მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ ზაზა გახელაძეს..." - რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისწერა
"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ ზაზა გახელაძეს..." - რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისწერა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ზაზა გა­ხე­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არსს აქ­ვეყ­ნებს.

"თქვე­ნო უწ­მი­დე­სო­ბავ, მო­გე­სალ­მე­ბით პა­ტი­ვის­ცე­მით და გა­წუ­ხებთ შემ­დე­გი სა­კი­თხის გამო: ჩვენ დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის მოგ­ვმარ­თეს ზაზა გა­ხე­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­მა. კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში მცხოვ­რე­ბი გა­ხე­ლა­ძე ზ.მ. გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში სა­ნა­დი­როდ იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვი­სი სოფ­ლის ახ­ლოს, სხვი­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან არ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­სა­ზღვრე სამ­ხედ­რო-მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მიერ.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ამ­ჟა­მად იგი ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­შია და მის­ჯი­ლი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მე­ტად მძი­მე გან­საც­დე­ლი რო­გორც პი­რა­დად მის­თვის, ისე მისი მშობ­ლე­ბის, მე­უღ­ლის და არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი­სათ­ვის.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, უშუ­ამ­დგომ­ლოთ გა­ხე­ლა­ძე ზ.მ-ს, რათა იგი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და ოჯახს და­უბ­რუნ­დეს. კარ­გად გვეს­მის, რომ ეს რთუ­ლი სა­კი­თხია, მაგ­რამ გა­სა­თა­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ გა­ხე­ლა­ძე იქ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მოხ­ვდა.

მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი მთე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გუ­ლი­თა­დად თა­ნა­უგ­რძნობს მას ამ გა­უ­გებ­რო­ბის გამო.

თქვე­ნო უწ­მი­დე­სო­ბავ, თქვენ ად­რეც არა­ერ­თხელ დაგ­ვეხ­მა­რეთ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რის გა­მოც კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას და ვი­მე­დოვ­ნებთ, ამ­ჟა­მა­დაც, თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებთ.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ღვთი­სათ­ნო მსა­ხუ­რე­ბა­ში გან­მტკი­ცე­ბი­სათ­ვის“, - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
54

დანარჩენ საქართველოს ვინ უშუამდგომლოს

რობერტი
61

მოდი ისიც მისწერეთ გვიშუამდგომლოს პუტინთან და გააყვანინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან ჯარები და გააუქმოს ვითომ სახელმწიფოების ვითომ აღიარება, აი მაშინ მართლა გამოჩნდება როგორი "ერთმორწმუნეა" რუსეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ ზაზა გახელაძეს..." - რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისწერა

"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ ზაზა გახელაძეს..." - რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისწერა

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რუსეთის პატრიარქისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსს აქვეყნებს.

"თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

როგორ და რა სირთულით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი - ივანე ჩხაიძის განმარტება

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ