პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?
"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტში, თბო­ე­ლექტრო სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ორი მო­ზარ­დი და­იხ­რჩო. 15 და 17 წლამ­დე ასა­კის ბი­ჭე­ბი ტბა­ში სა­ბა­ნა­ოდ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ად­გილ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი, პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მაშ­ვე­ლებ­მა ორი­ვე მო­ზარ­დის ცხედ­რე­ბი ორ­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ტბა­ში ნა­ხეს.

ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ ნა­ზარ­ლო­დან იყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ტბა საკ­მა­ოდ ღრმაა, ტე­რი­ტო­რია კი და­ცუ­ლი არაა, რომ მსგავ­სი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არ მოხ­დეს. ბავ­შვე­ბი მშობ­ლე­ბის და­უ­კი­თხა­ვად სის­ტე­მა­ტუ­რად და­დი­ან ტბა­ზე სა­ბა­ნა­ოდ.

"აქ ბა­ნა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გან ძა­ლი­ან დამ­რე­ცი ნა­პი­რე­ბი აქვს და თუ ჩა­ვარ­დი, ამოს­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლია... ამის მი­უ­ხე­და­ვად ერთი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აბ­რის მეტი არა­ფე­რი კი­დია და არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს ტე­რი­ტო­რი­ას" - ამ­ბობს AMBEBi.GE-სთან ად­გი­ლობ­რი­ვი.

რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა მო­ზარ­დე­ბის ცხედ­რე­ბი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მათი მშობ­ლე­ბიც.

"წყლი­დან, რომ ამო­იყ­ვა­ნეს, ბავ­შვე­ბი უკვე გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ, სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. ეს ნამ­დვი­ლი ტრა­გე­დი­აა მათი ოჯა­ხე­ბის­თვის და მთე­ლი ჩვე­ნი სოფ­ლის­თვის" - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ავ­ტო­რი: მარი ვარ­დოშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aba rava
7

ტბას დააბრალეთ ეხლა და დაცვას. ის რომ 17 წლის მოზარდმა ცურვა არ იცის და შედის ღრმა წყალში მაგას არა. არც მის მშობლობეს და არც საზოგადოებას სადაც მოზარდებმა პალნის შეკეთება, წამლის გაკეთება და კალაშნიკოვიდან სროლა იციან თვალდახუჭულად, ცურვა კი არა. სულ ტბის ბრალი ყოფილა ყველაფერი

ირა
2

საშინელებაა. მაგრამ სხვაზე გადაბრალება ამისი სისულელეა რათ უნდა დაცვა თუ წერია ისიც საკმარისი უნდა იყოს რომ ბანაობა არ შეიძლება თუ ბევრ ადგილას იქნება ეს წარწერები უკეთესი იქნება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

გარდაბნის მუნიციპალიტში, თბოელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში ორი მოზარდი დაიხრჩო. 15 და 17 წლამდე ასაკის ბიჭები ტბაში საბანაოდ თანატოლებთან ერთად ჩავიდნენ, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. საძიებო სამუშაოები ტბაში რამდენიმე საათი გაგრძელდა. მაშველებმა ორივე მოზარდის ცხედრები ორსაათიანი ძებნის შემდეგ ტბაში ნახეს.

ორივე გარდაცვლილი სოფელ ნაზარლოდან იყო. ადგილობრივების თქმით, ტბა საკმაოდ ღრმაა, ტერიტორია კი დაცული არაა, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა არ მოხდეს. ბავშვები მშობლების დაუკითხავად სისტემატურად დადიან ტბაზე საბანაოდ.

"აქ ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს და თუ ჩავარდი, ამოსვლა ძალიან რთულია... ამის მიუხედავად ერთი გამაფრთხილებელი აბრის მეტი არაფერი კიდია და არავინ აკონტროლებს ტერიტორიას" - ამბობს AMBEBi.GE-სთან ადგილობრივი.

როდესაც მაშველებმა მოზარდების ცხედრები წყლიდან ამოიყვანეს, ადგილზე იმყოფებოდნენ მათი მშობლებიც.

"წყლიდან, რომ ამოიყვანეს, ბავშვები უკვე გარდაცვლილები იყვნენ, საშინელება ტრიალებდა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა მათი ოჯახებისთვის და მთელი ჩვენი სოფლისთვის" - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

"ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს ნება იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე" - მეუფე სპირიდონი

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - რას აცხადებენ თელასში?

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"