პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ არ "მშია", კარგად იცის მიშამ, ასევე კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ვერავინ ფულით ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც სააკაშვილი" - ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს
"მე რომ არ "მშია", კარგად იცის მიშამ, ასევე კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ვერავინ ფულით ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც სააკაშვილი" - ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ იდე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მხო­ლოდ, ამა­შია ჩემ­სა და მი­შას შო­რის სხვა­ო­ბა და ამა­ში ვერ გა­ვას­წო­რე ვე­რაფ­რით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კარ­გად იცის, რომ მას ვე­რა­ვინ იყი­დის, მათ შო­რის, ვერც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ასეთ ია­ფ­ფა­სი­ან ტერ­მი­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო კარ­გავს პერ­სპექ­ტი­ვას მი­შას და ბი­ძი­ნას ბრძო­ლის გამო, ეს არის ის ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა, რაც გვარ­თმევს გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას.

მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ იდე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მხო­ლოდ, ამა­შია ჩემ­სა და მი­შას შო­რის სხვა­ო­ბა და ამა­ში ვერ გა­ვას­წო­რე ვე­რაფ­რით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, კი­დევ ერთხელ ვწუხ­ვარ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

შია ხალ­ხს, ვალი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს, ვერ ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ამა­ზე უნდა გავ­ცეთ ჩვენ პა­სუ­ხი. მე რომ არ „მშია“ და მე რომ ამის­თვის არ ვა­კე­თებ, ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის მი­შა­მაც და ძა­ლი­ან კარ­გად იცის მის­მა ყვე­ლა თა­ნა­გუნ­დელ­მა, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ვინ ფუ­ლით ვე­რას­დროს ვერ იყი­დის, მათ შო­რის, ვერც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი,"- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ მის მი­მართ გა­კე­თე­ბულ კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„რა ქნას, მო­შივ­და საბ­რა­ლოს, რა იყო ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი მე­თო­დი პა­რა­შენ­კოს უკ­რა­ი­ნა­ში ფუ­ლის კე­თე­ბის? - სა­ა­კაშ­ვი­ლის ლან­ძღვა. იგი­ვეა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ჯერ­ჯე­რო­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

არა­უ­შავს, ცოტა ხანს კი­დევ გა­ი­ხა­რონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშო­ვონ ცოტა კი­დევ, თო­რემ მერე, გა­ჭირ­დე­ბა ეგ ამ­ბა­ვი“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
14

კი ეგ ბევრჯერ დაამტკიცე რომ მარტივად იყიდები!!ხოდა ხანდახან გაჩუმდი რა!!!

ელენე
6

რო არ გშია თეძოებზე გეტყობა, მაგრამ ეხლა კრიპტოვალუტის შეგროვების შიმშილი გკლავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მე რომ არ "მშია", კარგად იცის მიშამ, ასევე კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ვერავინ ფულით ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც სააკაშვილი" - ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

"მე რომ არ "მშია", კარგად იცის მიშამ, ასევე კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ვერავინ ფულით ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც სააკაშვილი" - ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის, მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას.

მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.

შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ „მშია“ და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში.

არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი

"არსებობს იგავი - "კუ და მორიელი", წყალზე კუს მორიელი გადაჰყავს და კბენს, ეკითხებიან, რატომ კბენს? - ასეთია მათი გვარი, ასეთია ამ პოლიტიკური ძალის გვარი" - კობახიძე "ნაცმოძრაობაზე"