საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთქვამს, ხომ გაგაფრთხილე, ამ დროს ქუჩაში არ იაროო და მუშტი ჩაურტყია სახეში" - პოლიციელებს 27 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ, რას აცხადებს შსს?
"უთქვამს, ხომ გაგაფრთხილე, ამ დროს ქუჩაში არ იაროო და მუშტი ჩაურტყია სახეში" - პოლიციელებს 27 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ, რას აცხადებს შსს?

ხო­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. 27 წლის თორ­ნი­კე კა­კა­უ­რი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვის გამო კა­კა­უ­რი­ძე იმ­დე­ნად სას­ტი­კად სცე­მეს, რომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

"გუ­შინ, 11 სა­ათს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, თორ­ნი­კე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. გა­უ­ჩე­რე­ბია ხო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს მი­ხე­ილ ქარჩხა­ძეს და მას­თან მყოფ კი­დევ ერთ პირს. ორი­ვე მთვრა­ლე­ბი ყო­ფი­ლან. ქარჩხა­ძეს თორ­ნი­კეს­თვის უთ­ქვამთ, ხომ გა­გაფრ­თხი­ლე ამ დროს ქუ­ჩა­ში არ ია­როო და მუშ­ტი ჩა­ურ­ტყია სა­ხე­ში. შემ­დეგ გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ მან­ქა­ნი­დან, გზა­ზე და­უგ­დი­ათ და გა­მე­ტე­ბით უცე­მი­ათ. მო­ტე­ხი­ლი აქვს ფეხი, ჩა­ტე­ხი­ლი აქვს ცხვი­რის ძვა­ლი. აწი კი­დევ ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა, არ ვი­ცით. ამ წუ­თებ­ში ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უტარ­დე­ბა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია. სა­ო­ცა­რი ის არის, რომ კი­დევ აქეთ გვი­ჩი­ვი­ან. პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­აო. შე­იძ­ლე­ბა კა­ნონს არ­ღვევ­და ჩემი ძმის­შვი­ლი, მაგ­რამ გა­მო­ე­წე­რათ ჯა­რი­მა, ასე უნდა გა­ი­მე­ტოს პო­ლი­ცი­ელ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ მო­ქა­ლა­ქე ?! "- აცხა­დებს ambebi.ge-სთან თორ­ნი­კე კა­კა­უ­რი­ძის მა­მი­და.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცის ოჯა­ხი დღეს სა­ჩი­ვა­რით მი­მარ­თავს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას და საქ­მის დრო­ულ და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გან­ხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს-მ.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. შსს არ უარ­ყოფს, რომ და­კა­ვე­ბის დროს მო­ქა­ლა­ქემ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. თუმ­ცა უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლიც, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. "გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ივ­ნისს, ხონ­ში, თ.კ. ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის პი­რო­ბებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და არ­ღვევ­და 23:00 სთ-ის შემ­დეგ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის წე­სებს. პო­ლი­ცი­ის მიერ შე­ჩე­რე­ბულ­მა თ.კ.-მ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მათ, რის შემ­დე­გაც ის და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით. სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 353-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
2

ნასვამი რომ ვინმეს ან რაღაცას დაეჯახოს ჯარიმა უშველით ხომ? არ უნდა ეცემათ, პირდაპირ ციხეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"უთქვამს, ხომ გაგაფრთხილე, ამ დროს ქუჩაში არ იაროო და მუშტი ჩაურტყია სახეში" - პოლიციელებს 27 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ, რას აცხადებს შსს?

"უთქვამს, ხომ გაგაფრთხილე, ამ დროს ქუჩაში არ იაროო და მუშტი ჩაურტყია სახეში" - პოლიციელებს 27 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ, რას აცხადებს შსს?

ხონის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილეს ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ. 27 წლის თორნიკე კაკაურიძის ოჯახის წევრების მტკიცებით, სამართალდამცავებმა ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო კაკაურიძე იმდენად სასტიკად სცემეს, რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

"გუშინ, 11 საათს იყო გადაცილებული, თორნიკე ნასვამ მდგომარეობაში მანქანით გადაადგილდებოდა. გაუჩერებია ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს მიხეილ ქარჩხაძეს და მასთან მყოფ კიდევ ერთ პირს. ორივე მთვრალები ყოფილან. ქარჩხაძეს თორნიკესთვის უთქვამთ, ხომ გაგაფრთხილე ამ დროს ქუჩაში არ იაროო და მუშტი ჩაურტყია სახეში. შემდეგ გადმოუყვანიათ მანქანიდან, გზაზე დაუგდიათ და გამეტებით უცემიათ. მოტეხილი აქვს ფეხი, ჩატეხილი აქვს ცხვირის ძვალი. აწი კიდევ შინაგანი ორგანოების რა დაზიანებები გამოჩნდება, არ ვიცით. ამ წუთებში ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება სასწრაფო ოპერაცია. საოცარი ის არის, რომ კიდევ აქეთ გვიჩივიან. პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიაო. შეიძლება კანონს არღვევდა ჩემი ძმისშვილი, მაგრამ გამოეწერათ ჯარიმა, ასე უნდა გაიმეტოს პოლიციელმა სასიკვდილოდ მოქალაქე ?! "- აცხადებს ambebi.ge-სთან თორნიკე კაკაურიძის მამიდა.

მისივე თქმით, ნაცემი მამაკაცის ოჯახი დღეს საჩივარით მიმართავს გენერალურ ინსპექციას და საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. მომხდარის შესახებ განხადება გაავრცელა შსს-მ.

უწყების ინფორმაციით, საქმე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის აღძრული. შსს არ უარყოფს, რომ დაკავების დროს მოქალაქემ დაზიანებები მიიღო. თუმცა უწყების ინფორმაციით, დაშავებულია პოლიციის ერთი თანამშრომელიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე, იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული" - რას აცხადებს ბასილაშვილის საქმის პროკურორი

"ჩვენი ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება..." - ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ესებუას დაკავება შსს-სთვის ღირსების საკითხია