ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე, ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
"კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვესაუბრო ოპონენტებს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. ვფიქრობ, მიუღებელია ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელი პოლიტიკური მიზნებისთვის თუ ქულებისთვის და არ მგონია, რომ ეს ტყუილები და სიცრუე მათ რაღაცა პოლიტიკურ ქულებს და ღირსებას შემატებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე. ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და არ მინდოდა ამის თქმა, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მესაუბრა ოპონენტებთან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2009 წელს მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი იყო ჩასული სამიტზე და მხოლოდ ვიწრო შემადგენლობით შეიკრიბა სამიტი არ იყო მიწვეული საქართველო. ისევე როგორც 2005 წელს, როდესაც საქართველო არ ესწრებოდა სამიტს. ეს არის ფაქტები. აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აქ უნდა იყოს სრული კონსოლიდაცია ყველა ოპონენტის თუ პოლიტიკური პარტიის, რადგან საქმე ეხება მთავარს - ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს ნატო-ში ინტეგრაციას" , - განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკანიანიიი გაიღვიძე! რას ადარებ? საქართველოს და ნატოს ურთიერთობის ადრეულ ეტაპებს 2021 წლის მოცემულობასთან? აუ , აუ, აუ, შენ რომ მინისტრი იქნები რა!
მინისტრო , მიუღებელია, რომ მარტო პოზიცია გგონიათ ხელისუფლება, ის კი ერთიანია და ოპოზიციაც ხელისუფლებაა, დიახ, ასე წერია კანონში, ხელისუფლებააო პარლამენტი და პოზიცია ოპოზიცია, უმრავლესობა უმცირესობა ეს მხოლოდ ფორმალური დაყოფაა, მხოლოდ პარლამენტია ხელისუფლება, უფრო სწორად მისი ერთი შტო სხვა სამ შტოსთან-პრეზიდენტი, სასამართლო, მთავრობა ერთად და არამხოლოდ თვითონ, ასეა კი და ოპოზციაც სწორედ ისეთ სახელმწიფო ხელფასს იღებს კანონშემქმედებასა და მთავრობის კონტროლში, , როგორსაც პოზიცია-ბიუჯეტიდან , კი და დიახ, ანუ ხალხის ჯიბიდან ! ხელფასთან ერთად სამივლინებოსა და საწარმომადგენლოს, საწვავის და კომუნიკაციის , სხვა კომფორტებს და უპირატესობებს და შეღავათებს , მაგალითად დაბალ და უჯარიმო, უსაურავო ბიზნეს და არაბიზნეს სასესხო პროცენტს , დაკრიშულ უკონკურენტო და უგადასახადო ბიზნესს, საკუთარ ოლიგოპოლიას და სხვა ! ამუშავეთ ოპოზიცია საქვეყნო საქმისათვის , მიეცით სამუშაო , კანონპროექტები , მეცნიერული კვლევები -მარტო ფასიან ლექციებს რომ კითხულობენ ევროამერიკული და სოროს გრანტებით შინ და გარეთ, არ დარჩნენ უმუშევარი ! მარტო თქვენ კი არ ჩაგაბარათ ხალხმა სახელისუფლებო კვერთხი , ოპოზიცია ხელისუფალია და მიეც საშუალება !