საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და გიორგიმ მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ... ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ" - მეყვავილე ბიჭების ისტორია და წარმატების საიდუმლო
"მე და გიორგიმ მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ... ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ" - მეყვავილე ბიჭების ისტორია და წარმატების საიდუმლო

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ფო­ტო­ებ­მა მი­იქ­ცია - ამი­კო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თად, ან სხვა­დას­ხვა ლა­მა­ზი მცე­ნა­რე. ასე­თი სუ­რა­თე­ბი ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მეყ­ვა­ვი­ლე­ე­ბის­გან არ მახ­სოვს. ამი­კო მო­მა­ვა­ლი ბი­ო­ლო­გია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მა­ნამ­დე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მცე­ნა­რე­ე­ბის სიყ­ვა­რულ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნა.

ამი­კო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

- თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, წარ­მო­შო­ბით კი იმე­რე­თი­დან ვარ. მცე­ნა­რე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო გა­დავ­წყვი­ტე მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა.მცე­ნა­რე­ე­ბი ჩემ­თვის ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბია, მათ­ზე ვზრუ­ნავ, ვუვ­ლი, გარ და ამი­სა, ჩემი ბიზ­ნე­სის წყა­როც არის. მე და ჩემ­მა ძმა­კაც­მა შევ­ქმე­ნით ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნია.

გვაქვს მცე­ნა­რე­ე­ბის მა­ღა­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს უცხო ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნა-გამ­რავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მარ­ტი­ვად ახა­ლი ჯი­შე­ბის შექ­მნა, სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის შეჯ­ვა­რე­ბა და სხვა­დას­ხვა ფე­ნო­ტი­პის მი­ღე­ბა.

- რო­დის გა­გეღ­ვი­ძათ ინ­ტე­რე­სი მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ?

- იმე­რეთ­ში მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ საქ­მი­ა­ნობ­და ბა­ბუ­ა­ჩე­მი ვე­ნახ­ში. მოგ­ვყავ­და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე და დიდი ინ­ტე­რე­სით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ გაზ­რდა-გან­ვი­თა­რე­ბას. მერე ვცდი­ლობ­დი ჩემ­თვის გა­მე­ზარ­და, მის გან­ვი­თა­რე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და შე­დეგს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი. მერე მცე­ნა­რე­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბაც და­ვი­წყე და თან­და­თან დიდი კო­ლექ­ცია და­მიგ­როვ­და.თა­ვი­დან ნა­ყო­ფი­ან მცე­ნა­რე­ებს ვუვ­ლი­დი, მაგ­რამ მალე და­ვი­წყე დე­კო­რა­ტი­უ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა-გამ­რავ­ლე­ბა. კო­ლექ­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა ჯი­შის მცე­ნა­რე მაქვს, ალ­ბათ, 2000-მდე იქ­ნე­ბა, პა­ტა­რა ორან­ჟე­რე­ა­ში ვუვ­ლი.

- რო­მე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ჭარ­ბო­ბენ - გრუნ­ტის თუ ოთა­ხის?

- ინ­ტე­რი­ე­რის მცე­ნა­რე­ე­ბიც არის და ექ­სტე­რი­ე­რი­საც, სე­ზო­ნუ­რად მოყ­ვა­ვი­ლე. არის მა­რადმწვა­ნე­ე­ბიც. გვაქვს ვარ­დე­ბიც, თუმ­ცა უფრო მეტი სო­ფელ­ში მაქვს. ჩემს გამ­ზრდელ ბე­ბი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარს და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე შეგ­რო­ვე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 70 ჯი­შის ვარ­დი გვაქვს. არის სა­კო­ლექ­ცი­ო­ე­ბიც.

- მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თად ისეთ ფო­ტო­ებს იღებთ, ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კანს რომ და­ამ­შვე­ნებს.

- მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი წიკ­ლა­ურ­მა ჩვე­ნი, და არა მარ­ტო ჩვე­ნი, მცე­ნა­რე­ე­ბის ამ­გვა­რად რეკ­ლა­მი­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. არის ფო­ტო­ე­ბი ცალ­კე მცე­ნა­რე­ე­ბის ან ჩვენ­თან ერ­თად. გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მათი სი­ლა­მა­ზე, ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე, გვსურს შე­ვაყ­ვა­როთ ადა­მი­ა­ნებს მცე­ნა­რე­ე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ კი და­ვამ­კვიდ­როთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა: - "მეტი მწვა­ნე გა­რე­მო ჩვენ გარ­შე­მო". ამა­ში ჩვენს ვი­ზუ­ალ­საც ვი­ყე­ნებთ, თან გი­ორ­გი ფო­ტოგ­რა­ფია და პრო­ფე­სი­უ­ლი ფო­ტო­გა­და­ღე­ბა მისი საქ­მეა.

- რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბიც გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან ხა­სი­ა­თით. მარ­ტი­ვად თა­ნა­ცხოვ­რო­ბენ ორან­ჟე­რე­ა­ში?

- ზოგს მზე უყ­ვარს, ზოგ­საც ჩრდი­ლი, ზოგს რა და ზოგს რა. იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მცე­ნა­რე­ებს ვაგ­რო­ვებ­დი, მათ­ზე ზრუნ­ვა­საც ვსწავ­ლობ­დი. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა - მორ­წყვა, გა­ნოყი­ე­რე­ბა, მი­ნე­რა­ლე­ბის მი­წო­დე­ბა... ასე ნელ-ნელა დაგ­ვიგ­როვ­და ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა.

გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რი

- მათ­ზე ამ­ბობთ, რომ ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან, ესე იგი, ასუ­ლი­ე­რებთ?

- მცე­ნა­რე ჩემ­თვის ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. მარ­თა­ლია, არ მოძ­რა­ობს, არ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ეს არა­ფერს ცვლის... გვაქვს მგრძნო­ბი­ა­რე მცე­ნა­რე­ე­ბიც, ხე­ლის შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე რომ მოძ­რა­ო­ბენ. მა­გა­ლი­თად, მორ­ცხვ მი­მო­ზას თუ შე­ე­ხე­ბი, ყვე­ლა ფო­თოლს დაბ­ლა ხრის, ანუ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­აქ­ცია აქვს. ასე­ვეა დი­ო­ნეა, რო­მელ­საც მგრძნო­ბი­ა­რე რე­ცეპ­ტო­რე­ბი აქვს და შე­ხე­ბი­სას ყვა­ვი­ლი მა­შინ­ვე იხუ­რე­ბა. ასე რომ, კი, სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან.

- ემო­ცი­უ­რად რას იღებთ ამ ყვე­ლაფ­რის­გან?

- და­დე­ბით ემო­ცი­ებს. რო­დე­საც უყუ­რებ პა­ტა­რა, რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის მცე­ნა­რეს და მის­გან, მა­გა­ლი­თად, უზარ­მა­ზარ მონ­სტე­რას გაზ­რდი, ვერ აღვწერ, რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლია. მერე ამ საქ­მის კე­თე­ბა უფრო მინ­დე­ბა - ნარ­კო­ტი­კი­ვი­თაა, თავს ვერ ანე­ბებ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს არის და მე­ო­რე კი მნახ­ვე­ლე­ბის გა­ო­ცე­ბა და გა­ხა­რე­ბა, როცა ჩვენს მცე­ნა­რე­ებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ. ეს გვმა­ტებს სურ­ვილს, მცე­ნა­რე­ე­ბი უფრო ბევრ ადა­მი­ანს შე­ვაყ­ვა­როთ, მათი მოვ­ლა მო­უნ­დეთ და შე­იქ­მნან სა­კუ­თა­რი მწვა­ნე გა­რე­მო. სტი­მუ­ლია ისიც, რომ ეს არ­სე­ბე­ბი ჟანგბადს გვაძ­ლე­ვენ, დე­და­მი­წა­ზე ქმნი­ან სამ­ყა­როს, სა­დაც ნე­ბის­მი­ერს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია და­სახ­ლე­ბა და არ­სე­ბო­ბა.

- ჩვენს მკი­თხველს რას ეტყვით?

- თუ აქამ­დე მცე­ნა­რე­ე­ბის­გან ჯერ კი­დევ არ გა­მო­უ­მუ­შა­ვე­ბი­ათ ენ­დორ­ფი­ნე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბი, ჯო­ბია, ახ­ლა­ვე და­ი­წყონ ყვა­ვი­ლე­ბის მო­შე­ნე­ბა. თა­ვი­დან თუ არ გა­მო­უ­ვათ, არ და­ნებ­დნენ. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და ყო­ველ­თვის გა­მო­ვა ის, რაც ძა­ლი­ან გსურს. მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა მხო­ლოდ და­დე­ბით ემო­ცი­ას გვა­ნი­ჭებს და რა­ტომ უნდა მო­ვიკ­ლოთ? ასეთ დროს ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა გი­ხა­რია, რად­გან შენი შრო­მის ნა­ყოფს ხე­დავ. ეს უზარ­მა­ზა­რი ენერ­გი­აა, რო­მელ­საც იღებ. რაც უფრო მეტი მწვა­ნე მცე­ნა­რე გვექ­ნე­ბა, მით მე­ტად შეგ­ვიყ­ვარ­დე­ბა და უფრო მწვა­ნე გა­რე­მო­ში ვი­ცხოვ­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე და გიორგიმ მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ... ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ" - მეყვავილე ბიჭების ისტორია და წარმატების საიდუმლო

"მე და გიორგიმ მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ... ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ" - მეყვავილე ბიჭების ისტორია და წარმატების საიდუმლო

ინტერნეტსივრცეში ჩემი ყურადღება ფოტოებმა მიიქცია - ამიკო გაჩეჩილაძე მცენარეებთან ერთად, ან სხვადასხვა ლამაზი მცენარე. ასეთი სურათები ქართულ ინტერნეტსივრცეში მეყვავილეებისგან არ მახსოვს. ამიკო მომავალი ბიოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობს. მანამდე სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მცენარეების სიყვარულმა მიმართულება შეაცვლევინა.

ამიკო გაჩეჩილაძე:

- თბილისში ვცხოვრობ, წარმოშობით კი იმერეთიდან ვარ. მცენარეების სიყვარულის გამო გადავწყვიტე მომავალი პროფესიის შეცვლა.მცენარეები ჩემთვის ცოცხალი არსებებია, მათზე ვზრუნავ, ვუვლი, გარ და ამისა, ჩემი ბიზნესის წყაროც არის. მე და ჩემმა ძმაკაცმა შევქმენით ჩვენი ბიზნესი, რომელიც საკმაოდ შემოსავლიანია.

გვაქვს მცენარეების მაღაზია, განსაკუთრებით გვაინტერესებს უცხო ჯიშების გამოყვანა-გამრავლება. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა მარტივად ახალი ჯიშების შექმნა, სხვადასხვა მცენარის შეჯვარება და სხვადასხვა ფენოტიპის მიღება.

- როდის გაგეღვიძათ ინტერესი მცენარეების მიმართ?

- იმერეთში მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ საქმიანობდა ბაბუაჩემი ვენახში. მოგვყავდა სხვადასხვა მცენარე და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი მათ გაზრდა-განვითარებას. მერე ვცდილობდი ჩემთვის გამეზარდა, მის განვითარებას ვაკვირდებოდი და შედეგს მოუთმენლად ველოდი. მერე მცენარეების შეგროვებაც დავიწყე და თანდათან დიდი კოლექცია დამიგროვდა.თავიდან ნაყოფიან მცენარეებს ვუვლიდი, მაგრამ მალე დავიწყე დეკორატიულების შეგროვება-გამრავლება. კოლექციაში სხვადასხვა ჯიშის მცენარე მაქვს, ალბათ, 2000-მდე იქნება, პატარა ორანჟერეაში ვუვლი.

- რომელი მცენარეები ჭარბობენ - გრუნტის თუ ოთახის?

- ინტერიერის მცენარეებიც არის და ექსტერიერისაც, სეზონურად მოყვავილე. არის მარადმწვანეებიც. გვაქვს ვარდებიც, თუმცა უფრო მეტი სოფელში მაქვს. ჩემს გამზრდელ ბებიას ძალიან უყვარს და ამიტომ გადავწყვიტე შეგროვება. დაახლოებით 70 ჯიშის ვარდი გვაქვს. არის საკოლექციოებიც.

- მცენარეებთან ერთად ისეთ ფოტოებს იღებთ, ჟურნალების გარეკანს რომ დაამშვენებს.

- მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი წიკლაურმა ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ. არის ფოტოები ცალკე მცენარეების ან ჩვენთან ერთად. გვინდოდა გვეჩვენებინა მათი სილამაზე, ესთეტიკური მხარე, გვსურს შევაყვაროთ ადამიანებს მცენარეები, საბოლოოდ კი დავამკვიდროთ დამოკიდებულება: - "მეტი მწვანე გარემო ჩვენ გარშემო". ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ, თან გიორგი ფოტოგრაფია და პროფესიული ფოტოგადაღება მისი საქმეა.

- როგორც ადამიანები, მცენარეებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით. მარტივად თანაცხოვრობენ ორანჟერეაში?

- ზოგს მზე უყვარს, ზოგსაც ჩრდილი, ზოგს რა და ზოგს რა. იმ დროის განმავლობაში, რაც მცენარეებს ვაგროვებდი, მათზე ზრუნვასაც ვსწავლობდი. თითოეულს თავისებური მოვლა სჭირდება - მორწყვა, განოყიერება, მინერალების მიწოდება... ასე ნელ-ნელა დაგვიგროვდა ცოდნა-გამოცდილება.

გიორგი წიკლაური

- მათზე ამბობთ, რომ ცოცხალი არსებები არიან, ესე იგი, ასულიერებთ?

- მცენარე ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია. მართალია, არ მოძრაობს, არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის... გვაქვს მგრძნობიარე მცენარეებიც, ხელის შეხებისთანავე რომ მოძრაობენ. მაგალითად, მორცხვ მიმოზას თუ შეეხები, ყველა ფოთოლს დაბლა ხრის, ანუ საწინააღმდეგო რეაქცია აქვს. ასევეა დიონეა, რომელსაც მგრძნობიარე რეცეპტორები აქვს და შეხებისას ყვავილი მაშინვე იხურება. ასე რომ, კი, სულიერი არსებები არიან.

- ემოციურად რას იღებთ ამ ყველაფრისგან?

- დადებით ემოციებს. როდესაც უყურებ პატარა, რამდენიმე სანტიმეტრი სიმაღლის მცენარეს და მისგან, მაგალითად, უზარმაზარ მონსტერას გაზრდი, ვერ აღვწერ, როგორი სიხარულია. მერე ამ საქმის კეთება უფრო მინდება - ნარკოტიკივითაა, თავს ვერ ანებებ, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის და მეორე კი მნახველების გაოცება და გახარება, როცა ჩვენს მცენარეებს ათვალიერებენ. ეს გვმატებს სურვილს, მცენარეები უფრო ბევრ ადამიანს შევაყვაროთ, მათი მოვლა მოუნდეთ და შეიქმნან საკუთარი მწვანე გარემო. სტიმულია ისიც, რომ ეს არსებები ჟანგბადს გვაძლევენ, დედამიწაზე ქმნიან სამყაროს, სადაც ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია დასახლება და არსებობა.

- ჩვენს მკითხველს რას ეტყვით?

- თუ აქამდე მცენარეებისგან ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებიათ ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები, ჯობია, ახლავე დაიწყონ ყვავილების მოშენება. თავიდან თუ არ გამოუვათ, არ დანებდნენ. შეუძლებელი არაფერია და ყოველთვის გამოვა ის, რაც ძალიან გსურს. მცენარეების მოვლა მხოლოდ დადებით ემოციას გვანიჭებს და რატომ უნდა მოვიკლოთ? ასეთ დროს ყოველი დღის გათენება გიხარია, რადგან შენი შრომის ნაყოფს ხედავ. ეს უზარმაზარი ენერგიაა, რომელსაც იღებ. რაც უფრო მეტი მწვანე მცენარე გვექნება, მით მეტად შეგვიყვარდება და უფრო მწვანე გარემოში ვიცხოვრებთ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?