სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს
"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს. მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ბა­ლე­რი­ნა გახ­ლდათ და მას დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ტრავ­მის შემ­დგომ სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბა ბა­ლეტს და სწო­რედ ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, რო­დე­საც პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, სერ­გი ავა­რი­ით და­ი­ღუ­პა.

წყვილს პრინცს და პრინ­ცე­სას ამ­სგავ­სებ­დნენ. სერ­გუ­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობ­და და თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. მის გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ჩუქ­რებს ქრის­ტი­ნე დღემ­დე ინა­ხავს. ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი მე­გობ­რობ­დნენ. ქრის­ტი­ნე სერ­გუ­ნას დღემ­დე ხე­დავს სიზ­მრებ­ში, ხში­რად და­დის მის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს.

  • წლე­ბის წინ “პრო­ფილ­ში” სტუმ­რო­ბი­სას ქრის­ტი­ნემ თქვა, რომ სერ­გუ­ნა მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ლაშა ჯა­კო­ბი­ა­საც ესიზ­მრე­ბო­და. აი, რას წერს ამ­ჯე­რად მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ქარ-ცე­ცხლში ვტრი­ა­ლებ­დი 2002 წლის ივ­ნის­ში. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე სა­დაც სას­წავ­ლო 9 წელი არა­ა­და­მი­ა­ნურ შრო­მა­ში გა­ვა­ტა­რე, სა­დაც ყვე­ლა ჩემი პირ­ვე­ლი ტრავ­მა მი­ვა­ყე­ნე თავს - ფი­ზი­კუ­რი, თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი… პრო­ფე­სია, რო­მელ­საც 9 წლის მან­ძილ­ზე გული, სული, მთე­ლი ბავ­შვო­ბა და სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შევ­წი­რე. 9 წლის მან­ძილ­ზე ჩემი ბევ­რი მე­გობ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით 9 სა­ათ­ზე მე­ძი­ნა, მში­ე­რი ვი­ყა­ვი და დღე­ში 7-8 სა­ათს ვარ­ჯი­შობ­დი.

ბნელ და ნავ­თის სუ­ნი­ან თბი­ლის­ში ჩემი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის აღ­მდგე­ნი ექი­მიც არ არ­სე­ბობ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის და მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ო­დი ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი­ვით მახ­სენ­დე­ბა და მთრგუ­ნავს. მძი­მე ივ­ნი­სი დად­გა 2002 წელს. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბას სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­ვუს­ვი და სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი კი­დევ ერთი შან­სი იყო თე­ატრთან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ფეხს იმ­დენ ხანს ვით­რევ­დი მომ­ზა­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ მო­ვას­წა­რი. გა­მოც­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე სულ რამ­დენ­ჯერ­მე და­ვეს­წა­რი მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თილს ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას­თან. მა­ი­სის ბო­ლოს ერთ-ერ­თმა მო­მა­ვალ­მა სტუ­დენ­ტმა თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი მო­მა­წო­და. ჩემი სა­გა­მოც­დო პრო­ზა და ლექ­სი. სევ­დი­ა­ნი იყო ყვე­ლა­ფე­რი რაც იმ ფურ­ცლებ­ზე ეწე­რა, მეც სევ­დი­ა­ნი ვი­ყა­ვი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, ჩემი 9 წლის შრო­მი­დან მხო­ლოდ ია­რე­ბი შემ­რჩა სხე­ულ­ზე. მაგ­რამ მა­ინც ვერ ვხვდე­ბო­დი ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი რო­გორ გად­მო­მე­ცა მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე.

ჭრი­ლო­ბა გულ­ში დიდი მქონ­და, მაგ­რამ პრო­ზა თა­ვის ში­ნა­არ­სით მას არ პა­სუ­ხობ­და. 2002 წლის ივ­ნის­ში ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა ყვე­ლა­ფე­რი. მოს­კოვ­ში იურ­მა­ლას შე­სარ­ჩევ­მა ორმა ტურ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და ეს მი­ხა­რო­და. თურ­მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გებ, რომ ამა­ოდ. 27 ივ­ნისს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პირ­ვე­ლი დღე მე­ლო­და. მოს­კო­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გა­და­ვი­კი­თხე რამ­დენ­ჯერ­მე ჩემი სა­გა­მოც­დო ლექ­სი და პრო­ზა, თით­ქოს აკ­ლდა რა­ღაც ემო­ცია. რა­ღაც ვერ ვი­მე­ცა­დი­ნე, არ შე­ვი­და თავ­ში. თან სერ­გუ­ნაც თბი­ლის­ში იყო და ბავ­შვებ­თან ერ­თად მეც შეკ­რე­ბა­ზე მინ­დო­და.

ბა­ბუს სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში ერთი ჭერ­მის ხე დგას, კარ­გი ასაძ­ვრო­მია და იქ ხში­რად ვის­ხე­დით გო­გო­ე­ბის შტა­ბი იყო. ჩემი ფურ­ცლე­ბით სა­მე­ცა­დი­ნოდ ეზო­ში ჩა­ვე­დი. სერ­გუ­ნა­მაც შე­მო­მი­ა­რა ჭერ­მის ხეს­თან სა­ნა­ხა­ვად, ასა­კით ჩემ­ზე ოდ­ნავ უფ­რო­სი იყო და ხა­სი­ა­თიც მტკი­ცე ქონ­და. ნერ­ვებს ვუშ­ლი­დი ჩემი ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით რა­ღაც სა­კი­თხებ­ში. ამა­ზე სხვა დროს ალ­ბათ დავ­წერ.

25 ში სი­ცხემ ამი­წია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ზე ნა­წყე­ნი იყო სა­ღა­მოს მი­ლი­ონ­ჯერ და­რე­კა… ბოლო ზარი ღა­მის 2:16 წთზე ან 13 ზე იყო შე­მო­სუ­ლი. იმ ღა­მეს სამ­ყა­როს ნჯღ­რე­ვის ყვე­ლა­ზე დიდი ხმა გა­ვი­გე. ცხე­ლი შამ­ფუ­რი მუ­ცელ­ში რომ გა­გი­ყა­რონ, ყვავ­მა რომ თვა­ლე­ბი გკორტნოს, ვირ­თხებ­მა რომ ცო­ცხლად გჭა­მონ, წყლით რომ გგუ­დავ­დნენ, კანი რომ ფე­ნე­ბად აგა­ხი­ონ და მზე­ზე დაგ­დონ, ნელა რომ ლპე­ბო­დე და ვე­რა­ვინ გშვე­ლო­დეს.

ღრი­ალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინ­და გას­კდე და დამ­თავ­რდე, მაგ­რამ არ სკდე­ბი. მი­წამ ჩა­გი­ტა­ნოს, ან ცამ აგიყ­ვა­ნოს. რა­ი­მე ძა­ლამ გინ­და გა­მოგრთოს… არა! მა­ინც სუნ­თქავ, და­დი­ხარ… გა­მოც­და­ზეც მი­დი­ხარ და ორ კვი­რა­ში სცე­ნა­ზეც.

იურ­მა­ლა 2002… ჩემი სევ­დი­ა­ნი სა­გა­მოც­დო ფურ­ცლე­ბი, რო­მე­ლიც არ მი­მე­ცა­დი­ნია ძა­ლი­ან კარ­გი ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდა სა­მი­ვე მი­სა­ღებ ტურ­ზე, თურ­მე რომ გა­დაგხდე­ბა მერე თა­ვი­სით ხდე­ბა. წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი, იურ­მა­ლა - ვერ.

სამ­ყა­რომ ძა­ლი­ან ადრე და და­უნ­დო­ბე­ლი მე­თო­დით და­ი­წყო ჩემი წრთვნა. არ ვიცი ბო­ლოს რა შე­დეგს ითხოვს, მაგ­რამ დღეს რომ ამას ვწერ ალ­ბათ ახ­ლოს ვარ მი­ზან­თან. უკვე ოცი წე­ლია 26 ივ­ნი­სის დილა არა­რე­ა­ლურ სი­ჩუ­მე­ში დგე­ბა… ცივა ჩემ­თან ყო­ველ­თვის ამ დროს… მე ლა­მა­ზი მე­გო­ბა­რი მყავ­და, თვალ­ჟუ­ჟუ­ნა, წაბ­ლის­ფე­რი თმე­ბით...“ - წერს ქრის­ტი­ნე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
36

ძალიან მინდა დავიჯერო, რომ რომანტიული ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ თქვენი ცხელი ფოტოები და ბოტოქსიანი ტუჩები სხვა რამეზე მეტყველებს.

z
7

უჟასსსსსს!!!!!!!

ავტორი:

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს. მომღერალი და ტელეწამყვანი ბალერინა გახლდათ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ტრავმის შემდგომ სამუდამოდ დაემშვიდობა ბალეტს და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, როდესაც პირველი სიყვარული, სერგი ავარიით დაიღუპა.

წყვილს პრინცს და პრინცესას ამსგავსებდნენ. სერგუნა საზღვარგარეთ სწავლობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მის გამოგზავნილ საჩუქრებს ქრისტინე დღემდე ინახავს. ისინი დაახლოებით ერთი წელი მეგობრობდნენ. ქრისტინე სერგუნას დღემდე ხედავს სიზმრებში, ხშირად დადის მის საფლავზე და ყვავილები მიაქვს.

  • წლების წინ “პროფილში” სტუმრობისას ქრისტინემ თქვა, რომ სერგუნა მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჯაკობიასაც ესიზმრებოდა. აი, რას წერს ამჯერად მომღერალი სოციალურ ქსელში.

"მისაღები გამოცდების ქარ-ცეცხლში ვტრიალებდი 2002 წლის ივნისში. სკოლა დავამთავრე სადაც სასწავლო 9 წელი არაადამიანურ შრომაში გავატარე, სადაც ყველა ჩემი პირველი ტრავმა მივაყენე თავს - ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური… პროფესია, რომელსაც 9 წლის მანძილზე გული, სული, მთელი ბავშვობა და საუკეთესო წლები შევწირე. 9 წლის მანძილზე ჩემი ბევრი მეგობრისგან განსხვავებით 9 საათზე მეძინა, მშიერი ვიყავი და დღეში 7-8 საათს ვარჯიშობდი.

ბნელ და ნავთის სუნიან თბილისში ჩემი დაზიანებების აღმდგენი ექიმიც არ არსებობდა. საზღვარგარეთ სწავლის და მკურნალობის პერიოდი ნისლიანი ამინდივით მახსენდება და მთრგუნავს. მძიმე ივნისი დადგა 2002 წელს. ბავშვობის ოცნებას საბოლოოდ წერტილი დავუსვი და სხვა პროფესიაზე შევაჩერე არჩევანი. თეატრალურ უნივერსიტეტში დრამისა და კინოს ფაკულტეტი კიდევ ერთი შანსი იყო თეატრთან დამეკავშირებინა ცხოვრება.

ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ფეხს იმდენ ხანს ვითრევდი მომზადება ფაქტობრივად ვერ მოვასწარი. გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე სულ რამდენჯერმე დავესწარი მეტყველების გაკვეთილს ქალბატონ მანანასთან. მაისის ბოლოს ერთ-ერთმა მომავალმა სტუდენტმა თაბახის ფურცლები მომაწოდა. ჩემი საგამოცდო პროზა და ლექსი. სევდიანი იყო ყველაფერი რაც იმ ფურცლებზე ეწერა, მეც სევდიანი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილების გამო, ჩემი 9 წლის შრომიდან მხოლოდ იარები შემრჩა სხეულზე. მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი ამხელა ტკივილი როგორ გადმომეცა მისაღებ გამოცდაზე.

ჭრილობა გულში დიდი მქონდა, მაგრამ პროზა თავის შინაარსით მას არ პასუხობდა. 2002 წლის ივნისში ერთმანეთს დაემთხვა ყველაფერი. მოსკოვში იურმალას შესარჩევმა ორმა ტურმა წარმატებით ჩაიარა და ეს მიხაროდა. თურმე მოგვიანებით გავიგებ, რომ ამაოდ. 27 ივნისს მისაღები გამოცდის პირველი დღე მელოდა. მოსკოვიდან დაბრუნებულმა გადავიკითხე რამდენჯერმე ჩემი საგამოცდო ლექსი და პროზა, თითქოს აკლდა რაღაც ემოცია. რაღაც ვერ ვიმეცადინე, არ შევიდა თავში. თან სერგუნაც თბილისში იყო და ბავშვებთან ერთად მეც შეკრებაზე მინდოდა.

ბაბუს სახლის უკანა ეზოში ერთი ჭერმის ხე დგას, კარგი ასაძვრომია და იქ ხშირად ვისხედით გოგოების შტაბი იყო. ჩემი ფურცლებით სამეცადინოდ ეზოში ჩავედი. სერგუნამაც შემომიარა ჭერმის ხესთან სანახავად, ასაკით ჩემზე ოდნავ უფროსი იყო და ხასიათიც მტკიცე ქონდა. ნერვებს ვუშლიდი ჩემი ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულებით რაღაც საკითხებში. ამაზე სხვა დროს ალბათ დავწერ.

25 ში სიცხემ ამიწია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ნაწყენი იყო საღამოს მილიონჯერ დარეკა… ბოლო ზარი ღამის 2:16 წთზე ან 13 ზე იყო შემოსული. იმ ღამეს სამყაროს ნჯღრევის ყველაზე დიდი ხმა გავიგე. ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ, ყვავმა რომ თვალები გკორტნოს, ვირთხებმა რომ ცოცხლად გჭამონ, წყლით რომ გგუდავდნენ, კანი რომ ფენებად აგახიონ და მზეზე დაგდონ, ნელა რომ ლპებოდე და ვერავინ გშველოდეს.

ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე, მაგრამ არ სკდები. მიწამ ჩაგიტანოს, ან ცამ აგიყვანოს. რაიმე ძალამ გინდა გამოგრთოს… არა! მაინც სუნთქავ, დადიხარ… გამოცდაზეც მიდიხარ და ორ კვირაში სცენაზეც.

იურმალა 2002… ჩემი სევდიანი საგამოცდო ფურცლები, რომელიც არ მიმეცადინია ძალიან კარგი ნამეცადინები აღმოჩნდა სამივე მისაღებ ტურზე, თურმე რომ გადაგხდება მერე თავისით ხდება. წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, იურმალა - ვერ.

სამყარომ ძალიან ადრე და დაუნდობელი მეთოდით დაიწყო ჩემი წრთვნა. არ ვიცი ბოლოს რა შედეგს ითხოვს, მაგრამ დღეს რომ ამას ვწერ ალბათ ახლოს ვარ მიზანთან. უკვე ოცი წელია 26 ივნისის დილა არარეალურ სიჩუმეში დგება… ცივა ჩემთან ყოველთვის ამ დროს… მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...“ - წერს ქრისტინე.