სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ" - პროკურატურა ბავშვის წამებაში ბრალდებულ დედასა და მამინაცვალზე
"სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ" - პროკურატურა ბავშვის წამებაში ბრალდებულ დედასა და მამინაცვალზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­რულ­წლოვ­ნის წა­მე­ბის ფაქ­ტზე, ბავ­შვის დე­დას მ.დ.-ს და მის მე­უღ­ლეს ა.ს.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში, მ.დ. და მისი მე­უღ­ლე ა.ს. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არას­რულ­წლო­ვან და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მ.დ.-ს შვილს სის­ტე­მა­ტუ­რად ეპყრო­ბოდ­ნენ და­მამ­ცი­რებ­ლად და დას­ჯის მიზ­ნით, 6 წლის ბავ­შვზე ხან­გრძლი­ვად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას - სცემ­დნენ, ხელ-ფეხს უკ­რავ­დნენ, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აძ­ლევ­დნენ საკ­ვებს და სა­წო­ლი­დან ად­გო­მას უკ­რძა­ლავ­დნენ. ასე­ვე ხე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნეს დამ­წვრო­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია.

"სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მ.დ. და ა.ს. 18 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 144-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ წა­მე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamari
0

Gmerto chemo!.. aministia an raimemsgavsi netav xom arasides sheidzleba am 2 damnashaves netav rom sheexos? Ra sashishia..uaresi ar uknan merebavshvs! 

ელგუჯა
5

ადვოკატი ალბათ ახლა, ბავშვს დაადანაშაულებს.

ავტორი:

"სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ" - პროკურატურა ბავშვის წამებაში ბრალდებულ დედასა და მამინაცვალზე

"სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ" - პროკურატურა ბავშვის წამებაში ბრალდებულ დედასა და მამინაცვალზე

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას მ.დ.-ს და მის მეუღლეს ა.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

,,სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - რას აცხადებს ადვოკატი

რუსთაველზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია - ადვოკატი

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს