მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მიშიკოს ვეძახი... ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. ფაქტობრივად, ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა" - რას ჰყვება გიული ალასანია ექსპრეზიდენტ შვილზე?
"მე მიშიკოს ვეძახი... ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. ფაქტობრივად, ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა" - რას ჰყვება გიული ალასანია ექსპრეზიდენტ შვილზე?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან", ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ისა­უბ­რა და შვი­ლის ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა:

"მე მი­ში­კოს ვე­ძა­ხი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რომ მას ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვი­სი აზრი ჰქო­ნო­და. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას მო­ი­ფიქ­რებს, რა აზ­რის არის, რას იტყვის, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა? რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა­ო­ბი­დან ამას მი­ვაჩ­ვიე. ხში­რად მეს­მის, რომ იმ­პულ­სუ­რია, სწრა­ფად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. არა­და, სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ბავ­შვი იყო, ბო­ლომ­დე სა­ნამ კარ­გად არ გა­ი­აზ­რებ­და, ნა­ბიჯს არ გა­დად­გამ­და. ახ­ლაც ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ მოქ­მე­დებს ნაჩ­ქა­რე­ვად, მო­უ­ფიქ­რებ­ლად, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბა, იცით, რა არის? ძა­ლი­ან სწრა­ფად ფიქ­რობს, მაგ­რამ კარ­გად გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე არა­ფერს აკე­თებს. მე რამ­დე­ნა­დაც ჩემს შვილს ვიც­ნობ, პა­ტა­რა­ო­ბი­დან ასე იყო... ცელ­ქიც იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოძ­რა­ვი თა­მა­შე­ბი, სპორ­ტი.

ჩვენს შო­რის იყო დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. მე­გობ­რე­ბი­ვით ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით, სპორ­ტი იქ­ნე­ბო­და თუ რა, ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, უმ­ცრო­სი ძმა­სა­ვით იყო, ჭკუ­ას მა­რი­გებ­და...

არც მახ­სოვს სხვა­ნა­ი­რი მი­ში­კო. ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და პო­ლი­ტი­კის ინ­ტე­რე­სი. გა­ზე­თებს რომ ვი­ღებ­დით, სხვა­ნა­ი­რად და­ხე­დავ­და ხოლ­მე. ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო გა­ზე­თე­ბის კი­თხვა და ადრე და­ი­წყო სტრი­ქო­ნებს შო­რის კი­თხვა, უნ­დობ­ლო­ბა... მშვე­ნივ­რად ერ­კვე­ო­და, რას უნდა ენ­დოს და რას - არა.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი იყო ჩემი პე­და­გო­გი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ვი­ცო­დი გე­ლას­თან უნდა მი­მეყ­ვა­ნა. გე­ლას­თვის ბავ­შვებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო, იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ანს აქვს ფარ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი. გად­მო­ი­ღო რა­ღაც ჟურ­ნა­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტია 1-2 გვერ­დი. ჩვენ გვერ­დით დავ­სხე­დით და მიშა ინ­გლი­სუ­რად კი­თხუ­ლობს ამ სტა­ტი­ას. სწრა­ფად წა­ი­კი­თხა, მერე არა­მარ­ტო წა­ი­კი­თხა. ამ სტა­ტი­ის ანა­ლი­ზი და­ი­წყო, მერე და­უ­წყო რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი, - ეს ასე კი არ იყო, ვფიქ­რობ, ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყოო. გელა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა..."

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათო
154

ამ ქალბატონისგან უნდა ისწავლოთ მოქცევა, საუბარი! ვიღაცეები იმდენ ბოღმას ანთხევთ წინსაფრები გჭირდებათ, სახეები შეგეშალათ!

კონსტანტინე თავართქილაძე
238

რაღაცის შეგრცხვეთ!!!!! თქვენს მაგივრად მე მრცხვენია!! ესპანური სირცხვილი მემართება, ამათ რომ ვუყურებ!!!! :)))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე მიშიკოს ვეძახი... ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. ფაქტობრივად, ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა" - რას ჰყვება გიული ალასანია ექსპრეზიდენტ შვილზე?

"მე მიშიკოს ვეძახი... ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. ფაქტობრივად, ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა" - რას ჰყვება გიული ალასანია ექსპრეზიდენტ შვილზე?

ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში, გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან", ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ისაუბრა და შვილის ბავშვობა გაიხსენა:

"მე მიშიკოს ვეძახი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მას ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონოდა. სულ მაინტერესებდა, რას მოიფიქრებს, რა აზრის არის, რას იტყვის, როგორ მოიქცევა? როგორც ჩანს, პატარაობიდან ამას მივაჩვიე. ხშირად მესმის, რომ იმპულსურია, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. არადა, სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი ბავშვი იყო, ბოლომდე სანამ კარგად არ გაიაზრებდა, ნაბიჯს არ გადადგამდა. ახლაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოქმედებს ნაჩქარევად, მოუფიქრებლად, მაგრამ განსხვავება, იცით, რა არის? ძალიან სწრაფად ფიქრობს, მაგრამ კარგად გააზრების გარეშე არაფერს აკეთებს. მე რამდენადაც ჩემს შვილს ვიცნობ, პატარაობიდან ასე იყო... ცელქიც იყო, ძალიან უყვარდა მოძრავი თამაშები, სპორტი.

ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. მეგობრებივით ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, სპორტი იქნებოდა თუ რა, ყველგან ერთად დავდიოდით. ფაქტობრივად, უმცროსი ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა...

არც მახსოვს სხვანაირი მიშიკო. ბავშვობიდან ჰქონდა პოლიტიკის ინტერესი. გაზეთებს რომ ვიღებდით, სხვანაირად დახედავდა ხოლმე. ძალიან ადრე დაიწყო გაზეთების კითხვა და ადრე დაიწყო სტრიქონებს შორის კითხვა, უნდობლობა... მშვენივრად ერკვეოდა, რას უნდა ენდოს და რას - არა.

გელა ჩარკვიანი იყო ჩემი პედაგოგი. ძალიან მიყვარდა და ვიცოდი გელასთან უნდა მიმეყვანა. გელასთვის ბავშვებთან მეცადინეობა დიდად საინტერესო არ იყო, იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს ფართო ინტერესები. გადმოიღო რაღაც ჟურნალი, პოლიტიკური სტატია 1-2 გვერდი. ჩვენ გვერდით დავსხედით და მიშა ინგლისურად კითხულობს ამ სტატიას. სწრაფად წაიკითხა, მერე არამარტო წაიკითხა. ამ სტატიის ანალიზი დაიწყო, მერე დაუწყო რაღაცებზე ლაპარაკი, - ეს ასე კი არ იყო, ვფიქრობ, ასე უნდა ყოფილიყოო. გელა გაკვირვებული დარჩა..."