სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?
მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სის ვებ­სა­იტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის ნაღ­მო­სან "დე­ფენ­დე­რის“ მარ­შრუ­ტის თა­ო­ბა­ზეც, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე იპო­ვეს“ (ავ­ტო­რი - პოლ ადამ­სი), რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია ბოლო დღე­ებ­ში ფარ­თოდ გახ­მა­უ­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ცი­დენტზე. შე­გახ­სნებთ, ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის მახ­ლობ­ლად ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო გემს და რუ­სე­თის ხო­მალ­დებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი 23 ივ­ნისს მოხ­და. რუ­სეთ­მა ბრი­ტა­ნე­თის ხო­მალ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ცე­ცხლი გახ­სნა.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნილ ვერ­სი­ას:

"დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, რაც სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გე­მის - ნაღ­მო­სან "დე­ფენ­დე­რი­სა“ და სა­ერ­თოდ, ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და, ინ­გლი­სის კენ­ტის საგ­რა­ფო­ში, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე იპო­ვეს.

დო­კუ­მენ­ტე­ბის ერთ-ერთ პა­კეტ­ში, კერ­ძოდ, გა­ნი­ხი­ლე­ბა რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო რე­აქ­ცია ნაღ­მოს­ნის გავ­ლა­ზე ყი­რი­მის ნა­პირ­თან, სე­ვა­ტო­პოლ­თან ახ­ლოს, შავ ზღვა­ში. ამ ად­გილს რუ­სე­თი თა­ვის ტე­რიტ­რი­ულ წყლე­ბად მი­იჩ­ნევს, რაც არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს უმე­ტე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის, მათ შო­რის დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ, რო­მე­ლიც ყი­რიმს უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკ­რა­ი­ნის კუთ­ვნი­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ანექ­სია რუ­სეთ­მა 2014 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

დო­კუ­მენ­ტე­ბის სხვა ნა­წი­ლი შე­ი­ცავს ავ­ღა­ნეთ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ვა­რა­უ­დო ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბის გან­ხილ­ვას მას შემ­დეგ, რაც ნატო, აშშ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ქვე­ყა­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ას და­ას­რუ­ლებს.

ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბის პოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ამას­თა­ნა­ვე, უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მხო­ლოდ ის თქვა, - რომ სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი მარ­თლაც და­კარ­გაო და ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

სვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეკ­ვრა, თით­ქმის 50 გვერ­დი, კენ­ტის საგ­რა­ფო­ში ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე იპო­ვეს, სამ­შა­ბათს, დი­ლით ადრე, ანუ შავ ზღვა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის წინ. დო­კუ­მენ­ტე­ბის მპოვ­ნელ­მა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, ბი-ბი-სის ოფის­ში მა­შინ და­რე­კა, როცა მიხ­ვდა, თუ რა დე­ლი­კა­ტუ­რი ხა­სი­ა­თის მა­სა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და ნა­პოვ­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის პა­კე­ტი.

ბი-ბი-სი ვა­რა­უ­დობს, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­შიფ­რულ ელექტრო­ნულ მი­მო­წე­რას შე­ი­ცავს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ოფი­სი­დან არის გა­ტა­ნი­ლი. იმ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც ნაღ­მო­სან "დე­ფენ­დერს“ ეხე­ბა, აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ მი­სია, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ "უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში მშვი­დო­ბი­ან ცურ­ვად“ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, სა­ხო­მალ­დო არ­ტი­ლე­რი­ით და ვერ­ტმფრე­ნით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იქნა იმ მო­ლო­დი­ნით, რომ რუ­სეთს შე­იძ­ლე­ბო­და აგ­რე­სი­უ­ლად ეპა­სუ­ხა.

ოთხშა­ბათს, 20-ზე მეტ­მა რუ­სულ­მა თვითმფრი­ნავ­მა და სა­ნა­პი­რო დაც­ვის ორმა რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო გემ­მა ბრი­ტა­ნუ­ლი ხო­მალ­დის "დე­ფენ­დე­რის“ მოძ­რა­ო­ბა კონ­ტროლ­ქვეშ აიყ­ვა­ნეს და მას ყი­რიმ­თან ახ­ლოს 19 კი­ლო­მეტ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

რო­გორც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, ბრი­ტა­ნუ­ლი ხო­მალ­დის კურ­სის მი­ხედ­ვით რუ­სუ­ლი გე­მე­ბის მიერ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა ეს ფაქ­ტი დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ უარ­ყო, - არა­ვი­თა­რი სრო­ლა არ მომ­ხდა­რაო.

რო­გორც ნა­პოვ­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, "დე­ფენ­დერ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "Op Ditroite", ორ­შა­ბათს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იქნა გან­ხი­ლუ­ლი, რომ­ლის დრო­საც ილა­პა­რა­კეს რუ­სე­თის შე­საძ­ლო რე­ა­გი­რე­ბა­ზე ყი­რი­მის ნა­პი­რებ­თან ახ­ლოს ბრი­ტა­ნუ­ლი გე­მის გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რას ვგუ­ლის­ხმობთ ჩვენ სა­ვა­რა­უ­დო "გულ­თბილ მი­ღე­ბა­ში“? - ასე­თი კი­თხვაა დას­მუ­ლი მუდ­მი­ვი შტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ (ეს შტა­ბი არის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამი სა­ხე­ო­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გეგ­მავს და აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას). ერთ-ერთ მა­სა­ლა­ში, რო­მე­ლიც სხდო­მი­სათ­ვის იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი, აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ რუს სამ­ხედ­რო­ებს შე­უძ­ლი­ათ თავ­დაც­ვით ტაქ­ტი­კი­დან უფრო აქ­ტი­ურ და ენერ­გი­ულ მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­დას­ვლა.

შტაბ­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ "დე­ფენ­დე­რის“ ორ სა­ვა­რა­უ­დო მარ­შრუტს და სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის სამ ვა­რი­ანტს რუ­სე­თის მხრი­დან - "უსაფრ­თხო და პრო­ფე­სი­უ­ლი­დან“ "არა­უ­საფრ­თხო და არაპრო­ფე­სი­უ­ლამ­დე“. არ­ჩე­ვა­ნი ისეთ კურ­სზე შე­ა­ჩე­რეს, რო­მე­ლიც და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლი იყო რო­გორც "უსაფრ­თხო და პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­შრუ­ტი ოდე­სი­დან ბა­თუმ­ში“. დო­კუ­მენ­ტებ­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ასე­თი ვა­რი­ან­ტი იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის ნე­ბას იძ­ლე­ო­და, რომ ბრი­ტა­ნე­თი ყი­რი­მის ახ­ლოს არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებს უკ­რა­ი­ნის კუთ­ვნი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

იყო სხვა ვერ­სი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცია თა­ვი­დან იქ­ნე­ბო­და აცი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თით­ქოს­და ბრი­ტა­ნეთს "შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა“. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია მოს­კოვს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და ეთ­ქვა, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი ყი­რი­მის ნა­პი­რე­ბის წყლებს დე ფაქ­ტოდ რუ­სე­თის კუთ­ვნი­ლე­ბად აღი­ა­რებს.

რო­გორც ნა­პოვ­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კე­ვე­ვა, ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ოპე­რა­ცი­ას გულ­დას­მით გეგ­მა­ვენ და რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლი რის­კე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა.

ბრი­ტა­ნე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ იმა­საც, რომ თუ რო­გორ ვერ­სი­ას გა­ავ­რცე­ლებ­და რუ­სუ­ლი მხა­რე ყი­რი­მის ნა­პი­რებ­თან "დე­ფენ­დე­რის“ გავ­ლის შემ­დეგ.

"ჩვენს ნა­რა­ტივს სო­ლი­დუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტებ­ში. გარ­და ამი­სა, რო­გორც ოპე­რა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, ნაღ­მოს­ნის ბორტზე ბი-ბი-სისა და გა­ზეთ "დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყოფ­ნა და­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლებს "დე­ფენ­დე­რის“ მოქ­მე­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფაქ­ტის როლს.

რო­გორც კენ­ტში ნა­პოვ­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნაღ­მოს­ნის ცურ­ვის შე­სა­ხებ სწო­რედ ასე­თი კურ­სით ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მიერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით, შე­საძ­ლო რის­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

უნდა ით­ქვას, რომ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე შავი ზღვის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­პოვ­ნი მა­სა­ლე­ბი მო­ნიშ­ნუ­ლი იყო გრი­ფით "ოფი­ცი­ა­ლუ­რად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი“, რაც სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის საკ­მა­ოდ და­ბალ დო­ნეს ნიშ­ნავს, თუმ­ცა ავ­ღა­ნეთ­თან მი­მარ­თე­ბით დო­კუ­მენ­ტებს სხვა გრი­ფი ჰქონ­და - "მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­თის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის“.

უეჭ­ვე­ლია, ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო გემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა, რო­გორც ჩანს, "რუ­სუ­ლი დათ­ვის გა­ჯავ­რე­ბა­ში“ არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და ნა­ვი­გა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და აშ­კა­რა სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რის და­ფიქ­სი­რე­ბას უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი.

გა­ე­როს მიერ 1982 წელს მი­ღე­ბუ­ლი სა­ზღვაო სა­მარ­თლის კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში უცხო­უ­რი გე­მის გავ­ლა კა­ნო­ნი­ე­რად მი­იჩ­ნე­ვა, თუ ეს ფაქ­ტი არ ვნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბას, წეს­რიგს და უსაფრ­თხო­ე­ბას. თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის "აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა“ უკ­რა­ი­ნაა და არა რუ­სე­თი.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მა­რია ზა­ხა­რო­ვას კო­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუქ­ში“: "სი­ნამ­დვი­ლე­ში ლონ­დონ­მა პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და სიც­რუ­ის მო­რი­გი დე­მონ­სტრი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბის მი­საჩ­ქმა­ლა­ვად. აგენ­ტი "007“ უკვე ის აგენ­ტი აღარ არის, რო­გო­რიც იყო“... ახლა კი ერთი კი­თხვა-გა­მო­ცა­ნა ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენტს: რის­თვი­საა სა­ჭი­რო "რუსი ჰა­კე­რე­ბი“, თუ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის პოვ­ნა ბრი­ტა­ნე­თის ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა?“.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
0

: რის­თვი­საა სა­ჭი­რო "რუსი ჰა­კე­რე­ბი“, თუ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის პოვ­ნა ბრი­ტა­ნე­თის ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა?“.

 

მაგარი დაჩმორებული ყავს რუსეტს მტელი ევროპა. ძალიან მაგრად

muamar kadafi
81

ალბათ პუტინს დაუვარდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?

მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის ვებსაიტმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, მათ შორის ნაღმოსან "დეფენდერის“ მარშრუტის თაობაზეც, ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს“ (ავტორი - პოლ ადამსი), რომელშიც ლაპარაკია ბოლო დღეებში ფართოდ გახმაურებულ საერთაშორისო ინციდენტზე. შეგახსნებთ, ანექსირებული ყირიმის მახლობლად ბრიტანეთის სამხედრო გემს და რუსეთის ხომალდებს შორის ინციდენტი 23 ივნისს მოხდა. რუსეთმა ბრიტანეთის ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმნილ ვერსიას:

"დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რაც სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემის - ნაღმოსან "დეფენდერისა“ და საერთოდ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ვრცელ ინფორმაციას შეიცავდა, ინგლისის კენტის საგრაფოში, ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს.

დოკუმენტების ერთ-ერთ პაკეტში, კერძოდ, განიხილება რუსეთის სავარაუდო რეაქცია ნაღმოსნის გავლაზე ყირიმის ნაპირთან, სევატოპოლთან ახლოს, შავ ზღვაში. ამ ადგილს რუსეთი თავის ტერიტრიულ წყლებად მიიჩნევს, რაც არ არის აღიარებული მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ, რომელიც ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

დოკუმენტების სხვა ნაწილი შეიცავს ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სავარაუდო ყოფნის შესაძლებლობას და ამასთან დაკავშირებული გეგმების განხილვას მას შემდეგ, რაც ნატო, აშშ-ის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ ქვეყანაში სამშვიდობო ოპერაციას დაასრულებს.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დოკუმენტების პოვნასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. ამასთანავე, უწყების წარმომადგენელმა მხოლოდ ის თქვა, - რომ სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა კონფიდენციალური დოკუმენტები მართლაც დაკარგაო და ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

სველი დოკუმენტების შეკვრა, თითქმის 50 გვერდი, კენტის საგრაფოში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს, სამშაბათს, დილით ადრე, ანუ შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის წინ. დოკუმენტების მპოვნელმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ბი-ბი-სის ოფისში მაშინ დარეკა, როცა მიხვდა, თუ რა დელიკატური ხასიათის მასალებისგან შედგებოდა ნაპოვნი დოკუმენტების პაკეტი.

ბი-ბი-სი ვარაუდობს, რომ დოკუმენტები, რომლებიც გაშიფრულ ელექტრონულ მიმოწერას შეიცავს, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოფისიდან არის გატანილი. იმ მასალების მიხედვით, რომლებიც ნაღმოსან "დეფენდერს“ ეხება, აშკარა ხდება, რომ მისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ "უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიან ცურვად“ არის წარმოჩენილი, სახომალდო არტილერიით და ვერტმფრენით, განხორციელებული იქნა იმ მოლოდინით, რომ რუსეთს შეიძლებოდა აგრესიულად ეპასუხა.

ოთხშაბათს, 20-ზე მეტმა რუსულმა თვითმფრინავმა და სანაპირო დაცვის ორმა რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანული ხომალდის "დეფენდერის“ მოძრაობა კონტროლქვეშ აიყვანეს და მას ყირიმთან ახლოს 19 კილომეტრის მონაკვეთზე აკვირდებოდნენ.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ბრიტანული ხომალდის კურსის მიხედვით რუსული გემების მიერ გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა, თუმცა ეს ფაქტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ უარყო, - არავითარი სროლა არ მომხდარაო.

როგორც ნაპოვნი დოკუმენტებიდან ჩანს, "დეფენდერთან“ დაკავშირებული ოპერაცია კოდური სახელწოდებით "Op Ditroite", ორშაბათს უმაღლეს დონეზე იქნა განხილული, რომლის დროსაც ილაპარაკეს რუსეთის შესაძლო რეაგირებაზე ყირიმის ნაპირებთან ახლოს ბრიტანული გემის გამოჩენასთან დაკავშირებით.

"რას ვგულისხმობთ ჩვენ სავარაუდო "გულთბილ მიღებაში“? - ასეთი კითხვაა დასმული მუდმივი შტაბის წარმომადგენლის მიერ (ეს შტაბი არის შეიარაღებული ძალების სამი სახეობის ერთობლივი სამუშაო ორგანო, რომელიც გეგმავს და აკონტროლებს ყველა სამხედრო ოპერაციას). ერთ-ერთ მასალაში, რომელიც სხდომისათვის იყო მომზადებული, აღინიშნება, რომ რუს სამხედროებს შეუძლიათ თავდაცვით ტაქტიკიდან უფრო აქტიურ და ენერგიულ მოქმედებაზე გადასვლა.

შტაბში განიხილავდნენ "დეფენდერის“ ორ სავარაუდო მარშრუტს და სავარაუდო პასუხის სამ ვარიანტს რუსეთის მხრიდან - "უსაფრთხო და პროფესიულიდან“ "არაუსაფრთხო და არაპროფესიულამდე“. არჩევანი ისეთ კურსზე შეაჩერეს, რომელიც დახასიათებული იყო როგორც "უსაფრთხო და პროფესიული მარშრუტი ოდესიდან ბათუმში“. დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ ასეთი ვარიანტი იმის დემონსტრირების ნებას იძლეოდა, რომ ბრიტანეთი ყირიმის ახლოს არსებულ ტერიტორიულ წყლებს უკრაინის კუთვნილებად მიიჩნევს.

იყო სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად, რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან იქნებოდა აცილებული, მაგრამ მისი განხორციელების შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა ბრიტანეთს "შეეშინდა და გაიქცა“. ასეთი სიტუაცია მოსკოვს საშუალებას მისცემდა ეთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყირიმის ნაპირების წყლებს დე ფაქტოდ რუსეთის კუთვნილებად აღიარებს.

როგორც ნაპოვნი დოკუმენტებით ირკევევა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოპერაციას გულდასმით გეგმავენ და რომ ამასთან დაკავშირებით ყველა შესაძლებელი რისკების გაანალიზება ხდება.

ბრიტანელი ჩინოვნიკები განიხილავდნენ იმასაც, რომ თუ როგორ ვერსიას გაავრცელებდა რუსული მხარე ყირიმის ნაპირებთან "დეფენდერის“ გავლის შემდეგ.

"ჩვენს ნარატივს სოლიდური საფუძველი აქვს“, - ნათქვამია დოკუმენტებში. გარდა ამისა, როგორც ოპერაციის ავტორები იმედოვნებდნენ, ნაღმოსნის ბორტზე ბი-ბი-სისა და გაზეთ "დეილი მეილის“ ჟურნალისტების ყოფნა დამატებით შეასრულებს "დეფენდერის“ მოქმედების დამადასტურებელ დამოუკიდებელი ფაქტის როლს.

როგორც კენტში ნაპოვნი დოკუმენტებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება ნაღმოსნის ცურვის შესახებ სწორედ ასეთი კურსით ბრიტანეთის მთავრობის მიერ იქნა მიღებული, უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, შესაძლო რისკების მიუხედავად.

უნდა ითქვას, რომ ავტობუსის გაჩერებაზე შავი ზღვის ინციდენტთან დაკავშირებული ნაპოვნი მასალები მონიშნული იყო გრიფით "ოფიციალურად კონფიდენციალური“, რაც საიდუმლოების დაცვის საკმაოდ დაბალ დონეს ნიშნავს, თუმცა ავღანეთთან მიმართებით დოკუმენტებს სხვა გრიფი ჰქონდა - "მხოლოდ ბრიტანეთის საიდუმლოებასთან დაშვებული პირებისათვის“.

უეჭველია, ბრიტანული სამხედრო გემი დიპლომატიური მიზნების მისაღწევად იქნა გამოყენებული, მაგრამ ძირითადი ამოცანა, როგორც ჩანს, "რუსული დათვის გაჯავრებაში“ არ გამოიხატებოდა. საქმე შეეხებოდა ნავიგაციის თავისუფლებას და აშკარა საჯარო მხარდაჭერის დაფიქსირებას უკრაინის სუვერენიტეტისადმი.

გაეროს მიერ 1982 წელს მიღებული საზღვაო სამართლის კონვენციის თანახმად, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უცხოური გემის გავლა კანონიერად მიიჩნევა, თუ ეს ფაქტი არ ვნებს აღნიშნული ქვეყნის მშვიდობას, წესრიგს და უსაფრთხოებას. თითქმის მთელი მსოფლიოსათვის "აღნიშნული ქვეყანა“ უკრაინაა და არა რუსეთი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას კომენტარი "ფეისბუქში“: "სინამდვილეში ლონდონმა პროვოკაციისა და სიცრუის მორიგი დემონსტრირება განახორციელა საკუთარი მოქმედების მისაჩქმალავად. აგენტი "007“ უკვე ის აგენტი აღარ არის, როგორიც იყო“... ახლა კი ერთი კითხვა-გამოცანა ბრიტანეთის პარლამენტს: რისთვისაა საჭირო "რუსი ჰაკერები“, თუ საიდუმლო დოკუმენტების პოვნა ბრიტანეთის ავტობუსების გაჩერებაზე შეიძლება?“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ