პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?
"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა გა­აქ­ტი­ურ­და. ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის გამო გვე­ლე­ბი სა­მა­ლა­ვე­ბი­დან გა­მო­დი­ან და გრილ ად­გი­ლებს ეძე­ბენ. ამ პრო­ცეს­ში ისი­ნი, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში ხვდე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა სტა­ტუ­სებს თუ კო­მენ­ტა­რებს, რო­მელ­შიც ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ მათ გა­რე­მო­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბის გამო. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმის­თვის, რომ ჩვენ სი­ხა­ლო­ვეს გვე­ლე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ? რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ად­გი­ლე­ბი თბი­ლის­ში ამ მხრივ და რო­გორ იცავს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ქვე­წარ­მავ­ლე­ბის­გან? - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ambebi.ge ესა­უბ­რა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­ა­გენ­ტოს ჰერ­პო­ტო­ლოგ რატი მა­მუ­კიშ­ვილს.

- რო­გო­რია ზო­გა­დი ვი­თა­რე­ბაა წელს თბი­ლის­ში გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით? რამ­დე­ნად ხში­რად გი­წევთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გას­ვლა?

- წელს, ამ დრომ­დე სულ 450-მდე შე­ტყო­ბი­ნე­ბაა შე­მო­სუ­ლი, აქე­დან 60% და­ვი­ჭი­რეთ. თბი­ლის­ში სულ 14 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხო­კე­რა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გვე­ლი არ არის, უფრო უფე­ხე­ბო ხვლი­კია. ზო­გა­დად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 24 სა­ხე­ო­ბი­დან მხო­ლოდ ორი სა­ხე­ო­ბაა შხა­მი­ა­ნი - გი­ურ­ზა და ცხვი­რრ­ქო­სა­ნა. წელს თბი­ლი­სი უკვე 4 გი­ურ­ზა და­ვი­ჭი­რეთ. ერთი დი­ღომ­ში, "ტო­ი­ო­ტას" ცენ­ტრის ეზო­ში ვნა­ხეთ. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, გარ­და­ბა­ნი­დან ჩა­მო­სულ მან­ქა­ნას გა­მოჰ­ყვა, რად­გა­ნაც დი­ღო­მი გი­ურ­ზე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი არ არის. 3 გი­ურ­ზა ორ­თა­ჭა­ლა­ში, კრწა­ნის­სა და აფ­რი­კის რა­ი­ონ­ში ვი­პო­ვეთ. ეს ტე­რი­ტო­რია ნამ­დვი­ლად არის შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი.

- რა გზის გავ­ლა უწევს მო­ქა­ლა­ქეს ქვე­წარ­მავ­ლის თა­ო­ბა­ზე თქვენ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­წო­დებ­ლად?

- მო­სახ­ლე­ო­ბა რე­კავს სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე - 2 421424 და აღგ­ვი­წე­რენ სი­ტუ­ა­ცი­ას. ძი­რი­თა­დად, გვი­რე­კა­ვენ ისი­ნი, ვინც გვე­ლი ნახა. გვთხო­ვენ გვე­ლი და­ვი­ჭი­როთ და იქა­უ­რო­ბას მო­ვა­შო­როთ. ასე­ვე გვი­რე­კა­ვენ და გვე­კი­თხე­ბი­ან შე­წამ­ვლა - გა­თიბ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე.

- ვის ევა­ლე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში შე­წამ­ვლა - გა­თიბ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ფა­სი­ა­ნია თუ არა ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- ჩვენ­თან შე­წამ­ვლა- გა­თიბ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია. ღია სივ­რცე­ში 1კვ.მ- ის შე­წამ­ვლა 7 თეთ­რი ღირს, 50 თეთ­რი კი და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის სა­ფა­სუ­რია. 1 ლარი ღირს 1კვ.მ ფარ­თობ­ზე ბა­ლა­ხის გა­თიბ­ვა და შე­წამ­ვლა, ხოლო 1ლ და 50 თეთ­რი ღირს გა­თიბ­ვა, ბა­ლა­ხის გა­ტა­ნა და შე­წამ­ვლა. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას თან­ხის გა­დახ­და არ უწევს. თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ გან­ცხა­დე­ბით რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს და ჩვენ დაგ­ვა­ვა­ლე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ კეთ­დე­ბა, ანუ შე­წამ­ვლის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა, რაც შე­ე­ხე­ბა გა­თიბ­ვას, ეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ფა­სი­ა­ნია.

აქვე გე­ტყვით, რომ ამ მხრივ არ­სე­ბობს ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა - თბი­ლი­სის ის რა­ი­ო­ნე­ბი, სა­დაც შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლია, შე­წამ­ვლის მომ­სა­ხუ­რე­ბას, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ იღე­ბენ. ეს რა­ი­ო­ნე­ბია კრწა­ნი­სი, ფო­ნი­ჭა­ლა და ორ­თა­ჭა­ლა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გი­ურ­ზე­ბის ბი­ნად­რო­ბის ად­გი­ლია. ამი­ტომ დაშ­ვე­ბუ­ლია ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი.

- რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია თბი­ლის­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის?

- ამ მხრივ გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 24 სა­ხე­ო­ბი­დან მხო­ლოდ ორია შხა­მი­ა­ნი გი­ურ­ზა და ცხვი­რრ­ქო­სა­ნა გველ­გეს­ლა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­შია გი­ურ­ზა. თუმცა ბოლო-5 -6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში გი­ურ­ზას ადა­მი­ა­ნის­თვის არ უკბე­ნია. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ გვე­ლი ადა­მი­ანს არა­სო­დეს ეს­ხმის თავს. თუ ადა­მი­ა­ნებს გვე­ლე­ბის ეში­ნი­ათ, გვე­ლებს ბევ­რად მე­ტად ეში­ნი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის.

ამი­ტომ ისი­ნი ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ყო­ველ­თვის გარ­ბი­ან. გვე­ლი ადა­მი­ანს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში უკბენს, თუ ის თავს იცავს და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა მივ­ცეთ გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. თუ და­ჭე­რა ან მოკ­ვლა და­ვუ­პი­რეთ, ამ შემ­ხვე­ვა­ში, ცხა­დია, თავს და­ი­ცავს და ეც­დე­ბა გვი­კ­ბი­ნოს. ჩვენ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვე­ლე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლად წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი ით­ვლე­ბა. ის შხა­მი­ა­ნი არ არის, უბ­რა­ლოდ იკ­ბი­ნე­ბა. თუმ­ცა ეს გვე­ლიც კი გარ­ბის ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვა­ზე.

- რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ ავი­რი­დოთ თა­ვი­დან ქვე­წარ­მავ­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბა ჩვენ ირ­გვლივ და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ თუ სად­მე გა­და­ვა­წყდით?

- პირ­ველ რიგ­ში, გველს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­ცეთ გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. შემ­დეგ ერთ-ორ მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია და­ვიც­ვათ და და­ვაკ­ვირ­დეთ საით წავა, რად­გან შემ­დეგ ჩვენ გვქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია მისი სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, რომ გაგ­ვი­ად­ვილ­დეს და­ჭე­რა. არ არის სა­ჭი­რო თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გაქ­ცე­ვა, გვე­ლი არა­სო­დეს გა­მო­გე­კი­დე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ვენ­ციო ქმე­დე­ბებს, მთა­ვა­რია ირ­გვლივ მუდ­მი­ვად სი­სუფ­თა­ვე გვქონ­დეს. ხში­რად დავგვათ ჩვე­ნი ტე­რი­ოტ­რია, გა­ვა­სუფ­თა­ვოთ სამ­შე­ნებ­ლო თუ სხვა ტი­პის ნა­გა­ვის­გან და ვე­ცა­დოთ დიდი ბა­ლა­ხი არ გა­ვა­ჩე­როთ ეზო­ში.

- ხში­რად გვე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ეზო­ებ­ში გო­გირდს წვა­ვენ. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს?

- ღია სივ­რცე­ში გო­გირ­დის დაწ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უე­ფექ­ტოა. გვე­ლებს ზო­გა­დად, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, 300-400 ჯერ უფრო მე­ტად აქვთ ყნოს­ვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სუ­ნებ­ზე მძაფ­რად რე­ა­გი­რე­ბენ. ამი­ტო­მაც წვა­ვენ გო­გირდს. მას ხომ სპე­ცი­ფი­უ­რი სუნი აქვს, მაგ­რამ ეზო­ებ­ში, ღია სივ­რცე­ში სუნი იკარ­გე­ბა და რაც რჩე­ბა, ის არ არის გვე­ლის­თვის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი. თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სა­დაც გვე­ლი გვე­გუ­ლე­ბა, გო­გირდს შე­ვაგ­დებთ და დავ­წვავთ, მა­შინ შე­საძ­ლოა, ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. არ­სე­ბობს რა­ღაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯო­ხის ტი­პის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლე­ბიც იყი­დე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში. მათ სა­ეჭ­ვო ად­გი­ლებ­ზე არ­ჭო­ბენ, თით­ქოს ვიბ­რა­ცია, რო­მელ­საც ისი­ნი გა­მოს­ცე­მენ გველს აფრ­თხობს, მაგ­რამ პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით ვამ­ბობ, ესეც უე­ფექ­ტოა. რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი აქვს იმ წა­მალს, რომლსაც ჩვენ ვი­ყე­ნებთ. მისი მოქ­მე­დე­ბა 1 თვემ­დე გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია, თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. მა­ი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 შე­წამ­ვლაა სა­ჭი­რო. რა თქმა უნდა, 100%-იანი დაც­ვა არც ამას აქვს.

- რო­გორ იჭერთ გვე­ლებს?

- გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, გვყავს ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლით იჭე­რენ. მე, მა­გა­ლი­თად, დიდი გი­ურ­ზა და­ვი­ჭი­რე ხე­ლით. მთა­ვა­რია, იცო­დე, რო­გორ, რა ად­გი­ლებ­ში უნდა მოჰ­კი­დო ხელი, რომ სწო­რად და უსაფრ­თხოდ და­ი­ჭი­რო. მო­ძებ­ნის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი არ გვაქვს. გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტე­რი­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, რისკ-ფაქ­ტო­რებს ვსა­ზღვრავთ. საქ­მეს გვი­ი­ო­ლებს ისიც, რომ ყვე­ლა გვე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყრუა.

- სად მიგ­ყავთ და­ჭე­რი­ლი გვე­ლე­ბი?

- ისევ ბუ­ნე­ბა­ში ვუშ­ვებთ, მაგ­რამ ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა არ არის. სა­ერ­თოდ, გვე­ლის მოკ­ვლა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ისი­ნი თავს არა­ვის ეს­ხმი­ან, ძა­ლი­ან დიდი და­დე­ბი­თი როლი აქვთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის საქ­მე­ში. გვე­ლე­ბი ანად­გუ­რე­ბენ იმ მღრღნე­ლებს თუ მავ­ნე მწე­რებს, რომ­ლე­ბიც მო­სა­ვალს ერ­ჩი­ან. ამი­ტომ, ამ მხრივ მათი არ­სე­ბო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი არის.

- და ბო­ლოს, იმე­დია ეს რჩე­ვე­ბი არა­ვის დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ თუ გველ­მა გვი­კ­ბი­ნა?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვე­ცა­დოთ შიშს არ ავ­ყვეთ. მეს­მის, რომ ეს სათ­ქმე­ლად იო­ლია, ხოლო შე­სას­რუ­ლებ­ლად ძნე­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ სტრე­სის დროს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია და ამ დროს შხა­მი უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში. დავ­წვეთ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, მი­ვი­ღოთ დიდი ოდე­ნო­ბით სი­თხე და და­ვე­ლო­დოთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ან ჩვენ თა­ვად მი­ვი­დეთ უახ­ლო­ეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. 3-5 სა­ა­თი გვაქვს დრო იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნა ჩა­ვი­ტა­როთ. ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია ჰქონ­დეს ან­ტი­გი­ურ­ზი­ნი. ასე რომ, არც კბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
2

რატი სად გიხილე? ;))))))))))

ვაიმე
2

საინტერესოა რა მწერებს იჭერენ გველები 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისში ქვეწარმავლების პრობლემა გააქტიურდა. ტემპერატურის მომატების გამო გველები სამალავებიდან გამოდიან და გრილ ადგილებს ეძებენ. ამ პროცესში ისინი, არცთუ იშვიათად, დასახლებულ პუნქტებში ხვდებიან. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მომხმარებელთა სტატუსებს თუ კომენტარებს, რომელშიც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათ გარემოში ქვეწარმავლების მომრავლების გამო. როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ჩვენ სიხალოვეს გველების გაჩენის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ? რომელია ყველაზე საფრთხისშემცველი ადგილები თბილისში ამ მხრივ და როგორ იცავს სახელმწიფო სტრუქტურები მოსახლეობას ქვეწარმავლებისგან? - ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ambebi.ge ესაუბრა ცხოველთა მონიტორინგის საააგენტოს ჰერპოტოლოგ რატი მამუკიშვილს.

- როგორია ზოგადი ვითარებაა წელს თბილისში გველების გავრცელების თვალსაზრისით? რამდენად ხშირად გიწევთ გამოძახებაზე გასვლა?

- წელს, ამ დრომდე სულ 450-მდე შეტყობინებაა შემოსული, აქედან 60% დავიჭირეთ. თბილისში სულ 14 სახეობის გველი ბინადრობს. ყველაზე გავრცელებულია ხოკერა, რომელიც რეალურად გველი არ არის, უფრო უფეხებო ხვლიკია. ზოგადად, გავრცელებული 24 სახეობიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი - გიურზა და ცხვირრქოსანა. წელს თბილისი უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ. ერთი დიღომში, "ტოიოტას" ცენტრის ეზოში ვნახეთ. ჩვენი ვარაუდით, გარდაბანიდან ჩამოსულ მანქანას გამოჰყვა, რადგანაც დიღომი გიურზების გავრცელების არეალი არ არის. 3 გიურზა ორთაჭალაში, კრწანისსა და აფრიკის რაიონში ვიპოვეთ. ეს ტერიტორია ნამდვილად არის შხამიანი გველების გავრცელების ადგილი.

- რა გზის გავლა უწევს მოქალაქეს ქვეწარმავლის თაობაზე თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად?

- მოსახლეობა რეკავს სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 421424 და აღგვიწერენ სიტუაციას. ძირითადად, გვირეკავენ ისინი, ვინც გველი ნახა. გვთხოვენ გველი დავიჭიროთ და იქაურობას მოვაშოროთ. ასევე გვირეკავენ და გვეკითხებიან შეწამვლა - გათიბვის მომსახურების პირობებზე.

- ვის ევალება დედაქალაქში შეწამვლა - გათიბვის სამუშაოების ჩატარება და ფასიანია თუ არა ეს მომსახურება?

- ჩვენთან შეწამვლა- გათიბვის მომსახურება ფასიანია. ღია სივრცეში 1კვ.მ- ის შეწამვლა 7 თეთრი ღირს, 50 თეთრი კი დახურული სივრცის საფასურია. 1 ლარი ღირს 1კვ.მ ფართობზე ბალახის გათიბვა და შეწამვლა, ხოლო 1ლ და 50 თეთრი ღირს გათიბვა, ბალახის გატანა და შეწამვლა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ამაში მოსახლეობას თანხის გადახდა არ უწევს. თუ მოქალაქეები მიმართავენ განცხადებით რაიონულ გამგეობებს და ჩვენ დაგვავალებენ, ამ შემთხვევაში თითქმის ყველაფერი უფასოდ კეთდება, ანუ შეწამვლის მომსახურება უფასოა, რაც შეეხება გათიბვას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფასიანია.

აქვე გეტყვით, რომ ამ მხრივ არსებობს ერთი განსაკუთრებული გარემოება - თბილისის ის რაიონები, სადაც შხამიანი გველების გავრცელების არეალია, შეწამვლის მომსახურებას, ყველა შემთხვევაში უფასოდ იღებენ. ეს რაიონებია კრწანისი, ფონიჭალა და ორთაჭალა. ამ ტერიტორიაზე გიურზების ბინადრობის ადგილია. ამიტომ დაშვებულია ეს გამონაკლისი.

- რამდენად საფრთხისშემცველია თბილისში გავრცელებული გველები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის?

- ამ მხრივ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. საქართველოში გავრცელებული 24 სახეობიდან მხოლოდ ორია შხამიანი გიურზა და ცხვირრქოსანა გველგესლა. მათ შორის ყველაზე საშიშია გიურზა. თუმცა ბოლო-5 -6 წლის განმავლობაში თბილისში გიურზას ადამიანისთვის არ უკბენია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ გველი ადამიანს არასოდეს ესხმის თავს. თუ ადამიანებს გველების ეშინიათ, გველებს ბევრად მეტად ეშინიათ ადამიანების.

ამიტომ ისინი ჩვენს დანახვაზე ყოველთვის გარბიან. გველი ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში უკბენს, თუ ის თავს იცავს და სხვა გამოსავალი არ აქვს. ამიტომ ყოველთვის უნდა მივცეთ გაქცევის საშუალება. თუ დაჭერა ან მოკვლა დავუპირეთ, ამ შემხვევაში, ცხადია, თავს დაიცავს და ეცდება გვიკბინოს. ჩვენთან გავრცელებული გველებიდან, ყველაზე აგრესიულად წითელმუცელა მცურავი ითვლება. ის შხამიანი არ არის, უბრალოდ იკბინება. თუმცა ეს გველიც კი გარბის ადამიანის დანახვაზე.

- როგორია თქვენი რეკომენდაციები, როგორ ავირიდოთ თავიდან ქვეწარმავლების მომრავლება ჩვენ ირგვლივ და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სადმე გადავაწყდით?

- პირველ რიგში, გველს აუცილებლად უნდა მივცეთ გაქცევის საშუალება. შემდეგ ერთ-ორ მეტრიანი დისტანცია დავიცვათ და დავაკვირდეთ საით წავა, რადგან შემდეგ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, რომ გაგვიადვილდეს დაჭერა. არ არის საჭირო თავქუდმოგლეჯილი გაქცევა, გველი არასოდეს გამოგეკიდებათ. რაც შეეხება საპრევენციო ქმედებებს, მთავარია ირგვლივ მუდმივად სისუფთავე გვქონდეს. ხშირად დავგვათ ჩვენი ტერიოტრია, გავასუფთავოთ სამშენებლო თუ სხვა ტიპის ნაგავისგან და ვეცადოთ დიდი ბალახი არ გავაჩეროთ ეზოში.

- ხშირად გველების თავიდან ასაცილებლად ეზოებში გოგირდს წვავენ. რამდენად ეფექტურია ეს?

- ღია სივრცეში გოგირდის დაწვა აბსოლუტურად უეფექტოა. გველებს ზოგადად, ჩვენთან შედარებით, 300-400 ჯერ უფრო მეტად აქვთ ყნოსვა განვითარებული და სუნებზე მძაფრად რეაგირებენ. ამიტომაც წვავენ გოგირდს. მას ხომ სპეციფიური სუნი აქვს, მაგრამ ეზოებში, ღია სივრცეში სუნი იკარგება და რაც რჩება, ის არ არის გველისთვის შემაწუხებელი. თუ დახურულ სივრცეში, სადაც გველი გვეგულება, გოგირდს შევაგდებთ და დავწვავთ, მაშინ შესაძლოა, ეფექტიანი აღმოჩნდეს. არსებობს რაღაც სპეციალური ჯოხის ტიპის მოწყობილობები, რომელებიც იყიდება სხვადასხვა ადგილებში. მათ საეჭვო ადგილებზე არჭობენ, თითქოს ვიბრაცია, რომელსაც ისინი გამოსცემენ გველს აფრთხობს, მაგრამ პირადი გამოცდილებით ვამბობ, ესეც უეფექტოა. რეალური შედეგი აქვს იმ წამალს, რომლსაც ჩვენ ვიყენებთ. მისი მოქმედება 1 თვემდე გრძელდება. თუმცა ეს დამოკიდებულია, თვის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობაზე. მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, დაახლოებით 5-6 შეწამვლაა საჭირო. რა თქმა უნდა, 100%-იანი დაცვა არც ამას აქვს.

- როგორ იჭერთ გველებს?

- გვაქვს სპეციალური მოწყობილობები. ამასთანავე, გვყავს ისეთი პროფესიონალებიც, რომლებიც ხელით იჭერენ. მე, მაგალითად, დიდი გიურზა დავიჭირე ხელით. მთავარია, იცოდე, როგორ, რა ადგილებში უნდა მოჰკიდო ხელი, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაიჭირო. მოძებნის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ გვაქვს. გამოცდილებიდან გამომდინარე, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, რისკ-ფაქტორებს ვსაზღვრავთ. საქმეს გვიიოლებს ისიც, რომ ყველა გველი აბსოლუტურად ყრუა.

- სად მიგყავთ დაჭერილი გველები?

- ისევ ბუნებაში ვუშვებთ, მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა არ არის. საერთოდ, გველის მოკვლა არ არის მიზანშეწონილი. გარდა იმისა, რომ ისინი თავს არავის ესხმიან, ძალიან დიდი დადებითი როლი აქვთ სოფლის მეურნეობის საქმეში. გველები ანადგურებენ იმ მღრღნელებს თუ მავნე მწერებს, რომლებიც მოსავალს ერჩიან. ამიტომ, ამ მხრივ მათი არსებობა აუცილებელიც კი არის.

- და ბოლოს, იმედია ეს რჩევები არავის დასჭირდება, მაგრამ მაინც, რა უნდა გავაკეთოთ თუ გველმა გვიკბინა?

- პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ შიშს არ ავყვეთ. მესმის, რომ ეს სათქმელად იოლია, ხოლო შესასრულებლად ძნელი. საქმე იმაშია, რომ სტრესის დროს სისხლის მიმოქცევა დაჩქარებულია და ამ დროს შხამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში. დავწვეთ ჰორიზონტალურად, მივიღოთ დიდი ოდენობით სითხე და დაველოდოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან ჩვენ თავად მივიდეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. 3-5 საათი გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვაქცინა ჩავიტაროთ. ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ჰქონდეს ანტიგიურზინი. ასე რომ, არც კბენის შემთხვევაში გვაქვს განგაშის საფუძველი.

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას