საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერასთან  ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ - მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ მანდ?" - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს
"უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერასთან  ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ - მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ მანდ?" - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

"მე მგო­ნია, რომ უხერ­ხუ­ლო­ბას უნდა გიქ­მნი­დეთ ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, მანდ რომ ზი­ხართ - მე მარ­თლა ვდარ­დობ, რო­გორ ზი­ხართ ახლა მანდ? რა­ნა­ი­რად?' - ასე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნორ­მა­ლუ­რი არ არის ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს და თა­ნაც აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას თა­ვად ადას­ტუ­რებ­დეს.

"ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, მარ­ტო არ იქ­ნე­ბით დღეს, ბა­ტონ ვახ­ტანგზეც მინ­და ვი­სა­უბ­რო, ასე რომ, თქვენ არ და­ი­ჩაგ­რე­ბით მარ­ტო.

თქვენ იცი­ნეთ, ოღონდ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მარ­თლა ვერ გა­ი­გო, ცო­ლის დის, დის მე­უღ­ლი­სა და ცო­ლის და­ქა­ლე­ბის ამ­ბა­ვი, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, თუ გინ­დათ მან­დე­დან­ვე გა­მე­ცით პა­სუ­ხი, რამე თუ მო­ი­ფიქ­რეთ იმა­ზე, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ და­დი­ან სამ­სა­ხურ­ში და ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ. არ მგო­ნია, რომ სა­სა­ცი­ლო იყოს! ასე­ვე, მე მგო­ნია, რომ უხერ­ხუ­ლო­ბას უნდა გიქ­მნი­დეთ ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, მანდ რომ ზი­ხართ. მე მარ­თლა ვდარ­დობ, რომ რო­გორ ზი­ხართ ახლა მანდ? რა­ნა­ი­რად?

მე მგო­ნია, რომ უხერ­ხუ­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სა­უბ­რობ­და, თა­ვად სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ ეს ავ­თენ­ტუ­რია და მი­ნის­ტრებს მა­ნამ­დე ხვდე­ბო­და და ტე­ლე­ფონ­ში იმი­ტომ ახ­სე­ნა. მერე, მეს­მის, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად გა­და­ა­კე­თეთ, მაგ­რამ თქვენ ნორ­მა­ლუ­რად მი­გაჩ­ნია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ბავ­შვის.. უკაც­რა­ვად და იქ რაც იყო ჩა­ნა­წერ­ში, ასე­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნორ­მა­ლუ­რია? ბერა ბავ­შვი იყო, თქვე­ნი ვერ­სი­ით, და­ვუშ­ვათ, ზრდას­რუ­ლი ხომ იყო ბა­ტო­ნი ირაკ­ლი და ნორ­მა­ლუ­რია, რა­საც ეუბ­ნე­ბა, თქვე­ნი ვერ­სი­ით ბავ­შვს? ძა­ლა­დო­ბა­ზე, მათ შო­რის? ეს სწო­რი არის და ეს ადა­მი­ა­ნი სირ­ცხვი­ლის­გან არ უნდა იწ­ვო­დეს ახლა, სა­დაც ზის? რა­ტომ ყვი­რი­ხართ, კაცო, რა, არის არა­ნორ­მა­ლუ­რი? ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ბავ­შვის ძა­ლა­დო­ბა­ზე არ უნდა იღგზნე­ბო­დეს, მე მგო­ნი, რა ვიცი, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ასე იყო“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­საც მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯობს მი­ნის­ტრი კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი და "არა გამ­დიდ­რე­ბი­თა და შემ­დეგ ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვით“.

"ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, თქვენ და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი თუ გეც­ნო­ბათ? თქვე­ნი ნა­თელ­მი­რო­ნია, ხომ ასეა? დიახ! ის სუს-ში რომ მუ­შა­ობ­და, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუსს აღა­რა­ფე­რი აკ­ლდა ამ ადა­მი­ანს, არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა არ გა­აჩ­ნდა და მას შემ­დეგ, რაც სუს-იდან წა­ვი­და, "ბეთ­ლა­ივ­ში“ 19%, 60 - მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბრუნ­ვა რომ აქვს იმ კომ­პა­ნი­ა­ში, უფა­სოდ მის­ცეს.

უცებ გა­უჩ­ნდა შპს "ბა­უ­მა­ი­სე­ტი“ შპს "ორექსჯი“, შპს "ზიბო“ ანუ, ეს კაცი უცებ გახ­და მი­ლი­ო­ნე­რი. მე მგო­ნია, რომ ამა­ში თქვე­ნი ხელი ურე­ვია და უფრო მე­ტიც, თქვე­ნი ქო­ნე­ბე­ბია. დი­ღომ­ში, აგერ 2021 წლის 21 მა­ისს სა­სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლა­დაც მი­მარ­თა, გე­ცო­დი­ნე­ბათ თქვენ ჩემ­ზე უკეთ, ეჭვი მაქვს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­შიც გექ­ნე­ბათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მეს­მის, რომ ბრა­ზობთ, მეს­მის რომ დარ­დობთ, მაგ­რამ, ეჭვი მაქვს, გულ­ში ყვე­ლა ხვდე­ბით, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ არ უნდა იჯ­დეს, სა­დაც ზის და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რიც. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლას და­უთ­მოთ დრო, ვიდ­რე გამ­დიდ­რე­ბას და შემ­დეგ ამ ქო­ნე­ბე­ბის გა­და­მალ­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვ.ჩ.პ.
0

ხელის ბიჭია უუუდიდებულესობის...

ყოჩაღ პრემიერს!
77

ეცადა ეს კაცი პრემიერი წყობიდან გამოეყვანა, მაგრამ შეძლო. თუმცა კარგი ორსართულიანი სახლში დაეწევა ალბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერასთან  ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ - მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ მანდ?" - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

"უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერასთან  ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ - მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ მანდ?" - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

"მე მგონია, რომ უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერა ივანიშვილთან ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ - მე მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ ახლა მანდ? რანაირად?' - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

ხაბეიშვილის განცხადებით, ნორმალური არ არის ქვეყანას ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბავშვზე ძალადობაზე საუბრობს და თანაც აუდიოჩანაწერის ავთენტურობას თავად ადასტურებდეს.

"ბატონო ირაკლი, მარტო არ იქნებით დღეს, ბატონ ვახტანგზეც მინდა ვისაუბრო, ასე რომ, თქვენ არ დაიჩაგრებით მარტო.

თქვენ იცინეთ, ოღონდ საზოგადოებამ მართლა ვერ გაიგო, ცოლის დის, დის მეუღლისა და ცოლის დაქალების ამბავი, ბატონო ირაკლი, თუ გინდათ მანდედანვე გამეცით პასუხი, რამე თუ მოიფიქრეთ იმაზე, ეს ადამიანები რომ არ დადიან სამსახურში და ანაზღაურებას იღებენ. არ მგონია, რომ სასაცილო იყოს! ასევე, მე მგონია, რომ უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერა ივანიშვილთან ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ. მე მართლა ვდარდობ, რომ როგორ ზიხართ ახლა მანდ? რანაირად?

მე მგონია, რომ უხერხულია პრემიერ-მინისტრი, რომელიც პირდაპირ საუბრობდა, თავად საუბრობდა იმაზე, რომ ეს ავთენტურია და მინისტრებს მანამდე ხვდებოდა და ტელეფონში იმიტომ ახსენა. მერე, მესმის, რომ პრემიერ-მინისტრად გადააკეთეთ, მაგრამ თქვენ ნორმალურად მიგაჩნია პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბავშვის.. უკაცრავად და იქ რაც იყო ჩანაწერში, ასეთი პრემიერ-მინისტრი ნორმალურია? ბერა ბავშვი იყო, თქვენი ვერსიით, დავუშვათ, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი და ნორმალურია, რასაც ეუბნება, თქვენი ვერსიით ბავშვს? ძალადობაზე, მათ შორის? ეს სწორი არის და ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს ახლა, სადაც ზის? რატომ ყვირიხართ, კაცო, რა, არის არანორმალური? ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს, მე მგონი, რა ვიცი, სატელეფონო საუბარში ასე იყო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ჯობს მინისტრი კრიმინალთან ბრძოლით იყოს დაკავებული და "არა გამდიდრებითა და შემდეგ ქონების გადამალვით“.

"ბატონო ვახტანგ, თქვენ დავით ველიჯანაშვილი თუ გეცნობათ? თქვენი ნათელმირონია, ხომ ასეა? დიახ! ის სუს-ში რომ მუშაობდა, სოციალურად დაუცველის სტატუსს აღარაფერი აკლდა ამ ადამიანს, არანაირი ქონება არ გააჩნდა და მას შემდეგ, რაც სუს-იდან წავიდა, "ბეთლაივში“ 19%, 60 - მილიონიანი ბრუნვა რომ აქვს იმ კომპანიაში, უფასოდ მისცეს.

უცებ გაუჩნდა შპს "ბაუმაისეტი“ შპს "ორექსჯი“, შპს "ზიბო“ ანუ, ეს კაცი უცებ გახდა მილიონერი. მე მგონია, რომ ამაში თქვენი ხელი ურევია და უფრო მეტიც, თქვენი ქონებებია. დიღომში, აგერ 2021 წლის 21 მაისს სასახლის ასაშენებლადაც მიმართა, გეცოდინებათ თქვენ ჩემზე უკეთ, ეჭვი მაქვს არქიტექტურაშიც გექნებათ მონაწილეობა მიღებული. მესმის, რომ ბრაზობთ, მესმის რომ დარდობთ, მაგრამ, ეჭვი მაქვს, გულში ყველა ხვდებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქ არ უნდა იჯდეს, სადაც ზის და ვახტანგ გომელაურიც. კარგი იქნებოდა, ბატონო ვახტანგ, კრიმინალთან ბრძოლას დაუთმოთ დრო, ვიდრე გამდიდრებას და შემდეგ ამ ქონებების გადამალვას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.