საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"
დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

დღე­ი­დან "რუს­თა­ვი 2"-ის ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ში "კუ­რი­ერს", ძველ წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად, ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ვაჟი, სან­დრო სა­ნა­ია წა­იყ­ვანს. სან­დროს­თან ერ­თად სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის კი­დევ ერთი ახა­ლი სახე ავთო გვა­სა­ლია იქ­ნე­ბა.

"ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა ჩემ­თვის, გა­ვაგ­რძე­ლო "რუს­თა­ვი 2"-ის ის­ტო­რია. ვიჯ­დე "კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში და მა­ყუ­რე­ბელს გა­ვაც­ნო დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი", - ასე მი­მარ­თა სან­დრო სა­ნა­ი­ამ მა­ყუ­რე­ბელს "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნის რან­გში.

რო­გორც სან­დრო აღ­ნიშ­ნავს, "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნო­ბა­ზე დიდი ხანი ოც­ნე­ბობ­და და კი­თხვა­ზე, რას ურ­ჩევ­და მა­მა­მი­სი, ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასე პა­სუ­ხობს:

"შე­იძ­ლე­ბა ეთ­ქვა არ გინ­დაო, ან მიდი რო­გორც შენ გინ­დაო. ორი პა­სუ­ხი არ­სე­ბობს - ან კი, ან არა. თუმ­ცა მე მა­ინც იმას ვი­ზამ­დი, რო­გორც მე მი­ვიჩ­ნევ­დი სწო­რად. ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ უკვე და იმე­დი მაქვს, რომ მეც მო­ვი­პო­ვებ იმ ნდო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მი­მართ", - აღ­ნიშ­ნა სან­დრო სა­ნა­ი­ამ.

დღემ­დე სან­დრო სა­ნა­ია სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ყვა­ნად მუ­შა­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა­ში "დილა უქ­მე­ებ­ზე", სა­დაც პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"დღე­ი­დან "კუ­რი­ე­რი" ეთერ­ში ახა­ლი ფორ­მა­ტით გავა; 12,15,18 და 21 სა­ა­თი­ან გა­მოშ­ვე­ბას წყვი­ლი წამ­ყვა­ნე­ბი წა­იყ­ვა­ნენ. 12 სა­ათ­ზე ახა­ლი ამ­ბე­ბი მა­ყუ­რე­ბელს უკვე გა­აც­ნო სან­დრო სა­ნა­ი­ამ თა­მარ ურუ­შა­ძეს­თან ერ­თად", - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტის, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბა ამ დრომ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

გი­ორ­გი სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ მომ­ხდა­რი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა ვინ­მე გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, იგი­ვე "გრიც­კო", თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ეს ვერ­სია იმ­თა­ვით­ვე ეჭვქვეშ დად­გა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ნა­ი­ე­ბის ოჯახ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ი­წყო, მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­როა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
45

აბა ის ვინ არის მთავარზე რომაა.

ერმონია
28

გადავულოცოთ მაგ გვარს მთელი მედია...

ავტორი:

დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

დღეიდან "რუსთავი 2"-ის ახალ სატელევიზიო სეზონში "კურიერს", ძველ წამყვანებთან ერთად, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს. სანდროსთან ერთად საინფორმაციო გამოშვების კიდევ ერთი ახალი სახე ავთო გვასალია იქნება.

"ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა ჩემთვის, გავაგრძელო "რუსთავი 2"-ის ისტორია. ვიჯდე "კურიერის" ეთერში და მაყურებელს გავაცნო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები", - ასე მიმართა სანდრო სანაიამ მაყურებელს "კურიერის" წამყვანის რანგში.

როგორც სანდრო აღნიშნავს, "კურიერის" წამყვანობაზე დიდი ხანი ოცნებობდა და კითხვაზე, რას ურჩევდა მამამისი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე პასუხობს:

"შეიძლება ეთქვა არ გინდაო, ან მიდი როგორც შენ გინდაო. ორი პასუხი არსებობს - ან კი, ან არა. თუმცა მე მაინც იმას ვიზამდი, როგორც მე მივიჩნევდი სწორად. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ უკვე და იმედი მაქვს, რომ მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგი სანაიას მიმართ", - აღნიშნა სანდრო სანაიამ.

დღემდე სანდრო სანაია სამი წლის განმავლობაში წამყვანად მუშაობდა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დილა უქმეებზე", სადაც პირდაპირ ეთერში მუშაობის კარგი გამოცდილება მიიღო.

"დღეიდან "კურიერი" ეთერში ახალი ფორმატით გავა; 12,15,18 და 21 საათიან გამოშვებას წყვილი წამყვანები წაიყვანენ. 12 საათზე ახალი ამბები მაყურებელს უკვე გააცნო სანდრო სანაიამ თამარ ურუშაძესთან ერთად", - წერს "ფეისბუქში" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობა ამ დრომდე გამოუძიებელია.

გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ მომხდარი ყოფით ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეაფასა და პასუხისგებაში მისცა ვინმე გრიგოლ ხურცილავა, იგივე "გრიცკო", თუმცა გამოძიების ეს ვერსია იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სანაიების ოჯახმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, მიზეზი კი ის გახდა, რომ საგამოძიებო უწყების განცხადებით, საჭიროა ახალი გარემოებების აღმოჩენა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?