სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა
სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ში რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნეს სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. ასე­ვე, იმ­სჯე­ლეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ბი­თუ­მო ბაზ­რის ცვლი­ლე­ბებ­ზე.

„დღეს ვიმ­სჯე­ლეთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა. სე­მეკ­მა შე­ას­რუ­ლა ყვე­ლა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში შე­ი­მუ­შა­ვა და მი­ი­ღო ყვე­ლა სა­ჭი­რო ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რა­მაც ხელი შე­უ­წყო რიგი სი­ახ­ლე­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას.

პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან გვექ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, კერ­ძოდ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლი­სა და მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი იც­ვლე­ბა. მათ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მი­აწ­ვდი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბი. თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას „თე­ლა­სის“ ნაც­ვლად ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მი­აწ­ვდის „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია“ (თელ­მი­კო), ხოლო რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ნაც­ვლად „ეპ ჯორ­ჯია მი­წო­დე­ბა“ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უნდა გან­ვმარ­ტოთ, რომ მათ­თვის არ იც­ვლე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი, იც­ვლე­ბა მხო­ლოდ კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბი­თუ­მო ბა­ზარს, აქაც აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში ვართ. ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟა 2022 წლის იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ სე­მე­კის წევ­რე­ბი - გი­ორ­გი ფან­გა­ნი, გოჩა შო­ნია, მაია მე­ლი­ქი­ძე, გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე, სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის, დო­ნო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წა­რად­გი­ნეს სე­მე­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა - სა­ლო­მე ჯა­ნე­ლი­ძემ და ნი­კო­ლოზ სუმ­ბა­ძემ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი და მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ.

NS

qeTo
0

აი პარაზიტების ჩამონათვალიც!!!! ესენი ყველა ციხეშია ჩასასმელი! მაგათი ხელფასების დაზოგვით დენიც და სხვა კომუნალური მომსახურებაც საგრძნობლად გაიაფდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ცვლილებებზე.

„დღეს ვიმსჯელეთ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე. ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.

პირველი ივლისიდან გვექნება მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები იცვლება. მათ ელექტროენერგიას მიაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება. მოსახლეობისთვის უნდა განვმარტოთ, რომ მათთვის არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი, იცვლება მხოლოდ კომუნალური მომსახურების კომპანია. რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, აქაც აქტიურ ფაზაში ვართ. ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

კონფერენციას ესწრებოდნენ სემეკის წევრები - გიორგი ფანგანი, გოჩა შონია, მაია მელიქიძე, გიორგი ფრუიძე, სამთავრობო უწყებების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წარმომადგენლებმა - სალომე ჯანელიძემ და ნიკოლოზ სუმბაძემ, ელექტროენერგიის გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიების, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლებმა და ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ.

NS

"ხელისუფლებას ვაძლევთ 10-დღიან ვადას, გააუქმოს ე.წ. პრაიდი, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია" - ლევან ვასაძე

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

"დღეს საქართველოში "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას" - პაატა იმნაძე