სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები
"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები

12 ივ­ნისს, კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას გუ­შინ მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. "ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის“ ეზო­ში სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ 49 წლის მურ­მან ლო­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ორი დღე იბ­რძოდ­ნენ ექი­მე­ბი, თუმ­ცა ტრავ­მა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში ცნო­ბი­ლი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი დრა­მე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, "მთვა­რის კლუ­ბის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ...

მურ­მანს გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­ლე­გე­ბი იხ­სნებ­დნენ.

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე დავი უკვე წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ და ახ­ლოს იც­ნობ­დნენ რო­გორც გარ­დაც­ვლილს, ასე­ვე მის შვი­ლებს, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერ­თმა მა­მის გზა აირ­ჩია და კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად შტა­ტებ­ში წა­ვი­და...

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი:

- მურ­მანს ორი შვი­ლი ყავს - თინა და ამი­რა­ნი... ორი­ვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ამი­რა­ნი მა­მის კვალს გაყ­ვა და მუ­სი­კო­სია, აქ ნიუ - იორკში ბენ­დი - "the pandemic" ჰყავს. თინა ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­მის და ახ­ლობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. სწო­რედ თი­ნას სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და მურ­მა­ნი და მისი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე შე­უხ­ვია, და­პარ­კინ­გე­ბაც ვერ მო­ას­წრო, როცა სატ­ვირ­თო მას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. ორი დღე იბ­რძოდ­ნენ ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად. ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრამ­ვე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ას ხსნი­და ბა­გებ­ში, გო­გი­ტა მა­ი­სუ­რა­ძეს­თან ერ­თად და აი, ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და.

ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა სას­წა­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თავ­მდა­ბა­ლი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ოჯა­ხი ახლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მე­ო­რე შვი­ლიც მოფ­რი­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ია, მურ­მანს ძა­ლი­ან ახ­ლოს იც­ნობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში, თქვენც ალ­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა გქონ­დათ?

- 2006 წელს ერთ-ერთ რა­დი­ო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც მურ­მა­ნი ხმის რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობ­და, იქ და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა. როცა გა­ვი­გე "მთვა­რის კლუბ­ში" უკ­რავ­და, გა­მი­ხარ­და, გა­უკ­ვირ­და, რომ მათი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ვი­ცო­დი. ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა, ყვე­ლამ სო­ლის­ტი იცის, დრა­მე­რი და გი­ტა­რის­ტე­ბი ან კლა­ვიშ­ზე ვინც არის, ნაკ­ლე­ბად ამახ­სოვ­რდე­ბა ხალ­ხს.. არა­და, კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი სწო­რედ კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბის­გან შემ­დგა­რი ერ­თო­ბა და ჰარ­მო­ნი­აა. ეს იყო ადა­მი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რით.

მახ­სოვს რა­დი­ო­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფასს არ გვიხ­დიდ­ნენ, ყვე­ლა­ნი ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით, მო­თხოვ­ნებს ვუ­ყე­ნებ­დით ჩვენ მა­შინ­დელ უფ­როსს. მურ­მანს არა­სო­დეს არა­ფე­რი უთ­ქვამს თა­ვის საქ­მეს ჩუ­მად აკე­თებ­და. ჩვენ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, ის ჩვენ­ზე უფ­რო­სი იყო - 30-32 წლის. რომ ხე­დავ­და ხელ­ფასს არ გვიხ­დიდ­ნენ, გა­დი­ო­და შუ­ა­დღეს, ლან­ჩი მოჰ­ქონ­და ყვე­ლას­თვის და გვი­მას­პინ­ძლდე­ბო­და. გგო­ნი­ათ ერთხელ? - თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­და ამას. ეს დღემ­დე და­უ­ვი­წყა­რია ჩემ­თვის.

დავი (მუ­სი­კო­სი, მურ­მან ლო­მიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი):

- მურ­მა­ნი გა­ვი­ცა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ. ერთ-ერთ რა­დი­ო­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ადა­მი­ა­ნით ვი­ყა­ვი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი. ის იყო უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი, ხმის რე­ჟი­სო­რი, დრა­მე­რი, ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის " მთვა­რის კლუ­ბის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, იყო უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც მუ­დამ სხვებ­ზე ფიქ­რობ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას იმე­დი იყო. გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი ასე­ვე უნი­კა­ლუ­რი იუ­მო­რით. პი­რა­დად მე, უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე მის­გან, რო­გორც ხმის რე­ჟი­სუ­რა­ში, ასე­ვე ისიც, თუ რო­გო­რი უნდა იყოს კარ­გი ადა­მი­ა­ნი.

მას ჰქონ­და უამ­რა­ვი გეგ­მა, ჯგუფ­თან ერ­თად ახალ პროგ­რამ­ზე მუ­შა­ობ­და, გახ­სნეს ძა­ლი­ან მა­გა­რი სტუ­დია. მე და მისი შვი­ლი ამი­რა­ნი ამე­რი­კა­ში შევ­ხვდით და აქ ვა­კე­თებთ მუ­სი­კას, გვაქვს სტუ­დია, "აუ­დიო-ვი­დეო პრო­დაქ­შე­ნი". თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად კონ­ტაქ­ტზე ვი­ყა­ვით მურ­მან­თან. ვე­კი­თხე­ბო­დით რჩე­ვებს. ამი­რა­ნი - მისი შვი­ლი, აქ გეგ­მავ­და მურ­მა­ნის ჩა­მოყ­ვა­ნას, რომ ჩვენ­თან ერ­თად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა. იყო უამ­რა­ვი გეგ­მა. ჩვენ ისე დაგ­ვე­მარ­თა - კაცი ბჭობ­და, ღმერ­თი იცი­ნო­დაო. ღმერ­თს თურ­მე თა­ვი­სი გეგ­მე­ბი ჰქო­ნია მუ­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში რომ ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ერთი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ასე­თი უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი თით­ქმის აღარ არი­ან.

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი:

- მურ­მან ლო­მიშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა ბავ­შო­ბა­ში "ნერ­გე­ბი­დან" იწყე­ბა. მერე 90-იან წლებ­ში სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებ­თან ლე­ვან ქუმ­სი­აშ­ვილ­თან (ვო­კა­ლი) და გო­გი­ტა მა­ი­სუ­რა­ძეს­თან (კლა­ვი­ში) ერ­თად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჯგუ­ფი "მთვა­რის კლუ­ბი“ თვი­თონ დრამ­ზე უკ­რავ­და.

ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

მთვა­რის კლუ­ბის“ სიმ­ღე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა როკ-ბა­ლა­დაა - "ოქ­როს ფო­თოლ­თა ლივ­ლი­ვი“, "ფრთებს“, "ოც­ნე­ბა ზღვე­ბის“, "გა­ზა­ფხუ­ლი“, "მე გა­ზა­ფხულ­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბით“და სხვა უამ­რა­ვი ჰი­ტია მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

"მთვა­რის კლუ­ბი“ თბი­ლის­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კლუ­ბი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა უამ­რა­ვი მუ­სი­კო­სი : “ზუმ­ბა“, "ინ­სა­ი­ტი“, "33 ა“, "აუტ­სა­ი­დე­რი“ და სხვ. ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის და ჯგუ­ფე­ბის, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა წლებ­ში სწო­რედ ამ კლუბ­მა და მათ­მა სა­რე­პე­ტი­ცი­ომ გა­ა­ერ­თი­ა­ნა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მუ­სი­კო­სებს ბნელ 90-ია­ნებ­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი და ალ­ბო­მე­ბი. უდი­დე­სი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ იმ­ჟა­მინ­დელ მუ­სი­კო­სებს და ჯგუ­ფებს. მურ­მა­ნი ამ თე­მა­ზე ხმა­მაღ­ლა არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობ­და, რო­გორც ყვე­ლა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, სას­წა­უ­ლი თავ­მდაბ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და...

მუ­რა­ნის და ჯგუფ "მთვა­რის კლუ­ბის“ პრო­ექ­ტია ცნო­ბი­ლი "33ა"-ს ვი­დე­ო­ში "ქარი ქრის“ ასა­ხუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­ტა­რებ­ლით და­დი­ოდ­ნენ ქა­ლაქ-ქა­ლაქ მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნით მარ­თავ­დნენ კონ­ცერ­ტებს და ეძებ­დნენ ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ნი­ჭი­ერ მუ­სი­კო­სებს და ჯგუ­ფებს. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­სი­კო­სი იცის სა­ზო­გა­დე­ბამ.

ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ხმის ინ­ჟი­ნე­რი იყო. პრო­ექ­ტი "ანა - ბანა“ და "რუს­თა­ვი2“-ის უამ­რა­ვი გა­და­ცე­მა, უდი­დე­სი გალა კონ­ცერ­ტე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში იმარ­თე­ბო­და, სწო­რედ მურ­მა­ნის დიდი წვლი­ლით მომ­ზად­და. მისი ერთ - ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ექ­ტი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბა­თუ­მის ოპე­რა იყო. აკუს­ტი­კუ­რად ოპე­რა სწო­რედ მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
0

სატვირთო მანქანების მოძრაობა თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს უნდა ექვემდებარებოდეს!

nata
0

გული ჩამწყდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები

"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები

12 ივნისს, კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ავარიას გუშინ მესამე ადამიანი ემსხვერპლა. "ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულ 49 წლის მურმან ლომიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ორი დღე იბრძოდნენ ექიმები, თუმცა ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი მამაკაცი მუსიკალურ წრეებში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი დრამერია, რომელიც წლების წინ, "მთვარის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ...

მურმანს გუშინ სოციალურ ქსელში კოლეგები იხსნებდნენ.

ია მანიჟაშვილი და მისი მეუღლე დავი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ და ახლოს იცნობდნენ როგორც გარდაცვლილს, ასევე მის შვილებს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მამის გზა აირჩია და კარიერის გასაგრძელებლად შტატებში წავიდა...

ია მანიჟაშვილი:

- მურმანს ორი შვილი ყავს - თინა და ამირანი... ორივე ამერიკაში ცხოვრობს. ამირანი მამის კვალს გაყვა და მუსიკოსია, აქ ნიუ - იორკში ბენდი - "the pandemic" ჰყავს. თინა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, მამის და ახლობლების სანახავად. სწორედ თინას სანახავად მიდიოდა მურმანი და მისი საცხოვრებელ კორპუსთან კრწანისის ქუჩაზე შეუხვია, დაპარკინგებაც ვერ მოასწრო, როცა სატვირთო მას და კიდევ რამდენიმე მანქანას შეეჯახა. ორი დღე იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. ხერხემლის მძიმე დაზიანება ჰქონდა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვების გამო გარდაიცვალა. რამდენიმე კვირაში ხმის ჩამწერ სტუდიას ხსნიდა ბაგებში, გოგიტა მაისურაძესთან ერთად და აი, ასეთი მოულოდნელი, ტრაგიკული ამბავი მოხდა.

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სასწაულად ნიჭიერი მუსიკოსი, პროფესიონალი, თავმდაბალი, უკეთილშობილესი ადამიანი. ოჯახი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მეორე შვილიც მოფრინავს საქართველოში.

- ია, მურმანს ძალიან ახლოს იცნობდნენ მუსიკალურ წრეებში, თქვენც ალბათ პროფესიული მეგობრობა გქონდათ?

- 2006 წელს ერთ-ერთ რადიოში დავიწყე მუშაობა, სადაც მურმანი ხმის რეჟისორად მუშაობდა, იქ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. როცა გავიგე "მთვარის კლუბში" უკრავდა, გამიხარდა, გაუკვირდა, რომ მათი ყველა სიმღერა ვიცოდი. ხომ იცით, როგორც ხდება, ყველამ სოლისტი იცის, დრამერი და გიტარისტები ან კლავიშზე ვინც არის, ნაკლებად ამახსოვრდება ხალხს.. არადა, კარგი მუსიკალური ჯგუფი სწორედ კარგი მუსიკოსებისგან შემდგარი ერთობა და ჰარმონიაა. ეს იყო ადამიანი დღესასწაული თავისი გამორჩეული იუმორით.

მახსოვს რადიოში თვეების განმავლობაში ხელფასს არ გვიხდიდნენ, ყველანი ვაპროტესტებდით, მოთხოვნებს ვუყენებდით ჩვენ მაშინდელ უფროსს. მურმანს არასოდეს არაფერი უთქვამს თავის საქმეს ჩუმად აკეთებდა. ჩვენ პატარები ვიყავით, ის ჩვენზე უფროსი იყო - 30-32 წლის. რომ ხედავდა ხელფასს არ გვიხდიდნენ, გადიოდა შუადღეს, ლანჩი მოჰქონდა ყველასთვის და გვიმასპინძლდებოდა. გგონიათ ერთხელ? - თვეების განმავლობაში აკეთებდა ამას. ეს დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის.

დავი (მუსიკოსი, მურმან ლომიშვილის უახლოესი მეგობარი):

- მურმანი გავიცანი დაახლოებით 20 წლის წინ. ერთ-ერთ რადიოში ერთად ვმუშაობდით. იმ დღიდან მოყოლებული ამ ადამიანით ვიყავი აღფრთოვანებული. ის იყო უნიჭიერესი მუსიკოსი, ხმის რეჟისორი, დრამერი, ლეგენდარული ჯგუფის " მთვარის კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. რაც ყველაზე მთავარი და აღსანიშნავია, იყო უნიკალური ადამიანი. ადამიანი რომელიც მუდამ სხვებზე ფიქრობდა, რომელიც ყველას იმედი იყო. გამოირჩეოდა თავისი ასევე უნიკალური იუმორით. პირადად მე, უამრავი რამ ვისწავლე მისგან, როგორც ხმის რეჟისურაში, ასევე ისიც, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი.

მას ჰქონდა უამრავი გეგმა, ჯგუფთან ერთად ახალ პროგრამზე მუშაობდა, გახსნეს ძალიან მაგარი სტუდია. მე და მისი შვილი ამირანი ამერიკაში შევხვდით და აქ ვაკეთებთ მუსიკას, გვაქვს სტუდია, "აუდიო-ვიდეო პროდაქშენი". თითქმის ყოველდღიურად კონტაქტზე ვიყავით მურმანთან. ვეკითხებოდით რჩევებს. ამირანი - მისი შვილი, აქ გეგმავდა მურმანის ჩამოყვანას, რომ ჩვენთან ერთად გაეგრძელებინა სტუდიაში მუშაობა. იყო უამრავი გეგმა. ჩვენ ისე დაგვემართა - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ღმერთს თურმე თავისი გეგმები ჰქონია მუროსთან დაკავშირებით. მიჭირს მასზე წარსულში რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი უნიკალური ადამიანები თითქმის აღარ არიან.

ია მანიჟაშვილი:

- მურმან ლომიშვილის მუსიკალური მოღვაწეობა ბავშობაში "ნერგებიდან" იწყება. მერე 90-იან წლებში საუკეთესო მეგობრებთან ლევან ქუმსიაშვილთან (ვოკალი) და გოგიტა მაისურაძესთან (კლავიში) ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "მთვარის კლუბი“ თვითონ დრამზე უკრავდა.

ქალიშვილთან ერთად

მთვარის კლუბის“ სიმღერების უმრავლესობა როკ-ბალადაა - "ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, "ფრთებს“, "ოცნება ზღვების“, "გაზაფხული“, "მე გაზაფხულზე გეპატიჟებით“და სხვა უამრავი ჰიტია მათ შემოქმედებაში.

"მთვარის კლუბი“ თბილისში ერთ-ერთი პირველი მუსიკალური კლუბი გახლდათ, რომელმაც გააერთიანა უამრავი მუსიკოსი : “ზუმბა“, "ინსაიტი“, "33 ა“, "აუტსაიდერი“ და სხვ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შემსრულებლების და ჯგუფების, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწორედ ამ კლუბმა და მათმა სარეპეტიციომ გააერთიანა და საშუალება მისცა მუსიკოსებს ბნელ 90-იანებში გაეკეთებინათ საკუთარი ჩანაწერები და ალბომები. უდიდესი ენთუზიაზმით ეხმარებოდნენ იმჟამინდელ მუსიკოსებს და ჯგუფებს. მურმანი ამ თემაზე ხმამაღლა არასოდეს ლაპარაკობდა, როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, სასწაული თავმდაბლობით გამოირჩეოდა...

მურანის და ჯგუფ "მთვარის კლუბის“ პროექტია ცნობილი "33ა"-ს ვიდეოში "ქარი ქრის“ ასახული მოგზაურობა მატარებლით დადიოდნენ ქალაქ-ქალაქ მატარებლის ვაგონით მართავდნენ კონცერტებს და ეძებდნენ ქუთაისში, ბათუმში და სხვა რეგიონებში ნიჭიერ მუსიკოსებს და ჯგუფებს. მათი დამსახურებით დღეს ძალიან ბევრი მუსიკოსი იცის საზოგადებამ.

ის საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ხმის ინჟინერი იყო. პროექტი "ანა - ბანა“ და "რუსთავი2“-ის უამრავი გადაცემა, უდიდესი გალა კონცერტები, ფესტივალები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა, სწორედ მურმანის დიდი წვლილით მომზადდა. მისი ერთ - ერთი ყველაზე დიდი პროექტი განახლებული ბათუმის ოპერა იყო. აკუსტიკურად ოპერა სწორედ მისი დაპროექტებულია.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?