პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს - რას წერს ამერიკული გამოცემა?
3 მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს -  რას წერს ამერიკული გამოცემა?

ამე­რი­კულ ჟურ­ნალ "ნი­უს­ვიკ­ში" («Newsweek») გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "სა­ქარ­თვე­ლო ჩემს ფიქ­რებ­ში“, რო­მელ­შიც, ჯო ბა­ი­დე­ნი­სა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, გან­ხი­ლუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს როლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სათ­ვის, მას­ში ლა­პა­რა­კია აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და ად­გილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში (სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი - ფი­ლიპ ბრედ­ლა­ვი, გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რა­ლი, აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი სარ­დლო­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი და იუ­ლია ჯოჯა - ვა­შინგტო­ნის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი).

რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პა­ში გა­მარ­თუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მი­ტე­ბის დროს, რომ­ლებ­შიც ბევ­რი მო­თა­მა­შე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ასე­ვე ბევ­რი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იკ­ვე­თა და ბევ­რი პრობ­ლე­მა იქნა გან­ხი­ლუ­ლი. იმ დროს, როცა მა­სა­ლე­ბი გლობ­ლუ­რი თე­მე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი სა­თა­უ­რე­ბით ქვეყ­ნდე­ბა, "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ მოხ­დეს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში აშშ-ის საკ­ვან­ძო სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის - სა­ქარ­თვე­ლოს იგ­ნო­რი­რე­ბა“.

"ამას წი­ნათ აშშ-ის ყო­ფილ­მა ელჩმა რუ­სეთ­ში მა­იკლ მა­კ­ფოლ­მა ყვე­ლას შეგ­ვახ­სე­ნა, რომ ათი წლის წი­ნათ, მოს­კოვ­ში, ჯო ბა­ი­დე­ნი­სა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის დროს, ორი­ვე ლი­დე­რი ერ­თმა­ნე­თან საკ­მა­ოდ მკვეთ­რად სა­უბ­რობ­და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2008 წლის ომის შემ­დეგ ყი­რი­მის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, ეს იყო მოს­კო­ვის პა­სუ­ხი კი­ე­ვის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის სურ­ვილ­ზე. დღეს რუს ჯა­რის­კა­ცებს ჯერ კი­დევ აქვთ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%. მა­იკლ მა­კ­ფოლ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ჟე­ნე­ვის სა­მი­ტის დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხიც უნდა ყო­ფი­ლი­ყოო შე­ტა­ნი­ლი“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, "სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს აშშ-ის უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ამ ქვეყ­ნის მი­მართ რუ­სე­თის აგ­რე­სია დღე­საც გრძელ­დე­ბა, კავ­კა­სი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო იმის მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფილ­მა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­მოკ­რა­ტი­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ოს სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ბრძო­ლა­ში.

ფი­ლიპ ბრიდ­ლა­ვი­სა და იუ­ლია ჯო­ჯას აზ­რით, არ­სე­ბობს სულ ცოტა სამი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან აშშ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა უნდა გა­ნამ­ტკი­ცოს:

პირ­ვე­ლი - სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა რე­გი­ო­ნუ­ლი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. 2020 წლის ბო­ლოს, კავ­კა­სია-შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ერთ-ერ­თმა გა­ყი­ნულ­მა კონ­ფლიქტმა - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტმა გა­იღ­ვი­ძა და სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სის­ხლი­ან ომში გა­და­ი­ზარ­და. ომს შე­იძ­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცუდი შე­დე­გე­ბი მო­ე­ტა­ნა - გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იყო რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ყოფ­ნის გაზ­რდა ორ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში. ომის დას­რუ­ლე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლა მოხ­და იმ მიზ­ნი­თაც, რომ მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო თურ­ქე­თის ინი­ცი­ა­ტი­ვით და რუ­სე­თის თან­ხმო­ბით წა­მო­ყე­ნე­ბულ რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში - "კავ­კა­სი­უ­რი ექ­ვსე­უ­ლის“ პლატ­ფორ­მა­ში (თურ­ქე­თი, რუ­სე­თი, ირა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი), რო­მე­ლიც მას­ში აშშ-სა და და­სავ­ლე­თის ჩარ­თვას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლომ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შემ­დგო­მი სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სო­მე­ხი ტყვე ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­მო­ი­ხა­ტა, და­ნაღ­მუ­ლი ზო­ნე­ბის რუ­კე­ბის გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ. თბი­ლი­სის მიერ შე­ტა­ნი­ლი ეს წვლი­ლი იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას წარ­მო­ად­გენს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის, აშშ-ის ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რის სა­ხით.

მე­ო­რე - როცა აშშ თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებს მხარ­და­ჭე­რას სთხოვს, სა­ქარ­თვე­ლო მუ­დამ პირ­ვე­ლი რე­ა­გი­რებს. ასე იყო, მა­გა­ლი­თად, ერაყ­თან და ავ­ღა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით - სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ყო­ველ­გვა­რი ყოყ­მა­ნის გა­რე­შე შე­უ­ერ­თდნენ აშშ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ნა­ტოს სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებს. უფრო მე­ტიც - სა­ქარ­თვე­ლო იყო ის ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ყვე­ლა­ზე მეტი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნა­წი­ლე­ობ­და (მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ხედ­ვით) ალი­ან­სის ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ოპე­რა­ცი­ებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რუ­სულ ჰიბ­რი­დულ აგ­რე­სი­ას, ახ­დენს თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბას და ემ­ზა­დე­ბა იმ დღი­სათ­ვის, როცა მას ნა­ტო­ში მი­ი­ღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლომ დიდი მსხვერ­პლი გა­ი­ღო რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის დროს, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ მა­ინც სა­ოც­რად მა­ღა­ლი რჩე­ბა.

და­ბო­ლოს, მე­სა­მე - სა­ქარ­თვე­ლოს იმ ბრძნუ­ლი რო­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ის ას­რუ­ლებს (და კი­დევ უფრო მე­ტად შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს): ერ­თგვა­რი ხი­დის როლი რუ­სეთ­თან და თურ­ქეთ­თან მი­მარ­თე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი მკა­ფიო რჩე­ბა: შე­უ­ერ­თდეს ნა­ტოს და ევ­რო­კავ­შირს რო­გორც სტა­ბი­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის მქო­ნე ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად თბი­ლი­სი იმა­საც კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ თა­ვის ძლი­ერ მე­ზობ­ლებ­თან - რუ­სეთ­თან და თურ­ქეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ უნდა გა­ა­უ­ა­რე­სოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის მუ­ქა­რე­ბი და ოკუ­პა­ცია არ წყდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა მოს­კოვ­თან სტა­ბი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ხოლო თურ­ქეთ­თან - სტრა­ტე­გი­უ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. თბი­ლი­სის რო­გორც ხი­დის როლი ამ ორ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აშშ-სათ­ვის, შავი ზღვის რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის საქ­მე­ში.

"ჯო ბა­ი­დე­ნის ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნეს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ ვა­შინგტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგ­ში უფრო შე­სამ­ჩნე­ვი ად­გი­ლი უნდა და­ი­კა­ვოს. როცა სა­ქარ­თვე­ლო თავს იცავს, როცა თბი­ლი­სი დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს გა­ნამ­ტკი­ცებს, სწო­რედ მა­შინ ჭირ­დე­ბა მას პო­ლი­ტი­კუ­რი, სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა­გან. აშშ-ის ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას“, - ხაზ­გას­მუ­ლია სტა­ტი­ის და­სას­რულს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
27

ახალი საკენკი ქართველებს

არც ნაცი, არც ქოცი
25

მორიგი თივის კონა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

3 მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს - რას წერს ამერიკული გამოცემა?

3 მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს -  რას წერს ამერიკული გამოცემა?

ამერიკულ ჟურნალ "ნიუსვიკში" («Newsweek») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "საქართველო ჩემს ფიქრებში“, რომელშიც, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგების ფონზე, განხილული და გაანალიზებულია საქართველოს როლი და მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, მასში ლაპარაკია აგრეთვე საქართველოს განვითარების პერსპექტივაზე და ადგილზე საერთაშორისო პოლიტიკაში (სტატიის ავტორები - ფილიპ ბრედლავი, გადამდგარი გენერალი, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური და იულია ჯოჯა - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, გასული კვირის განმავლობაში ევროპაში გამართული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამიტების დროს, რომლებშიც ბევრი მოთამაშე მონაწილეობდა, ასევე ბევრი ინტერესი გამოიკვეთა და ბევრი პრობლემა იქნა განხილული. იმ დროს, როცა მასალები გლობლური თემების აღმნიშვნელი სათაურებით ქვეყნდება, "მნიშვნელოვანია არ მოხდეს კავკასიის რეგიონში აშშ-ის საკვანძო სტრატეგიული მოკავშირის - საქართველოს იგნორირება“.

"ამას წინათ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ყველას შეგვახსენა, რომ ათი წლის წინათ, მოსკოვში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს, ორივე ლიდერი ერთმანეთან საკმაოდ მკვეთრად საუბრობდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ის, რომ ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ ყირიმის ოკუპირება მოახდინა, ეს იყო მოსკოვის პასუხი კიევის ნატოში გაწევრების სურვილზე. დღეს რუს ჯარისკაცებს ჯერ კიდევ აქვთ დაკავებული საქართველოს ტერიტორიის 20%. მაიკლ მაკფოლმა ისიც აღნიშნა, რომ ჟენევის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის საკითხიც უნდა ყოფილიყოო შეტანილი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორების აზრით, "საქართველო ნამდვილად იმსახურებს აშშ-ის უფრო მეტ ყურადღებას". მიუხედავად იმისა, ამ ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესია დღესაც გრძელდება, კავკასიური სახელმწიფო იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ წარმატებებს მიაღწიოს სახელმწიფოს მშენებლობაში, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში.

ფილიპ ბრიდლავისა და იულია ჯოჯას აზრით, არსებობს სულ ცოტა სამი მიზეზი, რომლის გამოც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა განამტკიცოს:

პირველი - საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 2020 წლის ბოლოს, კავკასია-შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთმა გაყინულმა კონფლიქტმა - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გაიღვიძა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიან ომში გადაიზარდა. ომს შეიძლებოდა საქართველოსთვის ცუდი შედეგები მოეტანა - გამორიცხული არ იყო რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდა ორ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ომის დასრულების დროს საქართველოზე ზეწოლა მოხდა იმ მიზნითაც, რომ მას მონაწილეობა მიეღო თურქეთის ინიციატივით და რუსეთის თანხმობით წამოყენებულ რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაში - "კავკასიური ექვსეულის“ პლატფორმაში (თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც მასში აშშ-სა და დასავლეთის ჩართვას არ ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი როლის შესრულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი სიტუაციის დარეგულირებაში, რომელიც სომეხი ტყვე ჯარისკაცების გათავისუფლებაში შუამდგომლობით გამოიხატა, დანაღმული ზონების რუკების გადაცემის სანაცვლოდ. თბილისის მიერ შეტანილი ეს წვლილი იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, რასაც საქართველო ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აშშ-ის ერთგული მოკავშირის სახით.

მეორე - როცა აშშ თავის მოკავშირეებს მხარდაჭერას სთხოვს, საქართველო მუდამ პირველი რეაგირებს. ასე იყო, მაგალითად, ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებით - საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუერთდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებს. უფრო მეტიც - საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა (მოსახლეობის მიხედვით) ალიანსის ზემოთ ხსენებულ ოპერაციებში.

საქართველო ათეულობით წლის განმავლობაში უწევს წინააღმდეგობას რუსულ ჰიბრიდულ აგრესიას, ახდენს თავისი შეიარაღებული ძალების რეფორმირებას და ემზადება იმ დღისათვის, როცა მას ნატოში მიიღებენ. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული კონფლიქტების დროს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მიმართ მაინც საოცრად მაღალი რჩება.

დაბოლოს, მესამე - საქართველოს იმ ბრძნული როლის შესახებ, რომელსაც ის ასრულებს (და კიდევ უფრო მეტად შეუძლია შეასრულოს): ერთგვარი ხიდის როლი რუსეთთან და თურქეთთან მიმართებით. საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზანი მკაფიო რჩება: შეუერთდეს ნატოს და ევროკავშირს როგორც სტაბილური დემოკრატიული სისტემის მქონე ქვეყანა. მაგრამ იმავდროულად თბილისი იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ თავის ძლიერ მეზობლებთან - რუსეთთან და თურქეთთან ურთიერთობა არ უნდა გააუარესოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუქარები და ოკუპაცია არ წყდება, საქართველომ მაინც მოახერხა მოსკოვთან სტაბილური დამოკიდებულების შენარჩუნება, ხოლო თურქეთთან - სტრატეგიული და ნაყოფიერი პარტნიორობის განვითარება. თბილისის როგორც ხიდის როლი ამ ორ სახელმწიფოსთან ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-სათვის, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის საქმეში.

"ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს დასრულების შემდეგ საქართველომ ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში უფრო შესამჩნევი ადგილი უნდა დაიკავოს. როცა საქართველო თავს იცავს, როცა თბილისი დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებს, სწორედ მაშინ ჭირდება მას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისაგან. აშშ-ის ინტერესებშია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას“, - ხაზგასმულია სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გიორგი ვაშაძემ ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს" - ალეკო ელისაშვილი