მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?
"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

სულ ცოტა ხნის წინ ქარ­თვე­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნო ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე BBC Cardiff Singer of the World 2021-ის ფი­ნა­ლის­ტი გახ­და. ნა­ტა­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობს. მომ­ღე­რალ­მა სამი არია შე­ას­რუ­ლა და ოთხ მო­ნა­წი­ლეს შო­რის ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა.

BBC Cardiff Singer of the World ბრი­ტა­ნეთ­ში ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ იმარ­თე­ბა და კონ­კურ­სი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ნი­ჭი­ერ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლებს მას­პინ­ძლობს. წელს კონ­კურ­სი 13 ივ­ნისს და­ი­წყო და 19 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. BBC Cardiff Singer of the World ხუთი ტუ­რის­გან შედ­გე­ბა და თითო ტურ­ში თითო ფი­ნა­ლის­ტი ირ­ჩე­ვა. წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 15 ქვე­ყა­ნა იღებს, მათ შო­რის - ჩვე­ნი პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოც.

ნა­ტა­ლი­ას წარ­მა­ტე­ბა არა მხო­ლოდ მისი ოჯა­ხის, არა­მედ - ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა­ცაა. მის­მა ნამ­ღერ­მა ჟი­უ­რი ნამ­დვი­ლად გა­აკ­ვირ­ვა და ასე­ვე - გა­მარ­ჯვე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა ნა­ტა­ლი­აც.

"ცოტა შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ვარ მად­ლო­ბე­ლი. ვა­მა­ყობ აქ მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნით, რად­გან მათ დიდი საქ­მე შე­ას­რუ­ლეს. მად­ლო­ბე­ლი ვარ იმ გა­რე­მო­სი, რო­მელ­საც ეს კონ­კურ­სი ქმნის. ვგრძნობ უდი­დეს მხარ­და­ჭე­რას ამ აუ­დი­ტო­რი­ის­გან და ამის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ. ასე­ვე, მად­ლო­ბა ჩემს სა­ო­ცარ კო­ლე­გებს", - თქვა ქუ­თა­თე­ლა­ძემ პირ­ვე­ლი ტუ­რის ბო­ლოს.

ნა­ტა­ლი­ას ნამ­ღერ­ზე, ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის მო­ლო­დი­ნებ­სა და გან­ცდებ­ზე ეკა მა­მა­ლა­ძე სა­უბ­რობს:

ეკა მა­მა­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მშობ­ლის­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც შენი შვი­ლი დიდ სი­მაღ­ლე­ებ­ზე ადის, მაგ­რამ კი­დევ ის გა­მი­ხარ­და, რომ ამ­დენ სირ­თუ­ლეს გა­უძ­ლო. ძლი­ე­რი გოგო აღ­მოჩ­ნდა. იწ­ვა­ლა, თან ფეხ­მძი­მედ არის, ათი დღე კა­რან­ტინ­შიც იყო, მაგ­რამ უა­მი­სოდ არ გა­მო­ვი­დო­და. მომ­წონს, რომ გა­და­ლა­ხა სიძ­ნე­ლე­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო, ამით ვარ ამა­ყი.

- რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩით მისი შეს­რუ­ლე­ბით?

- ვერ ვა­ფა­სებ, ნა­ტა­ლია თა­ვის სფე­რო­ში ჩემ­ზე მე­ტად კომ­პე­ტენ­ტუ­რია. რო­გორც თვი­თონ გვი­თხრა, ის კმა­ყო­ფი­ლია ყვე­ლაფ­რით. კონ­კურ­სი ყო­ველ­თვის დამ­თრგუნ­ვე­ლია, თუმ­ცა ისე­თი ატ­მოს­ფე­რო შე­უქ­მნეს, რომ არც ერთს უგ­რძვნია ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ხელს უწყო­ბენ ყვე­ლა­ფერ­ში და თით­ქოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დიდ კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვიდ­ნენ, რომ­ლი­თაც ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. თა­ვი­დან­ვე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარუზო.
12

სიმღერაში დაორსულდა, თუ სიმღერის დროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, შემდგო მი წარმატებებისთვის.

წმინდა გაგა
31

ფეხმძიმედ როგორ არის როცა ქმარი არ ჰყავს??? აჰ ჩვენ ბოდიში, აქეთ სიბნელეა ელიტური გარყვნილება კი ვარსკვლავობა და სიკაშკაშე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World 2021-ის ფინალისტი გახდა. ნატალია საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობს. მომღერალმა სამი არია შეასრულა და ოთხ მონაწილეს შორის ფინალის საგზური მოიპოვა.

BBC Cardiff Singer of the World ბრიტანეთში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ საოპერო მომღერლებს მასპინძლობს. წელს კონკურსი 13 ივნისს დაიწყო და 19 ივნისამდე გაგრძელდება. BBC Cardiff Singer of the World ხუთი ტურისგან შედგება და თითო ტურში თითო ფინალისტი ირჩევა. წელს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყანა იღებს, მათ შორის - ჩვენი პატარა საქართველოც.

ნატალიას წარმატება არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ - ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა. მისმა ნამღერმა ჟიური ნამდვილად გააკვირვა და ასევე - გამარჯვებით გაკვირვებული დარჩა ნატალიაც.

"ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ, ამავდროულად, ვარ მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე შეასრულეს. მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას ამ აუდიტორიისგან და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ასევე, მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს", - თქვა ქუთათელაძემ პირველი ტურის ბოლოს.

ნატალიას ნამღერზე, ფინალური ტურის მოლოდინებსა და განცდებზე ეკა მამალაძე საუბრობს:

ეკა მამალაძე, მომღერალი:

- ძალიან გამიხარდა. მშობლისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი დიდ სიმაღლეებზე ადის, მაგრამ კიდევ ის გამიხარდა, რომ ამდენ სირთულეს გაუძლო. ძლიერი გოგო აღმოჩნდა. იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა. მომწონს, რომ გადალახა სიძნელეები და ყველაფერი შეძლო, ამით ვარ ამაყი.

- როგორც მომღერალი, კმაყოფილი დარჩით მისი შესრულებით?

- ვერ ვაფასებ, ნატალია თავის სფეროში ჩემზე მეტად კომპეტენტურია. როგორც თვითონ გვითხრა, ის კმაყოფილია ყველაფრით. კონკურსი ყოველთვის დამთრგუნველია, თუმცა ისეთი ატმოსფერო შეუქმნეს, რომ არც ერთს უგრძვნია ნერვიულობა, ხელს უწყობენ ყველაფერში და თითქოს მონაწილეები დიდ კონცერტზე გამოვიდნენ, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩა. თავიდანვე ეუბნებოდნენ, რომ ისინი ყველანი გამარჯვებულები არიან...წაიკითხეთ სრულად