სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან
"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

"სულ ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ, რომ არა­ფე­რი გა­მომ­რჩეს. 8 თვეა ბად­რის არა­ფე­რი ვიცი, ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი. ის ჩემ­თვის მკვდა­რია, ჩემი შვი­ლია, მაგ­რამ მისი არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. მე მე­ო­რე შვი­ლის ამ­ბა­ვი მა­ინ­ტე­რე­სებს, უდა­ნა­შა­უ­ლო კაცი ზის ცი­ხე­ში... ახლა რა აუ­ტა­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ცაა ჩემს ოჯახ­ში, მტერს არ ვუ­სურ­ვებ - ორი­ვე შვი­ლი და­მე­ღუ­პა, მშობ­ლე­ბი გავ­ნად­გურ­დით... ბად­რის­თან არც არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი. ჩა­ი­დი­ნა თუ არა ის და­ნა­შა­უ­ლი, დღეს მის გამო მისი ძმა ცი­ხე­შია და ჩვენ ცო­ცხლად დაგ­ვმარ­ხა. მორ­ჩა, ის ჩემ­თვის მკვდა­რია!" - ამ­ბობს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას მამა ტა­რი­ელ ესე­ბუა.

- ძა­ლი­ან ცუ­დად მი­დის ჩვე­ნი საქ­მე. ბად­რი­ზე არა­ფე­რი ვიცი, არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, წარ­მოდ­გე­ნა არა მაქვს, სად შე­იძ­ლე­ბა იყოს. და­მე­ღუ­პა ოჯა­ხი... ბი­ძი­ნას კი, ამ უდა­ნა­შა­უ­ლო კაცს, რაც გა­უ­კე­თეს, ყვე­ლამ კარ­გად იცის. პა­ე­მა­ნი გვქონ­და მას­თან, ცოლ-შვი­ლი მი­ვუყ­ვა­ნე. დე­და­მის­მაც ერთხელ ნახა. ნე­ტავ არ მე­ნა­ხა... კაცი ცა­რი­ე­ლი ცხვი­რია დარ­ჩე­ნი­ლი. რამ­დე­ნი ხა­ნია აპ­რო­ტეს­ტებს უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბას და შიმ­ში­ლობს... 22-ში კი­დევ გვი­წევს მას­თან მიკ­რო­პა­ე­მა­ნი, მაგ­რამ დე­და­მისს შე­ვუშ­ვებ, მე არ შე­ვალ, არ შე­მიძ­ლია მისი ნახ­ვა, ცუ­დად ვარ...

ბი­ძი­ნა ესე­ბუა

ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო შვილს, ის მძე­ვა­ლია, ბად­რის გამო აიყ­ვა­ნეს და ეწა­მე­ბა. იმ თვე­ში დამ­თავ­რდე­ბა ბი­ძი­ნას ამ­ბა­ვი და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, რა­საც მო­ი­სურ­ვე­ბენ, იმას უზა­მენ. ჩემი თავი სულ არ მა­დარ­დებს, ერთი დღე არ ვი­ცო­ცხლებ­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ბი­ძი­ნას პა­ტა­რე­ბი რომ არა, ხვალ­ვე მო­ვიკ­ლავ­დი თავს. ვერ გა­ვუ­ძე­ლი ამ­ხე­ლა დარ­ტყმას, ავად­მყო­ფი ვარ, დი­ა­ბე­ტი­ა­ნი, სტენ­ტი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ნა­ინ­სულ­ტა­რი ვარ, მაგ­რამ სამ­კურ­ნა­ლო ფული არა მაქვს. მე­უღ­ლეა და, ბად­რი­სა და მერე ბი­ძი­ნას ამ­ბავ­ზე იმ­დე­ნი ინერ­ვი­უ­ლა, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია მის­თვის, აზ­რზე არ არის, აშ­კა­რად ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

- ბი­ძი­ნას რომ შეხ­ვდით, რაზე ისა­უბ­რეთ?

- რა უნდა მი­თხრას, მე ხომ ვიცი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა. მის ძმას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეძებს და ორი პა­ტა­რა ბავ­შვის პატ­რო­ნი ასე გა­რის­კავ­და, როცა იცო­და, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ? ამის­თა­ნა რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებ­და? ბი­ძი­ნა კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და მისი მან­ქა­ნა ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის შო­რი­ახ­ლო იდგა. სა­ბარ­გუ­ლი არ იკე­ტე­ბო­და და გვე­უბ­ნე­ბი­ან, შიგ "ლი­მონ­კა", ტყვი­ე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა და რა­ღა­ცე­ბი ეწყოო. ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­დებ­და სა­ბარ­გულ­ში და 2 დღე და­ტო­ვებ­და? რა თქმა უნდა, ჩა­უ­დეს. რად უნდა დიდი მკი­თხა­ო­ბა იმას, რომ ბი­ძი­ნა ბად­რის სა­ტყუ­ა­რად გა­მო­ი­ყე­ნეს.

- მალე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა, რისი იმე­დი გაქვთ?

- 5 და 10 დამ­ცვე­ლი რომც ავიყ­ვა­ნო, რა აზრი აქვს? რაც უნ­დათ, იმას უზა­მენ. რაც უნ­დათ, ის უქ­ნი­ათ, სა­მუ­და­მოს ხომ არ მის­ცე­მენ? როცა იქ­ნე­ბა, გა­მო­ვა. მე ერთი მშრო­მე­ლი კაცი ვარ. ვის ვებ­რძო­ლო, სა­ხელ­მწი­ფოს ხომ ვერ შე­ვებ­რძო­ლე­ბი? მოვა დრო და გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
31
უსამართლობას ბოლო არ უჩანს...რას ერჩით ამ გაუბედურებულ ოჯახს?! უმაქნისო ხელისუფლებავ
?
8

ისიც კი არაა დადასტურებული რომ დანაშაული ბადრი ესებუამ ჩაიდინა. შესაძლოა მისგან განტევების ვაცი შექმნეს და ფიზიკურადაც გაანადგურეს ნამდვილი დამნაშავე კი ახეინად ხარჯავს მიღებულ თანხას. ძმა კი საერთოდ რა შუაშია? სოფლელი ქართველი ბიჭი თანაც მეგრელი ასე არასდროს გასწირავდა ოჯახს. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

"სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში... ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით... ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ძებნილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა.

- ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე. ბადრიზე არაფერი ვიცი, არავინ არაფერს მეუბნება, წარმოდგენა არა მაქვს, სად შეიძლება იყოს. დამეღუპა ოჯახი... ბიძინას კი, ამ უდანაშაულო კაცს, რაც გაუკეთეს, ყველამ კარგად იცის. პაემანი გვქონდა მასთან, ცოლ-შვილი მივუყვანე. დედამისმაც ერთხელ ნახა. ნეტავ არ მენახა... კაცი ცარიელი ცხვირია დარჩენილი. რამდენი ხანია აპროტესტებს უკანონოდ დაკავებას და შიმშილობს... 22-ში კიდევ გვიწევს მასთან მიკროპაემანი, მაგრამ დედამისს შევუშვებ, მე არ შევალ, არ შემიძლია მისი ნახვა, ცუდად ვარ...

ბიძინა ესებუა

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს.

- ბიძინას რომ შეხვდით, რაზე ისაუბრეთ?

- რა უნდა მითხრას, მე ხომ ვიცი, რომ უდანაშაულოა. მის ძმას მთელი საქართველო ეძებს და ორი პატარა ბავშვის პატრონი ასე გარისკავდა, როცა იცოდა, უთვალთვალებდნენ? ამისთანა რაღაცას გააკეთებდა? ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა და გვეუბნებიან, შიგ "ლიმონკა", ტყვიები, საძილე ტომარა და რაღაცები ეწყოო. ამ ყველაფერს ჩადებდა საბარგულში და 2 დღე დატოვებდა? რა თქმა უნდა, ჩაუდეს. რად უნდა დიდი მკითხაობა იმას, რომ ბიძინა ბადრის სატყუარად გამოიყენეს.

- მალე სასამართლო პროცესი გაიმართება, რისი იმედი გაქვთ?

- 5 და 10 დამცველი რომც ავიყვანო, რა აზრი აქვს? რაც უნდათ, იმას უზამენ. რაც უნდათ, ის უქნიათ, სამუდამოს ხომ არ მისცემენ? როცა იქნება, გამოვა. მე ერთი მშრომელი კაცი ვარ. ვის ვებრძოლო, სახელმწიფოს ხომ ვერ შევებრძოლები? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი...წაიკითხეთ სრულად

"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

შემზარავი დანაშაული მარტვილში - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დააკავეს