საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი
"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი

ერთი წლის წინ, აშშ-ში ჯორჯ ფლო­იდ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და მსოფ­ლი­ო­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მოძ­რა­ო­ბამ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა.

მას შემ­დეგ უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა, რომ სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბის დიდი ნა­წი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მატ­ჩის და­წყე­ბის წინ მუხ­ლზე დგე­ბი­ან და ეს რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თგვარ პრო­ტეს­ტად მი­იჩ­ნე­ვა.

თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­გვარ ქმე­დე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. მათ შო­რი­საა, ხორ­ვა­ტი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი, რომ­ლის ფეხ­ბურ­თელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც - არ და­ი­ჩო­ქონ მუხ­ლზე, გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე ხორ­ვა­ტი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­ვად გა­და­წყვეტ­დნენ, რო­გორ მო­იქ­ცნენ და ამ სა­კი­თხში ფე­დე­რა­ცია არ ჩა­ე­რე­ო­და.

ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ისი­ნი გმო­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას.

  • "ხორ­ვა­ტი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას სჯე­რა, რომ მო­თა­მა­შე­ებს აქვთ უფ­ლე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იმოქ­მე­დონ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­მი­სად და აქვთ უფ­ლე­ბა, რომ მო­იქ­ცნენ ისე, რო­გორც სურთ. ხორ­ვა­ტი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია პა­ტივს სცემს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ აკის­რებს მათ მუხ­ლის მოყ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რად­გა­ნაც ეს ჟეს­ტი არ შე­ი­ცავს რა­ი­მე სიმ­ბო­ლურ კავ­შირს ხორ­ვა­ტი­ის კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის კონ­ტექ­სტში რა­სიზ­მი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ნათ­ქვა­მია ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში, პირ­ვე­ლი მატ­ჩი ხორ­ვატ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ინ­გლი­სე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, უემბლის სტა­დი­ონ­ზე გა­მარ­თეს (მატ­ჩი ინ­გლი­სელ­თა გა­მარ­ჯვე­ბით 1-0 დას­რულ­და). მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე კი ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, ლუკა მოდ­რიჩ­მა გან­მარ­ტა თუ რა­ტომ არ და­ი­ჩო­ქებ­და მისი გუნ­დი მუხ­ლზე.

"ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ მუხ­ლზე არ დავ­დგე­ბით. არ არ­სე­ბობს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზი, მაგ­რამ ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს არ გა­ვა­კე­თოთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ არ ვართ რა­ზის­მის და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი.

ჩვენ არ მოგ­ვწონს რა­სიზ­მი, მაგ­რამ მუხ­ლზე დად­გო­მა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სხვა გზა რა­სიზ­მის წი­ნაღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. დიახ, ჩვენ მუხ­ლზე არ დავ­დგე­ბით, ხორ­ვა­ტია ამას არ გა­ა­კე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და ლუკა მოდ­რიჩ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე მატ­ჩის და­წყე­ბი­სას, რო­დე­საც ინ­გლი­სელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მუხ­ლი მო­ი­ყა­რეს, ხოლო ხორ­ვა­ტებ­მა - არა, მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნულს სტვე­ნით შეხ­ვდა. ისი­ნი მო­უ­წო­დებ­დნენ ხორ­ვა­ტებს თა­ვა­დაც მი­ე­ბა­ძათ ინ­გლი­სე­ლი კო­ლე­გე­ბის­თვის, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი ხორ­ვა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით შეხ­ვდა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცცცც
8

ძალიანაც კარგია,

ვაჟა
10

და სწორიცააა მუხლის მოდრეკა და რაგაც უაზრო ჟესტები სისულელეა, თუ შეგნებაში არ გაქვს მაშინ გინდ მუხლი მოიდრიკე და გინდ წამოწექი. რატომ უნდა იდგეს მუხლმოდრეკილი, არაფრის შემცვლელი ქმედებაა და მეტი არაფერი ვიღაცის უაზრო ახირება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი

"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი

ერთი წლის წინ, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა რასიზმის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი გააერთიანა და მსოფლიოში დისკრიმინაციისა და რასიზმის წინააღმდეგ მოძრაობამ ახალი ძალით იფეთქა.

მას შემდეგ უკვე ტრადიციად იქცა, რომ საფეხბურთო გუნდების დიდი ნაწილის ფეხბურთელები მატჩის დაწყების წინ მუხლზე დგებიან და ეს რასიზმის წინააღმდეგ ერთგვარ პროტესტად მიიჩნევა.

თუმცა ზოგიერთი ფეხბურთელი ამგვარ ქმედებაზე უარს ამბობს. მათ შორისაა, ხორვატიის ეროვნული ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა გადაწყვეტილებაც - არ დაიჩოქონ მუხლზე, განხილვის საგნად იქცა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ ფეხბურთელები თავად გადაწყვეტდნენ, როგორ მოიქცნენ და ამ საკითხში ფედერაცია არ ჩაერეოდა.

ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი გმობენ ყველანაირ დისკრიმინაციას.

  • "ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას სჯერა, რომ მოთამაშეებს აქვთ უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით იმოქმედონ საკუთარი სურვილის შესაბამიმისად და აქვთ უფლება, რომ მოიქცნენ ისე, როგორც სურთ. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია პატივს სცემს ფეხბურთელების გადაწყვეტილებას და არ აკისრებს მათ მუხლის მოყრის ვალდებულებას, რადგანაც ეს ჟესტი არ შეიცავს რაიმე სიმბოლურ კავშირს ხორვატიის კულტურისა და ტრადიციების კონტექსტში რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, პირველი მატჩი ხორვატმა ფეხბურთელებმა ინგლისელების წინააღმდეგ, უემბლის სტადიონზე გამართეს (მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა). მატჩის დაწყებამდე კი ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა განმარტა თუ რატომ არ დაიჩოქებდა მისი გუნდი მუხლზე.

"ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მუხლზე არ დავდგებით. არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ რაზისმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგნი.

ჩვენ არ მოგვწონს რასიზმი, მაგრამ მუხლზე დადგომა გამოსავალი არ არის, არსებობს უამრავი სხვა გზა რასიზმის წინაღმდეგ საბრძოლველად. დიახ, ჩვენ მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს“, - განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მატჩის დაწყებისას, როდესაც ინგლისელმა ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს, ხოლო ხორვატებმა - არა, მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრების ნაწილი აღნიშნულს სტვენით შეხვდა. ისინი მოუწოდებდნენ ხორვატებს თავადაც მიებაძათ ინგლისელი კოლეგებისთვის, თუმცა მაყურებლის დიდი ნაწილი ხორვატების გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდა.