პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?
"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?

"სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში" რაც ეკ­რან­ზე ჩანს, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი ისე­დაც ხე­დავს და აფა­სებს, მაგ­რამ კადრს მიღ­მაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა. გუნ­დი მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ შოუ უფრო ყუ­რე­ბა­დი, მიმ­ზიდ­ვე­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თიც იყოს.

AMBEBI.GE "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის" კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ორ პრო­დი­უ­სერს ესა­უბ­რა, ვინც ამ სე­ზონ­ზე რე­ა­ლუ­რად კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში იმა­ზე იზ­რუ­ნა, რომ კარ­გი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხე­ლი­დან არ გა­ეშ­ვათ... ახ­ლაც გულ­მოდ­გი­ნედ ეხ­მა­რე­ბი­ან მათ იდე­ე­ბის დახ­ვე­წა­ში და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან არა­ფერს იშუ­რე­ბენ, რომ კონ­კურ­სან­ტებს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­უ­ად­ვი­ლონ. ესე­ნი არი­ან - გაბ­რი­ელ წიკ­ლა­უ­რი და ბადრი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი.

ორი­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლია და წლე­ბია, ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რა­დაა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. ამას­თან, ამ კონ­კურ­სში სხვა­დას­ხვა დროს, თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ - გაბ­რი­ე­ლი ერთ-ერთი სე­ზო­ნის ფი­ნა­ლის­ტია, ხოლო ბად­რი ინ­ტერ­ნეტ­კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

გაბ­რი­ელ წიკ­ლა­უ­რი:

- ჩემი და "ფორ­მუ­ლას" ურ­თი­ერ­თო­ბა პირ­ველ სე­ზონ­ში და­ი­წყო, როცა "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის" მო­ნა­წი­ლე და მერე ფი­ნა­ლის­ტიც გავ­ხდი... ამ­ჯე­რად კას­ტინ­გის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან, მო­ნა­წი­ლე­ებს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვა­ხა­რის­ხებ­დი, ვა­ფა­სებ­დი მათ უნა­რებს, რამ­დე­ნად მზად იყ­ვნენ იმის­თვის, რომ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მერე "პრო­დაქ­შენ­თან" ერ­თად ვგეგ­მავ­დით ტუ­რებს და შემ­დეგ უკვე და­ვა­ლე­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი კონ­კურ­სან­ტებს, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­თხით, ტექ­ნი­კის დახ­ვე­წა­ში, რჩვე­ბის მი­ცე­მა­ში, რომ თავი კარ­გად წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

- ყვე­ლა­ფერ­ში აქ­ტი­უ­რად ყო­ფილ­ხართ ჩარ­თუ­ლი... რა სხვა­ო­ბაა იმ პე­რი­ოდსა (როცა კონ­კურ­სან­ტი იყა­ვით) და ამ პე­რი­ოდს (როცა პრო­დი­უ­სე­რი ხართ) შო­რის?

- ამ ეტაპ­ზე მსი­ა­მოვ­ნებს, რომ მათ ვეხ­მა­რე­ბი და სირ­თუ­ლე­ებს, თუნ­დაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვუმ­სუ­ბუ­ქებ, რად­გა­ნაც კონ­კურ­სან­ტო­ბა გა­მოც­დი­ლი მაქვს, დიდი სტრე­სია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­ცო­დი, რო­გო­რი დახ­მა­რე­ბა იყო მათ­თვის სა­ჭი­რო, რომ ჟი­უ­რის წი­ნა­შე კარ­გად წარმდგა­რიყ­ვნენ. ასე რომ, თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი იყო, ახ­ლაც არა­ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­ე­ბი მაქვს. თან, ისიც გა­სათ­ვლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა მე­ტია. არა­ფე­რი არ უნდა გა­მო­გე­პა­როს. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ - მე და ბად­რი სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ­დით. სა­ბო­ლო­ოდ კი, ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლად, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლად.

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო პი­რა­დად თქვენ­თვის, რო­გორც შე­ფის­თვის რას ნიშ­ნავს?

- "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­მა“ სა­კუ­თარ თავ­ზე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო, როცა ასე­თი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ამ სე­ზო­ნის თემა ყო­ფი­ლი­ყო. ეს რე­ა­ლუ­რად რთუ­ლი რამ არის, რად­გა­ნაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მაგ­რამ არც ისე თა­ნა­მედ­რო­ვე. რაც დღეს სა­რეს­ტორ­ნო ბა­ზარ­ზე კერ­ძე­ბია, უმე­ტე­სად პოსტსაბ­ჭო­თა დრო­ი­ნე­ლია, არა­და, უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი აუ­თენ­ტუ­რი კერ­ძი აღ­მო­სა­ჩე­ნია. იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი კერ­ძე­ბი არ­სე­ბობს, ისე­თი მარ­ტი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, რო­მელ­თა მცი­რე გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბით მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვან... შო­უ­ში ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას იმ­დე­ნად მო­ვინ­დო­მეთ, რომ პრო­დუქ­ტე­ბიც კი ქარ­თუ­ლი გვქონ­და, რომ ბო­ლომ­დე ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ეს იყო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან, ასე­ვე პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის მხრი­დან და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა.

- რო­გო­რე­ბი არი­ან კონ­კურ­სან­ტე­ბი კადრს მიღ­მა?

- უპირ­ვე­ლე­სად, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იზი­ა­რე­ბენ. მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რომ აი­ღებ, ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე, მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ და შე­დე­გე­ბიც ჰქონ­დათ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რაზე უნდა გა­სუ­ლიყ­ვნენ. ბევ­რი ამ შო­უ­ში უკვე ისე ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. აქვთ სტი­მუ­ლი, გუნდში მუ­შა­ო­ბაც კარ­გად გა­მოს­დით. ამან და­ახ­ლო­ვა ისი­ნი, ბევ­რი რამ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო და ად­ვი­ლად დაძ­ლი­ეს.

- მარ­ტი­ვი კერ­ძის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტი რა არის?

- აუ­თენ­ტუ­რო­ბის კუ­თხით ყვე­ლა კერ­ძის ჭა­მას ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში თა­ვის კულ­ტუ­რა აქვს - მა­გა­ლი­თად, ხინ­კალს, ჩა­ქა­ფულს, ლო­ბი­ოს... როცა მათ გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს კულ­ტუ­რა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. მოკ­ლედ, ისე უნდა გა­ვა­თა­ნა­მედ­რო­ვოთ, რომ აუ­თენ­ტუ­რო­ბა არ და­ვუ­კარ­გოთ, მათ შო­რის, მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია. და თან ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი რო­მელ წყვილს აქვს?

- რე­ა­ლუ­რად თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლაა, ყვე­ლას აქვს თა­ვის პლუ­სი და მი­ნუ­სი. ბა­თუ­მე­ლებს აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი იუმ­რი, რო­მე­ლიც ხალ­ხში სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებს, კა­ხე­ლე­ბი თა­ვი­სე­ბურ გემ­რი­ელ საჭ­მელს აკე­თე­ბენ, მეგ­რე­ლე­ბი მეგ­რულ სამ­ზა­რე­უ­ლოს გე­მო­ებს წარ­მო­ა­ჩე­ნენ... თორღვა და ნი­კუ­შა მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, რონ­ლებ­მაც იცი­ან, რას ამ­ზა­დე­ბენ, თან, პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ და დიდი გა­მოც­დილ­ბა აქვთ. ასე რომ, კაც­მა არ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ვე­რა­ვის გა­მო­ვარ­ჩევ. ვფიქ­რობ, ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ლი­ტე­ბის მი­ღე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ბად­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი:

- თა­ვი­დან­ვე რად­გან შო­უ­ში ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და გე­მო­ე­ბი გა­და­წყდა, მე და გაბ­რი­ე­ლი კონ­კურ­სან­ტებს ვეხ­მა­რე­ბო­დით, რად­გა­ნაც ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არ და­ე­კარ­გათ ვი­ზუ­ა­ლი, გემო, მე­ტად კრე­ა­ტი­უ­ლი და გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვე­ნენ. მოკ­ლედ, მათ ქარ­თულ გე­მო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩენი მო­საზ­რე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რეთ. ამას­თან, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს ვას­წავ­ლი­დით. ეს სე­ზო­ნი წი­ნას ბევ­რად ჯო­ბია, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ათე­უ­ლი იყო, ახლა კი ოთხე­უ­ლია, კარ­გი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მშვე­ნი­ე­რი ხედ­ვა აქვთ.

- თქვენ რა მოგ­ცათ ამ შოუმ?

- დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ამ­დე­ნი ძვე­ლი კუ­თხუ­რი კერ­ძი არ ვი­ცო­დი და მატ ახლა გა­ვე­ცა­ნი. კონ­კურ­სან­ტო­ბი­სას მას­თან არ მქო­ნია შე­ხე­ბა და ამის აღ­მო­ჩე­ნა საკ­მა­ოდ სა­ინ­რე­სე­სო იყო. ზო­გა­დად კი, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ერთ კერ­ძში ბევ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი ერთ თეფ­ზე იყ­რის თავს. ევ­რო­პულ­ში ასე არ არის, კერძს ცალ­კე მოჰ­ყვე­ბა მა­გა­ლი­თად, გარ­ნი­რე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ, დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ნი­კა გვაძ­ლევს შანსს, ეს გა­მო­ვას­წო­როთ. ჩვენს კერ­ძებს ცალ­კე ელე­მენ­ტე­ბი და­ვა­მა­ტოთ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ბა­ლან­სი და­ვი­ჭი­როთ, რაც სა­სურ­ველ შე­დეგს მიგ­ვა­ღე­ბი­ნებს. კონ­კურ­სან­ტებ­თან სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ.

- რა შე­დე­გით დამ­თავ­რდე­ბა პრო­ექ­ტი?

- არა­ვინ იცის. რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რდეს, „სამ­ზა­რე­უ­ლის ომე­ბის“ ეს სე­ზო­ნი ფაქ­ტია, რომ შედ­გა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?

"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?

"სამზარეულოს ომებში" რაც ეკრანზე ჩანს, ამას მაყურებელი ისედაც ხედავს და აფასებს, მაგრამ კადრს მიღმაც ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობენ და საინტერესო ამბები ხდება. გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ შოუ უფრო ყურებადი, მიმზიდველი და შემეცნებითიც იყოს.

AMBEBI.GE "სამზარეულოს ომების" კულინარიული მიმართულების ორ პროდიუსერს ესაუბრა, ვინც ამ სეზონზე რეალურად კონკურსანტების შერჩევის პროცესში იმაზე იზრუნა, რომ კარგი მონაწილეები ხელიდან არ გაეშვათ... ახლაც გულმოდგინედ ეხმარებიან მათ იდეების დახვეწაში და საკუთარი გამოცდილებიდან არაფერს იშურებენ, რომ კონკურსანტებს პროექტში მონაწილეობა გაუადვილონ. ესენი არიან - გაბრიელ წიკლაური და ბადრი ჩეჩელაშვილი.

ორივე პროფესიონალი მზარეულია და წლებია, ამ სფეროში აქტიურადაა დასაქმებულები. ამასთან, ამ კონკურსში სხვადასხვა დროს, თავადაც მონაწილეობდნენ - გაბრიელი ერთ-ერთი სეზონის ფინალისტია, ხოლო ბადრი ინტერნეტკონკურსის გამარჯვებული.

გაბრიელ წიკლაური:

- ჩემი და "ფორმულას" ურთიერთობა პირველ სეზონში დაიწყო, როცა "სამზარეულოს ომების" მონაწილე და მერე ფინალისტიც გავხდი... ამჯერად კასტინგის გამოცხადების დღიდან, მონაწილეებს კულინარიული თვალსაზრისით ვახარისხებდი, ვაფასებდი მათ უნარებს, რამდენად მზად იყვნენ იმისთვის, რომ პროექტის მონაწილეები ყოფილიყვნენ. მერე "პროდაქშენთან" ერთად ვგეგმავდით ტურებს და შემდეგ უკვე დავალებების მოფიქრებაში ვეხმარებოდი კონკურსანტებს, ასევე თანამედროვე სამზარეულოს კუთხით, ტექნიკის დახვეწაში, რჩვების მიცემაში, რომ თავი კარგად წარმოეჩინათ.

- ყველაფერში აქტიურად ყოფილხართ ჩართული... რა სხვაობაა იმ პერიოდსა (როცა კონკურსანტი იყავით) და ამ პერიოდს (როცა პროდიუსერი ხართ) შორის?

- ამ ეტაპზე მსიამოვნებს, რომ მათ ვეხმარები და სირთულეებს, თუნდაც ფსიქოლოგიურად ვუმსუბუქებ, რადგანაც კონკურსანტობა გამოცდილი მაქვს, დიდი სტრესია. მოკლედ, ყველაფერი კარგად ვიცოდი, როგორი დახმარება იყო მათთვის საჭირო, რომ ჟიურის წინაშე კარგად წარმდგარიყვნენ. ასე რომ, თუ მონაწილეობის დროს დიდი ადრენალინი იყო, ახლაც არანაკლები ემოციები მაქვს. თან, ისიც გასათვლისწინებელია, რომ პასუხიმგებლობა მეტია. არაფერი არ უნდა გამოგეპაროს. ამ ყველაფერს ჩვენ - მე და ბადრი საკუთარ თავზე ვიღებდით. საბოლოოდ კი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

- ქართულ სამზარეულო პირადად თქვენთვის, როგორც შეფისთვის რას ნიშნავს?

- "სამზარეულოს ომებმა“ საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო, როცა ასეთი განაცხადი გააკეთა, ქართული სამზარეულო ამ სეზონის თემა ყოფილიყო. ეს რეალურად რთული რამ არის, რადგანაც მრავალფეროვანია, მაგრამ არც ისე თანამედროვე. რაც დღეს სარესტორნო ბაზარზე კერძებია, უმეტესად პოსტსაბჭოთა დროინელია, არადა, უამრავი ქართული აუთენტური კერძი აღმოსაჩენია. იმდენად მარტივი კერძები არსებობს, ისეთი მარტივი ინგრედიენტებით, რომელთა მცირე გათანამედროვებით მაღალ საფეხურზე აიყვან... შოუში ქართული კერძების დამზადებისას იმდენად მოვინდომეთ, რომ პროდუქტებიც კი ქართული გვქონდა, რომ ბოლომდე ქართული კერძები დამზადებულიყო. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეების მხრიდან, ასევე პროექტის ავტორების მხრიდან და რაც მთავარია, ყველასთვის უდიდესი გამოცდილება.

- როგორები არიან კონკურსანტები კადრს მიღმა?

- უპირველესად, კარგი ადამიანები, მონდომებულები, პასუხისმგებლობას იზიარებენ. მნიშვენელოვანია პასუხისმგებლობას რომ აიღებ, ბოლომდე მიჰყვე, მიჰყვებოდნენ და შედეგებიც ჰქონდათ გააზრებული, რაზე უნდა გასულიყვნენ. ბევრი ამ შოუში უკვე ისე ჩამოყალიბდა, როგორც პროფესიონალი. აქვთ სტიმული, გუნდში მუშაობაც კარგად გამოსდით. ამან დაახლოვა ისინი, ბევრი რამ რთულად გადასატანი იყო და ადვილად დაძლიეს.

- მარტივი კერძის თანამედროვე სტანდარტი რა არის?

- აუთენტურობის კუთხით ყველა კერძის ჭამას ქართულ სამზარეულოში თავის კულტურა აქვს - მაგალითად, ხინკალს, ჩაქაფულს, ლობიოს... როცა მათ გათანამედროვებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს კულტურა შევინარჩუნოთ. მოკლედ, ისე უნდა გავათანამედროვოთ, რომ აუთენტურობა არ დავუკარგოთ, მათ შორის, მომზადების ტექნოლოგია. და თან ეს ყველაფერი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვების შანსი რომელ წყვილს აქვს?

- რეალურად თანაბარი ბრძოლაა, ყველას აქვს თავის პლუსი და მინუსი. ბათუმელებს აქვს გამორჩეული იუმრი, რომელიც ხალხში სიყვარულს იმსახურებს, კახელები თავისებურ გემრიელ საჭმელს აკეთებენ, მეგრელები მეგრულ სამზარეულოს გემოებს წარმოაჩენენ... თორღვა და ნიკუშა მაღალი კლასის პროფესიონალები არიან, რონლებმაც იციან, რას ამზადებენ, თან, პროფესიონალ სამზარეულოში მუშაობენ და დიდი გამოცდილბა აქვთ. ასე რომ, კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ვერავის გამოვარჩევ. ვფიქრობ, ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება.

ბადრი ჩეჩელაშვილი:

- თავიდანვე რადგან შოუში ქართული სამზარეულო და გემოები გადაწყდა, მე და გაბრიელი კონკურსანტებს ვეხმარებოდით, რადგანაც ბევრს შეიძლება არ ჰქონდა გამოცდილება. მნიშვნელოვანი იყო, არ დაეკარგათ ვიზუალი, გემო, მეტად კრეატიული და გამომგონებლები ყოფილიყვენენ. მოკლედ, მათ ქართულ გემოებთან დაკავშირებით ჩენი მოსაზრება გავუზიარეთ. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებს ვასწავლიდით. ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია, ძალიან ძლიერი ათეული იყო, ახლა კი ოთხეულია, კარგი მზარეულები არიან, ქართულ კულინარიაში მშვენიერი ხედვა აქვთ.

- თქვენ რა მოგცათ ამ შოუმ?

- დიდი გამოცდილება. ეს ამდენი ძველი კუთხური კერძი არ ვიცოდი და მატ ახლა გავეცანი. კონკურსანტობისას მასთან არ მქონია შეხება და ამის აღმოჩენა საკმაოდ საინრესესო იყო. ზოგადად კი, ქართული სამზარეულოს ერთ კერძში ბევრი ინგრედიენტია გამოყენებული - ყველაფერი ერთ თეფზე იყრის თავს. ევროპულში ასე არ არის, კერძს ცალკე მოჰყვება მაგალითად, გარნირები და ა.შ. მოკლედ, დღეს თანამედროვე ტენიკა გვაძლევს შანსს, ეს გამოვასწოროთ. ჩვენს კერძებს ცალკე ელემენტები დავამატოთ, რომ შესაბამისი ბალანსი დავიჭიროთ, რაც სასურველ შედეგს მიგვაღებინებს. კონკურსანტებთან სწორედ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ.

- რა შედეგით დამთავრდება პროექტი?

- არავინ იცის. როგორც არ უნდა დამთავრდეს, „სამზარეულის ომების“ ეს სეზონი ფაქტია, რომ შედგა!

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა