მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართული რძის პროდუქტის ისტორია, რომლის რეცეპტი კავკასიაში გასაიდუმლოებული იყო
ცნობილი ქართული რძის პროდუქტის ისტორია, რომლის რეცეპტი კავკასიაში გასაიდუმლოებული იყო

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არა­ერ­თი კერ­ძის, ან პრო­დუქ­ტის გა­ჩე­ნას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლო შემ­თხვე­ვი­თო­ბას მი­ა­წე­რენ. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, 200 წლის წი­ნათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის დროს, სა­პალ­ნე­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი რძე თა­ვი­სით შე­დედ­და და შე­დე­გად, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტი რძე­ში არ­სე­ბუ­ლი რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან თა­ვი­სით დამ­ზად­და. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­მა მას გემო გა­უ­სინ­ჯეს, ნა­ხეს, რომ რძე­ზე გა­ცი­ლე­ბით გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი მი­ი­ღეს და მისი დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, თავ­და­პირ­ვე­ლად, ამ პრო­დუქტს სა­ი­დუმ­ლოდ ამ­ზა­დებ­დნენ და მის რე­ცეპტს არა­ვის უმ­ხელ­დნენ. ასე გაჩ­ნდა „მა­წო­ნი“. რძის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი გლე­ხის ოჯა­ხის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან საკ­ვებს წარ­მო­ად­გენ­და.

მაწ­ვნის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი ერთ-ერთ ქარ­თულ ოჯახ­ში

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მაწ­ვნის სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტი მთელ კავ­კა­სი­ა­ში გავ­რცელ­და. მაწ­ვნის სა­სარ­გებ­ლო შე­მად­გენ­ლო­ბის გამო, მას სამ­კურ­ნა­ლო­დაც იყე­ნებ­დნენ.

ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­დნენ „მე­მაწ­ვნე­ე­ბი“- ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ქა­ლაქ­ში და მა­წონს ქი­ლე­ბით კარ­და­კარ ყიდ­დნენ. თბი­ლი­სის ყვე­ლა უბან­ში, ყო­ველ დი­ლით ის­მო­და მათი შე­ძა­ხი­ლე­ბი: „მა­წო­ნი, მა­წო­ნი­იი....“ თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მა­წონს არ ყი­დუ­ლობ­და. ეს ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ა­დაც იქცა. მე­მაწ­ვნე­ე­ბი თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­დნენ. ისი­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი (და არა მარ­ტო) მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტებ­შიც გა­მოჩ­დნენ.

ოს­კარ შმერ­ლინ­გი

მაწ­ვნის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი

მა­წო­ნი ბუ­ნებ­რივ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ნაწ­ლა­ვებ­ში არ­სე­ბულ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს (რომ­ლე­ბიც უამ­რავ სე­რი­ო­ზულ და სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვე­ვენ) ანად­გუ­რე­ბენ. და­ბა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის გამო, ის სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც. აწეს­რი­გებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რას, აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს და ეფექ­ტუ­რია წო­ნის და­საკ­ლე­ბად. მა­წო­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ტა­მი­ნებს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს, რკი­ნას და ფოს­ფორს შე­ი­ცავს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

მა­წო­ნი დღეს

დღეს, მა­წო­ნი ძი­რი­თა­დად, ქარ­ხნუ­ლი წე­სით იწარ­მო­ე­ბა. რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე მა­წო­ნი, რამ­დე­ნად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი, რა­საც ეს პრო­დუქ­ტი ის­ტო­რი­უ­ლად შე­ი­ცავ­და?

დღეს, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მათ შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“, რო­მე­ლიც „სს ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დია. „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“ ოთხი ხა­ზი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ყვე­ლი, ე.წ. რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი (მა­წო­ნი, არა­ჟა­ნი, ხაჭო, აი­რა­ნი), რძე და კა­რა­ქი.

სს „ნი­კო­რას“ ხა­რის­ხის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნინო ლეფ­სა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, ქარ­ხნუ­ლი მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბის იდეა, ბუ­ნებ­რი­ვია, მომ­დი­ნა­რე­ობს ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი­დან და ამ წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­სარ­გებ­ლო და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რო­გორც ბავ­შვთა, ასე­ვე მოზ­რდილ­თა კვე­ბა­ში.

„- ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, რძეჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­წო­ნი. ქარ­ხნუ­ლი წე­სით წარ­მო­ე­ბუ­ლი მა­წო­ნი შე­ი­ცავს ყვე­ლა იმ სა­სარ­გებ­ლო კომ­პო­ნენტს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ პრო­დუქ­ტის­თვის. დღე­საც, ამ მე­თო­დით დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და მო­ნა­წი­ლე­ობს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, იმუ­ნი­ტე­ტის ფორ­მი­რე­ბა­ში, ამ­ცი­რებს ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს, აძ­ლი­ე­რებს კუ­ჭის წვე­ნის სეკ­რე­ცი­ას, ხა­სი­ათ­დე­ბა დი­ე­ტუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით....

მა­გა­ლი­თად „დღის“ მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი, მა­ღა­ხა­რის­ხი­ა­ნი ნედ­ლე­უ­ლი, რის შე­დე­გა­დაც პრო­დუქ­ტი ინარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ და­დე­ბით თვი­სე­ბას. ამი­ტომ თა­მა­მად შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­სარ­გებ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის.

აქვე და­ვა­მა­ტებ და გირ­ჩევთ, რომ „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ შე­ფუთ­ვა­ზე, რო­მე­ლიც გა­ზეთს მო­გა­გო­ნებთ, რძის პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბის ამო­კით­ვა შე­გიძ­ლი­ათ.“ - ნინო ლეფ­სა­ია.

მა­წო­ნი კერ­ძებ­ში

ნელ-ნელა გაჩ­ნდა მაწ­ვნის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც. მა­წო­ნი კავ­კა­სი­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მრა­ვალ კერ­ძში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ის ხა­ჭა­პუ­რის ცო­მის შე­უც­ვლე­ლი კომ­პო­ნენ­ტია.

ამ პრო­დუქტს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ზა­ფხულ­ში მო­იხ­მარ­დნენ, რად­გან ნა­ყი­ნის გა­ჩე­ნამ­დე, მა­წო­ნი გაგ­რი­ლე­ბის ძა­ლი­ან კარგ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. ცივი წყლის და მაწ­ვნის შე­რე­ვით მი­ი­ღე­ბა სას­მე­ლი, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად კლავს წყურ­ვილს. მა­წონს ჭამ­დნენ ცი­ვად, ურევ­დნენ მას წყალ­ში, ამ­ზა­დებ­დნენ მაწ­ვნის შე­ჭა­მან­დს, რომ­ლის რე­ცეპ­ტიც ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლია დღეს, რო­გორც თა­ვად მა­წო­ნი. კლა­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტი ერ­ბო­ში მო­შუ­შუ­ლი ხახ­ვით, ფქვი­ლით, მაწ­ვნით, კვერ­ცხით, პიტ­ნი­თა და ქინ­ძით მზად­დე­ბა. მაწ­ვნის შე­ჭა­მან­დი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მზად­დე­ბო­და და ცი­ვა­დაც იჭ­მე­ბო­და.

მა­წონს წლე­ბის მან­ძილ­ზე არ და­უ­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბა და ის დღე­საც, ქარ­თვე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი ქართული რძის პროდუქტის ისტორია, რომლის რეცეპტი კავკასიაში გასაიდუმლოებული იყო

ცნობილი ქართული რძის პროდუქტის ისტორია, რომლის რეცეპტი კავკასიაში გასაიდუმლოებული იყო

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არაერთი კერძის, ან პროდუქტის გაჩენას, ხშირ შემთხვევაში, უბრალო შემთხვევითობას მიაწერენ. ლეგენდის თანახმად, 200 წლის წინათ, საქართველოში, ხანგრძლივი მგზავრობის დროს, საპალნეზე გადაკიდებული რძე თავისით შედედდა და შედეგად, სრულიად შემთხვევით, ძალიან გემრიელი პროდუქტი რძეში არსებული რძემჟავა ბაქტერიებისგან თავისით დამზადდა. როდესაც ადამიანებმა მას გემო გაუსინჯეს, ნახეს, რომ რძეზე გაცილებით გემრიელი საკვები მიიღეს და მისი დამზადება დაიწყეს.

გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად, ამ პროდუქტს საიდუმლოდ ამზადებდნენ და მის რეცეპტს არავის უმხელდნენ. ასე გაჩნდა „მაწონი“. რძის პროდუქტი, რომელიც ქართველი გლეხის ოჯახისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენდა.

მაწვნის დამზადების პროცესი ერთ-ერთ ქართულ ოჯახში

დროთა განმავლობაში, მაწვნის საიდუმლო რეცეპტი მთელ კავკასიაში გავრცელდა. მაწვნის სასარგებლო შემადგენლობის გამო, მას სამკურნალოდაც იყენებდნენ.

ოდნავ მოგვიანებით გამოჩდნენ „მემაწვნეები“- ადამიანები, რომლებიც ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებიდან ჩამოდიოდნენ ქალაქში და მაწონს ქილებით კარდაკარ ყიდდნენ. თბილისის ყველა უბანში, ყოველ დილით ისმოდა მათი შეძახილები: „მაწონი, მაწონიიი....“ თითქმის არ არსებობდა ოჯახი, რომელიც მაწონს არ ყიდულობდა. ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა. მემაწვნეები თბილისის კოლორიტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდნენ. ისინი ცნობილი ქართველი (და არა მარტო) მხატვრების ნახატებშიც გამოჩდნენ.

ოსკარ შმერლინგი

მაწვნის სასარგებლო თვისებები

მაწონი ბუნებრივ მიკროორგანიზმებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში არსებულ მავნე ბაქტერიებს (რომლებიც უამრავ სერიოზულ და საშიშ დაავადებას იწვევენ) ანადგურებენ. დაბალი მჟავიანობის გამო, ის სასარგებლოა ბავშვებისთვისაც. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია წონის დასაკლებად. მაწონი დიდი რაოდენობით ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას და ფოსფორს შეიცავს, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

მაწონი დღეს

დღეს, მაწონი ძირითადად, ქარხნული წესით იწარმოება. როგორია თანამედროვე მაწონი, რამდენად აქვს შენარჩუნებული ის სასარგებლო თვისებები, რასაც ეს პროდუქტი ისტორიულად შეიცავდა?

დღეს, ქართულ ბაზარზე ქართული ბრენდების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „დღის პროდუქტები“, რომელიც „სს ნიკორას“ შვილობილი ბრენდია. „დღის პროდუქტები“ ოთხი ხაზითაა წარმოდგენილი: ყველი, ე.წ. რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, აირანი), რძე და კარაქი.

სს „ნიკორას“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ლეფსაიას განმარტებით, ქარხნული მაწვნის წარმოების იდეა, ბუნებრივია, მომდინარეობს ტრადიციული მეთოდებიდან და ამ წესით დამზადებული პროდუქტი სასარგებლო და რეკომენდებულია, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა კვებაში.

„- ყველაზე მოთხოვნადი რძის პროდუქტებიდან ქართულ ბაზარზე, რძეჟავა პროდუქტებია, განსაკუთრებით კი მაწონი. ქარხნული წესით წარმოებული მაწონი შეიცავს ყველა იმ სასარგებლო კომპონენტს, რაც აუცილებელია ამ პროდუქტისთვის. დღესაც, ამ მეთოდით დამზადებული მაწონი დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, იმუნიტეტის ფორმირებაში, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხასიათდება დიეტური და სამკურნალო თვისებებით....

მაგალითად „დღის“ მაწვნის წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ ევროპული, მაღახარისხიანი ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტი ინარჩუნებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დადებით თვისებას. ამიტომ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

აქვე დავამატებ და გირჩევთ, რომ „დღის პროდუქტების“ შეფუთვაზე, რომელიც გაზეთს მოგაგონებთ, რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ისტორიების ამოკითვა შეგიძლიათ.“ - ნინო ლეფსაია.

მაწონი კერძებში

ნელ-ნელა გაჩნდა მაწვნისგან მომზადებული კერძებიც. მაწონი კავკასიურ სამზარეულოში, მრავალ კერძში გამოიყენება. ის ხაჭაპურის ცომის შეუცვლელი კომპონენტია.

ამ პროდუქტს განსაკუთრებით ხშირად ზაფხულში მოიხმარდნენ, რადგან ნაყინის გაჩენამდე, მაწონი გაგრილების ძალიან კარგ საშუალებად მიიჩნეოდა. ცივი წყლის და მაწვნის შერევით მიიღება სასმელი, რომელიც შესანიშნავად კლავს წყურვილს. მაწონს ჭამდნენ ცივად, ურევდნენ მას წყალში, ამზადებდნენ მაწვნის შეჭამანდს, რომლის რეცეპტიც ისეთივე პოპულარულია დღეს, როგორც თავად მაწონი. კლასიკური რეცეპტი ერბოში მოშუშული ხახვით, ფქვილით, მაწვნით, კვერცხით, პიტნითა და ქინძით მზადდება. მაწვნის შეჭამანდი ძალიან მარტივად მზადდებოდა და ცივადაც იჭმებოდა.

მაწონს წლების მანძილზე არ დაუკარგავს აქტუალობა და ის დღესაც, ქართველების ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია.

მოემზადე საზაფხულო ქეშბექისთვის - შეიძინე, რაც გაგიხარდება Mastercard-ით და დაიბრუნე 30% Extra.ge-ს ბალანსზე

მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური „ბაზარი“ გაიხსნა

ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ