სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2024 წლისთვის საქართველო გეგმავს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის თავზე
"2024 წლისთვის საქართველო გეგმავს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის თავზე

ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან 7 წლის თავ­ზე, სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი მოყ­ვა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს ევრო-რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და ევრო-დი­რექ­ტი­ვებ­თან სა­კა­ნონ­მდებ­ლო და­ახ­ლო­ე­ბას, შე­დე­გად, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რე­გი­ონ­ში ლი­დერ რე­ფორ­მა­ტორ ქვე­ყა­ნა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბამ, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბას (DCFTA) მო­ი­ცავს, ახა­ლი ბიძ­გი მის­ცა სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის, გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი (15%), ხოლო ევ­რო­კავ­ში­რი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი (24%).

„შე­თან­ხმე­ბამ ასე­ვე ხელი შე­უ­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, კერ­ძოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ვეს­ტი­რე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ვეს­ტო­რებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ტა­რი­ფე­ბის გა­რე­შე მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე. ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და 2016 წელს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გა­წევ­რი­ან­და.

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის ოდე­ნო­ბამ ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთლი­ა­ნო­ბა­ში 1 მი­ლი­არდ ევ­როს გა­და­ა­ჭარ­ბა. შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ეტა­პობ­რი­ვად იზ­რდე­ბა ევ­რო­კა­ში­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მას­შტა­ბე­ბი, რაც ყო­ველ­წლი­უ­რად, მხო­ლოდ ორ­მხრივ ფორ­მატ­ში, 120-130 მი­ლი­ონ ევ­რომ­დე დახ­მა­რე­ბას შე­ად­გენს, ხოლო მრა­ვალ­მხრივ ფორ­მატ­ში სა­ქარ­თვე­ლო და­მა­ტე­ბი­თაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნა­ლურ დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში.

და­მა­ტე­ბი­თი იმ­პულ­სი მი­ე­ცა ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­ჩო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (ERASMUS+, ჰო­რი­ზონ­ტი 2020, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ევ­რო­პა) და ევ­რო­პულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.).

ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა, ხელი შე­უ­წყო, 2017 წელს ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის შე­დე­გად, 2024 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო გეგ­მავს უზ­რუნ­ველ­ყოს შე­თან­ხმე­ბის 60-65%-იანი შეს­რუ­ლე­ბა და გა­ა­კე­თოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვან წევ­რო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­როს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
No comment
8

ხვალვე შეგვიძლია განაცხადი გავაკეთოთ

 

მაგრამ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი... ესაა რეალობა

ზურაბ
41

მე მინდა მიგვიღონ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი უსაშველოდ გაძვირდება , ევროზე რომ გადავა ქვეყანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"2024 წლისთვის საქართველო გეგმავს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის თავზე

"2024 წლისთვის საქართველო გეგმავს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის თავზე

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება განახორციელდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო აგრძელებს ევრო-რეგულაციებსა და ევრო-დირექტივებთან საკანონმდებლო დაახლოებას, შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერ რეფორმატორ ქვეყანადაა აღიარებული.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (15%), ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%).

„შეთანხმებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაც ახალ ეტაპზე გადავიდა და 2016 წელს, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. შეთანხმების ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება ევროკაშირის ფინანსური დახმარების მასშტაბები, რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120-130 მილიონ ევრომდე დახმარებას შეადგენს, ხოლო მრავალმხრივ ფორმატში საქართველო დამატებითაა ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ დახმარების პროგრამებში.

დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.).

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.

აღნიშნული მიღწევების შედეგად, 2024 წლისთვის საქართველო გეგმავს უზრუნველყოს შეთანხმების 60-65%-იანი შესრულება და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კეთილი ინებოს პრეზიდენტმა, მივიდეს პრაიდზე, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება" - რომან გოცირიძე

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, "ნაცმოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"