პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა
"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის “NEW LIFE"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მეუღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ამ­ბავ­ზე წერ­და, ამ­ჟა­მად მე­გობ­რებს კარგ ამ­ბავს უა­ზი­ა­რებს.

"ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ მას ქმა­რი და­უბ­რუნ­და და ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რიც გა­უ­კე­თა.

"პირ­ველ რიგ­ში დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის და პი­რა­დი მე­სი­ჯე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უწყვე­ტად შე­მო­დი­ო­და გუ­შინ­წინ­დე­ლი სტა­ტუ­სის შემ­დეგ. მა­პა­ტი­ეთ, რომ ყვე­ლას ვერ გი­პა­სუ­ხეთ, თუმ­ცა უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც უკვე ორი დღეა მი­რე­კა­ვენ და მივ­წვე­ვენ გა­და­ცე­მა­ში ღა­ლა­ტის თე­მა­ზე. და აი ახ­ლაც, რომ არ დამ­დგა­რი­ყო ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი ჟურ­ნა­ლის­ტის " მო­გე­რი­ე­ბის" სა­ჭი­რო­ე­ბა ამ სტა­ტუს­საც არ დავ­წერ­დი. ის ცდი­ლობ­და ჩემს დარ­წმუ­ნე­ბას, რომ ქა­ლე­ბის­თვის ღა­ლა­ტის თე­მა­ზე მეტი უნდა მეთ­ქვა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თუ ვინ­მეს რამე აინ­ტე­რე­სებს ამ სტა­ტუ­სით უფრო მეტს ვე­ტყვი და ის რისი თქმაც მენ­დო­მე­ბო­და, ყვი­თე­ლი შე­კი­თხვე­ბის ფორ­მატ­ში ვერ ჩაჯ­დე­ბო­და.ჯერ კი­დევ არ­ტის­ტო­ტე­ლე ამ­ბობ­და, რომ სიყ­ვა­რუ­ლის სა­გან­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის მი­ზე­ზე­ბია.

მი­ზეზ­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ საგ­ნის თვი­სე­ბე­ბი ჩემს გრძნო­ბებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არა, არის­ტო­ტე­ლემ თქვა: სიყ­ვა­რუ­ლის სა­გან­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ზე­ზე­ბი, რა­ტო­მაც მიყ­ვარს. ანუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს, რა თვი­სე­ბე­ბის კრის­ტა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა და რა რე­ა­ლიზ­დე­ბა ამ გრძნო­ბე­ბით ჩემ­ში. თუნ­დაც ისე­თი რამ, რა­საც არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს სიყ­ვა­რულ­თან. თუკი იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ვთქვათ, ამ გრძნო­ბა­ში ჩემი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვხე­დავ, ეს მი­ზე­ზი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტის წარ­მა­ვა­ლი თვი­სე­ბე­ბი თუ გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.სიყ­ვა­რუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბის არ­სიც და მისი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის და გრძნო­ბე­ბის კვლავ­წარ­მო­ე­ბა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა...

და ბო­ლოს, რო­გორც მა­მარ­დაშ­ვი­ლი იტყო­და: ბუ­ნე­ბა ეგ­ზემპლარ­თა ჩა­ნაც­ვლე­ბა­დი სიმ­რავ­ლით ოპე­რი­რებს და ამ სა­გან­თან არ­ცერ­თს არ გა­აჩ­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მხო­ლოდ შენ შე­გიძ­ლია და უნდა აკე­თო და შენს მა­გი­ერ არა­ვინ გა­ა­კე­თებს, მხო­ლოდ შენ შეს­ძენ მნიშ­ვნე­ლო­ბას. ამით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შენი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ასე ხდე­ბი თვითკმა­რი და შე­უც­ვლე­ლი. მა­შინ ხდე­ბი მო­სი­ა­რუ­ლე სიყ­ვა­რუ­ლი და მთელ სამ­ყა­რო­საც მა­შინ უყ­ვარ­ხარ.და ბო­ლოს, მათ­თვის ვი­საც და­სას­რუ­ლი აინ­ტე­რე­სებს სტა­ფი­ლოს­ფერ ფე­რებ­ში: მა­მარ­დაშ­ვილს და არის­ტო­ტე­ლეს ძა­ლი­ა­ნაც აღარ შე­ვა­წუ­ხებ და ჩემი მო­ღა­ლა­ტე, აწ ნა­პა­ტი­ე­ბი და შე­რი­გე­ბუ­ლი ქმრის სი­ტყვე­ბით მო­გახ­სე­ნებთ: "შენ­ზე თეს­ლი ნაშა" არ მე­გუ­ლე­ბაო.

დაბ­რუნ­და და ახა­ლი წი­თე­ლი პორ­შე კაბ­რიო მა­ჩუ­ქა, რომ­ლის ნო­მე­რია LOVE ... მეტი დე­ტა­ლე­ბი არ გვინ­და... ასე რომ და­ვი­ვი­წყოთ წარ­სუ­ლი. ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, ის კი ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა სხვა ყვე­ლაფ­რის­თვის გარ­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა... პ.ს იმე­დია, პატ­რი­არ­ქა­ტის და ქალი ისე კაცი ასე სტე­რე­ო­ტი­პე­ბი რო­გო­რი ვლე­წე, რა სა­ო­ცა­რი შო­უ­ე­ბით, გუ­ლა­ო­ბით და რაც მთა­ვა­რია ქა­ლე­ბი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და თა­ნად­გო­მით, ამა­ზეც ოდეს­მე დავ­წერ. ეს ისე­თი სა­ო­ცა­რი, ძა­ლი­ან თა­მა­მი და ამავდრო­უ­ლად ისე­თი ამა­ყი თავ­გა­და­სავ­ლე­ბია, და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბა არ და­ი­წე­როს. ვფიქ­რობ ყვე­ლა ქა­ლის სა­ხე­ლით გა­ვე­ცი პა­სუ­ხი პატ­რი­არ­ქატს" - წერს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

ამ მასალის ავტორ " ჟურნალისტს" ერთ სიბრტყეზე განვიხილავ ამ არსებასთან ერთად. ფულისთვის ორივე, ასე ვთქვათ, შარვალს იხდის!..

???!
7

იქნებ ეხლა მაინც დამშვიდდე 

ავტორი:

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, რომელიც მეუღლესთან დაშორების ამბავზე წერდა, ამჟამად მეგობრებს კარგ ამბავს უაზიარებს.

"ფეისბუქზე" წერს, რომ მას ქმარი დაუბრუნდა და ძვირფასი საჩუქარიც გაუკეთა.

"პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და პირადი მესიჯებისთვის, რომელიც უწყვეტად შემოდიოდა გუშინწინდელი სტატუსის შემდეგ. მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გიპასუხეთ, თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე ორი დღეა მირეკავენ და მივწვევენ გადაცემაში ღალატის თემაზე. და აი ახლაც, რომ არ დამდგარიყო ერთი უსაყვარლესი ჟურნალისტის ,, მოგერიების,, საჭიროება ამ სტატუსსაც არ დავწერდი. ის ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ქალებისთვის ღალატის თემაზე მეტი უნდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ სტატუსით უფრო მეტს ვეტყვი და ის რისი თქმაც მენდომებოდა, ყვითელი შეკითხვების ფორმატში ვერ ჩაჯდებოდა.ჯერ კიდევ არტისტოტელე ამბობდა, რომ სიყვარულის საგანზე მნიშვნელოვანი სიყვარულის მიზეზებია.

მიზეზში არ იგულისხმება ის, რომ საგნის თვისებები ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანია. არა, არისტოტელემ თქვა: სიყვარულის საგანზე გაცილებით მნიშვნელოვანია მიზეზები, რატომაც მიყვარს. ანუ მნიშვნელოვანია, რა სულიერი სამყაროს, რა თვისებების კრისტალიზაცია ხდება და რა რეალიზდება ამ გრძნობებით ჩემში. თუნდაც ისეთი რამ, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან. თუკი იმიტომ მიყვარს, რომ ვთქვათ, ამ გრძნობაში ჩემი ადამიანური ღირსების რეალიზაციას ვხედავ, ეს მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის ობიექტის წარმავალი თვისებები თუ გარკვეული ქმედებები.სიყვარულის მარადიულობის არსიც და მისი კონსტრუქციულობაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი საკუთარი, ადამიანური თვისებების და გრძნობების კვლავწარმოება შეგვაძლებინოს, მიუხედავად ყველაფრისა...

და ბოლოს, როგორც მამარდაშვილი იტყოდა: ბუნება ეგზემპლართა ჩანაცვლებადი სიმრავლით ოპერირებს და ამ საგანთან არცერთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მხოლოდ შენ შეგიძლია და უნდა აკეთო და შენს მაგიერ არავინ გააკეთებს, მხოლოდ შენ შესძენ მნიშვნელობას. ამით განისაზღვრება შენი ინდივიდუალიზაციის ღირებულება და ასე ხდები თვითკმარი და შეუცვლელი. მაშინ ხდები მოსიარულე სიყვარული და მთელ სამყაროსაც მაშინ უყვარხარ.და ბოლოს, მათთვის ვისაც დასასრული აინტერესებს სტაფილოსფერ ფერებში: მამარდაშვილს და არისტოტელეს ძალიანაც აღარ შევაწუხებ და ჩემი მოღალატე, აწ ნაპატიები და შერიგებული ქმრის სიტყვებით მოგახსენებთ: "შენზე თესლი ნაშა" არ მეგულებაო.

დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE ... მეტი დეტალები არ გვინდა... ასე რომ დავივიწყოთ წარსული. ცხოვრება მიყვარს, ის კი ძალიან ხანმოკლეა სხვა ყველაფრისთვის გარდა სიყვარულისა... პ.ს იმედია, პატრიარქატის და ქალი ისე კაცი ასე სტერეოტიპები როგორი ვლეწე, რა საოცარი შოუებით, გულაობით და რაც მთავარია ქალებისადმი დიდი სიყვარულით და თანადგომით, ამაზეც ოდესმე დავწერ. ეს ისეთი საოცარი, ძალიან თამამი და ამავდროულად ისეთი ამაყი თავგადასავლებია, დასანანი იქნება არ დაიწეროს. ვფიქრობ ყველა ქალის სახელით გავეცი პასუხი პატრიარქატს" - წერს მარიამ კუკუნაშვილი.