Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა
"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

39 წლის მი­ხე­ილ კა­პერსკი­სა და 31 წლის თე­ო­ნა გო­გო­ლა­უ­რის წყვილს უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა ხვდა წი­ლად, ისი­ნი 4 შვი­ლის მშობ­ლე­ბი ერ­თდრო­უ­ლად გახ­დნენ. ახალ­ცი­ხე­ში მცხოვ­რებ ცოლ-ქმარს 3 ვაჟი და 1 ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რებს სა­ხე­ლად და­ვი­თი, და­ნი­ე­ლი, მაქ­სი­მე და მარ­თა და­არ­ქვეს.დე­დამ ბავ­შვე­ბი სა­კე­ის­რო კვე­თით კლი­ნი­კა "პი­ნე­ო­ში", თბი­ლის­ში გა­ა­ჩი­ნა.

სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თა­ვად მშობ­ლებს გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ ჩვენ­თვის, 4 პა­ტა­რას და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცია და მი­ხე­ილ კა­პერსკის და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც kvirispalitra.ge-ს ინ­ტერ­ვი­უ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დას­თან­ხმდა.

- პირ­ველ რიგ­ში გვი­თხა­რით, რო­გორ გრძნო­ბენ დედა და ახალ­შო­ბი­ლე­ბი თავს? გაგ­ვი­ზი­ა­რეთ ემო­ცი­ე­ბი

- მე და თეომ ოჯა­ხი 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში შევ­ქმე­ნით. ახალ­ცი­ხე­ში ვცხოვ­რობთ. როცა შე­ვი­ტყვეთ, რომ ტყუ­პი უნდა გვყო­ლო­და, თან 4, უზო­მოდ გაგ­ვი­ხარ­და, უდი­დე­სი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია, რად­გან და­ვი­თის, და­ნი­ე­ლის, მაქ­სი­მე­სა და მარ­თას და­ბა­დე­ბით გავ­ხდით მშობ­ლე­ბი. ჩემი მე­უღ­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იყო. მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ ექოს­კო­პი­ა­ზე, რომ ტყუ­პი ბავ­შვე­ბი გვე­ყო­ლე­ბო­და. რა თქმა უნდა, სი­ხა­რუ­ლით ავივ­სეთ, თუმ­ცა ვნერ­ვი­ლობ­დით, გვე­ში­ნო­და, ბავ­შვე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბო­და აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი გენი აღ­მოჩ­ნდა დო­მი­ნან­ტი, რად­გან ტყუ­პი მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი მყავს. თა­ვი­დან ექო­ზე ბი­ჭე­ბი გა­მოჩ­დნენ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მეტ­ნი იყ­ვნენ. ბო­ლომ­დე გვჯე­რო­და, რომ გო­გოც გა­მო­ე­რე­ო­და. ბავ­შვე­ბი 7-თვი­ა­ნე­ბი და­ი­ბად­ნენ, 9 თვემ­დე არ გას­ტა­ნა ორ­სუ­ლო­ბამ, ამი­ტომ ცოტა ხანს ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა იყ­ვნენ. ჩემი ცოლი ამ სი­ხა­რუ­ლის ფონ­ზე იმა­ზე დარ­დობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძ­ლო ბავ­შვე­ბის მუ­ცელ­ში გაზ­რდა. ახლა იმას ვე­ლო­დე­ბით, მალე გა­მო­წე­რონ დედა და პა­ტა­რე­ბი სახ­ლში.

დე­კემ­ბრის თვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი "პი­ნე­ო­ში" დავ­დი­ო­დით და არ შე­მიძ­ლია არ გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა კლი­ნი­კი­სა და იქა­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ. ძა­ლი­ან კარ­გი გი­ნე­კო­ლო­გის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა თე­ო­ნა.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, იცო­დით, რომ 4 ტყუ­პის მშობ­ლე­ბი ხდე­ბო­დით. რო­გორ წა­რი­მარ­თა სა­ხე­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი?

- სა­ხე­ლებს გზა­დაგ­ზა ვარ­ჩევ­დით. ბი­ჭე­ბის­თვის სა­ხე­ლე­ბის მო­ფიქ­რე­ბა, ცოტა არ იყოს გაგ­ვი­ჭირ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
1

ღმერთმა ჯანმრთელები გაზარდოს.

 

ტუა
1

ირბლიანები და სასახელოები დაზრდილიყვნენ.გლოცავთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

39 წლის მიხეილ კაპერსკისა და 31 წლის თეონა გოგოლაურის წყვილს უდიდესი ბედნიერება ხვდა წილად, ისინი 4 შვილის მშობლები ერთდროულად გახდნენ. ახალციხეში მცხოვრებ ცოლ-ქმარს 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი შეეძინათ. პატარებს სახელად დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს.დედამ ბავშვები საკეისრო კვეთით კლინიკა "პინეოში", თბილისში გააჩინა.

სასიხარულო ამბის გახმაურების შემდეგ, გადავწყვიტეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, თავად მშობლებს გაეზიარებინათ ჩვენთვის, 4 პატარას დაბადებით გამოწვეული ემოცია და მიხეილ კაპერსკის დავუკავშირდით, რომელიც kvirispalitra.ge-ს ინტერვიუზე სიამოვნებით დასთანხმდა.

- პირველ რიგში გვითხარით, როგორ გრძნობენ დედა და ახალშობილები თავს? გაგვიზიარეთ ემოციები

- მე და თეომ ოჯახი 2019 წლის ნოემბერში შევქმენით. ახალციხეში ვცხოვრობთ. როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპი უნდა გვყოლოდა, თან 4, უზომოდ გაგვიხარდა, უდიდესი ემოცია გამოიწვია, რადგან დავითის, დანიელის, მაქსიმესა და მართას დაბადებით გავხდით მშობლები. ჩემი მეუღლისთვის ეს პირველი ორსულობა იყო. მალევე გავიგეთ ექოსკოპიაზე, რომ ტყუპი ბავშვები გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, სიხარულით ავივსეთ, თუმცა ვნერვილობდით, გვეშინოდა, ბავშვების შენარჩუნების პრობლემის წინაშე შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით.

სავარაუდოდ, ჩემი გენი აღმოჩნდა დომინანტი, რადგან ტყუპი მამიდაშვილები მყავს. თავიდან ექოზე ბიჭები გამოჩდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მეტნი იყვნენ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. ბავშვები 7-თვიანები დაიბადნენ, 9 თვემდე არ გასტანა ორსულობამ, ამიტომ ცოტა ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩემი ცოლი ამ სიხარულის ფონზე იმაზე დარდობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძლო ბავშვების მუცელში გაზრდა. ახლა იმას ველოდებით, მალე გამოწერონ დედა და პატარები სახლში.

დეკემბრის თვიდან მოყოლებული "პინეოში" დავდიოდით და არ შემიძლია არ გამოვხატო მადლიერება კლინიკისა და იქაური მედპერსონალის მიმართ. ძალიან კარგი გინეკოლოგის ხელში აღმოჩნდა თეონა.

- როგორც აღნიშნეთ, იცოდით, რომ 4 ტყუპის მშობლები ხდებოდით. როგორ წარიმართა სახელების შერჩევის პროცესი?

- სახელებს გზადაგზა ვარჩევდით. ბიჭებისთვის სახელების მოფიქრება, ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 911 პირი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს