კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?
"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?

ერთი კვი­რის წინ, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ჩვე­ნი არა­ერ­თგზის რეს­პონ­დენ­ტის, აფხა­ზეთ­ში ომში გა­პა­რუ­ლი კა­პიტ­ნის, ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბეთ. მას ერთი ხელი და­კარ­გუ­ლი აქვს და ჭკვი­ა­ნი პრო­თე­ზის მო­სარ­გე­ბად თურ­ქეთ­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და წი­ნა­სა­მუ­შაო ეტა­პე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სა, მაგ­რამ მას­ში არ შე­დის გზის, სას­ტუმ­რო­სა და კვე­ბის ხარ­ჯე­ბი, სულ 3 000 ლა­რამ­დე თან­ხა.

შე­სა­ბა­მი­სად, დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის, მი­თი­თე­ბუ­ლი გვქონ­და სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი... სტა­ტი­ის და­წე­რის შემ­დეგ ჩა­რი­ცხვე­ბი არ წყდე­ბო­და და ორ დღე­ში 1500 ლარი და­ი­რი­ცხა.

ამის შემ­დეგ ლე­ვა­ნის დედა ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­და. რო­გორც მან გვი­თხრა, სურს, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვინც მისი შვი­ლის ტკი­ვი­ლი გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და თუნ­დაც ერთი ლარი ჩა­რი­ცხა ან­გა­რიშ­ზე, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოს.

ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი:

- ლე­ვა­ნის ოცზე მეტი ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მათი უმე­ტე­სო­ბა თურ­ქეთ­ში, ან­კა­რა­ში არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო კლი­ნი­კა "გა­თა­ში". რამ­დენ­ჯე­რაც თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვით, თვალ­ში მომ­ხვდა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ - ეს იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ქუ­ჩა­ში თუ ტრან­სპორ­ტში. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­უ­გი­ათ, ქარ­თვე­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, და­ფა­ცურ­დნენ, ჩვენ აქ თქვე­ნე­ბუ­რი ქი­რურ­გი გვყავ­სო., მალე ახალ­გაზ­რდა ბიჭი გაგ­ვეც­ნო, ახ­ლო­ბე­ლი­ვით მიგ­ვი­ღო და იმ უცხო მი­წა­ზე, სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა არ და­უკ­ლია ჩვენ­თვის...

რო­დე­საც თურ­ქი ექი­მე­ბი ლე­ვა­ნის ამ­ბავს იგებ­დნენ, რომ ის ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, ძა­ლი­ან დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად შე­მო­დი­ოდ­ნენ, უამ­რავ რჩე­ვას აძ­ლევ­დნენ... ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბაც მიგ­ვი­ღია, მაგ­რამ სით­ბო უფრო მეტი. ერთხელ მო­ხუც­მა ქალ­მა და­უ­რე­კა ჩემს შვილს, თქვე­ნი ნახ­ვა მინ­დაო, ქუ­ჩა­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, ხელ­ში კონ­ვერ­ტი სჭე­რია თურ­მე... შვი­ლო, სტა­ტია წა­ვი­კი­თხე შენ­ზე, ჩა­რი­ცხვა არ ვიცი, ბო­დი­ში, უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ასე უნდა გად­მოგ­ცე თან­ხაო, ეს მცი­რე­დი შენ უფრო გჭირ­დე­ბაო... სახ­ლში რომ მო­ვი­და მხო­ლოდ მა­შინ გავ­ხსე­ნით კონ­ვერ­ტი - 100 ლარი იყო.

ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, რო­დე­საც მას და ასეთ ასო­ბით ადა­მი­ანს ვხვდე­ბი, ვინც სა­კუ­თარ ოჯახ­სა და ცხოვ­რე­ბას აკ­ლებს და ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში სრუ­ლი­ად უც­ნობს უმარ­თავს ხელს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ, ისი­ნიც გმი­რე­ბი არი­ან და რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, ხალ­ხი წახ­დაო, ვე­წი­ნა­აღ­მდგე­ბი, არ არის ასე - ჩემი და ჩემი შვი­ლის ზურ­გზე მაქვს გა­მოც­დი­ლი მათი უან­გა­რო სი­კე­თე და თა­ნად­გო­მა.

AMBEBI.GE-ს და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ვე­რას­დროს ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ, ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი უამ­რავ­ჯერ გა­დარ­ჩე­ნი­ლა უი­მე­დო­ბას. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა და თა­ნად­გო­მამ, ბევ­რჯერ დაგ­ვა­ყე­ნა ფეხ­ზე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გან­საც­დე­ლი გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა... ახლა კი არა, ყვე­ლას, ვინც ოდეს­მე თუნ­დაც ერთი ლა­რიც დაგ­ვხმა­რე­ბია, მად­ლო­ბას ვუხ­დით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, მკი­თხვე­ლის­თვის მად­ლო­ბის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!
2

როგორ გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთი და რატომ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, ეს ვერ გავიგე....

გია
0

გაიხარე დედა

ავტორი:

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?

ერთი კვირის წინ, AMBEBI.GE-ს მკითხველს ჩვენი არაერთგზის რესპონდენტის, აფხაზეთში ომში გაპარული კაპიტნის, ლევან ბლუიშვილის შესახებ ვუამბეთ. მას ერთი ხელი დაკარგული აქვს და ჭკვიანი პროთეზის მოსარგებად თურქეთში გამოკვლევები და წინასამუშაო ეტაპები სჭირდება, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა, მაგრამ მასში არ შედის გზის, სასტუმროსა და კვების ხარჯები, სულ 3 000 ლარამდე თანხა.

შესაბამისად, დახმარების მსურველთათვის, მითითებული გვქონდა საბანკო რეკვიზიტები და ტელეფონის ნომრები... სტატიის დაწერის შემდეგ ჩარიცხვები არ წყდებოდა და ორ დღეში 1500 ლარი დაირიცხა.

ამის შემდეგ ლევანის დედა ზაირა ბლუიშვილი დაგვიკავშირდა. როგორც მან გვითხრა, სურს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მისი შვილის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა და თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხა ანგარიშზე, მადლობა გადაუხადოს.

ზაირა ბლუიშვილი:

- ლევანის ოცზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მათი უმეტესობა თურქეთში, ანკარაში არსებულ სამხედრო კლინიკა "გათაში". რამდენჯერაც თურქეთში ვიყავით, თვალში მომხვდა ადგილობრივების დამოკიდებულება სამხედროების მიმართ - ეს იქნება სამედიცინო დაწესებულებაში, ქუჩაში თუ ტრანსპორტში. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუგიათ, ქართველები რომ ვიყავით, დაფაცურდნენ, ჩვენ აქ თქვენებური ქირურგი გვყავსო., მალე ახალგაზრდა ბიჭი გაგვეცნო, ახლობელივით მიგვიღო და იმ უცხო მიწაზე, სითბო და ყურადღება არ დაუკლია ჩვენთვის...

როდესაც თურქი ექიმები ლევანის ამბავს იგებდნენ, რომ ის ომის ვეტერანი იყო, ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ, მოსანახულებლად შემოდიოდნენ, უამრავ რჩევას აძლევდნენ... ადამიანებისგან იმედგაცრუებაც მიგვიღია, მაგრამ სითბო უფრო მეტი. ერთხელ მოხუცმა ქალმა დაურეკა ჩემს შვილს, თქვენი ნახვა მინდაო, ქუჩაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხელში კონვერტი სჭერია თურმე... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, ჩარიცხვა არ ვიცი, ბოდიში, უხერხულობისთვის, მაგრამ ასე უნდა გადმოგცე თანხაო, ეს მცირედი შენ უფრო გჭირდებაო... სახლში რომ მოვიდა მხოლოდ მაშინ გავხსენით კონვერტი - 100 ლარი იყო.

ცრემლები მახრჩობს, როდესაც მას და ასეთ ასობით ადამიანს ვხვდები, ვინც საკუთარ ოჯახსა და ცხოვრებას აკლებს და ამ მძიმე პერიოდში სრულიად უცნობს უმართავს ხელს. ის ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ისინიც გმირები არიან და როდესაც ამბობენ, ხალხი წახდაო, ვეწინააღმდგები, არ არის ასე - ჩემი და ჩემი შვილის ზურგზე მაქვს გამოცდილი მათი უანგარო სიკეთე და თანადგომა.

AMBEBI.GE-ს და სრულიად უცხო ადამიანების დახმარებით, რომელთა შესახებაც ვერასდროს ვერაფერს გავიგებ, ჩემი ერთადერთი შვილი უამრავჯერ გადარჩენილა უიმედობას. უცხო ადამიანების სიყვარულმა და თანადგომამ, ბევრჯერ დაგვაყენა ფეხზე და ყოველი მომდევნო განსაცდელი გადაგვატანინა... ახლა კი არა, ყველას, ვინც ოდესმე თუნდაც ერთი ლარიც დაგვხმარებია, მადლობას ვუხდით. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ, მკითხველისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა მომეცა.

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

აქცია სოფელ ბობოყვათში - ადგილობრივებმა ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს

"მდგომარეობა დამძიმდა... მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - 37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება