სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები
"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო ჩა­მო­ვე­დი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის ქორ­წი­ლია აქვე მახ­ლობ­ლად. რად­გან ამე­რი­კა­ში ვარ, ტყუ­ი­ლად ხომ არ გად­მო­ვიფ­რენ­დი ამ­ხე­ლა მან­ძილს, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს ისე­დაც...“, - ამ სი­ტყვე­ბით და­ი­წყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვიუ "ამე­რი­კის ხმას­თან“.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღეა ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ქორ­წი­ლი გუ­შინ, 25 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­როს­მა ბი­ძაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ამ ამე­რი­კელ ქალ­ზე, მე­გან მაკ­მა­ნუს­ზე იქორ­წი­ნა.

ცე­რე­მო­ნია ნიუ-იორ­კის მახ­ლობ­ლად, ტყეს­თან ახ­ლოს, ლა­მაზ გა­რე­მო­ში გა­ი­მარ­თა. ambebi.ge-მ ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.

"ჩვე­ნი ტკბი­ლი მე­გა­ნი­სა და ჯორ­ჯის ქორ­წი­ნე­ბას აღ­ვნიშ­ნავთ. რა ლა­მა­ზი ქორ­წი­ლია - კო­ცო­ნი, ტყე... გი­ლო­ცავთ საყ­ვარ­ლე­ბო“, - წერს მე­გა­ნის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი შე­ლო­ნი.

"მა­გი­უ­რი ქორ­წი­ლი", - ასე აფა­სე­ბენ ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ას წყვი­ლის მე­გობ­რე­ბი.

წყვი­ლის მე­გობ­რე­ბი - ფოტო ქორ­წი­ლი­დან

გი­ორ­გი ალა­სა­ნია წლე­ბის წინ ერთხელ უკვე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის, და­ვით დუმ­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე დუმ­ბა­ძე გახ­ლდათ. გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის, ვახ­ტანგ ხუ­ცი­ძის (წო­პეს) შვი­ლიშ­ვი­ლია. ელე­ნე დუმ­ბა­ძის და გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ას ქორ­წი­ნე­ბა ყვი­თე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში თა­ვი­დან­ვე მო­ექ­ცა.

ელე­ნე დუმ­ბა­ძე და გი­ორ­გი ალა­სა­ნია

წყვილ­მა ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და და სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბა მალე დას­რულ­და და ელე­ნე და მისი რძა­ლი, ლიკა ევ­გე­ნი­ძე, ძმებს გი­ორ­გი და ნიკა ალა­სა­ნი­ებს თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­შორ­დნენ.

ელე­ნეს და გი­ორ­გის ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, მი­ხე­ილ-და­ვით ალა­სა­ნია ჰყავთ, რო­მე­ლიც თა­ვის ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მა­მის ქორ­წილს და­ეს­წრო. ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ლიკა ევ­გე­ნი­ძი­სა და ნიკა ალა­სა­ნი­ას სა­ერ­თო შვი­ლე­ბიც - ალექ­სან­დრე და ანა სო­ფია.

ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი და ნიკა ალა­სა­ნი­ე­ბის დედა, ქე­თე­ვან ალა­სა­ნია აქ­ვეყ­ნებს და კო­მენ­ტა­რებ­ში წერს, რომ მათ სტუმ­რო­ბას შტა­ტებ­ში თით­ქმის ორი წელი ელო­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი პატრიოტი
102

გაიხარეთ და გამრავლდით

Papa
243

Rato ar eknebat zgapruli korwili???vis xarjze??rac mag garewarma saakiancma da aranakleb garewarma alasaniam fuli waiges sakartvelodan,naxevari htatebis korwilebs eyofa.!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი, ჩემი ბიძაშვილის ქორწილია აქვე მახლობლად. რადგან ამერიკაში ვარ, ტყუილად ხომ არ გადმოვიფრენდი ამხელა მანძილს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს ისედაც...“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან“.

ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა ამერიკაში იმყოფება. ქორწილი გუშინ, 25 ივნისს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ბიძაშვილმა, გიორგი ალასანიამ ამერიკელ ქალზე, მეგან მაკმანუსზე იქორწინა.

ცერემონია ნიუ-იორკის მახლობლად, ტყესთან ახლოს, ლამაზ გარემოში გაიმართა. ambebi.ge-მ ქორწილის ფოტოები ექსკლუზიურად მოიპოვა.

"ჩვენი ტკბილი მეგანისა და ჯორჯის ქორწინებას აღვნიშნავთ. რა ლამაზი ქორწილია - კოცონი, ტყე... გილოცავთ საყვარლებო“, - წერს მეგანის ერთ-ერთი მეგობარი შელონი.

"მაგიური ქორწილი", - ასე აფასებენ ქორწილის ცერემონიას წყვილის მეგობრები.

წყვილის მეგობრები - ფოტო ქორწილიდან

გიორგი ალასანია წლების წინ ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე ქართველი მილიონერის, დავით დუმბაძის ქალიშვილი ელენე დუმბაძე გახლდათ. გოგონა ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძის (წოპეს) შვილიშვილია. ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა.

ელენე დუმბაძე და გიორგი ალასანია

წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა ქორწინება მალე დასრულდა და ელენე და მისი რძალი, ლიკა ევგენიძე, ძმებს გიორგი და ნიკა ალასანიებს თითქმის ერთდროულად დაშორდნენ.

ელენეს და გიორგის ერთი საერთო შვილი, მიხეილ-დავით ალასანია ჰყავთ, რომელიც თავის ბიძაშვილებთან ერთად მამის ქორწილს დაესწრო. ამერიკაში იმყოფებიან ლიკა ევგენიძისა და ნიკა ალასანიას საერთო შვილებიც - ალექსანდრე და ანა სოფია.

ბავშვების ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი და ნიკა ალასანიების დედა, ქეთევან ალასანია აქვეყნებს და კომენტარებში წერს, რომ მათ სტუმრობას შტატებში თითქმის ორი წელი ელოდებოდა.