სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე
"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი რიმა ბე­რა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მო­ტივს ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის სურ­ვი­ლით ხსნის. ამ­ბობს, რომ, რაც გა­უ­კე­თე­ბია, ზღვა­ში წვე­თია, დაღ­ლას არ აპი­რებს, რად­გან წინ დიდი გეგ­მე­ბია.

  • ბავ­შვო­ბა

ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით - 4 და და ერთი ძმა. მშობ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით გვზრდიდ­ნენ. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და მარ­თლაც, ხუ­თი­ვემ და­ვამ­თავ­რეთ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მშობ­ლე­ბი მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, აშე­ნებ­დნენ სახ­ლს, რო­მე­ლიც ახ­ლაც დგას ოზურ­გეთ­ში. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მათ გვას­წავ­ლეს, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, წე­სი­ე­რე­ბა და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა იყო. ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში თუ იკი­თხავთ გენო ბე­რა­ძის ოჯახს, გე­ტყვი­ან, რომ ერთ-ერთი წე­სი­ე­რი და პა­ტივ­სა­ცე­მი ოჯა­ხია, რაც მე­ა­მა­ყე­ბა.

პა­ტა­რა ბე­რა­ძე­ე­ბი
  • სტუ­დენ­ტო­ბა

შემ­დეგ იყო სტუ­დენ­ტო­ბა... თავ­და­პირ­ვე­ლად, გე­ო­ლო­გო­ბა მინ­დო­და, რად­გან ჩვენ­თან, რა­ი­ონ­ში, მთის­პირ­ში იყო ბენ­ტო­ნი­ტუ­რი თი­ხის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი დიდი ქარ­ხა­ნა. ამ სო­ფელ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვა­ტა­რებ­დით ხოლ­მე არ­და­დე­გებს. იქ რუ­კე­ბით და­დი­ო­და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი - მარკშე­ი­დე­რი გე­ო­ლო­გი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მინ­დო­და, მეც მა­სა­ვით გე­ო­ლო­გი გავმხდა­რი­ყა­ვი. ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დი მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და ქი­მია, შემ­დეგ მშობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს და ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, ინ­ჟი­ნერ-ეკო­ნო­მის­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ჯერ ქი­რით ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ ჩემი უფ­რო­სი და თბი­ლის­ში გა­თხოვ­და და ყვე­ლა­ნი მას­თან ვცხოვ­რობ­დით. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, უფ­რო­სი და ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­და­მეც­ვა­ლა - 23 წლის შვი­ლის ტრა­გე­დი­ის გამო, უკურ­ნე­ბე­ლი სენი შე­ე­ყა­რა, ვერ შევ­ძე­ლით მისი გა­დარ­ჩე­ნა... ჩვენ ყვე­ლა­ნი, ოთხი­ვე სტუ­დენ­ტი და-ძმა დას­თან და სი­ძეს­თან გა­ვი­ზარ­დეთ, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო გვქონ­და. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმი­სათ­ვის, რომ ჩემი მშობ­ლე­ბის გული გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. ზო­გა­დად, კაც­თმოყ­ვა­რე ვარ, მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩემი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა იყო და არის, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რო, ეს ჩემი ერ­თგვა­რი ჰო­ბია...

რიმა ბე­რა­ძე დებ­თან და ძმას­თან ერ­თად

მიყ­ვარს ოზურ­გე­თი და გუ­რუ­ლე­ბი, იქ ჩემი ფეს­ვე­ბია, ჩემი მშობ­ლე­ბი იქ არი­ან და ბე­ბია-ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვე­ბიც იქ მაქვს. ყო­ველ­თვის ვა­კი­თხავ ჩემი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვებს და ვუვ­ლი მარ­ტო ჩე­მე­ბის კი არა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საფ­ლა­ვებ­საც, რომ­ლებ­საც ვერ აკი­თხა­ვენ. ან­დერ­ძი­ვით მაქვს და ჩემს შვილს ვე­უბ­ნე­ბი, რო­დე­საც გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ერთი სურ­ვი­ლი შე­მის­რუ­ლე, ვიდ­რე შე­გეძ­ლე­ბა ამ საფ­ლა­ვებ­ზე მოდი მათ უკ­ვდავ­სა­ყო­ფად-მეთ­ქი..

  • "ამას არას­დროს დავ­მა­ლავ"

ამას არას­დროს დავ­მა­ლავ - 25 წლის ვი­ყა­ვი, როცა იმ­დრო­ინ­დელ­მა პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის მდი­ვან­მა ჩემ­თან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოს­ვლის დროს, მო­მის­მი­ნა იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნე, მერე გა­მო­მი­ძა­ხა და პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის მე­სა­მე მდივ­ნად დამ­ნიშ­ნეს, იდე­ო­ლო­გია მიმ­ყავ­და. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში და იმა­ში, რაც იმ პე­რი­ოდ­ში რა­ი­ონ­ში აშენ­და და რაც გან­ვი­თარ­და, წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. იქ დავ­ტო­ვე ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­უბ­ნე­ბი­ან, აი, შენ რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი იყა­ვიო... იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან წე­სი­ე­რად ვმუ­შა­ობ­დი. წე­სი­ე­რე­ბი ყვე­ლა თა­ო­ბა­ში არი­ან და ეს იცი­ან ოზურ­გე­თე­ლებ­მა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი აღი­ა­რე­ბა იყო, როცა 15 წლის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ჯგუფ­მა წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში და ჩემს გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნას ითხოვ­და. ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო (შვი­ლი პა­ტა­რა მყავ­და), წას­ვლა ვერ შევ­ძე­ლი და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უარი ვთქვი. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა, როცა და­ვი­ნა­ხე, რომ ადა­მი­ა­ნებს ჩემი რწმე­ნა ჰქონ­დათ.

  • რა­ტომ მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში...

როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი, ოზურ­გე­თი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ვი­ყა­ვი 2 მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში. ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ში­ნა­გა­ნად მქონ­და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ არ მქონ­და დიდი ხელ­ფა­სი, არც დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და როცა 2011 წელს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მო­დი­ო­და, მი­ვე­დი ამ გუნდთან რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი და პირ­ვე­ლად მა­შინ ვნა­ხე, რო­დე­საც თბი­ლის­ში დიდი აქ­ცია ჩა­ტარ­და.

2012 წელ­საც ჩა­ვერ­თე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში - ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში კენ­ჭს იყ­რი­და ვიქ­ტორ დო­ლი­ძე და მისი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. გა­ვი­მარ­ჯვეთ და ამის შემ­დეგ ამირ­ჩი­ეს ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ. 2012-დან 2014 წლამ­დე გარ­და პარ­ტი­უ­ლი სტა­ტუ­სი­სა, არა­ნა­ი­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა და არა­ფე­რი მქო­ნია, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­დე­ქი ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის გვერ­დით.

თბი­ლი­სის ათი რა­ი­ო­ნი­დან ჩუ­ღუ­რე­თი ერთ-ერთი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნის რა­ი­ო­ნია,120 ათა­სი მო­სახ­ლით. ის ძალ­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი ძვე­ლი უბა­ნია ულა­მა­ზე­სი ქუ­ჩე­ბით და ჩემი ინ­ტე­რე­სი იყო, რა­ღაც წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში. 2014 წელს გა­ვი­მარ­ჯვე რო­გორც მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა და გავ­ხდი თბი­ლი­სის მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ამირ­ჩი­ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ.

ამ რვა წლის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გად, თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თი­თო­ე­უ­ლი ჩუ­ღუ­რე­თე­ლის ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა მათი პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ვერ შევ­ძე­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩემს გუნდთან ერ­თად, ბევ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე...

2020 წლის სა­პა­რა­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში, 36-ე ნომ­რად და­მა­სა­ხე­ლეს და ასე გავ­ხდი პარ­ლა­მენ­ტა­რი. ამას­თა­ნა­ვე, ვას­წავ­ლი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თვით­მარ­თვე­ლო­ბას და თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად, სტუ­დენ­ტებს ჩემს პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვუ­ზი­ა­რებ. სტუ­დენ­ტე­ბი ჩემ­თან იმ დროს მო­დი­ან, რო­დე­საც მი­ღე­ბა­ზე მყავს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ისი­ნი პრო­ცე­სე­ბის და იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც გა­დაჭ­რაც მი­წევს. დე­პუ­ტა­ტი ხიდი უნდა იყო ამომ­რჩე­ველ­სა და იმ სტრუქ­ტუ­რას შო­რის, რომ­ლის­გა­ნაც მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

მაქვს გა­მოკ­ვე­თი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში გად­მო­მაქვს და ეს არის გენ­დერულ ჭრილ­ში, ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძალ­ზე იმა­ტა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა და ეს არის დიდი ტრა­გე­დია. მაქვს ბევ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ ეპყრო­ბოდ­ნენ პრო­ბა­ცი­ო­ნერ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­დან დაბ­რუნ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ სხვა თვა­ლით უყუ­რებ­და. ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბით და გვერ­დში დგო­მით მოხ­და მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. კვლე­ვაც ჩა­ვა­ტა­რე ჩვენს რა­ი­ონ­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ და იქ­ცე­ოდ­ნენ ემიგ­რან­ტი დე­დე­ბის შვი­ლე­ბი, რო­გო­რი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი ოჯა­ხებ­ში. და­ვი­ნა­ხე, რომ მათი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა იყო და­ბა­ლი და რამ­დე­ნი­მე დე­დას ვთხო­ვე, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ემიგ­რა­ცი­ი­დან, 1-2 ასე­თის ხელ­შე­წყო­ბა შევ­ძე­ლი...

  • "ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მაძ­ლი­ე­რებს"

ოჯახ­ზე ცო­ტას ვი­სა­უბ­რებ... ჩემს მე­უღ­ლეს - მე­რაბ სი­ო­რი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და ოზურ­გეთ­ში შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი, გვყავს ერთი შვი­ლი - ქე­თე­ვა­ნი. მან წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და ახლა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სზეა. ჯერ კი­დევ მე­ცხრე კლას­ში იყო, როცა ინ­გლი­სის სა­ელ­ჩო­ში გრან­ტი მო­ი­გო და 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­დოფ­ლის სკო­ლა­ში უფა­სოდ სწავ­ლობ­და. მე­ო­რედ კი­დევ მო­ი­გო გრან­ტი და ნიუ-იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში წა­ვი­და. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გო­გო­ნაა, ამას­თან, ღირ­სე­უ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩემი შვი­ლით.

მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - მე­რაბს ცალ ფილ­ტვზე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცია და ისეთ ად­გი­ლას, ხე­ლით შეს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რო­ბოტ­მა გა­უ­კე­თა ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს აპა­რა­ტი არ არ­სე­ბობ­და. ამ წუ­თას გვაქვს რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.... ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დით მე და ქეთი... მე­რა­ბი ჩემი დიდი მე­გო­ბა­რია, ქე­თის და მე­რაბს კი სა­უ­კე­თე­სო მამა-შვი­ლო­ბა აქვთ.

ქეთი
  • "რამ­დენ­ჯერ დამ­ხვედ­რია ეზოს ჭიშ­კარ­ზე წე­რი­ლი..."

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მე­ვა­ლე­ბა, ჩუ­ღუ­რე­თის მო­ს­ქა­ლა­ქე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია დღემ­დე არ გა­მი­წყვე­ტია. და­ვით­ვა­ლე და, ბოლო დროს 1070 ადა­მი­ა­ნი მყავს მი­ღე­ბუ­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ორ­შა­ბა­თი დღე მაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, თუმ­ცა დროს როცა გა­მოვ­ნა­ხავ, სხვა დღე­ებ­შიც ვხვდე­ბი მსურ­ვე­ლებს, ან ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. რამ­დე­ნი მა­კი­თხავს სახ­ლში, რამ­დენ­ჯერ დამ­ხვედ­რია ეზოს ჭიშ­კარ­ზე წე­რი­ლი... 25 წე­ლია საბ­ჭოს მო­ე­დან­ზე, იტა­ლი­ურ ეზო­ში ვცხოვ­რობ, მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ სახ­ლში. ეზო­ში 16 ოჯა­ხია. ჩვე­ნი ეზოც გა­სა­მაგ­რე­ბე­ლია. ჩემი მე­ზობ­ლე­ბი ცოტა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ იცით, რა­ტომ არ გა­ვა­მაგ­რე? რად­გან ჩუ­ღუ­რეთ­ში ბევ­რი სახ­ლია გა­სა­მაგ­რე­ბე­ლი და არ მინ­დო­და ვინ­მეს ეთ­ქვა, თა­ვის სახ­ლს მი­ხე­და, ჩემ­სას - არაო. ალ­ბათ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დე­ბა და ჩემი სახ­ლიც გა­მაგრდე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
61

არაჩვეულებრივი ქალბატონია. ნათქვამია ,,საქმენმან შენმა წარმოგაჩინოსო" ქალბატონი რიმას შემთხვევაში სწორედ რომ ასე არის. 

ქალბატონო რიმა, არა მხოლოდ ოზურგეთის და გურიის არამედ საქართველოს საამაყო შვილი ხართ, სამაგალითო ადამიანი და მოქალაქე. გვიყვარხართ.

nino
10

ამ ქალბატონმა ბრძანა ---დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია,,,,

ასეთი მზრუნველი და ხალხის ქომაგია,,,,,,,,,,,,,,,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი რიმა ბერაძე პოლიტიკაში მოსვლის მოტივს ხალხის სამსახურში ყოფნის სურვილით ხსნის. ამბობს, რომ, რაც გაუკეთებია, ზღვაში წვეთია, დაღლას არ აპირებს, რადგან წინ დიდი გეგმებია.

  • ბავშვობა

ქალაქ ოზურგეთში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, ხუთი დედმამიშვილი ვიყავით - 4 და და ერთი ძმა. მშობლები ეროვნული ტრადიციების სულისკვეთებით გვზრდიდნენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განათლების მიღება და მართლაც, ხუთივემ დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი. მშობლები მშრომელი ადამიანები იყვნენ და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდნენ, აშენებდნენ სახლს, რომელიც ახლაც დგას ოზურგეთში. ყველაზე მთავარი, რაც მათ გვასწავლეს, შრომისმოყვარეობა, ადამიანების სიყვარული, წესიერება და ერთმანეთის პატივისცემა იყო. ოზურგეთის რაიონში თუ იკითხავთ გენო ბერაძის ოჯახს, გეტყვიან, რომ ერთ-ერთი წესიერი და პატივსაცემი ოჯახია, რაც მეამაყება.

პატარა ბერაძეები
  • სტუდენტობა

შემდეგ იყო სტუდენტობა... თავდაპირველად, გეოლოგობა მინდოდა, რადგან ჩვენთან, რაიონში, მთისპირში იყო ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი დიდი ქარხანა. ამ სოფელში, ბებია-ბაბუასთან ვატარებდით ხოლმე არდადეგებს. იქ რუკებით დადიოდა ერთი ქალბატონი - მარკშეიდერი გეოლოგი და ძალიან მომწონდა. მინდოდა, მეც მასავით გეოლოგი გავმხდარიყავი. ვინაიდან ძალიან კარგად ვიცოდი მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია, შემდეგ მშობლებმა მირჩიეს და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ინჟინერ-ეკონომისტი გავმხდარიყავი. სტუდენტობის პერიოდში ჯერ ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ ჩემი უფროსი და თბილისში გათხოვდა და ყველანი მასთან ვცხოვრობდით. ჩემდა სამწუხაროდ, უფროსი და ახალგაზრდა ასაკში გარდამეცვალა - 23 წლის შვილის ტრაგედიის გამო, უკურნებელი სენი შეეყარა, ვერ შევძელით მისი გადარჩენა... ჩვენ ყველანი, ოთხივე სტუდენტი და-ძმა დასთან და სიძესთან გავიზარდეთ, სადაც შესანიშნავი ოჯახური გარემო გვქონდა. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ძალიან აქტიური, კარგად ვსწავლობდი და მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ჩემი მშობლების გული გამეხარებინა. ზოგადად, კაცთმოყვარე ვარ, მიყვარს ადამიანები და ჩემი უპირველესი ამოცანა იყო და არის, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო, ეს ჩემი ერთგვარი ჰობია...

რიმა ბერაძე დებთან და ძმასთან ერთად

მიყვარს ოზურგეთი და გურულები, იქ ჩემი ფესვებია, ჩემი მშობლები იქ არიან და ბებია-ბაბუის საფლავებიც იქ მაქვს. ყოველთვის ვაკითხავ ჩემი წინაპრების საფლავებს და ვუვლი მარტო ჩემების კი არა, მიმდებარე ტერიტორიაზე საფლავებსაც, რომლებსაც ვერ აკითხავენ. ანდერძივით მაქვს და ჩემს შვილს ვეუბნები, როდესაც გარდავიცვლები, ერთი სურვილი შემისრულე, ვიდრე შეგეძლება ამ საფლავებზე მოდი მათ უკვდავსაყოფად-მეთქი..

  • "ამას არასდროს დავმალავ"

ამას არასდროს დავმალავ - 25 წლის ვიყავი, როცა იმდროინდელმა პარტიის რაიკომის მდივანმა ჩემთან ორგანიზაციაში მოსვლის დროს, მომისმინა იმ საკითხებზე, რომლებიც მის წინაშე დავაყენე, მერე გამომიძახა და პარტიის რაიკომის მესამე მდივნად დამნიშნეს, იდეოლოგია მიმყავდა. 9 წლის განმავლობაში ვიყავი რაიკომის მდივანი ოზურგეთის რაიონში და იმაში, რაც იმ პერიოდში რაიონში აშენდა და რაც განვითარდა, წვლილი მეც მიმიძღვის. იქ დავტოვე ხალხის პატივისცემა და სიყვარული. არიან ადამიანები, მეუბნებიან, აი, შენ რაიკომის მდივანი იყავიო... იმ პერიოდში ძალიან წესიერად ვმუშაობდი. წესიერები ყველა თაობაში არიან და ეს იციან ოზურგეთელებმა. ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება იყო, როცა 15 წლის შემდეგ, მოსახლეობის დიდმა ჯგუფმა წერილი გამოგზავნა საქართველოს მთავრობაში და ჩემს გუბერნატორად დანიშვნას ითხოვდა. ოჯახური მდგომარეობის გამო (შვილი პატარა მყავდა), წასვლა ვერ შევძელი და თანამდებობაზე უარი ვთქვი. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, როცა დავინახე, რომ ადამიანებს ჩემი რწმენა ჰქონდათ.

  • რატომ მოვედი პოლიტიკაში...

როცა ოჯახი შევქმენი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოვედი, ვიყავი 2 მოწვევის დეპუტატი თბილისის საკრებულოში. ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ შინაგანად მქონდა მოთხოვნილება, ადამიანების გვერდით ვყოფილიყავი. საერთოდ არ მქონდა დიდი ხელფასი, არც დიდი თანამდებობა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი ადამიანების პრობლემების მოგვარებას. წინა ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ჩემთვის მიუღებელი იყო და როცა 2011 წელს ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, მივედი ამ გუნდთან როგორც რიგითი მოქალაქე. მის გამოჩენამდე ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდი და პირველად მაშინ ვნახე, როდესაც თბილისში დიდი აქცია ჩატარდა.

2012 წელსაც ჩავერთე საპარლამენტო არჩევნებში - ჩუღურეთის რაიონში კენჭს იყრიდა ვიქტორ დოლიძე და მისი შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. გავიმარჯვეთ და ამის შემდეგ ამირჩიეს ჩუღურეთის რაიონის "ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2012-დან 2014 წლამდე გარდა პარტიული სტატუსისა, არანაირი ანაზღაურება და არაფერი მქონია, თუმცა მაქსიმალურად ვიდექი ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის გვერდით.

თბილისის ათი რაიონიდან ჩუღურეთი ერთ-ერთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის რაიონია,120 ათასი მოსახლით. ის ძალზე კოლორიტული ძველი უბანია ულამაზესი ქუჩებით და ჩემი ინტერესი იყო, რაღაც წვლილი შემეტანა მის კეთილდღეობაში. 2014 წელს გავიმარჯვე როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა და გავხდი თბილისის მოწვევის საკრებულოს წევრი, პარალელურად კი ამირჩიეს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ.

ამ რვა წლის მოღვაწეობის შედეგად, თუ შეიძლება ითქვას, თითოეული ჩუღურეთელის ოჯახის წევრი ვიყავი. მაქსიმალურად ვცდილობდი, მომეგვარებინა მათი პრობლემები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ შევძელი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელე...

2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, 36-ე ნომრად დამასახელეს და ასე გავხდი პარლამენტარი. ამასთანავე, ვასწავლი კავკასიის უნივერსიტეტში თვითმართველობას და თეორიულთან ერთად, სტუდენტებს ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვუზიარებ. სტუდენტები ჩემთან იმ დროს მოდიან, როდესაც მიღებაზე მყავს მოქალაქეები. ისინი პროცესების და იმ პრობლემების მოგვარების თანამონაწილეები არიან, რომელთაც გადაჭრაც მიწევს. დეპუტატი ხიდი უნდა იყო ამომრჩეველსა და იმ სტრუქტურას შორის, რომლისგანაც მას დახმარება სჭირდება.

მაქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში გადმომაქვს და ეს არის გენდერულ ჭრილში, ქალების პრობლემების მოგვარება. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ძალზე იმატა ოჯახში ძალადობის ფაქტებმა და ეს არის დიდი ტრაგედია. მაქვს ბევრი პრაქტიკული მაგალითი იმისა, როგორ ეპყრობოდნენ პრობაციონერ ქალებს, რომლებიც საპატიმროებიდან დაბრუნდნენ და საზოგადოება მათ სხვა თვალით უყურებდა. ჩვენი აქტივობით და გვერდში დგომით მოხდა მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია. კვლევაც ჩავატარე ჩვენს რაიონში, როგორ ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ ემიგრანტი დედების შვილები, როგორი იყო სოციალური ფონი ოჯახებში. დავინახე, რომ მათი აკადემიური მოსწრება იყო დაბალი და რამდენიმე დედას ვთხოვე, დაბრუნებულიყო ემიგრაციიდან, 1-2 ასეთის ხელშეწყობა შევძელი...

  • "ოჯახი, რომელიც მაძლიერებს"

ოჯახზე ცოტას ვისაუბრებ... ჩემს მეუღლეს - მერაბ სიორიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. შევხვდით ერთმანეთს და ოზურგეთში შევქმენით ოჯახი, გვყავს ერთი შვილი - ქეთევანი. მან წარმატებით დაამთავრა პირველი საჯარო სკოლა და ახლა კავკასიის უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზეა. ჯერ კიდევ მეცხრე კლასში იყო, როცა ინგლისის საელჩოში გრანტი მოიგო და 40 დღის განმავლობაში დედოფლის სკოლაში უფასოდ სწავლობდა. მეორედ კიდევ მოიგო გრანტი და ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში წავიდა. ძალიან წარმატებული და შემოქმედებითი გოგონაა, ამასთან, ღირსეული და ადამიანური, ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით.

მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

ჩემთვის მტკივნეული საკითხია მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მერაბს ცალ ფილტვზე გაკეთებული აქვს უმძიმესი ოპერაცია და ისეთ ადგილას, ხელით შესვლა შეუძლებელი იყო, რობოტმა გაუკეთა ოპერაცია თურქეთში, ვინაიდან საქართველოში ეს აპარატი არ არსებობდა. ამ წუთას გვაქვს რთული მდგომარეობა.... ამას ძალიან განვიცდით მე და ქეთი... მერაბი ჩემი დიდი მეგობარია, ქეთის და მერაბს კი საუკეთესო მამა-შვილობა აქვთ.

ქეთი
  • "რამდენჯერ დამხვედრია ეზოს ჭიშკარზე წერილი..."

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, არ მევალება, ჩუღურეთის მოსქალაქეებთან კომუნიკაცია დღემდე არ გამიწყვეტია. დავითვალე და, ბოლო დროს 1070 ადამიანი მყავს მიღებული. მოქალაქეებისთვის ორშაბათი დღე მაქვს გამოყოფილი, თუმცა დროს როცა გამოვნახავ, სხვა დღეებშიც ვხვდები მსურველებს, ან ტელეფონის საშუალებით მაქვს კომუნიკაცია. რამდენი მაკითხავს სახლში, რამდენჯერ დამხვედრია ეზოს ჭიშკარზე წერილი... 25 წელია საბჭოს მოედანზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, მიწისძვრით დაზარალებულ სახლში. ეზოში 16 ოჯახია. ჩვენი ეზოც გასამაგრებელია. ჩემი მეზობლები ცოტა განაწყენებულები არიან, მაგრამ იცით, რატომ არ გავამაგრე? რადგან ჩუღურეთში ბევრი სახლია გასამაგრებელი და არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, თავის სახლს მიხედა, ჩემსას - არაო. ალბათ მომავალში ყველაფერი მოწესრიგდება და ჩემი სახლიც გამაგრდება...