პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა
"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი ჩა­ვი­და. სო­ხუმ­ში მისი ვი­ზი­ტი პრო­ექტ "აფხა­ზე­თის მო­მა­ვალს" უკავ­შირ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი ბად­რაკ ავი­ძ­ბა წერს, რომ ბას­კო­ვის სო­ხუმ­ში სტუმ­რო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს რუსი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას შე­უ­წყობს ხელს.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­ზი­დენტს ასეთ სა­ო­ცარ ად­გი­ლას მოწ­ვე­ვის­თვის, აქა­უ­რო­ბა სიყ­ვა­რუ­ლით, სი­ლა­მა­ზი­თა და რაც მთა­ვა­რია, ტრა­დი­ცი­ე­ბით არის სავ­სე. პირ­ვე­ლად ვარ ასეთ სა­ო­ცარ ად­გი­ლას, ასეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ვი­თა­რე­ბა­ში და პირ­ვე­ლად ვხე­დავ ასე ბედ­ნი­ერ, სი­ხა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ბას­კოვ­მა სო­ხუმ­ში და აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას უსურ­ვა, "ყო­ვე­ლი წელი უკე­თე­სი იყოს, რათა რეს­პუბ­ლი­კა გან­ვი­თარ­დეს... " - გა­ნა­ცხა­და მან სო­ხუ­მის ცენ­ტრში მო­წყო­ბი­ლი სცე­ნი­დან, სა­დაც მან არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბას­კო­ვი აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ნი­კო­ლაი ბას­კოვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თხელ და­წე­რა, რომ "რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა და ეს თა­რი­ღი ყო­ველ წელს ღირ­სე­უ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს“. რუსი მომ­ღე­რა­ლი აფხა­ზე­თის "კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია".

აფხა­ზე­ბი ბას­კო­ვის სო­ხუმ­ში ვი­ზიტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან. ნა­წი­ლი რუს მომ­ღე­რალს მად­ლო­ბას უხ­დის გამ­ბე­და­ო­ბის­თვის, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ "ტუ­რის­ტულ სფე­რო­ში ბას­კო­ვის პი­ა­რით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის არ სწამს..."

"მად­ლო­ბა, კო­ლია, რომ ხა­ბი­ბი­ვით არ შე­გე­შინ­და, რომ ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ ჩახ­ვი­დო­დი... მად­ლო­ბა იმ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, რა­საც ჩვენს მი­მართ იჩენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის გამო კო­ლე­გე­ბი ხან­და­ხან თავს გეს­ხმი­ან..."- წერს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

"აფხა­ზეთ­ში ბედ­ნი­ე­რი და სი­ხა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბე­ნო, - ბას­კოვ­მა ჩვენ­ზე თქვა თუ იმ სომ­ხებ­ზე, ვი­საც აქ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი აქვს?. მშვე­ნივ­რად მღე­რით, ბა­ტო­ნი ნი­კო­ლაი, მაგ­რამ აქ ბედ­ნი­ე­რე­ბა თით­ქმის 30-წე­ლია არ ყო­ფი­ლა. თქვენ აქ კონ­ცერტს ჩა­ა­ტა­რებთ და თქვე­ნი კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დაბ­რაზს და­უბ­რუნ­დე­ბით, ასე­თი ერთჯე­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი ვე­რაფ­რით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას..." - წერს სო­ხუ­მე­ლი ამა­ლია ლო­გუა.

tsargrad.tv-ს ერთ-ერთი რუსი ბლო­გე­რი წერს, რომ "აფხა­ზეთ­ში სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა, მაგ­რამ რაც დროს გა­დის, ად­გი­ლობ­რი­ვებს რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ სულ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ".

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რაც დროს გა­დის, აფხა­ზე­თი სულ უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა რუს ტუ­რის­ტებ­ზე, მა­ინც აშ­კა­რაა, რომ აფხა­ზე­ბი ვერ გვი­ტა­ნენ - ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბიც კი გა­მო­ხა­ტა­ვენ ჩვენს მი­მართ სი­ძულ­ვილს, არა­და, ჩვენს გა­რე­შე ქვე­ყა­ნა, უბ­რა­ლოდ, და­ი­ღუ­პე­ბა..."- წერს იგი.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
33

ფული ბაბაია ფული

rasa
23

ყველა რუსი, რომელიც პუტინის იმპერიალისტურ და შოვინისტურ რეჟიმს უპირისპირდება და გმობს უკრაინა-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებს, არის გმირიც და კონფორმიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ძლიერი ადამიანიც. სამწუხაროდ, რუსების მაქს. 5% არის ასეთი. უმეტესობა პატარა პუტინები არიან თვითონაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა

"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა. სოხუმში მისი ვიზიტი პროექტ "აფხაზეთის მომავალს" უკავშირდება. ჟურნალისტი ბადრაკ ავიძბა წერს, რომ ბასკოვის სოხუმში სტუმრობაზე ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს რუსი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ასეთ საოცარ ადგილას მოწვევისთვის, აქაურობა სიყვარულით, სილამაზითა და რაც მთავარია, ტრადიციებით არის სავსე. პირველად ვარ ასეთ საოცარ ადგილას, ასეთ არაჩვეულებრივ ვითარებაში და პირველად ვხედავ ასე ბედნიერ, სიხარულით სავსე ადამიანებს", - განაცხადა ბასკოვმა სოხუმში და აფხაზეთის მოსახლეობას უსურვა, "ყოველი წელი უკეთესი იყოს, რათა რესპუბლიკა განვითარდეს... " - განაცხადა მან სოხუმის ცენტრში მოწყობილი სცენიდან, სადაც მან არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა. აფხაზური მედიის ცნობით, ბასკოვი აფხაზეთში რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ე.წ. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სოციალურ პროგრამებში მონაწილეობისთვის ჩავიდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

ნიკოლაი ბასკოვმა სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, რომ "რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“. რუსი მომღერალი აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩია".

აფხაზები ბასკოვის სოხუმში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. ნაწილი რუს მომღერალს მადლობას უხდის გამბედაობისთვის, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "ტურისტულ სფეროში ბასკოვის პიარით მიღებული შედეგების არ სწამს..."

"მადლობა, კოლია, რომ ხაბიბივით არ შეგეშინდა, რომ ოდესმე საქართველოში ვეღარ ჩახვიდოდი... მადლობა იმ ერთგულებისთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო კოლეგები ხანდახან თავს გესხმიან..."- წერს ერთ-ერთი მათგანი.

"აფხაზეთში ბედნიერი და სიხარულით სავსე ადამიანები ცხოვრობენო, - ბასკოვმა ჩვენზე თქვა თუ იმ სომხებზე, ვისაც აქ წარმატებული ბიზნესი აქვს?. მშვენივრად მღერით, ბატონი ნიკოლაი, მაგრამ აქ ბედნიერება თითქმის 30-წელია არ ყოფილა. თქვენ აქ კონცერტს ჩაატარებთ და თქვენი კრემლის საკონცერტო დაბრაზს დაუბრუნდებით, ასეთი ერთჯერადი ღონისძიებები კი ვერაფრით გააუმჯობესებს ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას..." - წერს სოხუმელი ამალია ლოგუა.

tsargrad.tv-ს ერთ-ერთი რუსი ბლოგერი წერს, რომ "აფხაზეთში საოცარი ბუნებაა, მაგრამ რაც დროს გადის, ადგილობრივებს რუსი ტურისტების მიმართ სულ უფრო აგრესიული დამოკიდებულება აქვთ".

"მიუხედავად იმისა, რომ რაც დროს გადის, აფხაზეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუს ტურისტებზე, მაინც აშკარაა, რომ აფხაზები ვერ გვიტანენ - ქალები და ბავშვებიც კი გამოხატავენ ჩვენს მიმართ სიძულვილს, არადა, ჩვენს გარეშე ქვეყანა, უბრალოდ, დაიღუპება..."- წერს იგი.