სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე
"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი იყო. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რს რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს შო­რის მოხ­და.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტა­ტებს მი­მარ­თა, რა­ზეც შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და: „მო­დით, ახლა ფორ­მა­ლო­ბებს ნუ იგო­ნებთ, რად­გან პა­სუ­ხი ვერ მო­ვის­მი­ნეთ“, რა­ზეც რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა შავ­გუ­ლი­ძეს ურ­ჩია, რომ მსგავს ტონ­ში არ ესა­უბ­რა.

„ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში ჩემ­თან არ გე­კად­რე­ბათ ლა­პა­რა­კი და სხვა დროს აღარც გა­ბე­დოთ. აღარც იკად­როთ, ეს იქ­ნე­ბა ჩემი თხოვ­ნა, რად­გან ყო­ველ ჯერ­ზე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა და­გა­ფიქ­სი­რე­ბი­ნეთ. ახლა გთხოვთ მო­მის­მი­ნოთ“, - მი­მარ­თა შავ­გუ­ლი­ძეს იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ კი იო­ნა­თა­მიშ­ვილს ტონი და­უ­წუ­ნა.

„მო­დით, ასე­თი ტო­ნით იმათ­თან ილა­პა­რა­კეთ, ვის­თა­ნაც გაგ­სვლი­ათ ეგე­თი ლა­პა­რა­კი. ვის­თა­ნაც გი­ლა­პა­რა­კი­ათ და ვი­საც მო­უს­მე­ნია თქვე­ნი ასე­თი მენ­ტო­რუ­ლი ტონი და თითი ჩა­წიე კი­დევ“, - მი­მარ­თა შავ­გუ­ლი­ძემ, რა­ზეც იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „კი­დევ უა­რესს კად­რუ­ლობ­და“.

„მა­გის გამო უფრო ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა: „დამ­შვიდ­დით, არა­ფე­რი ასა­ღელ­ვე­ბე­ლი არ არის, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდით.

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტებს სიმ­შვი­დის­კენ რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წო­და და შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს მი­მარ­თა, რომ რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შავ­გუ­ლი­ძე "წყო­ბი­დან გა­მო­ვი­და".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
88

შავგულიძე მართლა შავგული ყოფილა.

guruli
10

როგორ იდგა ხალხი მიტინგებზე ქარსა და წვიმაში და შედეგი - ნული!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრს რატი იონათამიშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა შავგულიძეს შორის მოხდა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რატი იონათამიშვილმა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებს მიმართა, რაზეც შალვა შავგულიძემ განაცხადა: „მოდით, ახლა ფორმალობებს ნუ იგონებთ, რადგან პასუხი ვერ მოვისმინეთ“, რაზეც რატი იონათამიშვილმა შავგულიძეს ურჩია, რომ მსგავს ტონში არ ესაუბრა.

„ამ ტონალობაში ჩემთან არ გეკადრებათ ლაპარაკი და სხვა დროს აღარც გაბედოთ. აღარც იკადროთ, ეს იქნება ჩემი თხოვნა, რადგან ყოველ ჯერზე გავითვალისწინე და თქვენი მოსაზრება დაგაფიქსირებინეთ. ახლა გთხოვთ მომისმინოთ“, - მიმართა შავგულიძეს იონათამიშვილმა.

შალვა შავგულიძემ კი იონათამიშვილს ტონი დაუწუნა.

„მოდით, ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ ეგეთი ლაპარაკი. ვისთანაც გილაპარაკიათ და ვისაც მოუსმენია თქვენი ასეთი მენტორული ტონი და თითი ჩაწიე კიდევ“, - მიმართა შავგულიძემ, რაზეც იონათამიშვილმა უპასუხა, რომ „კიდევ უარესს კადრულობდა“.

„მაგის გამო უფრო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა და დასძინა: „დამშვიდდით, არაფერი ასაღელვებელი არ არის, ეს უკვე ნიშნავს, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და შალვა შავგულიძეს მიმართა, რომ რატი იონათამიშვილთან მიმართებაში შავგულიძე "წყობიდან გამოვიდა".

"შემოგვემატა კიდევ ერთი წევრი, იმედია ხმაურით მას არ გადავღლით..." - დეპუტატი მარიამ ლაშხი პარლამენტში შვილთან ერთად მივიდა

"თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა" - პრემიერი ირანელ ბიზნესმენზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"