მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?
იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი მხატ­ვრის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის სა­ხელს ბევ­რი ლე­გენ­და და სა­ი­დუმ­ლო უკავ­შირ­დე­ბა. მან შექ­მნა ლე­გენ­და­რუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც დღემ­დე და­ვო­ბენ მკვლე­ვა­რე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი და მათ­ში და­მა­ლუ­ლი ნიშ­ნე­ბი­სა და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გა­შიფრ­ვას ცდი­ლო­ბენ.

და ვინ­ჩი აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის უდი­დე­სი ფი­გუ­რა იყო, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რომ მას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნი­ჭიც ჰქონ­და. ვინ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი? - სტუ­მა­რი მო­მავ­ლი­დან, თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გე­ნი­ო­სი? რა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი და­შიფ­რა მან სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებ­ში? რა სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავს მონა ლი­ზას ღი­მი­ლი?

„გა­ნი­ცა­დე ერთხელ ფრე­ნა და შენი თვა­ლე­ბი სა­მუ­და­მოდ ცის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი“ - ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი.

ლე­გენ­და­რუ­ლი მხატ­ვრის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 500-ზე მეტი წელი გა­ვი­და. ის ყვე­ლა­ფერ­ში გე­ნი­ა­ლუ­რი იყო: თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი მას გრძნე­უ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ და სჯე­რო­დათ, რომ და ვინ­ჩი დროს რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლით უს­წრებ­და. ამას მოწ­მობს მისი ჩა­ნა­ხა­ტე­ბიც, სა­დაც ისე­თი გა­მო­გო­ნე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი დე­ტა­ლუ­რად, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობ­და.

დღეს ყვე­ლა იც­ნობს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ხა­ტის - „მონა ლი­ზას“ შემ­ქმნელს. არც ერთი ფლო­რენ­ცი­ე­ლი ფაჭ­რის ცოლ­ზე იმ­დე­ნი ფილ­მი არ გა­და­ღე­ბუ­ლა, არც იმ­დე­ნი წიგ­ნი და­წე­რი­ლა და არც ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის ყდებ­ზე მოხ­ვედ­რი­ლა, რამ­დენ­ჯე­რაც ეს მონა (იტა­ლი­ა­ში ქალ­ბა­ტონს ნიშ­ნავ­და) ლიზა გერ­არ­დინ­მა შეძ­ლო. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მისი პორ­ტრე­ტი, ქა­ლის მე­უღ­ლემ - ფრან­ცის­კო დელ ჯო­კონ­დამ შე­უკ­ვე­თა მხატ­ვარს. ლე­ო­ნარ­დო მას 4 წელი ხა­ტავ­და, თუმ­ცა, რო­გორც იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრე­ბის მე­მა­ტი­ა­ნე, ჯორ­ჯიო ვა­ზა­რი გვიყ­ვე­ბა, ტილო მა­ინც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­ტო­ვა. ის ქა­ლის იდუ­მა­ლი ღი­მი­ლის სა­ი­დუმ­ლო­საც ხსნის. მისი თქმით, პო­ზი­რე­ბით დაღ­ლილ მან­დი­ლო­სანს მხატ­ვარ­მა მომ­ღერ­ლე­ბი და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მო­უყ­ვა­ნა. უჩ­ვე­უ­ლო ღი­მი­ლიც ამან გა­მო­იწ­ვია. მონა ლიზა ლე­ო­ნარ­დომ მსოფ­ლი­ოს აჩუ­ქა არა მხო­ლოდ რო­გორც ნა­ხა­ტი, არა­მედ რო­გორც გა­მო­ცა­ნა, რომ­ლის ამოხ­სნაც წლე­ბია არა­ერ­თი მკვლე­ვა­რი ამა­ოდ ცდი­ლობს და ბევ­რი მათ­გა­ნი პა­სუხს სიკ­ვდი­ლამ­დე ეძებს.

ლე­ო­ნარ­დოს ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ იმ­დე­ნი მითი არ­სე­ბობს, რომ სი­მარ­თლის გარ­ჩე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის რო­მე­ლი­ღაც სა­ი­დუმ­ლო ორ­დე­ნის წევ­რი იყო და ჯა­დოქ­რო­ბას ეწე­ო­და. ასე­თი ლე­გენ­დე­ბი მისი წე­რის უჩ­ვე­უ­ლო ხერ­ხი­დან და­ი­ბა­და. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მსგავ­სად, ლე­ო­ნარ­დო არ წერ­და მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ. ის პი­რი­ქით, მარ­ჯვნი­დან მარ­ცხნივ, სარ­კი­სე­ბუ­რად შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ასო­ე­ბით წერ­და. მისი და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის წა­კი­თხვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო.

ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნო­ბი და მის­ტი­კუ­რი ნა­ხა­ტი „სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბაა“. ფრეს­კა იტა­ლი­ურ მო­ნას­ტერ­ში, სან­ტა მა­რია-დელ­ლე გრა­ცი­ეს, კე­დელ­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ის 1495, 1497 წლებ­ში შეს­ვე­ნე­ბე­ბით მუ­შა­ობ­და და ჯე­რაც და­უმ­თავ­რე­ბე­ლი იყო. ფრეს­კის მის­ტი­კა იე­სოს მო­ცი­ქუ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა­შია, ისი­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხე­დან. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ქრის­ტეს და იუ­დას შექ­მნი­სას, ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი პო­ზი­რებ­და და ეს თა­ვად მხატ­ვარ­მაც შემ­თხვე­ვით გა­ი­გო. ქრის­ტეს და­ხატ­ვის შემ­დეგ, ის 3 წელი ეძებ­და ტი­პაჟს იუ­დას­თვის, მაგ­რამ ვერ პო­უ­ლობ­და. კარ­დი­ნა­ლი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ტაძ­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა­ზე, აჩ­ქა­რებ­და მას. ითხოვ­და, რომ ფრეს­კა რაც შე­იძ­ლე­ბო­და სწრა­ფად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მხატ­ვარ­მა შემ­თხვე­ვით ერთი კაცი და­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც მთვრა­ლი, ბინ­ძუ­რი ეგდო ქუ­ჩა­ში. ეს­კი­ზე­ბის­თვის დრო აღარ რჩე­ბო­და, ამი­ტომ ლე­ო­ნარ­დომ თა­ვის შე­გირ­დებს უბ­რძა­ნა, რომ ის მა­წან­წა­ლა პირ­და­პირ ტა­ძარ­ში მი­ეყ­ვა­ნათ. დიდი წვა­ლე­ბით მი­ათ­რი­ეს მო­ნას­ტერ­ში მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ვერ აღიქ­ვამ­და, სად მოხ­ვდა და რა ხდე­ბო­და მის თავს. ლე­ო­ნარ­დო კი აფიქ­სი­რებ­და ტი­ლო­ზე ცოდ­ვას, ეგო­იზმს, ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბას. რო­დე­საც მან ნა­ხა­ტი და­ას­რუ­ლა, გა­მო­ფხიზ­ლე­ბულ­მა მა­თხო­ვარ­მა თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა, ტი­ლოს შე­ხე­და და გან­ცვიფ­რე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა: – მე მი­ნა­ხავს ეს ნა­ხა­ტი ადრე!

– რო­დის? – ზე­რე­ლედ ჰკი­თხა ლე­ო­ნარ­დომ.

– სამი წლის წინ, ჯერ კი­დევ იქამ­დე, ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ­დი. იმ დროს გუნდში ვმღე­რო­დი და ჩემი ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო ოც­ნე­ბე­ბით. რო­მე­ლი­ღაც მხატ­ვარ­მა დამ­ხა­ტა ქრის­ტედ…

ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი ით­ვლე­ბა პი­როვ­ნე­ბად, ვი­საც გა­უჩ­ნდა იდეა ვერ­ტმფრე­ნის შექ­მნი­სა. ის მუ­შა­ობ­და ვერ­ტი­კა­ლუ­რად ასაფ­რენ აპა­რატ­ზე. და ვინ­ჩი ზო­გა­დად ფრე­ნის იდე­ის ერთ-ერთი ავ­ტო­რია.

„დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რია გრძელ­დე­ბა! 21 ივ­ნი­სი­დან, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ალ­ბო­მი “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ერ­თად” გა­ი­ყი­დე­ბა.

ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L”-მა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ქარ­თულ ენა­ზე თვა­ლი გა­და­ევ­ლოთ ყვე­ლა ეპო­ქის გა­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვრე­ბის ცნო­ბი­ლი ტი­ლო­ე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის­თვის და გაც­ნო­ბოდ­ნენ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს მათი ცხოვ­რე­ბი­დან.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ მკი­თხველ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თა­ვად შე­არ­ჩი­ონ, რო­მე­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ისურ­ვე­ბენ. ხმის მი­ცე­მის წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი მარ­ტი­ვია:

  1. 1-ლი მარ­ტი­დან თვა­ლი გა­და­ავ­ლეთ 30 დიდი მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბას, შე­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი რჩე­უ­ლი 12 მხატ­ვა­რი და შე­აგ­რო­ვეთ უნი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მე­ბი;
  2. მკი­თხველს ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა საყ­ვა­რე­ლი 12 მხატ­ვა­რი აირ­ჩი­ოს 30-დან. მხარ­და­ჭე­რის გზით, მკი­თხვე­ლი წყვეტს, თუ რო­მე­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მი და­ი­ბეჭ­დე­ბა მომ­დევ­ნო თვე­ში;
  3. ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­იტ­ზე 24 სა­ათ­ში ერთხელ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა გახ­სნათ მხატ­ვრის პრო­ფი­ლი ვებგ­ვერ­დზე, აარ­ჩი­ოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­მოქ­მე­დი და მის­ცეთ ხმა.

მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მი ყო­ველ­თვე გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა. მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა გა­მო­ცე­მი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­ი­ძი­ნოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოლორადო
2

იმ 30-ში მიქელანჯელო რატომ არ არის?- და საერთოდაც მე,მიქელანჯელოს ნახატები,უფრო სწორედ ფრესკები რომელიც გამოსახულია სიქსტეს კაპელაში მიმაჩნია მხატვრობის ეტალონად და საერთოდ მხატვრულ ხელოვნებაში ადამიანის შესაძლებლობების ზედა ზღვარად. თქვენ კი მიქელანჯელო 30 მხატვრის სიაშიც კი არ მოახვედრეთ!!

მახო
23

რას გადაირივნენ ამ მონა ლიზაზე ვერ გავიგე, ან რა იდუმალი და ამოუხსნელი ღიმილის მაგას აქვს? კი, ძალიან ძლიერი ნამუშევარია,მაგრამ ასე ცაში რომ აიტაცეს, აი და უიო , ნამდვილად არ არის!

ავტორი:

იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

მსოფლიოში ყველაზე იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის სახელს ბევრი ლეგენდა და საიდუმლო უკავშირდება. მან შექმნა ლეგენდარული ნახატები, რომელთა შესახებაც დღემდე დავობენ მკვლევარები და მეცნიერები და მათში დამალული ნიშნებისა და საიდუმლოებების გაშიფრვას ცდილობენ.

და ვინჩი აღორძინების ეპოქის უდიდესი ფიგურა იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონდა. ვინ იყო სინამდვილეში ლეონარდო და ვინჩი? - სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი? რა წინასწარმეტყველებები დაშიფრა მან საკუთარ ნახატებში? რა საიდუმლოს მალავს მონა ლიზას ღიმილი?

„განიცადე ერთხელ ფრენა და შენი თვალები სამუდამოდ ცისკენ იქნება მიმართული“ - ლეონარდო და ვინჩი.

ლეგენდარული მხატვრის გარდაცვალებიდან 500-ზე მეტი წელი გავიდა. ის ყველაფერში გენიალური იყო: თანამედროვეები მას გრძნეულად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ და ვინჩი დროს რამდენიმე ასწლეულით უსწრებდა. ამას მოწმობს მისი ჩანახატებიც, სადაც ისეთი გამოგონებებია აღწერილი დეტალურად, რომლებიც იმ პერიოდში არ არსებობდა.

დღეს ყველა იცნობს ლეონარდო და ვინჩის, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ნახატის - „მონა ლიზას“ შემქმნელს. არც ერთი ფლორენციელი ფაჭრის ცოლზე იმდენი ფილმი არ გადაღებულა, არც იმდენი წიგნი დაწერილა და არც ცნობილი ჟურნალების ყდებზე მოხვედრილა, რამდენჯერაც ეს მონა (იტალიაში ქალბატონს ნიშნავდა) ლიზა გერარდინმა შეძლო. გადმოცემის თანახმად, მისი პორტრეტი, ქალის მეუღლემ - ფრანცისკო დელ ჯოკონდამ შეუკვეთა მხატვარს. ლეონარდო მას 4 წელი ხატავდა, თუმცა, როგორც იტალიელი მხატვრების მემატიანე, ჯორჯიო ვაზარი გვიყვება, ტილო მაინც დაუსრულებელი დატოვა. ის ქალის იდუმალი ღიმილის საიდუმლოსაც ხსნის. მისი თქმით, პოზირებით დაღლილ მანდილოსანს მხატვარმა მომღერლები და მოცეკვავეები მოუყვანა. უჩვეულო ღიმილიც ამან გამოიწვია. მონა ლიზა ლეონარდომ მსოფლიოს აჩუქა არა მხოლოდ როგორც ნახატი, არამედ როგორც გამოცანა, რომლის ამოხსნაც წლებია არაერთი მკვლევარი ამაოდ ცდილობს და ბევრი მათგანი პასუხს სიკვდილამდე ეძებს.

ლეონარდოს ცხოვრების შესახებ იმდენი მითი არსებობს, რომ სიმართლის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ერთ-ერთი ვერსიით, ის რომელიღაც საიდუმლო ორდენის წევრი იყო და ჯადოქრობას ეწეოდა. ასეთი ლეგენდები მისი წერის უჩვეულო ხერხიდან დაიბადა. ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად, ლეონარდო არ წერდა მარცხნიდან მარჯვნივ. ის პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ, სარკისებურად შებრუნებული ასოებით წერდა. მისი დაშიფრული წერილების წაკითხვა საკმაოდ რთული იყო.

ყველაზე ამოუცნობი და მისტიკური ნახატი „საიდუმლო სერობაა“. ფრესკა იტალიურ მონასტერში, სანტა მარია-დელლე გრაციეს, კედელზეა გამოსახული. ის 1495, 1497 წლებში შესვენებებით მუშაობდა და ჯერაც დაუმთავრებელი იყო. ფრესკის მისტიკა იესოს მოციქულების განლაგებაშია, ისინი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სხედან. საინტერესოა ისიც, რომ ქრისტეს და იუდას შექმნისას, ერთი და იგივე ადამიანი პოზირებდა და ეს თავად მხატვარმაც შემთხვევით გაიგო. ქრისტეს დახატვის შემდეგ, ის 3 წელი ეძებდა ტიპაჟს იუდასთვის, მაგრამ ვერ პოულობდა. კარდინალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტაძრის მოხატულობაზე, აჩქარებდა მას. ითხოვდა, რომ ფრესკა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაესრულებინა. მხატვარმა შემთხვევით ერთი კაცი დაინახა, რომელიც მთვრალი, ბინძური ეგდო ქუჩაში. ესკიზებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ ლეონარდომ თავის შეგირდებს უბრძანა, რომ ის მაწანწალა პირდაპირ ტაძარში მიეყვანათ. დიდი წვალებით მიათრიეს მონასტერში მთვრალი მამაკაცი, რომელიც ვერ აღიქვამდა, სად მოხვდა და რა ხდებოდა მის თავს. ლეონარდო კი აფიქსირებდა ტილოზე ცოდვას, ეგოიზმს, ბედუკუღმართობას. როდესაც მან ნახატი დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალები გაახილა, ტილოს შეხედა და განცვიფრებით წამოიძახა: – მე მინახავს ეს ნახატი ადრე!

– როდის? – ზერელედ ჰკითხა ლეონარდომ.

– სამი წლის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ყველაფერს დავკარგავდი. იმ დროს გუნდში ვმღეროდი და ჩემი ცხოვრება სავსე იყო ოცნებებით. რომელიღაც მხატვარმა დამხატა ქრისტედ…

ლეონარდო და ვინჩი ითვლება პიროვნებად, ვისაც გაუჩნდა იდეა ვერტმფრენის შექმნისა. ის მუშაობდა ვერტიკალურად ასაფრენ აპარატზე. და ვინჩი ზოგადად ფრენის იდეის ერთ-ერთი ავტორია.

„დიდი მხატვრების“ სერია გრძელდება! 21 ივნისიდან, ლეონარდო და ვინჩის ალბომი “კვირის პალიტრასთან ერთად” გაიყიდება.

ხელოვნების მოყვარულებსა და დაინტერესებულ პირებს გამომცემლობა ,,პალიტრა L”-მა საშუალება მისცა ქართულ ენაზე თვალი გადაევლოთ ყველა ეპოქის გამოჩენილი მხატვრების ცნობილი ტილოების მაღალი ხარისხის რეპროდუქციებისთვის და გაცნობოდნენ საინტერესო ისტორიებს მათი ცხოვრებიდან.

გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველ საშუალებას აძლევს თავად შეარჩიონ, რომელი მხატვრის ალბომის დათვალიერებას ისურვებენ. ხმის მიცემის წესები და პირობები მარტივია:

  1. 1-ლი მარტიდან თვალი გადაავლეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, შეარჩიეთ თქვენი რჩეული 12 მხატვარი და შეაგროვეთ უნიკალური ალბომები;
  2. მკითხველს ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საყვარელი 12 მხატვარი აირჩიოს 30-დან. მხარდაჭერის გზით, მკითხველი წყვეტს, თუ რომელი მხატვრის ალბომი დაიბეჭდება მომდევნო თვეში;
  3. ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე 24 საათში ერთხელ. ამისათვის საჭიროა გახსნათ მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი შემოქმედი და მისცეთ ხმა.

მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა. მკითხველს საშუალება ექნება გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად შეიძინოს.