პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამეცინა..." - კახა კუჭავას პასუხი კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის?
"გამეცინა..." - კახა კუჭავას პასუხი კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის?

პრო­ცე­სის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყვე­ლას მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კახა კუ­ჭა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, უნდა და­ი­ბა­როს თუ არა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­მო­კი­თხვა­ზე 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

„იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კი­თხვა ჩნდე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს და აქ გვა­რებ­ზე არ უნდა წა­ვი­დეთ, პრო­ცე­სის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყვე­ლას მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. იქ­ნე­ბა ეს პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია თუ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კრი­ტი­კა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ და ახლა რა­ტომ გაჩ­ნდა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მის მი­მართ, კუ­ჭა­ვა პა­სუ­ხობს, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია.

„პრო­ცესს რომ მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი, ეს არ არის მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კრი­ტი­კა, ეს არის კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ყვე­ლა მხრი­დან და ალ­ბათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე არის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი. პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დებს, რომ ის შე­მო­დის პო­ლი­ტი­კა­ში, ოპო­ზი­ცი­ა­ში, რა თქმა უნდა, მას უჩ­ნდე­ბა კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი და ცდი­ლობს, რომ კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­ჭი­როს, შე­სა­ბა­მი­სად კრი­ტი­კა მოჰ­ყვე­ბა მე­ო­რე მხა­რი­დან“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, გე­ში­ნი­ათ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის? პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ უპა­სუ­ხა: „გა­მე­ცი­ნა“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის“ ეთერ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა. მისი შე­ფა­სე­ბით, კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაა დაგ­რო­ვი­ლი, სწო­რედ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შს მი­ნის­ტრო­ბის დროს არას­წო­რად და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რის მა­გა­ლი­თა­დაც მან პან­კის­ში, სვა­ნეთ­ში, კლუბ „ბა­სი­ან­ში“ და 20 ივ­ნი­სის ღა­მეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. კო­ბა­ხი­ძის აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას ოპე­რა­ცი­ის უფრო „რბი­ლად“, მა­გა­ლი­თად, წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბა და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ საქ­მე „ტყვი­ე­ბამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო“. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას, ინ­ტერ­ვი­უს დროს კო­ბა­ხი­ძემ გა­ხა­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ „გუნ­დმა იხი­ლა ღა­ლა­ტი“. კო­ბა­ხი­ძე ეჭ­ვობს, რომ გა­ხა­რია „გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­მე­დებ­და“, თუმ­ცა იქვე დას­ძენს, რომ „არ აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, გა­ხა­რი­ას უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვილ­თან აქვს თუ არა პირ­და­პი­რი კავ­ში­რი“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
6

გაგეცინოს , ჰო, გაგეცინოს !?

ლია
1

რატომ უნდა ეშინოდეს,სასწაული,გუშინ ერთად არ იყვნენ???რა მნიშნვნელობაა რა სახელს დაირქმევენ,მთავარია იდეალი და (აღმშნებლობის ტრადიცია) ერთია........................

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გამეცინა..." - კახა კუჭავას პასუხი კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის?

"გამეცინა..." - კახა კუჭავას პასუხი კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის?

პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე.

მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„იმ შემთხვევაში თუ კითხვა ჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს და აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა. იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე, რატომ გააქტიურდა „ქართული ოცნების“ კრიტიკა გიორგი გახარიას მიმართ და ახლა რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები მის მიმართ, კუჭავა პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

„პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოჰყვება მეორე მხარიდან“, - განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „გამეცინა“.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ „ბასიანში“ და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე „ტყვიებამდე არ მისულიყო“. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გუნდმა იხილა ღალატი“. კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია „გავლენის ქვეშ მოქმედებდა“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი“.

"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

რას ამბობს კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს?

"მმართველ პარტიაში შეშინდნენ გახარიას წასვლით... უჭირთ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება - ივანიშვილი ვითარებით უკმაყოფილოა და სვლებს ეძებს" - ექსპერტი