სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლი­ად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შავ­შვებ­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, მ.ს.-ს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მას­ვე სამი წლის ვა­დით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2020 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:30 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შავ­შვებ­თან გა­მა­ვა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მარ­ჯვე­ნა სა­მოძ­რაო ზოლ­ში, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ­მა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მ.ს.-მ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო უსაფრ­თხო მარ­თვა, და­არ­ღვია „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და ყო­ველ­გვა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­რე­შე გა­და­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სა­დაც შე­ე­ჯა­ხა სა­რე­ზერ­ვო ზოლ­ში გა­ჩე­რე­ბულ სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ბ.რ. და მისი მგზავ­რე­ბი - ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.ს. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2, მე-4 და მე-8 ნა­წი­ლე­ბით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ერთი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა.

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მ.ს. სრუ­ლი­ად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა - 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, მას­ვე სამი წლის ვა­დით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მ.ს.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები - ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ.

სამართალდამცველებმა მ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. სრულიად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, წარდგენილი ბრალდებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლნისში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ჩხუბის დროს მოკლა

სახლის მეპატრონეს, დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს - პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

"იწვევს ჰალუცინაციებს, აგრესიას, გულის გაჩერებას, უეცარ სიკვდილს..." - რა ვიცით საქართველოში შემოსული ახალი ნარკოტიკის, ე.წ პინაკას შესახებ და როგორ მუშაობს ვაჭრობის "დარქ-სქემა"