სი იყო. იქ რა იქ­ნე­ბო­და იცით? ჩა­ვი­დო­დით და­სავ­ლეთ­ში და იტყოდ­ნენ: უი, მე­გობ­რე­ბო, თქვენც ხომ არ­ღვევთ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს და მარ­ტო „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ რა­ტომ სთხოვთ ამას ? - აი, ეს იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ggg
83

შენ, ბოკერია, ბობოხიძე, შალიკოც (და ბევრი თქვენნაირი, უბრალოდ მეზარება ყველას ჩამოთვალა).... მაგარი ჩიტები (იმედია მიხვდები რასაც ვგულისხობ) ხართ, როგორც პოლიტიკაში (სკამების და მაყუთის გარდა არაფერი გაიტერესებთ, საქართველო გკიდიათ), ასევე კაცობაში.

მოქალაქე
39

გიორგი, რაღაცა უფრო შინაარსიანს ველოდებით თქვენგან და მართლა სამასხარაოდ შეხვედით პარლამენტში?! სამწუხაროა....თქვენგან ალბათ ყველაზე ნაკლებად მოველოდი ჯინაობას და ყველაზე მეტად საქმის კეთებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე

"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე

არ ვაპირებ, რომ გიგა ბოკერიას, კაკო ბობოხიძეს, რომელსაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ, გადავაყოლო ჩემი ქვეყნის ინტერესი - ბოკერიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ასპარეზზე დაასამარა საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიწროპარტიულად არ უნდა ვიფიქროთ, როდესაც ამერიკა, ევროპა და ნატო ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათთან დაახლოების გზა არის.

ვაშაძემ აღნიშნა ისიც, რომ უკვირს იმ ადამიანების, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„მეამაყება, რომ ვარ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული დოკუმენტის ხელმომწერი. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ხელი არ მოაწერა ან არ აწერს დღემდე. ევროპა ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის ევროპასთან დაახლოების გზა. ნატო ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკომენტი არის ნატოსთან დაახლოების გზა. ამერიკა ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის ნატოსთან დაახლოების გზა. თქვენ ბატონო, ვისაც გინდათ მოუსმინეთ. მე არ ვაპირებ, რომ გიგა ბოკერიას, კაკო ბობოხიძეს, რომელსაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ, იმას გადავაყოლო ჩემი ქვეყნის ინტერესი. გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და შაჰინს უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? ორივე შ-ზე იწყება.

ბოკერიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით ვფიქრობ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ასპარეზზე დაასამარა საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივა.

სანამ ეს ადამიანები არ მიხვდებიან, რომ ამხელა ისტორიულ ეტაპს გავდივართ და ვიწრო პარტიულად არ უნდა ვიფიქროთ და უნდა შეხედო ცოტა გრძელვადიანად ამ ყველაფერს, მანამდე მათ დიდი პრობლემები ექნებათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ „ლელოს“ პოზიციაც შეაფასა, რომელმაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გაუკვირდა.

„ლელოსგან“ გამიკვირდა ეს პოზიცია. მათი ეს მოტივაცია იყო 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით. აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ამათმა ხომ არ თქვეს, რომ წინააღმდეგი ვართ ამ კანონის, უბრალოდ, თავი შეიკავეს. ზუსტად ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავი შეიკავა, აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან მაგარი დოკუმენტი, თორემ რას იზამდა „ნაციონალური მოძრაობა“?

სპეციალური აბები უნდა ვთხოვო ფარმაცევტულ რომელიმე დიდ გიგანტს, რომ მოიგონოს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რათა მეხსიერება აღუდგინოს. გადაყლაპონ ხოლმე ეს აბები და აღიდგინონ მეხსიერება. არ მიყვარს არათანმიმდევრულობა - დღეს ერთი, ხვალ მეორე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი ვართ ყველაზე თანმიმდევრულები. ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა გუშინდელ დღეს, ამ კანონის ჩავარდნის დიდი შანსი იყო. იქ რა იქნებოდა იცით? ჩავიდოდით დასავლეთში და იტყოდნენ: უი, მეგობრებო, თქვენც ხომ არღვევთ მიშელის დოკუმენტს და მარტო „ქართულ ოცნებას“ რატომ სთხოვთ ამას ? - აი, ეს იქნებოდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

"მე ვაყალიბებ ახალ პოლიტიკურ პარტიას!" - რეზო ამაშუკელი

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"