პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა არ ვიცი" - რას ჰყვება პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი?
"ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა არ ვიცი" - რას ჰყვება პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი?

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი მა­მა­კა­ცის მე­ზო­ბე­ლი დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც მე­ზო­ბე­ლი აცხა­დებს, პო­ლი­ცი­ა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს, რად­გან აღ­ნიშ­ნულ პირ­სა და მის მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტი არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა.

რო­გორც მე­ზო­ბე­ლი იხ­სე­ნებს, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მა­მა­კაცს გაფრ­თხი­ლე­ბაც მის­ცეს.

"აქ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვცხოვ­რობ, სულ ჩხუ­ბის ხმა გა­მო­დი­ო­და, მგო­ნი მე­უღ­ლეს ცემ­და. სა­ხე­ზე არც ქმა­რი ვიცი და არც ის გოგო, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო... მერე მგო­ნი, გა­და­ვიდ­ნენ. ორი თუ სამი წლის იყო ეს ფაქ­ტე­ბი, ღამე აუ­ტა­ნე­ლი ხმა მო­დი­ო­და, კლავ­დნენ, თუ ახ­რჩობ­დნენ, ვინ-ვის ღა­ლა­ტობ­და თუ რა­ტომ იყო ეს, არ ვიცი. ტი­რი­ლის ხმა ის­მო­და, ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას ურტყამ­და, არ ვიცი ეს ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ თუ არა, მერე ყვე­ლამ გა­ი­გო კორ­პუს­ში ეს ამ­ბა­ვი, ყვე­ლამ იცო­და, რომ ვი­ღა­ცას სა­დღაც კლავ­დნენ და აწა­მებ­დნენ, რო­მე­ლი­ღაც სარ­თულ­ზე. თა­ვი­დან ვერ ვი­გებ­დი, ხმა ქვე­მო­თა სარ­თუ­ლი­დან ამო­დი­ო­და, თუ ზე­მო­დან ჩა­მო­დი­ო­და, მერე, მე­ზო­ბელ­მა თქვა, ქვე­და სარ­თულ­ზე არი­ა­ნო. სამ­სა­ხუ­რი­დან მოს­ვლის შემ­დეგ, ღამე მეს­მო­და ეს რა­ღა­ცე­ბი,

მგო­ნი, უბ­ნის ინ­სპექ­ტორ­მა შე­ა­მოწ­მა, რე­ა­გი­რე­ბა იყო, თით­ქოს, გაფრ­თხი­ლე­ბაც მის­ცეს, მერე რა მოხ­და, არ ვიცი. მე მგო­ნი, მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს, იმ უბ­ნის ისნ­პექ­ტორს ხმა ხომ ვი­ღა­ცამ მი­აწ­ვდი­ნა, არ მგო­ნია, და­ზა­რა­ლე­ბულს ეთ­ქვა, ჩემი ქმა­რი მჩაგ­რავ­სო“, - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გუ­შინ მა­მა­კა­ცი, 46 წლის ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გად­მო­ვარ­და. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
149

ახლა ამ მოძალადე კრეტინების გამო პოლიციელები ციხეში უნდა ჩასვან.

ხალხს კი გაუხარდება პოლიციელების ჩაგვრა.

SL
0

კიდევ კარგი ამ მეზობილის ინტერვიუ ჩაწერეთ!! სულ დეტალებშია ყველაფერი აღწერილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა არ ვიცი" - რას ჰყვება პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი?

"ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა არ ვიცი" - რას ჰყვება პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი?

წერეთლის გამზირზე, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი დეტალებზე საუბრობს. როგორც მეზობელი აცხადებს, პოლიციაში სავარაუდოდ, მეზობლებმა დარეკეს, რადგან აღნიშნულ პირსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი არაერთხელ მომხდარა.

როგორც მეზობელი იხსენებს, ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ და მამაკაცს გაფრთხილებაც მისცეს.

"აქ პირველივე დღიდან ვცხოვრობ, სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა, მგონი მეუღლეს ცემდა. სახეზე არც ქმარი ვიცი და არც ის გოგო, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი იყო... მერე მგონი, გადავიდნენ. ორი თუ სამი წლის იყო ეს ფაქტები, ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა თუ რატომ იყო ეს, არ ვიცი. ტირილის ხმა ისმოდა, ვიღაცა ვიღაცას ურტყამდა, არ ვიცი ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ თუ არა, მერე ყველამ გაიგო კორპუსში ეს ამბავი, ყველამ იცოდა, რომ ვიღაცას სადღაც კლავდნენ და აწამებდნენ, რომელიღაც სართულზე. თავიდან ვერ ვიგებდი, ხმა ქვემოთა სართულიდან ამოდიოდა, თუ ზემოდან ჩამოდიოდა, მერე, მეზობელმა თქვა, ქვედა სართულზე არიანო. სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ღამე მესმოდა ეს რაღაცები,

მგონი, უბნის ინსპექტორმა შეამოწმა, რეაგირება იყო, თითქოს, გაფრთხილებაც მისცეს, მერე რა მოხდა, არ ვიცი. მე მგონი, მეზობლებმა დარეკეს, იმ უბნის ისნპექტორს ხმა ხომ ვიღაცამ მიაწვდინა, არ მგონია, დაზარალებულს ეთქვა, ჩემი ქმარი მჩაგრავსო“, - აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გუშინ მამაკაცი, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ორგანო დაზიანებული აქვს.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის განყოფილებაში შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა.

"სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე" - რას წერს გიგი უფულავა "ფეისბუქზე"?

"შევქმენით "ჩუმი განგაშის ღილაკი"... აპლიკაცია 5000-ზე მეტ აბონენტს აქვს გადმოწერილი" - შს მინისტრის მოადგილე ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ ღონისძიებებზე

"მინდია გოგოჭური პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს" - ადვოკატი