საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვიდრე სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები არ განხორციელდება და აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გაიმართება, მოსამართლეების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ეს არის აღნიშნული 19 აპრილის შეთანხმებაში, რაზეც პოლიტიკურმა პარტიებმა ვალდებულება აიღეს.
„ჩემს მოწოდებებზე მნიშვნელოვანი არის ის ვალდებულება, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. აქ განსაზღვრულია ის, რომ უნდა შეჩერდეს ნებისმიერი დანიშვნა, სანამ არ იქნება რეფორმები მიღებული სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, ხოლო ამისთვის აუცილებელია ინკლუზიური, ფართო დებატები და დისკუსია, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს. სანამ ასეთი ფართო განხილვა მოხდება, თუ რა სახის რეფორმები უნდა განხორციელდეს, მანამ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს, ეს არის პირობა ქართველი ხალხის მიმართ. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად. პირველ რიგში, უნდა შეფასდეს განხორციელებული რეფორმები, შემდეგ გაიმართოს დებატები და მსჯელობა ამ საკითხზე იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორსაც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. შესაბამისად,ეს საკითხები ყველამ უნდა მიიღონ ძალიან სერიოზულად. ადრეც აღვნიშნე, ის შეფასება, თითქოს მოსამართლეების არდანიშვნა გამოიწვევს ამ ეტაპზე სასამართლო სისტემის ჩამოშლას ან კოლაფსს, ეს ასე არ არის იმიტომ, რომ სასამართლოს ჰყავს მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა და სრულიად შესაძლებელია ეს პროცესი შეჩერდეს“, - განაცხადა დეგნანმა.
აქ წყინს ბევრს რას ქვია ამერიკის ელჩი ამდენს გვიბედავს დამოუკიდებელ ქვეყანასო, და ეგ წყენა ლოგიკურია. შეურაცმყოფელია სხვა ქვეყნის ელჩი ასე პირდაპირ რომ ერევა. მაგრამ მეორეს მხრივ ისიც არ დაგვავიწყდეს რომ ამერიკა/ევროპა გვარჩენს ეკონომიურად, ამერიკა/ევროპის გარეშე ჩვენი პოლიტიკოსები ვერაფერზე ვერ თანხმდებიან და ა.შ. ანუ რეალური პრობლემა იმაშია რომ არ ვართ დამოუკიდებლები. ამერიკის ელჩი თუ არ ჩაერია აბა კობახიძეს ისე ქართველი ერი შეაგნებინებს რომ ბიძინას მოსამართლეები არ დანიშნოს უვადოდ?
არსებულ სამართლის სისტემაში მოსამართლე დიმიტრიც რომ იყოს, გელოვანი, მაინც რიგითი მოქალაქის და გადასახადის გადამხდელის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ვერდიქტს პრაკურორი და შსს გამაიტანენ, კუდიცა, სუსიცა და სოდიცა , ან განსაკუთრებული სამეული -ეგეც მალე იქნება და იყო, კიდევაც , სულ ახლახანს -მიშა, გრიშა და ვანო , გრიშა რა იყო, გიგა , კაცო, გიგა ! კიდევ კარგი ალგანს არა აქვს ეგ ფუნქცია, მაგრამ ქონების დაცვის პოლიციას ხომაა აქვს !? ქვეყანა ფუნქციონალურად სარეჟიმო რეპრესიულ საექსპროპრიაციოა და მოსამართლეო , 1921 წელს ეწერა კონსტირუციაში მოსამართლე არჩევითიაო , დროის რაღაც პერიოდითო , 1995 წლის კონსტიტუციაში კი ეწერა ესაო იმის ძირითად პრინციპებს ეყრდნობაო და მიშამ და კობახიძემ არაო ! მიშა უნდა გაგვეშვა და კობახიძე არ დაგვეშვა, ვერა ? რო ჰოო ?! ისე შენიშვნად , 1921 წლის კონსტიტუცია ამბობდა ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სახელმწიფო შექმნა ერის და თითოეული მოქალაქის ინტერესთა წარმოსაჩენად და დასაცავად შინ და გარეთ, რისთვისაც დროებით საკუთარ უფლებებს დანიშნოს მთავრობა , ანდობს პოლიტიკოსებს სხვადასხვა პარტიიდან, რათა მათ შეარჩიონ, დანიშნონ და ქმედებები უკონტროლონ მთავრობას , ახლანდელ კონსტიტუციაში კი წერია , რომ ქართველ ერს სახელმწიფო შეუქმნია ნაცქოცმოქკავშირის და სატელიტების დაუსჯელად საპარპაშოდ !