მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება
"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება

ბოდ­ბე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში 40-ზე მეტი აღ­მზრდე­ლი­დან ამ ეტაპ­ზე 19 დარ­ჩე­ბა. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფემ, ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე მეტი თა­ნამ­შრომ­ლის ყოფ­ნა სა­ჭი­რო არ არის.

"ამ ეტაპ­ზე 19 აღ­მზრდე­ლი დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ შევ­ხე­დავთ. ხომ იცით რო­გო­რი პრო­ცე­სია, ვი­საც წას­ვლა უნდა, ჩვენ არა­ვის არ ვა­ჩე­რებთ, ვე­ლო­დე­ბით იმას, რო­დის გა­და­იყ­ვა­ნენ, ვინც დარ­ჩე­ბა სრუ­ლად უნდა ჰქონ­დეს მომ­სა­ხუ­რე­ბა და არა­ფე­რი მო­აკ­ლდეთ. ჩვენ პრობ­ლე­მა არ გვაქვს ხოლ­მე უშუ­ა­ლოდ იმა­ზე ვინ შე­მო­ვა, ვინ არა.

ბავ­შვებ­მა ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა მი­ი­ღეს, ამ­დე­ნი ბავ­შვი იყო ერ­თად და უც­ბად ბევ­რი წა­ვი­და, ეს უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, მიხ­ვი­დე და კი­დევ კი­თხვე­ბი და­უს­ვა, ეს არის პრობ­ლე­მა და სხვა არა­ფე­რი.

19 აღ­მზრდე­ლი რომ რჩე­ბა ვიცი და რამ­დე­ნი მი­დის ზუს­ტად არ ვიცი, 40-ზე მეტი იყო.

ვის­ზეც მექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია რამე დარ­ღვე­ვა­ზე, არა­ვის არ ვკი­თხავ, ისე გა­ვუშ­ვებ. დღეს­დღე­ო­ბით მეტი ადა­მი­ა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა აქ არ არის. გა­დარ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა შემ­დეგ, ახლა დრო­ე­ბით მი­დი­ან შვე­ბუ­ლე­ბა­ში და გა­დავ­ხე­დავ სი­ტუ­ა­ცი­ას. ვინც უნდა დარ­ჩეს დარ­ჩე­ბა, ვინც არ უნდა დარ­ჩეს, არ დარ­ჩე­ბა.

არც პატ­რი­არ­ქი, არც მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი და არა­ვინ ჩემს საქ­მე­ში არ ჩა­ე­რე­ვა. თქვენც თუ და­ტო­ვებთ აქა­უ­რო­ბას, ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა“ , - გა­ნუ­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გა­ეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს და ამის მი­ხედ­ვით მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მათ შო­რის სა­კად­როს.

"გა­ვე­ცა­ნი რა­ღაც-რა­ღაც მა­სა­ლებს და რა­საც გა­ვე­ცა­ნი იმა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მათ შო­რის სა­კად­როს. მე რომ ამ ყვე­ლა­ფერს მოვ­რჩე­ბი, ყვე­ლას გე­ტყვით. სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რას­თან უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? ერთი - რად­გან ამ­დე­ნი ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნეს სა­ჭი­რო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა, მე­ო­რე - თუ ვინ­მეს რამე დარ­ღვე­ვა აქვს, თავ­ზე ხელს არ გა­და­ვუს­ვამ“ , - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხალ­ხო დამ­ცველ ნინო ლომ­ჯა­რი­ა­სა და ბოდ­ბელ მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს, მე­უ­ფე ია­კობს შო­რის შეხ­ვედ­რა ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"17 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნი­ნოწ­მინ­დის ობოლ და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა პან­სი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით შედ­გე­ბა შეხ­ვედ­რა ბოდ­ბელ მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ია­კობ­სა (ია­კო­ბიშ­ვი­ლი) და სა­ხალ­ხო დამ­ცველ ნინო ლომ­ჯა­რი­ას შო­რის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაით რა
28

ისეა წარდგენილი ამათი შეხვედრა გეგონება ნაპოლეონი ლორდ ნელსონს ხვდებოდეს. 

.
37

არა, როგორც სტალინი, ჩერჩილს.

ავტორი:

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში 40-ზე მეტი აღმზრდელიდან ამ ეტაპზე 19 დარჩება. ამის შესახებ მეუფემ, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მეტი თანამშრომლის ყოფნა საჭირო არ არის.

"ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, შემდეგ შევხედავთ. ხომ იცით როგორი პროცესია, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება სრულად უნდა ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე ვინ შემოვა, ვინ არა.

ბავშვებმა ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს, ამდენი ბავშვი იყო ერთად და უცბად ბევრი წავიდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ, მიხვიდე და კიდევ კითხვები დაუსვა, ეს არის პრობლემა და სხვა არაფერი.

19 აღმზრდელი რომ რჩება ვიცი და რამდენი მიდის ზუსტად არ ვიცი, 40-ზე მეტი იყო.

ვისზეც მექნება ინფორმაცია რამე დარღვევაზე, არავის არ ვკითხავ, ისე გავუშვებ. დღესდღეობით მეტი ადამიანის საჭიროება აქ არ არის. გადარჩევა მოხდება შემდეგ, ახლა დროებით მიდიან შვებულებაში და გადავხედავ სიტუაციას. ვინც უნდა დარჩეს დარჩება, ვინც არ უნდა დარჩეს, არ დარჩება.

არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა. თქვენც თუ დატოვებთ აქაურობას, ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება“ , - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, გაეცნო საქმის მასალებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადროს.

"გავეცანი რაღაც-რაღაც მასალებს და რასაც გავეცანი იმაზე აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადროს. მე რომ ამ ყველაფერს მოვრჩები, ყველას გეტყვით. საკადრო გადაწყვეტილება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ერთი - რადგან ამდენი ბავშვი გაიყვანეს საჭიროება არ იქნება, მეორე - თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ“ , - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?