პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტურობა - რა არის მთავარი გამოწვევა?
თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტურობა - რა არის მთავარი გამოწვევა?

დღეს მსოფ­ლი­ო­ში 1.3 მი­ლი­არ­დი მწე­ვე­ლია და ყო­ველ­წლი­უ­რად თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

მწე­ველ­თა დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს ნი­კო­ტი­ნი იწ­ვევს. თუმ­ცა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზეზს არა ნი­კო­ტი­ნი, არა­მედ სი­გა­რე­ტის კვამლში არ­სე­ბუ­ლი 7000-მდე ნივ­თი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­თა­გან 70 კი­ბოს გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა.

“რო­დე­საც ნი­კო­ტი­ნის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხაზი გა­ვუს­ვათ იმას, თუ რა ფორ­მით ხდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მისი მი­ღე­ბა. მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ თა­ვად ნი­კო­ტი­ნი არ იწ­ვევს კი­ბოს ან მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს. მათი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი თამ­ბა­ქოს ფოთ­ლის წვის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი კვამ­ლი და მას­ში არ­სე­ბუ­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია”, - გა­ნა­ცხა­და ჟი­ზელ ბე­ი­კერ­მა, “ფი­ლიპ მო­რის ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის” სა­მეც­ნი­ე­რო ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ნი­კო­ტი­ნი სხვა­დას­ხვა ბოსტნე­ულ­სა და ხილ­შიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, ამი­ტომ ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ გზას ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მწე­ველ­თა დიდი ნა­წი­ლი ვერ ან არ ანე­ბებს თავს მო­წე­ვას. ამი­ტომ, იმ ზრდას­რულ მწე­ველ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც სხვაგ­ვა­რად გა­აგ­რძე­ლებ­დნენ მო­წე­ვას, შე­იქ­მნა თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იყე­ნებს წვას, შე­დე­გად ამ­ცი­რებს მოხ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ყო­ფი­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ასეთ მო­წყო­ბი­ლო­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი, სნუ­სი და თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

მარ­თა­ლია თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პი­რო­ბას მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს.

“იმი­სათ­ვის, რომ თამ­ბა­ქოს ზრდას­რუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­ვი­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე, მას უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე”, - ამ­ბობს პი­ერ­პა­ო­ლო მა­ნი­ა­ნი, “ფი­ლიპ მო­რის ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის” მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ხედ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სიც მე­ტყვე­ლებს. მა­გა­ლი­თად, 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, “ფი­ლიპ მო­რის ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის” მიერ შექ­მნი­ლი გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს მო­წყო­ბი­ლო­ბა, მსოფ­ლი­ოს 64 ქვე­ყა­ნა­ში არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მას 19.1 მი­ლი­ო­ნი ზრდას­რუ­ლი მწე­ვე­ლი მო­იხ­მარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თა 73%-მა სრუ­ლად შე­წყვი­ტა ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბა და გა­და­ვი­და უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე. ეს კი უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის­კენ გა­დად­გმულ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენს.

“არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ 10-15 წე­ლი­წად­ში შევ­ძლებთ, შევ­ქმნათ სი­გა­რე­ტის კვამ­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მა­ვა­ლი”, - გა­ნა­ცხა­და პი­ერ­პა­ო­ლო მა­ნი­ა­ნიმ.

თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტუ­რო­ბას ამ­ტკი­ცებს “შვე­დუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც”. შვე­დურ ბა­ზარ­ზე უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის, SNUS-ის გა­მო­ჩე­ნის შე­დე­გად ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი ქვე­ყა­ნა­ში 5%-მდე შემ­ცირ­და. შე­დე­გად, დღეს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით შვე­დე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ბა­ზა­რი ია­პო­ნი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქო პირ­ვე­ლად 2016 წელს გა­მოჩ­ნდა, 2017 წელს კი 4.7 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა შე­წყვი­ტა მო­წე­ვა და გა­და­ვი­და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე. დღეს ია­პო­ნია პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ი­წყეს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტი­სა და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, რაც რე­გუ­ლა­ცი­ურ მიდ­გო­მებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამ­გვა­რი მიდ­გო­მა კი ამარ­ტი­ვებს ზრდას­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან თამ­ბა­ქოს მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცესს.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია მუ­შა­ობს და ის ეფექ­ტუ­რია. ახლა მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას ამ მეც­ნი­ე­რუ­ლი ინო­ვა­ცი­ის მი­მართ კულ­ტუ­რუ­ლი მიმ­ღებ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს - რაც ისე­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც ამ ინო­ვა­ცი­ის მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ სარ­გე­ბელს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯან­სა­ღი მო­მავ­ლის შექ­მნის პრო­ცე­სის და­საჩ­ქა­რებ­ლად კი სა­ჭი­როა მომ­ხმა­რებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, მათ­თვის სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

მწეველებო იქნებ თავი მართლაც შეიკაოთ თამბაქოსაგან

მეგრე
0

კიდევ ერთი დიდი ტყუილი ბიზნესისთვის მოგონილი. მოწევას ან საერთოდ უნდა დაანებო თავი ან არა, თამბაქოს ვერაფერი ვერ შეცვლის!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტურობა - რა არის მთავარი გამოწვევა?

თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტურობა - რა არის მთავარი გამოწვევა?

დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

მწეველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს ნიკოტინი იწვევს. თუმცა, სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ დაავადებების განვითარების მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ სიგარეტის კვამლში არსებული 7000-მდე ნივთიერება წარმოადგენს, რომელთაგან 70 კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება.

“როდესაც ნიკოტინის შესახებ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა ფორმით ხდება მომხმარებლის მიერ მისი მიღება. მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ თავად ნიკოტინი არ იწვევს კიბოს ან მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს ფოთლის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი და მასში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებია”, - განაცხადა ჟიზელ ბეიკერმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” სამეცნიერო ჩართულობის ხელმძღვანელმა.

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ნიკოტინი სხვადასხვა ბოსტნეულსა და ხილშიც არსებობს, თუმცა მცირე რაოდენობით, ამიტომ ნივთიერების მიღების ყველაზე გავრცელებულ გზას ტრადიციული სიგარეტის მოხმარება წარმოადგენს.

თამბაქოს ზიანის მიუხედავად, მწეველთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ამიტომ, იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, შეიქმნა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, რომლებიც არ იყენებს წვას, შედეგად ამცირებს მოხმარების პროცესში გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას. ასეთ მოწყობილობებს მიეკუთვნება: თამბაქოს ელექტრონული სიგარეტები, სნუსი და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები.

მართალია თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ბაზარზე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა, ექსპერტების აზრით, თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის მნიშვნელოვან პირობას მომხმარებლის ქცევის ცვლილება წარმოადგენს.

“იმისათვის, რომ თამბაქოს ზრდასრული მომხმარებელი გადავიდეს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე, მას უნდა ჰქონდეს წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე”, - ამბობს პიერპაოლო მანიანი, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მომხმარებლის ქცევისა და მარეგულირებელი ხედვების დეპარტამენტის დირექტორი.

თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მნიშვნელობაზე მომხმარებელთა მხრიდან გამოვლენილი ინტერესიც მეტყველებს. მაგალითად, 2020 წლის მონაცემებით, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილი გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა, მსოფლიოს 64 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი და მას 19.1 მილიონი ზრდასრული მწეველი მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა 73%-მა სრულად შეწყვიტა ტრადიციული სიგარეტის მოხმარება და გადავიდა უკვამლო მოწყობილობაზე. ეს კი უკეთესი მომავლის შექმნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

“არსებული ტენდენციის გათვალისწინებით იმედი გვაქვს, რომ მომავალ 10-15 წელიწადში შევძლებთ, შევქმნათ სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავალი”, - განაცხადა პიერპაოლო მანიანიმ.

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის ეფექტურობას ამტკიცებს “შვედური გამოცდილებაც”. შვედურ ბაზარზე უკვამლო მოწყობილობის, SNUS-ის გამოჩენის შედეგად ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში 5%-მდე შემცირდა. შედეგად, დღეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებლით შვედეთი გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის ყველაზე დიდი ბაზარი იაპონიაში ფიქსირდება. ქვეყანაში გასახურებელი თამბაქო პირველად 2016 წელს გამოჩნდა, 2017 წელს კი 4.7 მილიონმა ადამიანმა შეწყვიტა მოწევა და გადავიდა გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაზე. დღეს იაპონია პირველი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო წარმომადგენლებმა დაიწყეს ტრადიციული სიგარეტისა და გასახურებელი მოწყობილობების დიფერენცირება, რაც რეგულაციურ მიდგომებში გამოიხატება. ამგვარი მიდგომა კი ამარტივებს ზრდასრული მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს მოდიფიცირებული რისკის მქონე მოწყობილობის მოხმარებაზე გადასვლის პროცესს.

ექსპერტების განცხადებით, ზიანის შემცირების სტრატეგია მუშაობს და ის ეფექტურია. ახლა მთავარ გამოწვევას ამ მეცნიერული ინოვაციის მიმართ კულტურული მიმღებლობის ჩამოყალიბება წარმოადგენს - რაც ისეთი საკანონმდებლო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, რომელიც ამ ინოვაციის მეცნიერულად დადასტურებულ სარგებელს გაითვალისწინებს. ჯანსაღი მომავლის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად კი საჭიროა მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათთვის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

R

მოემზადე საზაფხულო ქეშბექისთვის - შეიძინე, რაც გაგიხარდება Mastercard-ით და დაიბრუნე 30% Extra.ge-ს ბალანსზე

მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური „ბაზარი“ გაიხსნა

ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ