პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?
"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?

"ნატო-ში უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ე­ბა გა­ა­ცამ­ტვე­რებს პუ­ტი­ნის გეგ­მებს, უმოქ­მე­დო­ბა მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბას მო­უ­ტანს. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შერ­ყე­ვის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით გა­დად­გა", - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი სა­ავ­ტო­რი სტა­ტი­ა­ში წერს, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა "USA Today”- ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სე­ნა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ვი­ზიტს იხ­სე­ნებს და წერს, რომ მან ვი­ზი­ტი­სას "ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხაზი“ ნახა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 20%-ს გან­სა­ზღვრავს.

სე­ნა­ტო­რის თქმით, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, და­ა­ში­ნონ ქარ­თვე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ხელს უშ­ლი­ან, რაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მებს ქმნის.

"პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შერ­ყე­ვის­კენ რუ­სეთ­მა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით გა­დად­გა, რო­მელ­საც მე ასე­ვე ვეწ­ვიე. ვნა­ხე "ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ხაზი“, რომ­ლი­თაც მო­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თი­სა და მისი ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 20%. აქ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ ქარ­თველ­თა და­ში­ნე­ბას, რის­თვი­საც პე­რი­ო­დუ­ლად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მავ­თულხლარ­თის გა­და­წე­ვას და ზღუ­და­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბას გამ­ყო­ფი ხაზ­ზე, რი­თაც აბ­რკო­ლე­ბენ წვდო­მას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.

რუ­სე­ბი ასვე ხელს უშ­ლი­ან ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას და ჩარ­თულ­ნი არი­ან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრას იმ მე­თო­დე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის - ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის ესო­დენ ნაც­ნო­ბია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ნა­ტო­ში უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი - სულ მცი­რე, უზ­რუნ­ველ­ვყოთ მკა­ფიო გზა წევ­რო­ბის­კენ. ნა­ტო­ში შეს­ვლა ორი­ვე ქვეყ­ნის სურ­ვი­ლია და მათი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა გა­ა­ცამ­ტვე­რებს პუ­ტი­ნის გეგ­მებს. და­არ­სე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ნა­ტოს წევ­რე­ბის სა­ერ­თო თან­ხმო­ბით, ალი­ან­სის კარი ყო­ველ­თვის იყო ღია ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ სუ­ვე­რე­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ალი­ან­სში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით - არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შე­იც­ვა­ლოს. დიახ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ფორ­მე­ბი, რათა ალი­ან­სმა შე­ი­ძი­ნოს ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი. მაგ­რამ უმოქ­მე­დო­ბა მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბას მო­უ­ტანს პუ­ტინს.

ჩვენ უნდა გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა რე­გი­ონ­ში. ჩვენ გვჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ელჩი კი­ევ­ში - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თან საქ­მი­ა­ნი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა ასე­ვე სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ჩვენს ქვეყ­ნებს “- წერს ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი სა­ავ­ტო­რი სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
20

აბა რაააააა

იმედა
16

ხოდა მიგვიღეთ ერთი თქვენიც 2008ში რომ მიგეღეთ დღეს წარმატებული სახელმწოფო ვიქნებოდით მერკელი და სარკოზის ერთი ...............................

ავტორი:

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს, უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს. აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ პირველი ნაბიჯები რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით გადადგა", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში წერს, რომელიც ამერიკულ გამოცემა "USA Today”- ში გამოქვეყნდა.

სენატორი საქართველოში მის ვიზიტს იხსენებს და წერს, რომ მან ვიზიტისას "ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ ნახა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%-ს განსაზღვრავს.

სენატორის თქმით, საოკუპაციო ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები და საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაში ხელს უშლიან, რაც ადგილობრივების საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს ქმნის.

"პირველი ნაბიჯები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ რუსეთმა სწორედ საქართველოსთან მიმართებით გადადგა, რომელსაც მე ასევე ვეწვიე. ვნახე "ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი“, რომლითაც მონიშნულია რუსეთისა და მისი ადგილობრივი ინტერესების გამტარების მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%. აქ რუსული ძალები ცდილობენ ქართველთა დაშინებას, რისთვისაც პერიოდულად ახორციელებენ მავთულხლართის გადაწევას და ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებას გამყოფი ხაზზე, რითაც აბრკოლებენ წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებაზე.

რუსები ასვე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ჩვენთვის - ამერიკელებისთვის ესოდენ ნაცნობია არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ნატოში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული ნატოს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით - არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში - დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს “- წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში.

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია

"შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე" - რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება"?

"შეშფოთებული ვარ საქართველოში მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო..." - ევროპარლამენტარის კრიტიკული პოსტი