პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას
სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე-2 კურ­სის სტუ­დენ­ტმა, ლუკა გუ­ლე­დან­მა, შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო შე­ჯიბრში - ლიგა AGC CHALLENGE-ის თასი მო­ი­გო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუკა გუ­ლე­დან­მა სპორ­ტულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ხო­ბის საკ­ვი­რაო სკო­ლა­სა და ბავ­შვთა სა­რაგ­ბო კლუბ „სო­ხუმს“ გა­და­ე­ცა.

ლუკა გუ­ლე­დან­მა თეთ­რი­წყა­როს მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა.

სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას ლუკა ბავ­შვო­ბი­დან­ვე ეზი­ა­რა. 6 წლის იყო, რო­დე­საც ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­ში და­ი­წყო, წლე­ბის შემ­დეგ კი ბედი კრივ­სა და კა­რა­ტე­ში სცა­და.

„აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი, დრო­ის სიმ­ცი­რის გამო, სპორ­ტს ჩა­მოვ­შორ­დი. რო­გორც კი სტუ­დენ­ტი გავ­ხდი, გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა და ფიქ­რი და­ვი­წყე, სად მე­ვარ­ჯი­შა. ვე­ძებ­დი სპორ­ტის ისეთ სა­ხე­ო­ბას, რო­მე­ლიც ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მომ­ცემ­და, თან ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შევ­ძლებ­დი. ასე­თი კი შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი გა­მოდ­გა. უდი­დე­სი ემო­ცი­აა, რო­დე­საც რინგზე გა­დი­ხარ, არ იცი რა მოხ­დე­ბა, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა დარ­ტყმამ ან არას­წორ­მა მოძ­რა­ო­ბამ ბრძო­ლის მთე­ლი ტაქ­ტი­კა შე­გიც­ვა­ლოს. როცა უკვე კარი იკე­ტე­ბა, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად რჩე­ბი. ეს უდი­დე­სი ად­რე­ნა­ლი­ნია, სწო­რედ ამი­ტო­მაა სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ასე­თი ლა­მა­ზი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბრძო­ლა არ წა­მი­გია“, - აღ­ნიშ­ნავს ლუკა გუ­ლე­და­ნი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ამ­ბობს, სპორ­ტში კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნა­ტის ხელ­შე­წყო­ბით აღ­წევს და მად­ლი­ე­რე­ბით სა­უბ­რობს ამის შე­სა­ხებ.

„მად­ლო­ბე­ლი ვარ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ჩემი დე­კა­ნა­ტის, რად­გან მუდ­მი­ვად ვგრძნობ თა­ნად­გო­მა­სა და მათ მხარ­და­ჭე­რას. ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმის ფუ­ფუ­ნე­ბას გვიქ­მნი­ან, რომ სწავ­ლა და ვარ­ჯი­ში ან თუნ­დაც სა­მუ­შაო ისე შე­ვა­თავ­სოთ, რომ ერ­თმა­ნეთს ხელი არ შე­უ­შა­ლოს. გრა­ფი­კით ვსარ­გებ­ლობ და ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ. წინ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბია, არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას და ორ­მა­გი შე­მარ­თე­ბით ვემ­ზა­დე­ბი უფრო მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში ბრძო­ლის­თვის“, - ამ­ბობს ლუკა გუ­ლე­და­ნი.

R

ავთო
23

შენც ეხლა გისკდება რა ტვინი სწავლით და სულ ფორმულებს ღვრი გონებიდან , წიგნი-ც აიღე , ოღონდ წასაკითხად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა, ლუკა გულედანმა, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ საქველმოქმედო შეჯიბრში - ლიგა AGC CHALLENGE-ის თასი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლუკა გულედანმა სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებაში გამარჯვებით მიღებული თანხა ხობის საკვირაო სკოლასა და ბავშვთა სარაგბო კლუბ „სოხუმს“ გადაეცა.

ლუკა გულედანმა თეთრიწყაროს მე-2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე გააგრძელა.

სპორტის სხვადასხვა სახეობას ლუკა ბავშვობიდანვე ეზიარა. 6 წლის იყო, როდესაც ძიუდოში ვარჯიში დაიწყო, წლების შემდეგ კი ბედი კრივსა და კარატეში სცადა.

„აბიტურიენტობისას, დაახლოებით ერთი წელი, დროის სიმცირის გამო, სპორტს ჩამოვშორდი. როგორც კი სტუდენტი გავხდი, გადავწყვიტე სწავლის პარალელურად სპორტული კარიერა განმეახლებინა და ფიქრი დავიწყე, სად მევარჯიშა. ვეძებდი სპორტის ისეთ სახეობას, რომელიც ჩემი შესაძლებლობების განვითარების საშუალებასაც მომცემდა, თან ჩემთვის ნაცნობი სახეობების გაერთიანებას შევძლებდი. ასეთი კი შერეული ორთაბრძოლები გამოდგა. უდიდესი ემოციაა, როდესაც რინგზე გადიხარ, არ იცი რა მოხდება, როგორ წარიმართება მოვლენები. შეიძლება ერთმა დარტყმამ ან არასწორმა მოძრაობამ ბრძოლის მთელი ტაქტიკა შეგიცვალოს. როცა უკვე კარი იკეტება, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩები. ეს უდიდესი ადრენალინია, სწორედ ამიტომაა სპორტის ეს სახეობა ასეთი ლამაზი. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ბრძოლა არ წამიგია“, - აღნიშნავს ლუკა გულედანი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, სპორტში კარიერულ წარმატებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის დეკანატის ხელშეწყობით აღწევს და მადლიერებით საუბრობს ამის შესახებ.

„მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, რადგან მუდმივად ვგრძნობ თანადგომასა და მათ მხარდაჭერას. ტექნიკურ უნივერსიტეტში იმის ფუფუნებას გვიქმნიან, რომ სწავლა და ვარჯიში ან თუნდაც სამუშაო ისე შევათავსოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. გრაფიკით ვსარგებლობ და ყველაფერს ვასწრებ. წინ დიდი გამოწვევებია, არ ვაპირებ გაჩერებას და ორმაგი შემართებით ვემზადები უფრო მაღალ ეშელონებში ბრძოლისთვის“, - ამბობს ლუკა გულედანი.

R

"არ მითქვამს, რომ ლევანი მოწამლულია ან მოწამლეს" - რას ამბობენ ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეგობრები?

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით