პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე
"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტის ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 9 მა­ისს 9 წელი გა­ვი­და. დი­დია ამ ადა­მი­ა­ნის ღვაწ­ლი ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში. და­უ­ვი­წყა­რია მისი შექ­მნი­ლი რო­ლე­ბი, თუმ­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლი კი­ნო­რო­ლია დათა თუ­თაშ­ხია, რო­მელ­მაც დიდი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

"დათა არის ის, რო­გო­რიც მინ­დო­და, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ოც­ნე­ბა კი ყო­ველ­თვის ძვირ­ფა­სია... ამ როლ­ზე ძა­ლი­ან იო­ლად ვი­მუ­შა­ვე. მხო­ლოდ ტექ­სტის სწავ­ლა დამ­ჭირ­და. ის სულ­ში მი­ზის. "დათა თუ­თაშ­ხია“ ჯერ წიგ­ნად არ იყო გა­მო­ცე­მუ­ლი, თა­მაზ მე­ლი­ა­ვამ მან­ქა­ნა­ზე ნა­ბეჭ­დი რომ მო­მი­ტა­ნა. თა­მა­ზი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მერე თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს უნ­დო­და ორ­სე­რი­ა­ნი ფილ­მი გა­და­ე­ღო. ისიც ამ­ბობ­და, თუ­თაშ­ხია, ალ­ბათ, ოთა­რი იქ­ნე­ბაო. სა­ბო­ლო­ოდ, ეს საქ­მე გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს გა­და­ე­ცა“, - ყვე­ბო­და ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ეს როლი მარ­თლაც დიდი და ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა. ამ გმი­რის შემ­სრუ­ლებ­ლად სხვა მსა­ხი­ო­ბი არც გა­უ­სინ­ჯავთ. აქ­ცენ­ტი თა­ვი­დან­ვე მას­ზე გა­კეთ­და, ბა­ტონ ოთარს უნდა ეთა­მა­შა და ეს თა­ვი­დან­ვე თვი­თო­ნაც იცო­და.

"გან­გე­ბამ და­მა­ჯილ­დო­ვა, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ. არც თუ­თაშ­ხი­ას როლი იქ­ნე­ბო­და, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს რომ არ ეთ­ქვა სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს­თვის, - თუ ოთა­რი არ შე­ას­რუ­ლებს ამ როლს, არ გა­და­ვი­ღე­ბო. არა­და, რა ცოდო ვიქ­ნე­ბო­დი, ამ როლს ჩემ­თვის გვერ­დი რომ აევ­ლო! თავ­და­პირ­ვე­ლად, თერ­თმეტ სე­რი­ას ვა­პი­რებ­დით... მაგ­რამ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სცე­ნა ამო­იჭ­რა. შემ­დეგ "მოს­კო­ვიც“ ჩა­ე­რია და 7 სე­რი­ა­ზე და­იყ­ვა­ნა. როცა უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი ნა­ხეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თქვეს: სუ­რა­თი გა­მო­ვი­და და ხელს ნუ­ღარ ახ­ლებ­თო. ცენ­ზუ­რის თვალ­საზ­რი­სი­თაც, რუ­სულ ვა­რი­ან­ტში ტექ­სტე­ბი ამო­ყა­რეს, თუმ­ცა ქარ­თულ­ში ისე დარ­ჩეს, რო­გორც სა­ჭი­რო­აო,“ - ყვე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი...

"ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი - ნიღ­ბის მიღ­მა“ - ასე და­არ­ქვა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ოლი­კო ჟღენ­ტმა თა­ვის წიგნს, რო­მე­ლიც გე­ნი­ა­ლურ ქარ­თველ მსა­ხი­ობს მი­უ­ძღვნა, სა­დაც მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სით წარ­მო­ა­ჩენს. წიგნ­ში, რო­მე­ლიც მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 5 წლის შემ­დეგ გა­მო­ი­ცა, გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გზაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ერ­თგვა­რი აღ­სა­რე­ბა-მო­ნო­ლო­გია, სა­ი­და­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს გთა­ვა­ზობთ.

გზა პრო­ფე­სი­ამ­დე და პრო­ფე­სი­ა­ში

იღ­ბლი­ა­ნი არ­ტის­ტის იმი­ჯის მი­უ­ხე­და­ვად, არც გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმე­დე­ბი დამ­კლე­ბია და ტკი­ვი­ლიც საკ­მა­რის­ზე მეტი გან­მიც­დია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ბედ­ნი­ერ კა­ცად ვთვლი თავს, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ გვერ­დით იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­სიც ბო­ლომ­დე მჯე­რო­და - არა­ვის უღა­ლა­ტია - არც ცხოვ­რე­ბა­ში და არც საქ­მე­ში... ბო­ლოს მა­ინც თე­ატრმა გა­დამ­ძა­ლა... სკო­ლა­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლი მყავ­და - გუ­რამ ჭი­ჭი­ნა­ძე - სი­თა­მა­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, კარ­გად მღე­რო­და, უკ­რავ­და, იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, მე მორ­ცხვი ვი­ყა­ვი, მო­რი­დე­ბუ­ლი და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­წონ­და. ალ­ბათ, ერ­თმა­ნეთს ვავ­სებ­დით. ერ­თად მი­ვე­დით "პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის" მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის კა­ბი­ნეტ­ში. მან შემ­დეგ სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩია.

ნო­დარ ჩხე­ი­ძეს, ჩვენს პე­და­გოგს, ყვე­ლა "ბი­ჭი­კოს“ ვე­ძახ­დით, ჩემი მო­მა­ვა­ლი ამ კაც­მა გან­სა­ზღვრა. უნი­ჭი­ე­რე­სი არ­ტის­ტი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. ჩემი თა­ო­ბის ბი­ჭებს თე­ატ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ჩაგ­ვი­ნერ­გა... ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი უბედ­ნი­ე­რე­სი ხანა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. იმარ­თე­ბო­და სა­ღა­მო­ე­ბი, ვდგამ­დით სპექ­ტაკ­ლებს, ამ საქ­მის გარ­და არაფ­რის კე­თე­ბა არ გვინ­დო­და. ინ­სტი­ტუ­ტში ჩემი საქ­მე უც­ნა­უ­რად წა­რი­მარ­თა. პირ­ვე­ლი კურ­სის გა­მოც­დე­ბი კარ­გად ვერ ჩა­ვა­ბა­რე. იან­ვარ­ში კი­ნა­ღამ გამ­რი­ცხეს. ხდე­ბა ხოლ­მე, ზოგი ფრი­ა­დებ­ზე ამ­თავ­რებს, მაგ­რამ საქ­მეს ბო­ლომ­დე ვე­ღარ მიჰ­ყვე­ბა...

მთე­ლი ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ლილი იო­სე­ლი­ა­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­ვა­ტა­რე. თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვენ­დო­ბო­დი, ყვე­ლა­ზე მეტი მან მომ­ცა. ლექ­ცი­ებს არა­ერ­თი ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­კი­თხავ­და, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში აკა­კი ვა­სა­ძეს უდი­დე­სი როლი აქვს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუს­თა­ვის თე­ატ­რში ერ­თად მუ­შა­ო­ბი­სას დავ­მე­გობ­რდით. მა­ნამ­დე მას­თან პირ­ველ სა­დიპ­ლო­მო სპე­ტაკლზე მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ... 1954 წელს ინ­სტი­ტუტს ვამ­თავ­რებ­დი, რო­დე­საც აკა­კი ხო­რა­ვამ ერთი სპექ­ტაკ­ლი დად­გა, ჩვე­ნი ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ მსა­ხი­ობ­ზე თქვა ჩემ­თან თე­ატ­რში წა­გიყ­ვან­თო. მე პი­რა­დი მო­ტი­ვი მა­მოძ­რა­ვებ­და და ამის გამო არ მინ­დო­და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მის­ვლა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წა­ვე­დი... უფ­რო­სი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი ახალ­გაზ­რდებს ძა­ლი­ან გვიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ, ვუყ­ვარ­დით. აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი ჩვე­ნი მა­მო­ბი­ლი იყო, ზრუნ­ვას არ გვაკ­ლებ­და...

შე­უ­და­რე­ბე­ლი სას­ცე­ნო პარტნი­ო­რი - მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე

რო­დე­საც სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ, და­წყე­ბის წინ მე­კი­თხე­ბი­ან, - თუ რო­გორ ვგრძნობ თავს, პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ერ­თია: მორ­ჩე­ბა და მერე გე­ტყვით. სპექ­ტაკლში "აურ­ზა­უ­რი არაფ­რის გამო“ მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის პარტნი­ო­რი პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. ის ბი­ატ­რი­ჩე იყო, მე - ბე­ნე­დიქ­ტი. ერთ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ხელი ჯი­ბე­ში ჩა­მი­ყო. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, რო­ლის­თვის რა­ღაც დე­ტა­ლი მო­ი­ფიქ­რა-მეთ­ქი. დამ­თავ­რდა რე­პე­ტი­ცია, ვნა­ხე, კვერ­ცხი ჩა­უ­დია. სხვა დღეს ვაშ­ლი მო­მა­წო­და. ესეც ისეთ დროს, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე მე­კი­თხა, - თუ რა­ტომ. მი­ვე­დი სახ­ლში, მო­ვუ­ყე­ვი გუ­რან­დას ეს ამ­ბა­ვი და სი­ცი­ლი აუ­ტყდა - ჩემი ბრა­ლია, მე ვუ­თხა­რი ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას, თუ ოთა­რი მში­ე­რია, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, შე­ჭამს და კარგ გუ­ნე­ბა­ზე დად­გე­ბაო. თურ­მე ეს იყო ჩემი პრო­დუქ­ტე­ბით მო­მა­რა­გე­ბის მი­ზე­ზი. მახ­ვილ ჭკუ­ას­თან ერ­თად, ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას ასე­თი გუყ­ლუბ­რყვი­ლო­ბაც ახა­სი­ა­თებ­და. მერე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ფილმში "მზე შე­მოდ­გო­მი­სა" და სპექ­ტალკლში "ოი­დი­პოს მეფე". არ შემ­ხვედ­რია მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რის­თვის ამ­დენს იც­ლი­დეს. ყო­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ი­სა და სპექ­ტაკ­ლის დროს გაძ­ლევ­და უამ­რავ შე­ნიშ­ვნას და იმა­ვეს მო­ი­თხოვ­და შენ­გან...

მშობ­ლე­ბი და ბავ­შვო­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის ანუ მეღ­ვი­ნე­თა უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ცხა­დია, რომ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი წო­დე­ბა იყო და ეს კაცი მე­ფის კარ­ზე ღვი­ნოს გა­ნა­გებ­და, ამ საქ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. პირ­და­პირ გვა­რი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეგ­რეა... მა­მა­ჩე­მი გიმ­ნა­ზი­ა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, გვა­რის ის­ტო­რია რომ მო­ე­ძებ­ნა. გად­მო­ცე­მით თუ მე­ტყო­და რა­მეს, ცი­ციშ­ვი­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებ­და ხოლ­მე... ვფიქ­რობ, ჩვე­ნი გვა­რის ძი­რიც კა­ხე­თი­დან უნდა იყოს, რაკი გვა­რი ღვი­ნოს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მერე უკვე აქე­დან ქარ­თლში გა­და­სუ­ლი.

დედა - ელე­ნე, ხორ­ხე­ლე­ლი გახ­ლდათ. მათი ძი­რძვე­ლი სამ­კვიდ­რო ქარ­თლია. ოთხი ვა­ჟის და­ღუპ­ვის შემ­დეგ, პა­პა­ჩემს ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ანაბ­რად დარ­ჩე­ნილს, ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვლი - ელე­ნე აწყუ­რე­ლი, ვახ­ტანგ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის­თვის მი­უ­თხო­ვე­ბია. ჩემი მშობ­ლე­ბი 1918 წელს და­ქორ­წინ­დნენ. 1924 წლის ცნო­ბი­ლი აჯან­ყე­ბის ფონ­ზე, ბოლ­შე­ვი­კე­ბი მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სე­ბის ოჯა­ხებს გან­სა­კუთ­რე­ბით დევ­ნიდ­ნენ. მი­ზე­ზი ქა­ქუ­ცას­თან ნა­თე­სა­ო­ბა იყო. აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, ივა­ნე მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი (მა­მა­ჩე­მის უფ­რო­სი ძმა) დახ­ვრი­ტეს. მამა საფრ­თხის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, ძმას­თან - შაქ­როს­თან ერ­თად, იძუ­ლე­ბით აყ­რი­ლა წი­ნა­პარ­თა სა­ვა­ნი­დან და ჯერ იმე­რეთ­ში გა­ხიზ­ნუ­ლა... "ისეთ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გა­ვი­ზარ­დე, ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უქონ­ლო­ბა დი­დად არ მა­წუ­ხებ­და“ 1930 წელს ჩვე­ნი ოჯა­ხი თბი­ლის­ში და­სახ­ლდა, სა­დაც მე 1932 წელს და­ვი­ბა­დე. სოფ­ლე­ლე­ბი ქა­ლა­ქე­ლე­ბად ვი­ქე­ცით. ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი კავ­ში­რის, დღე­ვან­დე­ლი თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში (9 კვად­რა­ტუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­და) ვცხოვ­რობ­დით. ძლი­ე­რი წვი­მის დროს ნი­აღ­ვა­რი ბი­ნა­ში გვი­ვარ­დე­ბო­და. რომ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, აკ­ვნის მა­გივ­რო­ბას ჭერ­ში და­კი­დე­ბუ­ლი ჰა­მა­კი ას­რუ­ლებ­და... წა­მო­ვი­ზარ­დე თუ არა, ჰა­მა­კი­დან ია­ტაკ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლე.

მამა რა­ი­ონ­ში სა­მე­ურ­ნეო ნა­წი­ლის გამ­გედ მუ­შა­ობ­და. ერთი უბ­რა­ლო კაცი იყო, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. რა­ი­ონ­ში მუ­შა­ო­ბა, ხში­რად უწევ­და, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა. დედა ძა­ლი­ან წვა­ლობ­და, გა­ჭირ­ვე­ბით გვზრდი­და. მამა უდაბ­ნოს მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც (სა­გა­რე­ჯო) მუ­შა­ობ­და. იქა­უ­რო­ბა ქვე­წარ­მავ­ლე­ბით იყო სავ­სე. მე კი ხში­რად ფეხ­შიშ­ვე­ლი დავ­რბო­დი. უცებ გან­ზე გავ­ხტე­ბო­დი ხოლ­მე, ფეხი რომ არ და­მედ­გა. ასე­თი ბავ­შვო­ბა მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, ფეხ­შიშ­ვე­ლი სირ­ბი­ლი, ცხე­ნით ჯი­რი­თი, ცურ­ვა... დე­ი­და მყავ­და მცხე­თა­ში, იქ მივ­ყავ­დი ხოლ­მე მშობ­ლებს, სა­დაც მტკვარ­სა დ არაგვზე ცურ­ვას ვსწავ­ლობ­დი...

...მახ­სენ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი, რომ­ლის ბაღ­შიც ხში­რად დავ­ტან­ტა­ლებ­დი პა­ტა­რა ბიჭი - სტუ­დენ­ტებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მაზ გო­გო­ებს... 13 წლით უფ­რო­სი ძმა მყავ­და, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე, 1939 წელს ფი­ნე­თის ფრონტზე გა­იწ­ვი­ეს. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დიდ­ხანს ვე­ძებ­დით, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გა, ეს იყო დე­და­ჩე­მის დიდი დარ­დი... ჩვე­ნი ოჯა­ხი გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ მამა ამას არაფ­რად აგ­დებ­და. კარ­გად მღე­რო­და ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს. სტუ­მა­რი ჩვენს პა­ტა­რა ბი­ნას არ აკ­ლდა. ზოგ­ჯერ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვის­მენ­დი სტუ­მარ-მას­პინ­ძლის სიმ­ღე­რებს და ხუმ­რო­ბებს. ისეთ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გა­ვი­ზარ­დე, რომ ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უქონ­ლო­ბა დი­დად არ მა­წუ­ხებ­და. მა­მა­ჩემ­საც არ აწუ­ხებ­და. ამ ჭკუ­ით გამ­ზარ­და. მე­უბ­ნე­ბო­და: მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, არ მიკ­ვირ­და, არ მაქვს, არც ეს მიკ­ვირ­სო. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის კაცს შე­იძ­ლე­ბა, დღეს მეტი ჰქო­ნო­და, მაგ­რამ არაა ეს ჩემ­თვის სა­დარ­დე­ბე­ლი.

მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 2 კვი­რა ვერ გა­მოვ­ფხიზ­ლდი... არ შე­მეძ­ლო... დე­და­ჩემ­მა ჩემს ხელ­ში და­ლია სული. რა უც­ნა­უ­რია ჩვე­ნი პრო­ფე­სია, თურ­მე ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვეც­ნო­ბი­ე­რად მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რჩე­ბა. იმ წუ­თებ­ში ამა­ზე არ ფიქ­რობ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით იმახ­სოვ­რებ. როცა "ფი­როს­მან­ში" ვთა­მა­შობ­დი, ის დე­და­ჩე­მის - ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის წას­ვლას მა­გო­ნებ­და...

"მე და გუ­რან­და - ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო პრო­ფე­სი­ულ­მა ინ­ტე­რეს­მაც გან­სა­ზღვრა“

გუ­რან­და ჯერ კი­დევ 14 წლის იყო, რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი. ფო­თის თე­ატ­რი ბორ­ჯომ­ში თე­ატ­რის გას­ტრო­ლებს მარ­თავ­და, რომ­ლის სპექ­ტაკლში გუ­რან­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მისი მამა - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია იმა­ვე თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. გუ­რან­და­ზე 5 წლით უფ­რო­სი ვარ. ცხა­დია, მა­შინ არც კი მი­ფიქ­რია, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­მე­ხე­და მის­თვის, პი­რი­ქით, არ მო­მე­წო­ნა მისი სი­თა­მა­მე და ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი ქა­ლა­ბი­ჭა და ახ­ტა­ჯა­ნა გო­გოა-მეთ­ქი. გა­ვი­და დრო და გუ­რან­და თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სცე­ნა­ზე ვნა­ხე. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, კარ­გად თა­მა­შობ­და. თურ­მე თვი­თო­ნაც ეს­წრე­ბო­და ჩემს სპექ­ტაკ­ლებს. ერთხელ მა­მაც კი მო­უყ­ვა­ნია და უკი­თხავს - ის ბიჭი რო­გორ მოგ­წონ­სო? რო­გორც დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ო­ბი, არ არის ცუ­დიო. რო­გორ, არ მოგ­წონ­სო? - ჯი­უ­ტად ჩა­ა­ცივ­და თურ­მე გუ­რან­და. ალ­ბათ სა­ერ­თო პრო­ფე­სი­ულ­მა ინ­ტე­რეს­მაც გან­სა­ზღვრა, რომ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ცო­დოა ადა­მი­ა­ნი, თუ სიყ­ვა­რულ­მა გვერ­დი აუ­ა­რა და ამ გრძნო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა მის­მა ცხოვ­რე­ბამ. სიყ­ვა­რუ­ლი თავ­ზარ­დამ­ცე­მი რამ არის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის, ისე უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს... თუ შენი საქ­მე ძა­ლი­ან გიყ­ვარს, ხში­რად ოჯა­ხის­თვის ვე­ღარ იცლი. რა­ღაც ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბიც ხდე­ბა. მხო­ლოდ შენი საქ­მე გა­ინ­ტე­რე­სებს. როცა საქ­მე­ში ერ­თად არი­ან, ეს თით­ქოს უნდა აად­ვი­ლებ­დეს ყვე­ლა­ფერს. პა­რა­დოქ­სი ისაა, რომ ხან­და­ხან ორი­ვე ნი­ჭი­ე­რია, ერთ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თიც უყ­ვართ, მაგ­რამ მა­ინც ინ­გრე­ვა ოჯა­ხი. ასეთ რა­მეს ერ­თმა­ნეთ­თან შე­ჯიბ­რი იწ­ვევს. ოჯა­ხე­ბი დან­გრე­უ­ლა იმის გამო, რომ ერთს მე­ო­რეს­თვის უჯობ­ნია. გუ­რან­დას ჩემ­თვის საყ­ვე­დუ­რი ხში­რად უთ­ქვამს, მუ­შა­ო­ბა­ში ხელს მიშ­ლიო. მინ­და, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი იყოს. ამას დროს სჭირ­დე­ბა. მე ვერ ვით­მენ და შე­ნიშ­ვნებს უხე­შად ვაძ­ლევ. ამ დროს ცოტა უჭირს, მაგ­რამ მა­ინც გვიყ­ვარს ერ­თად მუ­შა­ო­ბა. ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა ხელს გვი­წყობს, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნებს უფრო ად­ვი­ლად ვთა­მა­შობთ. მე­გობ­რე­ბიც ვართ და ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით... გუ­რან­დას­თან, სცე­ნა­ზე რო­გორც პარტნი­ორ­თან თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგრძნობ, ერ­თმა­ნეთს უსი­ტყვოდ ვუ­გებთ...

"ძა­ლი­ან მჯე­რა ჩემი შვი­ლის“...

ოჯახ­ში კი­დევ მყავს ერთი წევ­რი, ვი­საც მოთ­მი­ნე­ბით ვუგ­დებ ყურს - ეს ჩემი ქლიშ­ვი­ლია. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ძა­ლი­ან მჯე­რა ჩემი შვი­ლის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ შვი­ლია და ღა­ლა­ტის ნა­ტა­მა­ლიც კი გა­მო­რი­ცხუ­ლია. მწამს მისი ინ­ტე­ლექ­ტის, გე­მოვ­ნე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის..."

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
1

უკომენტაროდ!!!

ucnobi
67

მე როგორც ვიცი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ ოთარი და მერი ანდრონიკაშვილი, მერის დედა იყო გაგლოევა- ოსის ქალი, ხოდა ოთარისაც ოსის სისხლი ჰქონდა ისე გაგლოევებიც ოსი თავადებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

გენიალური არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან 9 მაისს 9 წელი გავიდა. დიდია ამ ადამიანის ღვაწლი ქართულ თეატრსა და კინოში. დაუვიწყარია მისი შექმნილი როლები, თუმცა გამორჩეული კინოროლია დათა თუთაშხია, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა.

"დათა არის ის, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი, ოცნება კი ყოველთვის ძვირფასია... ამ როლზე ძალიან იოლად ვიმუშავე. მხოლოდ ტექსტის სწავლა დამჭირდა. ის სულში მიზის. "დათა თუთაშხია“ ჯერ წიგნად არ იყო გამოცემული, თამაზ მელიავამ მანქანაზე ნაბეჭდი რომ მომიტანა. თამაზი რომ გარდაიცვალა, მერე თენგიზ აბულაძეს უნდოდა ორსერიანი ფილმი გადაეღო. ისიც ამბობდა, თუთაშხია, ალბათ, ოთარი იქნებაო. საბოლოოდ, ეს საქმე გიგა ლორთქიფანიძეს გადაეცა“, - ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის შემოქმედებაშიც ეს როლი მართლაც დიდი და ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ გმირის შემსრულებლად სხვა მსახიობი არც გაუსინჯავთ. აქცენტი თავიდანვე მასზე გაკეთდა, ბატონ ოთარს უნდა ეთამაშა და ეს თავიდანვე თვითონაც იცოდა.

"განგებამ დამაჯილდოვა, რომ ჩემით დაინტერესდნენ. არც თუთაშხიას როლი იქნებოდა, გიგა ლორთქიფანიძეს რომ არ ეთქვა სამხატვრო საბჭოსთვის, - თუ ოთარი არ შეასრულებს ამ როლს, არ გადავიღებო. არადა, რა ცოდო ვიქნებოდი, ამ როლს ჩემთვის გვერდი რომ აევლო! თავდაპირველად, თერთმეტ სერიას ვაპირებდით... მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი სცენა ამოიჭრა. შემდეგ "მოსკოვიც“ ჩაერია და 7 სერიაზე დაიყვანა. როცა უკვე გადაღებული ნახეს, საბედნიეროდ, თქვეს: სურათი გამოვიდა და ხელს ნუღარ ახლებთო. ცენზურის თვალსაზრისითაც, რუსულ ვარიანტში ტექსტები ამოყარეს, თუმცა ქართულში ისე დარჩეს, როგორც საჭიროაო,“ - ყვებოდა მსახიობი...

"ოთარ მეღვინეთუხუცესი - ნიღბის მიღმა“ - ასე დაარქვა ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტმა თავის წიგნს, რომელიც გენიალურ ქართველ მსახიობს მიუძღვნა, სადაც მას სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს. წიგნში, რომელიც მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან თითქმის 5 წლის შემდეგ გამოიცა, გენიალური მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების გზაა წარმოდგენილი. ერთგვარი აღსარება-მონოლოგია, საიდანაც საინტერესო ეპიზოდებს გთავაზობთ.

გზა პროფესიამდე და პროფესიაში

იღბლიანი არტისტის იმიჯის მიუხედავად, არც გაცრუებული იმედები დამკლებია და ტკივილიც საკმარისზე მეტი განმიცდია. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერ კაცად ვთვლი თავს, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, ვისიც ბოლომდე მჯეროდა - არავის უღალატია - არც ცხოვრებაში და არც საქმეში... ბოლოს მაინც თეატრმა გადამძალა... სკოლაში თანაკლასელი მყავდა - გურამ ჭიჭინაძე - სითამამით გამოირჩეოდა, კარგად მღეროდა, უკრავდა, იუმორის გრძნობა ჰქონდა, მე მორცხვი ვიყავი, მორიდებული და მასთან ურთიერთობა მომწონდა. ალბათ, ერთმანეთს ვავსებდით. ერთად მივედით "პიონერთა სასახლის" მხატვრული კითხვის კაბინეტში. მან შემდეგ სხვა პროფესია აირჩია.

ნოდარ ჩხეიძეს, ჩვენს პედაგოგს, ყველა "ბიჭიკოს“ ვეძახდით, ჩემი მომავალი ამ კაცმა განსაზღვრა. უნიჭიერესი არტისტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ჩემი თაობის ბიჭებს თეატრის სიყვარული ჩაგვინერგა... ეს იყო დაუვიწყარი უბედნიერესი ხანა ჩვენს ცხოვრებაში. იმართებოდა საღამოები, ვდგამდით სპექტაკლებს, ამ საქმის გარდა არაფრის კეთება არ გვინდოდა. ინსტიტუტში ჩემი საქმე უცნაურად წარიმართა. პირველი კურსის გამოცდები კარგად ვერ ჩავაბარე. იანვარში კინაღამ გამრიცხეს. ხდება ხოლმე, ზოგი ფრიადებზე ამთავრებს, მაგრამ საქმეს ბოლომდე ვეღარ მიჰყვება...

მთელი ჩემი ახალგაზრდობა ლილი იოსელიანის ზედამხედველობით გავატარე. თვალდახუჭული ვენდობოდი, ყველაზე მეტი მან მომცა. ლექციებს არაერთი ლეგენდარული ადამიანი მიკითხავდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში აკაკი ვასაძეს უდიდესი როლი აქვს. მოგვიანებით რუსთავის თეატრში ერთად მუშაობისას დავმეგობრდით. მანამდე მასთან პირველ სადიპლომო სპეტაკლზე მომიწია მუშაობამ... 1954 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც აკაკი ხორავამ ერთი სპექტაკლი დადგა, ჩვენი ჯგუფი მონაწილეობდა. სამ მსახიობზე თქვა ჩემთან თეატრში წაგიყვანთო. მე პირადი მოტივი მამოძრავებდა და ამის გამო არ მინდოდა რუსთაველის თეატრში მისვლა. მარჯანიშვილის თეატრში წავედი... უფროსი თაობის მსახიობები ახალგაზრდებს ძალიან გვიფრთხილდებოდნენ, ვუყვარდით. აკაკი კვანტალიანი ჩვენი მამობილი იყო, ზრუნვას არ გვაკლებდა...

შეუდარებელი სასცენო პარტნიორი - მედეა ჯაფარიძე

როდესაც სპექტაკლს ვთამაშობ, დაწყების წინ მეკითხებიან, - თუ როგორ ვგრძნობ თავს, პასუხი ყოველთვის ერთია: მორჩება და მერე გეტყვით. სპექტაკლში "აურზაური არაფრის გამო“ მედეა ჯაფარიძის პარტნიორი პირველად ვიყავი. ის ბიატრიჩე იყო, მე - ბენედიქტი. ერთ რეპეტიციაზე ხელი ჯიბეში ჩამიყო. ვიფიქრე, ალბათ, როლისთვის რაღაც დეტალი მოიფიქრა-მეთქი. დამთავრდა რეპეტიცია, ვნახე, კვერცხი ჩაუდია. სხვა დღეს ვაშლი მომაწოდა. ესეც ისეთ დროს, რომ ვერ მოვახერხე მეკითხა, - თუ რატომ. მივედი სახლში, მოვუყევი გურანდას ეს ამბავი და სიცილი აუტყდა - ჩემი ბრალია, მე ვუთხარი ქალბატონ მედეას, თუ ოთარი მშიერია, ცუდ ხასიათზეა, შეჭამს და კარგ გუნებაზე დადგებაო. თურმე ეს იყო ჩემი პროდუქტებით მომარაგების მიზეზი. მახვილ ჭკუასთან ერთად, ქალბატონ მედეას ასეთი გუყლუბრყვილობაც ახასიათებდა. მერე იყო ჩვენი შეხვედრა ფილმში "მზე შემოდგომისა" და სპექტალკლში "ოიდიპოს მეფე". არ შემხვედრია მსახიობი, რომელიც პარტნიორისთვის ამდენს იცლიდეს. ყოველი რეპეტიციისა და სპექტაკლის დროს გაძლევდა უამრავ შენიშვნას და იმავეს მოითხოვდა შენგან...

მშობლები და ბავშვობა

საქართველოში არსებობდა მეღვინეთუხუცესის ანუ მეღვინეთა უფროსის თანამდებობა. ცხადია, რომ მეღვინეთუხუცესი წოდება იყო და ეს კაცი მეფის კარზე ღვინოს განაგებდა, ამ საქმის ხელმძღვანელი იყო. პირდაპირ გვარი გვიჩვენებს, რომ ეგრეა... მამაჩემი გიმნაზიადამთავრებული გახლდათ, უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, გვარის ისტორია რომ მოეძებნა. გადმოცემით თუ მეტყოდა რამეს, ციციშვილებს მოიხსენიებდა ხოლმე... ვფიქრობ, ჩვენი გვარის ძირიც კახეთიდან უნდა იყოს, რაკი გვარი ღვინოსთანაა დაკავშირებული და მერე უკვე აქედან ქართლში გადასული.

დედა - ელენე, ხორხელელი გახლდათ. მათი ძირძველი სამკვიდრო ქართლია. ოთხი ვაჟის დაღუპვის შემდეგ, პაპაჩემს ქალიშვილების ანაბრად დარჩენილს, ერთ-ერთი ქალიშვლი - ელენე აწყურელი, ვახტანგ მეღვინეთუხუცესისთვის მიუთხოვებია. ჩემი მშობლები 1918 წელს დაქორწინდნენ. 1924 წლის ცნობილი აჯანყების ფონზე, ბოლშევიკები მეღვინეთუხუცესების ოჯახებს განსაკუთრებით დევნიდნენ. მიზეზი ქაქუცასთან ნათესაობა იყო. აჯანყების ჩახშობის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ, ივანე მეღვინეთუხუცესი (მამაჩემის უფროსი ძმა) დახვრიტეს. მამა საფრთხისგან თავის არიდების მიზნით, ძმასთან - შაქროსთან ერთად, იძულებით აყრილა წინაპართა სავანიდან და ჯერ იმერეთში გახიზნულა... "ისეთ ტრადიციებზე გავიზარდე, ოჯახის მატერიალური უქონლობა დიდად არ მაწუხებდა“ 1930 წელს ჩვენი ოჯახი თბილისში დასახლდა, სადაც მე 1932 წელს დავიბადე. სოფლელები ქალაქელებად ვიქეცით. ხუთსულიანი ოჯახი კავშირის, დღევანდელი თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში (9 კვადრატული თუ იქნებოდა) ვცხოვრობდით. ძლიერი წვიმის დროს ნიაღვარი ბინაში გვივარდებოდა. რომ დავბადებულვარ, აკვნის მაგივრობას ჭერში დაკიდებული ჰამაკი ასრულებდა... წამოვიზარდე თუ არა, ჰამაკიდან იატაკზე გადავინაცვლე.

მამა რაიონში სამეურნეო ნაწილის გამგედ მუშაობდა. ერთი უბრალო კაცი იყო, ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი. რაიონში მუშაობა, ხშირად უწევდა, რათა ოჯახი ერჩინა. დედა ძალიან წვალობდა, გაჭირვებით გვზრდიდა. მამა უდაბნოს მეურნეობაშიც (საგარეჯო) მუშაობდა. იქაურობა ქვეწარმავლებით იყო სავსე. მე კი ხშირად ფეხშიშველი დავრბოდი. უცებ განზე გავხტებოდი ხოლმე, ფეხი რომ არ დამედგა. ასეთი ბავშვობა მაქვს გამოვლილი, ფეხშიშველი სირბილი, ცხენით ჯირითი, ცურვა... დეიდა მყავდა მცხეთაში, იქ მივყავდი ხოლმე მშობლებს, სადაც მტკვარსა დ არაგვზე ცურვას ვსწავლობდი...

...მახსენდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, რომლის ბაღშიც ხშირად დავტანტალებდი პატარა ბიჭი - სტუდენტებს ვათვალიერებდი, განსაკუთრებით ლამაზ გოგოებს... 13 წლით უფროსი ძმა მყავდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წელს ფინეთის ფრონტზე გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ, დიდხანს ვეძებდით, სამწუხაროდ, უკვალოდ დაიკარგა, ეს იყო დედაჩემის დიდი დარდი... ჩვენი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ მამა ამას არაფრად აგდებდა. კარგად მღეროდა ხალხურ სიმღერებს. სტუმარი ჩვენს პატარა ბინას არ აკლდა. ზოგჯერ გვიანობამდე ვისმენდი სტუმარ-მასპინძლის სიმღერებს და ხუმრობებს. ისეთ ტრადიციებზე გავიზარდე, რომ ოჯახის მატერიალური უქონლობა დიდად არ მაწუხებდა. მამაჩემსაც არ აწუხებდა. ამ ჭკუით გამზარდა. მეუბნებოდა: მქონდა ყველაფერი, არ მიკვირდა, არ მაქვს, არც ეს მიკვირსო. ჩემი მდგომარეობის კაცს შეიძლება, დღეს მეტი ჰქონოდა, მაგრამ არაა ეს ჩემთვის სადარდებელი.

მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი... არ შემეძლო... დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული. რა უცნაურია ჩვენი პროფესია, თურმე ეს ყველაფერი ქვეცნობიერად მეხსიერებაში რჩება. იმ წუთებში ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით იმახსოვრებ. როცა "ფიროსმანში" ვთამაშობდი, ის დედაჩემის - ჩემთვის ძვირფასი ადამიანის წასვლას მაგონებდა...

"მე და გურანდა - ალბათ ყველაფერი საერთო პროფესიულმა ინტერესმაც განსაზღვრა“

გურანდა ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც გავიცანი. ფოთის თეატრი ბორჯომში თეატრის გასტროლებს მართავდა, რომლის სპექტაკლში გურანდაც მონაწილეობდა. მისი მამა - გიორგი გაბუნია იმავე თეატრის ხელმძღვანელი იყო. გურანდაზე 5 წლით უფროსი ვარ. ცხადია, მაშინ არც კი მიფიქრია, სერიოზულად შემეხედა მისთვის, პირიქით, არ მომეწონა მისი სითამამე და ვიფიქრე, როგორი ქალაბიჭა და ახტაჯანა გოგოა-მეთქი. გავიდა დრო და გურანდა თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე ვნახე. ძალიან მომეწონა, კარგად თამაშობდა. თურმე თვითონაც ესწრებოდა ჩემს სპექტაკლებს. ერთხელ მამაც კი მოუყვანია და უკითხავს - ის ბიჭი როგორ მოგწონსო? როგორც დამწყები მსახიოობი, არ არის ცუდიო. როგორ, არ მოგწონსო? - ჯიუტად ჩააცივდა თურმე გურანდა. ალბათ საერთო პროფესიულმა ინტერესმაც განსაზღვრა, რომ ერთად ვყოფილიყავით. ცოდოა ადამიანი, თუ სიყვარულმა გვერდი აუარა და ამ გრძნობის გარეშე ჩაიარა მისმა ცხოვრებამ. სიყვარული თავზარდამცემი რამ არის, რომელიც შეიძლება, როგორც დიდი ბედნიერების, ისე უბედურების მიზეზი გახდეს... თუ შენი საქმე ძალიან გიყვარს, ხშირად ოჯახისთვის ვეღარ იცლი. რაღაც ეჭვიანობის საბაბიც ხდება. მხოლოდ შენი საქმე გაინტერესებს. როცა საქმეში ერთად არიან, ეს თითქოს უნდა აადვილებდეს ყველაფერს. პარადოქსი ისაა, რომ ხანდახან ორივე ნიჭიერია, ერთ საქმეს ემსახურება, ერთმანეთიც უყვართ, მაგრამ მაინც ინგრევა ოჯახი. ასეთ რამეს ერთმანეთთან შეჯიბრი იწვევს. ოჯახები დანგრეულა იმის გამო, რომ ერთს მეორესთვის უჯობნია. გურანდას ჩემთვის საყვედური ხშირად უთქვამს, მუშაობაში ხელს მიშლიო. მინდა, რომ ყველაზე კარგი იყოს. ამას დროს სჭირდება. მე ვერ ვითმენ და შენიშვნებს უხეშად ვაძლევ. ამ დროს ცოტა უჭირს, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთად მუშაობა. ჩვენი მუშაობა ხელს გვიწყობს, სასიყვარულო სცენებს უფრო ადვილად ვთამაშობთ. მეგობრებიც ვართ და ერთმანეთს ვენდობით... გურანდასთან, სცენაზე როგორც პარტნიორთან თავისუფლებას ვგრძნობ, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ...

"ძალიან მჯერა ჩემი შვილის“...

ოჯახში კიდევ მყავს ერთი წევრი, ვისაც მოთმინებით ვუგდებ ყურს - ეს ჩემი ქლიშვილია. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მჯერა ჩემი შვილის, თუნდაც იმიტომ, რომ შვილია და ღალატის ნატამალიც კი გამორიცხულია. მწამს მისი ინტელექტის, გემოვნების და განათლების..."