პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება.." - რაზე მეტყველებს ბაიდენისა და პუტინის სხეულის ენა
"თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება.." - რაზე მეტყველებს ბაიდენისა და პუტინის სხეულის ენა

"თუ ძა­ლის დი­ნა­მი­კა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ეს თა­ნაბ­რად იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი“

აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ჯო ბა­ი­დე­ნი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ერ­თმა­ნეთს ჟე­ნე­ვა­ში, 16 ივ­ნისსს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში შეხ­ვდნენ.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე კა­მე­რე­ბი არ და­უშ­ვეს და ლი­დე­რებს არც ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, თუმ­ცა სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, თუ რაზე მე­ტყვე­ლებ­და პრე­ზი­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რაქ­ცი­ის სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ოთახს გა­რეთ და რას ნიშ­ნავს ეს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

BBC-სთან სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტი, მერი სი­ვი­ე­ლო აღ­ნიშ­ნავს, რომ სხე­უ­ლის ენა ყო­ველ­თვის იმა­ზე მეტს ამ­ბობს, ვიდ­რე სი­ტყვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მსგავს შეხ­ვედ­რებ­ზე სწო­რედ ამას უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ.

მერი სი­ვი­ე­ლო

"ამ შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნად ბევრ დე­ტალ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვქო­ნია, რო­გორც წარ­სულ­ში პუ­ტინ­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის შემ­დგა­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს. მაგ­რამ ის ცოტა ინ­ფორ­მა­ცია, რაც მი­ვი­ღეთ, ბევ­რზე მე­ტყვე­ლებს.

ეს არც ერთი მათ­გა­ნის­თვის არაა პირ­ვე­ლი "რო­დეო“, ამი­ტომ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­იძ­ლე­ბო­და იმის შემ­ჩნე­ვა, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ. ეს არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მე­გობ­რულ გან­წყო­ბას და "მხარ­ზე ხე­ლის მო­თა­თუ­ნე­ბას“, თუმ­ცა ისი­ნი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ.

ბა­ი­დენ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა - მან ხელი გა­შა­ლა, რომ პუ­ტი­ნის­თვის ჩა­მო­ერ­თმია; მაგ­რამ პუ­ტი­ნი იყო ის, ვინც მას მი­უ­ახ­ლოვ­და. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ძა­ლის დი­ნა­მი­კა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ეს თა­ნაბ­რად იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის მსგავ­სად, როცა ისი­ნი დას­ხდნენ, თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის, რომ ამ დროს მათ­გან რა­ი­მეს გა­კე­თე­ბის მო­ლო­დი­ნი არ ყო­ფი­ლა, იქ არც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და არც - ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ამ დროს ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლებ­შიც არ ჩა­უ­ხე­დავთ. პუ­ტი­ნი იჯდა ისე, რო­გორც მის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: ფე­ხე­ბით გან­ზე და ტა­ნით უკან გა­დახ­რი­ლი. ბა­ი­დე­ნი, მე­ო­რე მხრივ, პუ­ტი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოდ­ნავ იყო გა­დახ­რი­ლი - ეს პოზა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის დი­ა­ლო­გის­თვის მზად იყო.

იმის გამო, რომ მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ შეხ­ვედ­რა­ზე ნაკ­ლე­ბი იყო, არ ჩა­ტარ­და ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რა­საც მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში აქვს ხოლ­მე ად­გი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­სა ცდი­ლობ­და, მი­ე­ღო ყვე­ლა­ფე­რი ის, რისი მი­ღე­ბაც დრო­ის მცი­რე პე­რი­ოდ­ში შე­ეძ­ლო. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ამ ორი ლი­დე­რის­თვის და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვის ფაქ­ტო­რი იყო.

"კარ­გად არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ მუ­შა­ობს“, - თქვა ბა­ი­დენ­მა, პუ­ტი­ნის სხე­უ­ლის ენა კი მი­ა­ნიშ­ნებ­და: "სულ ერ­თია“. თუ რუსი ლი­დე­რის ხე­ლებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ერთი ხელი სა­ვარ­ძლის სა­ხე­ლურ­ზე უდევს და აკა­კუ­ნებს, რაც გვე­უბ­ნე­ბა: "რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ეს?!“

თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ და და­ვაკ­ვირ­დე­ბით ბა­ი­დენ­სა და პუ­ტინს, ასე­ვე, პუ­ტი­ნის ინ­ტე­რაქ­ცი­ას კლინ­ტონ­თან, ბუშ­თან, და­ბო­ლოს, ტრამ­პთან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ყვე­ლა­ფერს შო­რის რე­ა­ლურ მსგავ­სე­ბებს შე­ვამ­ჩნევთ. პუ­ტი­ნი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ იც­ვლე­ბა და ეს ამ­გვა­რი გზავ­ნი­ლია: "არ გქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს შეხ­ვედ­რა რა­ი­მეს დი­დად შეც­ვლის“.

ბა­ი­დე­ნი, რო­მე­ლიც ასე ვთქვათ, იმე­დი­ა­ნი, ოპ­ტი­მის­ტი ლი­დე­რია, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას არ ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ამის მზად­ყოფ­ნას აჩ­ვე­ნებ­და. ვხე­დავთ, რომ ეს ორი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­დე­რია, აქვთ ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მიზ­ნე­ბი, თუ რის მიღ­წე­ვა­ში უნდა და­ეხ­მა­როთ მათ ეს შეხ­ვედ­რა“, - აღ­ნიშ­ნავს BBC-სთან მერი სი­ვი­ე­ლო.

კა­მე­რე­ბის წინ ბა­ი­დე­ნი­სა და პუ­ტი­ნის ერ­თად გა­მო­ჩე­ნას ასე­ვე სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტი და იუ­თუ­ბე­რი, მარკ ბო­უ­დე­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა.

მარკ ბო­უ­დე­ნი

"რამ­დე­ნა­დაც მეს­მის, შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე პუ­ტი­ნი უკან, კა­მე­რე­ბის­კენ ტრი­ალ­დე­ბა იმის­თვის, რომ ერთი წა­მით მა­ინც, პირ­და­პირ შე­ხე­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბა­ი­დე­ნი ამას არ აკე­თებს - ის ბევ­რად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია პუ­ტინ­ზე და ვხე­დავთ, რომ მას ენ­თუ­ზი­აზ­მი აქვს, მისი, ასე ვთქვათ, ბა­ლან­სი ძა­ლი­ან პირ­და­პი­რია, ის პირ­ვე­ლი უწ­ვდის ხელს პუ­ტინს, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას ეს­წრაფ­ვის.

ჩვენ უკვე ვხე­დავთ ორ ავ­ტო­რი­ტე­ტულ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ­ლის წი­ნაც მსოფ­ლი­ოს ხე­დია გა­დაშ­ლი­ლი. ეს არაა ისე მარ­ტი­ვად, რომ ორი კაცი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბა, ესაა ორი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც შე­უძ­ლია, მთელ მსოფ­ლი­ო­ზე მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა.

მა­შინ, რო­დე­საც ბა­ი­დე­ნი თა­ვი­სი რიტ­მით სა­უბ­რობს, ეს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ამე­რი­კუ­ლია, ესაა ის, რისი მო­ლო­დი­ნიც გვექ­ნე­ბო­და - სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი სტი­ლით. პუ­ტი­ნი, მე­ო­რე მხრივ, ცო­ტა­თი უფრო ცივი და თავ­და­ჭე­რი­ლია, მაგ­რამ ესეც ისაა, რა­საც ვე­ლით ჩვე­ნი იდე­ე­ბი­სა თუ იდე­ა­ლე­ბის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რია ეს ორი ქვე­ყა­ნა“, - ხაზს უს­ვამს ბო­უ­დე­ნი გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
etegnel
11

"...ჟე­ნე­ვა­ში, 16 ივ­ნისსს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში შეხ­ვდნენ." :D

ლიზა
123

პუტინს ფეხი არ აქვს მოცვლილი კომუნისტური საბჭოეთიდან! ამაზრზენია მისი ყურებაც და მოსმენაც! მაინც რა ჯიშის ხალხია, ამას რომ უძლებენ, ეს რუსები!

ავტორი:

"თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება.." - რაზე მეტყველებს ბაიდენისა და პუტინის სხეულის ენა

"თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება.." - რაზე მეტყველებს ბაიდენისა და პუტინის სხეულის ენა

"თუ ძალის დინამიკაზე ვლაპარაკობთ, ეს თანაბრად იყო განაწილებული“

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჟენევაში, 16 ივნისსს, შვეიცარიაში შეხვდნენ.

მოლაპარაკებებზე კამერები არ დაუშვეს და ლიდერებს არც ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაუტარებიათ, თუმცა სხეულის ენის ექსპერტები ლაპარაკობენ, თუ რაზე მეტყველებდა პრეზიდენტების ინტერაქციის სხვადასხვა დეტალი მოლაპარაკებების ოთახს გარეთ და რას ნიშნავს ეს ორმხრივი ურთიერთობისთვის.

BBC-სთან სხეულის ენის ექსპერტი, მერი სივიელო აღნიშნავს, რომ სხეულის ენა ყოველთვის იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები და შესაბამისად, მსგავს შეხვედრებზე სწორედ ამას უნდა დავაკვირდეთ.

მერი სივიელო

"ამ შემთხვევაში იმდენად ბევრ დეტალზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვქონია, როგორც წარსულში პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შემდგარი შეხვედრების დროს. მაგრამ ის ცოტა ინფორმაცია, რაც მივიღეთ, ბევრზე მეტყველებს.

ეს არც ერთი მათგანისთვის არაა პირველი "როდეო“, ამიტომ, დაუყოვნებლივ შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ერთმანეთის მიმართ მეგობრულ განწყობას და "მხარზე ხელის მოთათუნებას“, თუმცა ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.

ბაიდენმა პირველი ნაბიჯი გადადგა - მან ხელი გაშალა, რომ პუტინისთვის ჩამოერთმია; მაგრამ პუტინი იყო ის, ვინც მას მიუახლოვდა. შესაბამისად, თუ ძალის დინამიკაზე ვლაპარაკობთ, ეს თანაბრად იყო განაწილებული.

ხელის ჩამორთმევის მსგავსად, როცა ისინი დასხდნენ, თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ დროს მათგან რაიმეს გაკეთების მოლოდინი არ ყოფილა, იქ არც ხელის ჩამორთმევა იყო აუცილებელი და არც - ერთმანეთთან საუბარი, თუმცა ამ დროს ერთმანეთისთვის თვალებშიც არ ჩაუხედავთ. პუტინი იჯდა ისე, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი: ფეხებით განზე და ტანით უკან გადახრილი. ბაიდენი, მეორე მხრივ, პუტინის მიმართულებით ოდნავ იყო გადახრილი - ეს პოზა მიანიშნებს, რომ ის დიალოგისთვის მზად იყო.

იმის გამო, რომ მათზე დაკვირვების შესაძლებლობა ამ შეხვედრაზე ნაკლები იყო, არ ჩატარდა ერთობლივი პრესკონფერენცია, რასაც მსგავს შემთხვევებში აქვს ხოლმე ადგილი, ბუნებრივია, პრესა ცდილობდა, მიეღო ყველაფერი ის, რისი მიღებაც დროის მცირე პერიოდში შეეძლო. ეს გარკვეულწილად, ამ ორი ლიდერისთვის დაძაბულობის განმუხტვის ფაქტორი იყო.

"კარგად არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ მუშაობს“, - თქვა ბაიდენმა, პუტინის სხეულის ენა კი მიანიშნებდა: "სულ ერთია“. თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება: "როდის დამთავრდება ეს?!“

თუ ისტორიას გადავხედავთ და დავაკვირდებით ბაიდენსა და პუტინს, ასევე, პუტინის ინტერაქციას კლინტონთან, ბუშთან, დაბოლოს, ტრამპთან, წლების განმავლობაში ამ ყველაფერს შორის რეალურ მსგავსებებს შევამჩნევთ. პუტინი მაინცდამაინც არ იცვლება და ეს ამგვარი გზავნილია: "არ გქონდეს მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა რაიმეს დიდად შეცვლის“.

ბაიდენი, რომელიც ასე ვთქვათ, იმედიანი, ოპტიმისტი ლიდერია, აქტიურად ჩართვას არ ცდილობდა, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ამის მზადყოფნას აჩვენებდა. ვხედავთ, რომ ეს ორი ძალიან განსხვავებული ლიდერია, აქვთ ძალიან განსხვავებული სტილი და სავარაუდოდ, მიზნები, თუ რის მიღწევაში უნდა დაეხმაროთ მათ ეს შეხვედრა“, - აღნიშნავს BBC-სთან მერი სივიელო.

კამერების წინ ბაიდენისა და პუტინის ერთად გამოჩენას ასევე სხეულის ენის ექსპერტი და იუთუბერი, მარკ ბოუდენი ეხმიანება.

მარკ ბოუდენი

"რამდენადაც მესმის, შენობაში შესვლამდე პუტინი უკან, კამერებისკენ ტრიალდება იმისთვის, რომ ერთი წამით მაინც, პირდაპირ შეხედოს საზოგადოებას. ბაიდენი ამას არ აკეთებს - ის ბევრად კონცენტრირებულია პუტინზე და ვხედავთ, რომ მას ენთუზიაზმი აქვს, მისი, ასე ვთქვათ, ბალანსი ძალიან პირდაპირია, ის პირველი უწვდის ხელს პუტინს, შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და ხელის ჩამორთმევას ესწრაფვის.

ჩვენ უკვე ვხედავთ ორ ავტორიტეტულ სახელმწიფოს, რომლის წინაც მსოფლიოს ხედია გადაშლილი. ეს არაა ისე მარტივად, რომ ორი კაცი ერთმანეთს ესაუბრება, ესაა ორი ქვეყანა, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მთელ მსოფლიოზე მოახდინოს გავლენა.

მაშინ, როდესაც ბაიდენი თავისი რიტმით საუბრობს, ეს იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ამერიკულია, ესაა ის, რისი მოლოდინიც გვექნებოდა - სივრცის გამოყენება, კომუნიკაცია დემონსტრაციული სტილით. პუტინი, მეორე მხრივ, ცოტათი უფრო ცივი და თავდაჭერილია, მაგრამ ესეც ისაა, რასაც ველით ჩვენი იდეებისა თუ იდეალებისგან გამომდინარე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ეს ორი ქვეყანა“, - ხაზს უსვამს ბოუდენი გავრცელებულ ვიდეოში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს (LIVE)