მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა
გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) 28 ივ­ნი­სის სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი მცი­რე კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის - შპს „გას­კო +“, შპს „ვარ­კე­თი­ლა­ი­რი“, სს „ენერ­გო­კავ­ში­რი “ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის ტა­რი­ფე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზე. კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში შევა პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან და იმოქ­მე­დებს 2022 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით.

შპს „გას­კო +“ ოპე­რი­რებს ქ. სე­ნაკ­ში და ემ­სა­ხუ­რე­ბა 9 ათა­სამ­დე აბო­ნენტს. შპს „ვარ­კე­თი­ლა­ი­რი“ ოპე­რი­რებს ქ.თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში 16 ათა­სამ­დე აბო­ნენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა. სს „ენერ­გო­კავ­ში­რი“ ოპე­რი­რებს ქ. თბი­ლის­ში, ემ­სა­ხუ­რე­ბა გლ­და­ნი­სა და მუ­ხი­ა­ნის რამ­დე­ნი­მე მიკ­რო­რა­ი­ონს, ჯამ­ში 12 000-მდე აბო­ნენტს.

კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შპს „გას­კო +“-ის კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფია 53.351 თეთ­რი/მ3 დღგ-ს ჩათ­ვლით. პირ­ველ ივ­ლი­სამ­დე მოქ­მე­დი ტა­რი­ფი შე­ად­გენს 48.301 თეთ­რი/მ3-ს.

შპს „ვარ­კე­თი­ლა­ი­რის“ კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფია 57.062 თეთ­რი/მ3. პირ­ველ ივ­ლი­სამ­დე მოქ­მე­დი ტა­რი­ფი შე­ად­გენს 48.677 თეთ­რი/მ3-ს.

სს „ენერ­გო­კავ­ში­რის“ კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფია 57.794 თეთ­რი/მ3. პირ­ველ ივ­ლი­სამ­დე მოქ­მე­დი ტა­რი­ფი შე­ად­გენს 49.443 თეთ­რი/მ3-ს.

ტა­რი­ფე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის 28-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე სე­მეკ­ში შე­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი ტა­რი­ფე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის - შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს.

შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.

სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.

ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.

NS

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ" - ეკატერინე ტიკარაძე